საზოგადოებრივი
104.5 FM
ლევან კიტია
რეჟისორი
g 0 Posts
g 0 Views

სიახლეები

„დუხავოი“
წაკითხვა
„კუნძული“
ლევან კიტიასა და ნინო კაკაურიძის ფილმი.
წაკითხვა
„ხორბლის ამბები“
ნინო ჩუტკერაშვილის და ლევან კიტიას ფილმი.
წაკითხვა
„ლარის გზა“
• პოლიტიკური ლაბირინთებიდან ეროვნული ბანკის საცავებამდე. კუპონის მემკვიდრეობიდან მსოფლიო აღიარებამდე. რევოლუციები, ომები და ეკონომიკური კრიზისები, ასეთია პირველი ეროვნული ვალუტის 20 წლიანი თავგადასავალი. წელს ქართული ლარი იუბილარია. • ფილმში მონაწილე ადამიანები იხსენებენ იმ ისტორიულ პერიპეტიებს თუ რა ხდებოდა 20 წლის წინ საქართველოში, ქართული ლარის მიმოქცევაში გაშვებამდე და გაშვების შემდეგ.• მაყურებელი პირველად ნახავს უნიკალურ კადრებს, თუ რა გზას გადის ჩვენი ეროვნული ვალუტა ევროპის ფულის საბეჭდი სტამბებიდან საქართველოს მოქალაქეების საბანკო და სახელფასო ანგარიშებამდე.რეჟისორები: ლევან კიტია, ლევან ახობაძე; ფილმის ავტორები: ზაზა ჯღარკავა, ბიძინა მაყაშვილი.
წაკითხვა
"ტრამპლინი"
ადამიანი, რომელსაც ამერიკის მთავრობა მილიონს სთავაზობდა. ადამიანი, რომელსაც ცნობილმა მწერალმა ჯონ აპდაიკმა ლექსი მიუძღვნა. ადამიანი, რომელიც დღეს თავისი სახელობის ქუჩაზე ცხოვრობს. ყველაზე წარმატებული ქართველი სპორტის ზამთრის სახეობებში -  კობა წაქაძის არაჩვეულებრივი თავგადასავლები დოკუმენტურ ფილმში "ტრამპლინი"
წაკითხვა
„ხმა“
იდეის ავტორები: რუსუდან მანჯგალაძე, გურამ ახალაია.სცენარის ავტორები: ლევან კიტია, კახა თოლორდავა, ბიძინა მაყაშვილი.რეჟისორი: ლევან კიტია.ოპერატორები: კახა ბუხრაშვილი, გიორგი ვაწაძე, ლევან ლეკიაშვილი.
წაკითხვა
"ეს იყო სიზმარი"
ფილმი ეძღვნება გიული ჩოხელის შემოქმედებას.რეჟისორი: ლევან კიტია, სცენარის ავტორი: ბიძინა მაყაშვილი.
წაკითხვა
რევოლიუციამ თუ კი მიბრძანა!"
ფილმი ეხება საბჭოთა საქართველოში 20-30-იან წლებში მოქმედ პროლეტარ მწერალთა ასოციაციას, რომელიც ლიტერატურაში ბოლშევიკურ იდეოლოგიას უხეში მეთოდებით ნერგავდა. ამ ასოციაციის გამორჩეული წევრები იყვნენ ბენიტო ბუაჩიძე, კალე ფეოდოსიშვილი, ფრიდონ ნაროუშვილი, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, პლატონ ქიქოძე და ა.შ. მათი დახმარებით პარტია საზოგადოებაში ახალ იდეოლოგის დანერგვას ცდილობდა.30-იან წლებში, როცა ბოლშევიკებს უკვე აღარ სჭირდებოდათ პროლეტარ მწერალთა ასეთი ხისტი პროპაგანდა, ყველა ეს მწერალი თავიდან მოიშორეს. ვინც თავგამოდებით იცავდა კომუნისტურ იდეალებს, თავად კომუნისტების მიერ აღმოჩნდა რეპრესირებული. მათი ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი გადაასახლეს, ნაწილი ციხეში ჩასვეს.ფილმში ნაჩვენებია, თუ რა მიზეზით და როგორ ჩამოიშორეს ბოლშევიკებმა ის მწერლები და პოეტები, რომლებიც ლიტერატურაში კომუნისტების დასაყრდენად ითვლებოდნენ.ავტორი: მიხეილ ბასილაძერეჟისორი: ლევან კიტია
წაკითხვა