საზოგადოებრივი
104.5 FM
ქეთევან ბერაია
ჟურნალისტი
g 762 Posts
g 0 Views

სიახლეები

ადამიანები ხმის უფლების გარეშე - როგორ ტარდებოდა საბჭოთა არჩევნები საქართველოში
ადამიანები საარჩევნო ხმის უფლების გარეშე - როგორ ტარდებოდა საბჭოთა არჩევნები საქართველოში.გასაბჭოების შემდეგ, კომუნისტურმა რეჟიმმა მარტივად გადაწყვიტა მისთვის არასასურველი ადამიანების საკითხი. ათი ათასობით ადამიანი სამართლიანი სასამართლოს გარეშე სიცოცხლეს გამოასალმეს. ცოცხლები კი - დააპატიმრეს, გადაასახლეს ან სხვა შეზღუდვები დაუწესეს.ამ შეზღუდვებს შორის იყო ე.წ. არჩევნებში ხმის უფლების ჩამორთმევა. ხმის უფლების ჩამორთმევასთან ერთად, ადამიანი კარგავდა თითქმის ყველაფრის უფლებას. ქეთევან ბერაიას სიუჟეტი. 
წაკითხვა
ე.წ. სტაროსტების ინსტიტუტი ქვემო სვანეთში - რეპორტაჟი ლენტეხიდან
ე.წ სტაროსტების ინსტიტუტი ქვემო სვანეთში. ეკლესიის მცველები საქართველოში 19 საუკუნის დასაწყისში, ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ ჩნდებიან. ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და სიწმინდეები, რომლებიც დღემდე სწორედ სტაროსტებმა შემოგვინახეს. გაუქმებულ ტაძრებში მოღვაწე სტაროსტები უკვე მოქმედ ეკლესიებში მოქმედმა მღვდელმთავრებმა ჩაანაცვლეს. ავტორები: ქეთევან ბერაია,  ზაზა შუკვანი. 
წაკითხვა
რადიოსადგური #5 - საბჭოთა კავშირისთვის მნიშვნელოვანი საიდუმლო დასახლება დუშეთთან
საიდუმლო დასახლება დუშეთთან, რადიოსადგური #5. ადგილი, სადაც დღეს ჩვეულებრივი ქართული სოფელია, წლების წინ საბჭოთა კავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იყო. საფოსტო ყუთი 22, - ასეთი იყო დასახლების მისამართი, საიდანაც რადიო თავისუფლების, ამერიკის ხმის და დოიჩე ველეს ჩახშობას ცდილობდნენ და რკინის ფარდის ფუნქციას ითავსებდნენ. საიდუმლო დასახლების ისტორიას ქეთევან ბერაიას მოგიყვებათ. 
წაკითხვა
გამოქვაბულების დედაქალაქი - როგორ ცხოვრობენ გუადიქსში - რეპორტაჟი ევროპის ერთ-ერთი უძველესი დასახლებიდან
კიდევ ერთი სოფლის ისტორიას ქეთევან ბერაია გაგვაცნობს. დასახლება ანდალუსიაში, რომელსაც სათავე ჯერ კიდევ რომაელებმა ჩაუყარეს, თავისი არქიტექტურით გამორჩევა. ხალხი აქ მიწისქვეშ ცხოვრობს. სახლები პატარა გამოქვაბულებშია მოწყობილი.  
წაკითხვა
მზადება ტოკიოს ოლიმპიადისთვის - რა პირობებში ვარჯიშობენ მეკლდეურები საქართველოში
ქართველი სპორტსმენები ტოკიოს ოლიმპიადისთვის ემზადებიან. მას შემდეგ რაც თამაშებს ხუთი ახალი სახეობა, მათ შორის კლდეზე ცოცვაც დაემატა, 2020 წლისთვის იმედებს ქართველი მეკლდეურებიც ამყარებენ. თუმცა, მიშა ხერგიანის – კლდის ვეფხვის ქვეყანაში მეკლდეურობა დაფინანსების ნაკლებობას და შესაბამისად, გამოწვეულ პრობლემებს ძნელად უმკლავდება. რა პირობებში ვარჯიშობენ მეკლდეურები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და რა არის აუცილებელი სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის? ნახეთ ქეთი ბერაიას სიუჟეტი. 
