საზოგადოებრივი
104.5 FM
გიორგი ცხვიტავა
პროდიუსერი
g 3 Posts
g 0 Views

სიახლეები

საზღვრის დაცვა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და კიბერუსაფრთხოება; აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლები ქართველ ჯარისკაცებს მოამზადებენ
• საზღვრის დაცვა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და კიბერუსაფრთხოების მიმართულება - საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება; • რა როლი აქვს კაპელანის ინსტიტუტს შეიარაღებულ ძალებში; • ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის წარმომადგენლები ქართველ ჯარისკაცებს მოამზადებენ.
წაკითხვა
როგორ ეპყრობიან საქართველოში გმირებს
• საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წვრთნების პროცესი გრძელდება, რომლის მიზანი ჯარისკაცის ფიზიკური და ფსიქოლოგიური კონდიციების ამაღლებაა. პირადი შემადგენლობა უახლოესი თვების განმავლობაში სქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებისთვისაც ემზადება;   • როგორ ეპყრობიან საქართველოში გმირებს?! სხვა ცივილიზებული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში სამწუხაროდ კვლავაც მიმდინარეობს საუბარი სამხედრო წესდებისა და წესის დაცვაზე;   • ბრიუსელში გადაიგზავნა ნატო საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამა. საქართველო ამ პროგრამას ნატოში გაწევრიანების ინსტრუმენტად განიხილავს. დოკუმენტი კი ასახავს ყველა იმ მნიშვნელოვან რეფორმას, რომლებიც ხელს შეუწყობს ნატოს სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოვებას.
წაკითხვა
რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება; საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადა იუბილარია; ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ვიზიტის დეტალები
• რატომ არის მნიშვნელოვანი ქალთა ჩართულობა უსაფთხოების საკითხებში? ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტის დეტალები;   • რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება და განაგრძობს სამხრეთ სამხედრო ოლქის მოდერნიზაციის პროცესს;   • საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადა იუბილარია. ქვედანაყოფის გზა 1992 წლიდან დღემდე.  
წაკითხვა
31-ე ბატალიონი უკვე ავღანეთშია; სად განთავსდება ნატოს საწვრთბნელი ბაზა - ვაზიანში თუ კრწანისში; ყირიმის ანექსიის სამხედრო ოპერაციის დეტალები
• 31-ე ბატალიონი უკვე ავღანეთშია და მისიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება დაიწყო. გადაბარების ცერემონიალი ქაბულში გაიმართა. 31 ბატალიონმა აშშ-ის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფი ჩაანაცვლა. ქართველი ჯარისკაცების ძირითადი მისია ქაბულში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. კიდევ ერთი ქართული ქვედანაყოფი 23-ე ბატალიონი კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშია, სადაც მასშტაბური წრთნებიც ჩაატარა.    • საქართველოში ნატოს შემფასებელთა ჯგუფმა ვიზიტი დაასრულა. ჯგუფის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსებისთვის არსებულ შესაძლებლობებსა და ინფრასტრუქტურას ეცნობოდნენ. შემფასებლებმა ძირითადად ორი ლოკაცია დაათვალიერეს - ვაზიანსა და კრწანისში. შესაბამისი დასკვნების შემდეგ გაიწერება კონკრეტული ღონისძიებები. ცენტრის მშენებლობა 2015 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.   • ყირიმის ანექსიიდან ერთი წლის შემდეგ, მკვლევარები კვლავაც მსჯელობენ ნახევარკუნძულის აღების ოპერაციის დეტალებზე. ოპერაცია კარგი ხნით ადრე დაიგეგმა და საინფორმაციო ველიც შესაბამისად მუშავდებოდა. ისევე როგორც დამუშავების ობიექტები იყვნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყირიმზე განთავსებული ქვედანაყოფების მეთაურები და ჯარისკაცები.
წაკითხვა
ევროპული უსაფრთხოება და რუსეთი; ზამთრის კურსი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში; სამხედრო ექიმები და კონფლიქტის ზონები
• ზამთრის კურსი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის ფარგლებში, ზამთრის კურსი ქართველ სამხედროებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებმაც გაიარეს. წვრთნების დროს მონაწილეებმა შეისწავლეს თხილამურებზე სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანების მოძიება და გადარჩენის მეთოდები, ასევე თავშესაფრების მოწყობა;   • რუსეთმა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება დატოვა. ჯერ კიდევ 2007 წლიდან ცალმხრივად შეაჩერა მონაწილეობა და შესაბამისად საკუთარი შეიარაღების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეწყვიტა. როგორია ანალიტიკოსების შეფასება და რა საფრთხეებს ხედავენ ისინი კრემლის ქმედებებში;   • სამხედრო ექიმები და კონფლიქტის ზონები. 1992-93 წლებში თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აფხაზეთში 5 სტუდენტი დაიღუპა. ვეტერანებმა კიდევ ერთხელ ერთხელ გაიხსენეს დაღუპული სტუდენტები, ისინი ვინც მოხალისეებად წავიდნენ ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში და საკუთარი სიცოცხლის ფასად არაერთი მებრძოლი გადაარჩინეს.
წაკითხვა
როგორ დაეცა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა; რუსეთის წვრთნები - ძალის დემონსტრირება თუ რეალური საფრთხე.
