საზოგადოებრივი
104.5 FM
შალვა შენგელი
რეჟისორი
g 0 Posts
g 0 Views

სიახლეები

"ვეტერანი"
აფხაზეთის ომის დროს ქართული ჯარი მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაში არსებობდა. არმიის ბირთვს ძირითადად, მოხალისეები და ის პატრიოტები შეადგენდნენ, ვისთვისაც ქართული სახელმწიფოს იდეისთვის ბრძოლა ცხოვრების მიზანს წარმოადგენდა. შალვა შენგელის და მიხეილ ბასილაძის ფილმი - "ვეტერანი".
წაკითხვა
"დახშული სივრცე"
ფილმის გმირი 13 წლის ლუკა ტატიშვილია, რომელიც წყალდიდობამდე ზოოპარკში მოხალისედ მუშაობდა. ლუკა სკოლის შემდეგ თითქმის ყოველ დღე დადიოდა ზოოპარკში და  ფრინველებს უვლიდა, ცხოველებსაც ხშირად აკითხავდა. მისთვის ზოოპარკი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ზოოპარკი იყო ის ადგილი, რომელიც ერთმანეთს მიბჯენილი საცხოვრებელი კორპუსების დახშული სივრციდან თავის დაღწევის საშუალებას აძლევდა ლუკას. 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ ქალაქს დიდი ზიანი მიაყენა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი, 3 უგზოუკვლოდ დაიკარგა. თითქმის მთელი ზოოპარკი განადგურდა. ზოოპარკის ბინადართათვის საბესდისწერო აღმოჩნდა ის დახშული სივრცე, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ. რეჟისორი: ლევან შუბაშვილი;პროდიუსერი: შალვა შენგელი;სცენარის ავტორები: შალვა შენგელი, ლევან შუბაშვილი;ოპერატორები: გიორგი ვაწაძე, ლევან კაშიბაძე.
წაკითხვა
ხელმწიფე
წაკითხვა
„უცნობი ჯარისკაცები“
დოკუმენტური ფილმი "უცნობი ჯარისკაცები", გადაღებულია 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს. ფილმი ნაჩვენები იყო ჩეხეთში, გერმანიაში, ალბანეთსა და იტალიაში დოკუმენტური ფილმების ფესტივალებზე.ავტორი და რეჟისორი - შალვა შენგელიპროდიუსერები: გიორგი ცხვიტავა, თინათინ ყაჯრიშვილიოპერატორები: ლევან კანტიძე, გიორგი სიგუა
წაკითხვა
"აქ და იქ"
ფილმის გმირი, 101 წლის თამარ ხუციშვილი, კახეთის ერთ სოფელში ცხოვრობს. წერს კინოსცენარებს, რომანებს, ქარგავს. ფილმში, რომელიც აგებულია მისი ნაამბობის მიხედვით, მთელი ეპოქებია გადმოცემული - საქართველოს გასაბჭოებით დაწყებული, დღევანდელობით დამთავრებული. რეალური და სიურეალური სამყაროების თანაარსებობის ჩვენებით, ფილმი გვიყვება საუკუნის მომსწრე და მონაწილე საინტერესო ქალის ცხოვრების და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეპიზოდებს.ავტორი: ქეთევან სადღობელაშვილი;რეჟისორი: შალვა შენგელი.
წაკითხვა