წაკითხვა
ესპანელი ბერი, რომელიც საკუთარ ტაძარს 50 წელზე მეტია აშენებს - რეპორტაჟი მეხორადა დელ კამპოდან
საქართველოს შემდეგ ესპანეთი და კვლავ ერთი ადამიანის ისტორია. მადრიდთან ახლოს, ქალაქ მეხორადა დელ კამპოში ტაძარი შენდება. მშენებლობა ნახევარი საუკუნის წინ დაიწყო და ნაგებობა დღეს უკვე 5 000-მდე კვადრატულ მეტრამდე ფართობს მოიცავს და მილიონამდე ევრო დაჯდა. ტაძარი მოქმედი არ არის, თუმცა მისი მშენებელი იმედს არ კარგავს, რომ პროცესი დასრულდება და ღვთისმსახურებაც დაიწყება. ეკლესიიდან წამოსული ბერის პირობა და უნებართვოდ დაწყებული ტაძრის მშენებლობა ნახეთ ქეთი ბერაიას და გიორგი ჯაფარიძის სიუჟეტში. 
წაკითხვა
ლურჯი ღვინის ისტორია - როგორ შეიქმნა არატრადიციული ღვინო ბილბაოში - რეპორტაჟი ესპანეთიდან
ბილბაოში, ახალგაზრდა ხელოვანებმა ბიზნესიდეაზე ფიქრისას, გადაწყვიტეს, ღვინის განსხვავებული სახეობა შეექმნათ. ამ იდეაზე მუშაობისას მათ ტრადიციული მეღვინეობის მქონე ქვეყანაში ლურჯი ღვინო გამოუშვეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანელები არატრადიციულ ღვინოს სკეპტიკურად შეხვდნენ. ნაწარმს ღვინოდ წოდების უფლებაც ჩამოართვეს, თუმცა ორი წლის წინ გაჩენილი იდეა ნელ-ნელა წარმოებას ზრდის და 200 სატესტო ბოთლით დაწყებული წარმოება დღეს უკვე 200 000 ბოთლს აღწევს და ექსპორტზე ევროპის 20 ქვეყანაშიც გადის.  
წაკითხვა
ყვავილების ორთაბრძოლა - როგორ აღნიშნავენ გაზაფხულს ესპანეთის ქალაქ კორდობაში
გადაცემის მიწურულს ქეთევან ბერაია ბრძოლაში გეპატიჟებათ. ბრძოლაში, რომელიც სამხრეთ ესპანეთის ულამაზეს ქალაქ კორდობაში შედგა. ანდალუსიაში გაზაფხულის დღესასწაულებს ზეიმობენ, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ყვავილების ბრძოლაა. 
წაკითხვა
„ღირსეული სიბერე“- საქართველოში მცხოვრები ხანდაზმულების პრობლემები და ომბუდსმენის რეკომენდაციები მთავრობას
განვითარებული ქვეყნების პენსიონერი მოქალაქეები საერთაშორისო პასპორტს აქტიურად იყენებენ. მოგზაურობა მათი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშით კი, ჩვენთან ხანდაზმულები ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს წარმოადგენენ. არათუ საზღვარგარეთ მოგზაურობა, ხშირად მოხუცებს სახლიდან გასვლაც  კი უჭირთ. ომბუდსმენი საკუთარ ანგარიშში ყურადღებას რამდენიმე პრობლემურ მიმართულებაზე ამახვილებს. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ძალადობა, მიზნობრივი პროგრამების არ არსებობა. პრობლემა ბევრია, თუმცა საბედნიეროდ არიან მოქალაქეები რომლებიც საკუთარ თავთან ერთად, სხვებზეც აქტიურად ზრუნავენ. ამის ჯერჯერობით ერთადერთი კარგი მაგალითი ქობულეთში მოქმედი ასოციაცია ღირსეული სიბერეა. ის თავის დროზე 85 წლის ტატიანა სირაძემ დააფუძნა და ახლა ევროკავშირის დაფინანსებით უზრუნველყოფს ხანდაზმულების აქტიურ ცხოვრებას. ქობულეთში ქეთევან ბერაია და გიორგი ჯაფარიძე ჩავიდნენ.