• როგორ დაეცა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, შეეძლო თუ არა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება: ეს და მრავალი სხვა საკითხი კვლავაც კამათის საგანია მკვლევარებში;    • საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებამ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია ასპირანტ ქვეყნებში. როგორია საქართველოს პოზიცია;   • რუსეთის წვრთნები, ძალის დემონსტრირება თუ რეალური საფრთხე. რუსეთის ფედერაციამ მასშტაბური წვრთნები დაიწყო, საუბარია სამხრეთ სამხრედრო ოლქზე, რომელშიც აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული ბაზებიც შედიან. საერთო ჯამში სწავლებები 12 პოლიგონზე ერთდროულად მიმდინარეობს.
წაკითხვა
ბრძოლა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ; ლარის კურსის ცვალებადობა და თავდაცვის ბიუჯეტი; ერთი დღე კადეტებთან ერთად
• ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ერაყის უსაფრთხოების ძალებმა დამოუკიდებლად დაიწყეს ბრძოლა. მხოლოდ წერტილოვანი საჰაერო დარტყმები არასაკმარისი აღმოჩნდა. ბრძოლები ამჯერად ბაღდადიდან 150 კილომეტრში, სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქ თიკრიტში მიმდინარეობს.• საზოგადოებაში კვლავაც აქტუალურია ეკონომიკურ კრიზისზე დისკუსია, თუმცა უსაფრთხოების სექტორის მკვლევარები თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებულ გამწვევებზე საუბრობენ. პირველ რიგში კი მიანიშნებენ სამხედრო ბიუჯეტის იმ მუხლებზე, რომელთაც შესაძლოა პიდაპირ შეეხოს ლარის კურსის ცვალებადობა.• კადეტთა კორპუსი, რომელსაც თავისი ისტორია აქვს, ერთ დროს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ, სამხედრო აკადემიასთან ერთად გააუქმა, თუმცა წლების შემდეგ მისი ფუნქციონირება კვლავ აღდგა. გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმი ერთადერთია თავისი ფორმით, სადაც საშუალო განათლებასთან ერთად, მოზარდები ელემენტარულ სამხედრო უნარებსაც ეუფლებიან. ერთი დღე კადეტებთან ერთად.
წაკითხვა
დებალცევოს შემდეგ მარიუპოლი - ანალიტიკოსების მძიმე პროგნოზი; განაღმვითი სამუშაოები სკრაში
ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის გამოწვევები. დებალცევოს შემდეგ მარიუპოლი - ანალიტიკოსების მძიმე პროგნოზი. ნატო-ს დახმარებით სკრაში განაღმვითი სამუშაოები დაიწყო. სწავლება სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანისა და შემოწმების მიზნით ჩატარდა.
წაკითხვა
კრემლი და მეზობლები; რუსეთს მინსკის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ; კადიროვი სპეცრაზმების წვრთნის მსოფლიო ცენტრის მშენებლობას გეგმავს
• რამზან კადიროვის ახალი ინიციატივა. ჩეჩნეთის ლიდერი გუდერმესში სპეცდანიშნულების რაზმების წვრთნის მსოფლიო ცენტრის მშენებლობას გეგმავს. რა საფრთხის შემცველი იქნება ეს ობიექტი თავისი დანიშნულებითა და ფუნქციებით საქართველოსთვის.• სოჭის 1993 წლის 27 ივლისის შეთანხმებიდან 2014 წლის 12 თებერვლის მინსკის ხელშეკრულებამდე. რამდენად შეიცვალა ამ წლებში კრემლის მიდგომა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. რა მსგავსებები და განსხვავებებია ამ დოკუმენტებში. თემაზე ბევრი საუბრობს, თუმცა აფხაზეთის შემთხვევაში რეალობა სახეზეა.• ცივილიზებული სამყარო რუსეთს მინსკის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. უკრაინის ქალაქ დებალცევოში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. პრორუსი სეპარატისტები ქალაქის დამორჩილებას ცდილობენ. პუტინი კი კვლავაც ცინიკურ განცხადებებს აკეთებს და მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებს პროგნოზირებადს უწოდებს.
წაკითხვა
"შავი პოლკოვნიკი" - გამორჩეული მფრინავის ისტორია; უსაფრთხოება და ნატოს მზადყოფნა
• ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენის პირველი კავალერი. ქართული ცის ერთ-ერთი გამორჩეული მფრინავი, რომელსაც "შავი პოლკოვნიკის" სახელით იცნობდა მოწინააღმდეგე. პოლკოვნიკ ჯიმი მაისურაძის ისტორია გადაცემაში "ქართული ჯარი";    • ევროპული უსაფრთხოება და ნატოს მზადყოფნა. რამდენად ადექვატურია ნატოს სტრატეგია არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების მიმართ. ანალიტიკოსების შეფასებით მხოლოდ სწრაფი რეაგირების ძალების ჩამოყალიბება საკმარისი არ არის;    • 51-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ფარგლებში მოქმედებას განაგრძობს. ქართველები ოპერაციაზე ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან და ავღანური უსაფრთხოების ძალების ჯარისკაცებთან ერთად გადიან.   
წაკითხვა
საინფორმაციო ომები და უკრაინა; 51- ე ბატალიონის გასვლები პარვანის პროვინციაში; აღმოსავლეთ უკრაინა და აფხაზეთი - ომების ხასიათის პარალელები
წაკითხვა
„უცნობი ჯარისკაცები“
დოკუმენტური ფილმი "უცნობი ჯარისკაცები", გადაღებულია 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს. ფილმი ნაჩვენები იყო ჩეხეთში, გერმანიაში, ალბანეთსა და იტალიაში დოკუმენტური ფილმების ფესტივალებზე.ავტორი და რეჟისორი - შალვა შენგელიპროდიუსერები: გიორგი ცხვიტავა, თინათინ ყაჯრიშვილიოპერატორები: ლევან კანტიძე, გიორგი სიგუა
წაკითხვა