წაკითხვა
ღვთისმსახურება ჟესტების ენაზე - საღმრთო ლიტურგია სმენადაქვეითებული მრევლისთვის
გამორჩეული ღვთისმსახურება, რომელიც საქართველოში მხოლოდ ერთ ტაძარში აღევლინება.თითქმის 8 წელია, მამა გიორგი კალანდია მსახურებას ჟესტების ენაზე აღავლენს. მისი მრევლის ძირითადი ნაწილი სმენადაქვეითებული მოქალაქეები არიან. უკვე 5 წელია, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სპეციალური მსახურებისთვის ტაძარი გამოიყო. ქეთევან ბერაიას სიუჟეტი.  
წაკითხვა
მესხეთის დრამატული თეატრის დასი მაყურებელს ახალი პროგრამით უბრუნდება
4 თვიანი პაუზის შემდეგ, მესხეთის დრამატული თეატრის დასი მაყურებელს ახალი პროგრამით უბრუნდება. ტრადიციულად, პირველი წარმოდგენა საბავშვო იქნება, თუმცა დაფინანსების შემცირების გამო, მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც პრემიერების, ისე წარმოდგენების რაოდენობაც.მსახიობები მნიშვნელოვნად შეკვეცილი ანაზღაურების მიუხედავად, სცენაზე მაინც გადიან. აღსანიშნავია, რომ ახალციხეში თეატრალური წარმოდგენები მე-19 საუკუნის 60 წლებიდან იმართებოდა. როგორ პირობებშია დღეს ერთ-ერთი უძველესი ქართული თეატრი? - ნახეთ ქეთევან ბერაიასა და გიორგი ბაზერაშვილის რეპორტაჟი
წაკითხვა
საიდან შემოვიდა საქართველოში სურნელოვანი საცხები - პარფიუმერიის ისტორია #მოამბეში
გამოშვების ბოლოს ქეთევან ბერაია, ზაზა შუკვანი და მაია შახულაშვილი უნიკალურ ისტორიულ მოგზაურობაში გვიწვევენ. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ტელეეკრანს ისტორიის მთავარი დეტალის გადმოცემა არ შეუძლია. საქმე პარფიუმერიას ეხება. არქეოლოგიური არტეფაქტები – აღდგენილი ფორმულა და ქართველი ემიგრანტის მიერ დაპყრობილი ამერიკული ბაზარი. საიდან შემოვიდა საქართველოში სურნელოვანი საცხები, როგორ აითვისეს ადგილობრივებმა მათი წარმოების ტექნიკა და როგორ აღმოჩნდა პრინც მაჩაბელის სახელწოდებით წარმოებული სუნამო, ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი ბრენდი.  
წაკითხვა
რა ბრალდებებს უყენებს მერაბ ღოღობერიძე საპატრულო პოლიციას და მის ახალ უფროსს
საპატრულო პოლიციისა და აჭარაში მისი ახალი უფროსის მისამართით ბრალდებები რამდენიმე დღეა ისმის. მათი ძირითადი ავტორი კი მერაბ ღოღობერიძეა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამართალდამცველებს სადამსჯელო ზომების არარაციონალურ გამოყენებაში ადანაშაულებს. სწორედ მისგან გაჟღერდა პირველად, საჯაროდ, რომ კახა ბუხრაძე რეგიონის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ადგილობრივებს აგდებულად მოიხსენიებს. ვინ არიან პირები, რომლებიც განვითარებული მოვლენების ვანდალურ დასასრულს არ იწონებენ, თუმცა ბათუმში მოქალაქეების საპროტესტო ტალღას ამართლებენ,- ქეთევან ბერაიას რეპორტაჟი. 
წაკითხვა
სოფელი, სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობს - შიდა მიგრაციის მიზეზები და „მოამბის“ რეპორტაჟი ხომიდან
საქართველოში არსებული პრობლემებიდან, შიდა მიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მოქალაქეები რაიონებიდან ძირითადად თბილისში ან სხვა მსხვილ ქალაქებში ცდილობენ გადმოსვლას. ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ეკონომიკური მდგომარეობაა. შიდა მიგრაციის გამო, სოფლები ნელ-ნელა იცლება. 2014 წლის აღწერის მიხედვით, სულ 18 მოქალაქე დარჩა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხომში. ადგილზე მცხოვრები ხუთი ოჯახი პრობლემების მიუხედავად სოფელს არ ტოვებს. როგორია მათი დღევანდელი ყოფა? - ხომში ქეთი ბერაია და ზაზა შუკვანი ჩავიდნენ. 
წაკითხვა
პირველი რესპუბლიკის ისტორია და 1921 წლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს
დაშვებული დროშები და დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი ღონისძიებები. საქართველში 1921 წლის ტრაგიკული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. წითელი არმიის ანექსიით საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის თითქმის სამწლიანი ისტორია დასრულდა. გასაბჭოება 70 წელი გაგრძელდა, თუმცა არ დაიკარგა ის პირველი სახელმწიფო ატრიბუტები, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე ხელისუფლებამ შემოიღო. როგორ და ვინ შექმნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა, გერბი და ჰიმნი? რა ღვაწლი მიუძღვის სახელმწიფო სიმბოლიკის შექმნაში სანდრო ახმეტელს? ქეთევან ბერაიას რეპორტაჟი.  
წაკითხვა
ასპინძის რაიონში მესხური დარბაზული სახლების რეაბილიტაცია დაიწყება
შემოდგომიდან, ასპინძის რაიონში მესხური დარბაზული სახლების რეაბილიტაცია იწყება. სულ მცირე ორი საუკუნის წინანდელი უნიკალური ნაგებობები დღემდეა შემორჩენილი და 60 სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსსაც ატარებს. რეაბილიტირებული მემკვიდრეობა თანამედროვე ტურისტული მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს. რა მდგომარეობაშია დღეს მესხური დარბაზული სახლები? როგორ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მას წარსულში და რას ითვალისწინებს სამომავლო გეგმა? ასპინძის რაიონში ქეთი ბერაია და გიორგი ბაზერაშვილი ჩავიდნენ.  
წაკითხვა
„რადიო ხარ შენ” - როგორ იქმნებოდა პირველი რადიომაუწყებლობა საქართველოში
13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა. უკვე ექვსი წელია, იუნესკოს მიერ დაწესებული ეს საერთაშორისო დღე მთელ დედამიწაზე აღინიშნება. 44 ათასი რადიოსადგური და თითქმის 7,5 მილიარდი მსმენელი. მიუხედავად ინტერნეტის აქტიური მოხმარებისა, რადიო დღესაც პოპულარობას მსმენელებში არ კარგავს. საქართველოს საზოგადოებრივი რადიოს ორივე არხი ამ აქციაში უკვე მეორე წელია მონაწილეობს. წელს სლოგანია „რადიო ხარ შენ”. მსოფლიო დღე ხვალ აღინიშნება, მაგრამ რადგან მაუწყებლობა საქართველოში სწორედ რადიოთი დაიწყო და ეს იყო ევროპაში ერთ-ერთი პირველი რადიო, ჩვენ შევეცადეთ შეგვეხსენებინა თქვენთვის, როგორ იქმნებოდა პირველი მაუწყებლობა საქართველოში, როგორ ეძებდნენ ალტერნატიულ არხებს ახალგაზრდები და FM დიაპაზონზე მაუწყებელი რადიოარხების გარდა, რამდენად შემორჩნენ რეალობას დღეს რადიოხულიგნები ანუ რადიომოყვარულები.
წაკითხვა
ძალადობის ფაქტები სააღმზრდელო დაწესებულებებში - რა ეტაპზეა გახმაურებულ ფაქტებზე დაწყებული გამოძიება
თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, 24 იანვარს მშობელმა ძალადობის ფაქტის შესახებ განაცხადა. გამოძიება დაიწყო. აღმზრდელი საქმიანობას დროებით ჩამოაცილეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მსგავსი შემთხვევა აღირიცხება, ერთიანი სტატისტიკა იმაზე, თუ რამდენი ბაღის და სკოლის აღმზრდელი დაითხოვეს დისციპლინური გადაცდომის ან ძალადობის გამო, არ არსებობს.სკოლამდელი აღზრდის 61 დაწესებულების მონიტორინგი სახალხო დამცველის ოფისმა 2014 წელს ჩაატარა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ 70 %-ში დაფიქსირდა ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები, 40%-ში ფიზიკური დასჯის ფაქტი. რა ვითარება საქართველოს სააღმზრდელო დაწესებულებებში და რა ეტაპზეა გახმაურებულ ფაქტებზე დაწყებული გამოძიება? -თემაზე ქეთევან ბერაიამ იმუშავა.
წაკითხვა