საზოგადოებრივი
104.5 FM
ლევან ადამია
რეჟისორი
g 0 Posts
g 0 Views

სიახლეები

„მონანიება პარტიზანულად“
ლევან ადამიასა და ზაზა ჯღარკავას ფილმი რატომ შერაცხეს ფილმი ანტისაბჭოთა იდეოლოგიის მატარებლად. ფილმი, რომლის სცენარიც, პარტიის აზრით, გახდა ინსპირაცია თვითმფრინავის გატაცებისათვის. ფილმი, რომელიც დატოვეს მთავარი გმირის გარეშე. როგორ მოხერხდა ფილმის პარტიზანული გადაღება -  "ქართული დოკუმენტალისტიკა" - "მონანიება პარტიზანულად"
წაკითხვა
„მარტუა“
ლევან ადამიას და მანანა ხიდაშელის ფილმი.
წაკითხვა
„ატომური საქართველო“
ზაზა ჯღარკავას და ლევან ადამიას ფილმი.
წაკითხვა
„მიხეილ ჭიაურელის სტალინიანა“ (მეორე ნაწილი)
სტალინის სახის კანონიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი საბჭოთა კინემატოგრაფმა შეასრულა. სანიმუშო მასალას, თუ როგორ შეიქმნა მითი სტალინის, როგორც ბრძენი მასწავლებლისა და სოციალიზმის დიადი გამარჯვებების ორგანიზატორის შესახებ, მიხეილ ჭიაურელის საავტორო კინო სტალინიადა წარმოადგენს. მიხეილ ჭიაურელს ეკუთვნის სტალინის ეპოქის კინომითოლოგიის კლასიკური ნიმუშები:"დიადი განთიადი", "ფიცი", "ბერლინის დაცემა", "დაუვიწყარი 1919 წელი". ეს ფილმები ზუსტად ასახავენ დროის მოთხოვნებს, პარტიისა და მთავრობის, მისი ხელმძღვანელის, ამხანაგ სტალინის პოლიტიკას და გემოვნებას.ხელოვნების არც ერთ სფეროში, არავის, ისე სრულად არ წარმოუჩენია სტალინური კლასიციზმის ესთეტიკური არსი, როგორც ეს მიხეილ ჭიაურელმა მოახერხა.სცენარის ავტორი: არჩილ შუბაშვილი.რეჟისორი: ლევან ადამია.
წაკითხვა
„მიხეილ ჭიაურელის სტალინიანა“ (პირველი ნაწილი)
სტალინის სახის კანონიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი საბჭოთა კინემატოგრაფმა შეასრულა. სანიმუშო მასალას, თუ როგორ შეიქმნა მითი სტალინის, როგორც ბრძენი მასწავლებლისა და სოციალიზმის დიადი გამარჯვებების ორგანიზატორის შესახებ, მიხეილ ჭიაურელის საავტორო კინო სტალინიადა წარმოადგენს. მიხეილ ჭიაურელს ეკუთვნის სტალინის ეპოქის კინომითოლოგიის კლასიკური ნიმუშები:"დიადი განთიადი", "ფიცი", "ბერლინის დაცემა", "დაუვიწყარი 1919 წელი". ეს ფილმები ზუსტად ასახავენ დროის მოთხოვნებს, პარტიისა და მთავრობის, მისი ხელმძღვანელის, ამხანაგ სტალინის პოლიტიკას და გემოვნებას.ხელოვნების არც ერთ სფეროში, არავის, ისე სრულად არ წარმოუჩენია სტალინური კლასიციზმის ესთეტიკური არსი, როგორც ეს მიხეილ ჭიაურელმა მოახერხა.სცენარის ავტორი: არჩილ შუბაშვილი.რეჟისორი: ლევან ადამია.
წაკითხვა
„ჩემი ადგილი“
ფილმი იმ ადამიანებზეა, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ. ისინი თავად ყვებიან, როგორ უმკლავდებიან ამ დაავადებას და რა სირთულეების გადალახვა უწევთ გამწვავების პროცესში. ამ დაავადების მართვა კი სტაციონარიდან გაწერის შემდეგ უფრო ძნელდება. სათემო მომსახურების ცენტრები კი მათ სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელებაში და დაავადების მართვის გარდა, სოციალურ ადაპტაციაში ეხმარება.ფილმის ავტორი: მანანა ხიდაშელი;  რეჟისორი: ლევან ადამია.
წაკითხვა
"ლაქა აჯობებს"
ლევან ადამიას და მანანა ხიდაშელის ფილმი.
წაკითხვა
"საბჭოთა მოდა"
იყო თუ არა მოდა საბჭოთა კავშირში? ეს კითხვა ბევრჯერ დაისვა, თუმცა ერთმნიშვნელოვანი პასუხი დღემდე არ არსებობს. დოკუმენტურ ფილმში  მოთხრობილია სხვადასხვა პერიოდის სამოსთან დაკავშირებული ისტორიები და ფაქტები. რა შედეგი მოაქვს სახელმწიფოს მცდელობას, თავად განუსაზღვროს მოქალაქეებს ჩაცმულობის სტილი, ჩამოუყალიბოს გემოვნება, სამოსი იდეოლოგიურ იარაღად აქციოს; ნაჩვენებია, როგორ ცდილობენ ადამიანები გაექცნენ ერფეროვნებას,  რა საშუალებებითა და გზებით მოიპოვებენ საბჭოთა სტანდარტისგან განსხვავებულ სამოსს და როგორ იბრძვის ამის წინააღმდეგ სახელმწიფო. ეს ისტორიები, დღევანდელ დღეს, შესაძლებელია, დაუჯერებელი და ღიმილისმომგვრელი იყოს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობისათვის, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს ეს ყოველდღურობის განუყოფელი ნაწილი იყო. დოკუმენტურ ფილმში ასევე, მოთხრობილია, თბილისის ყველაზე ცნობილი მკერავის  - ალექსანდრე ახვლედიანის, იგივე,  საშა პარტნოის ისტორია.სცენარის ავტორი: ნინო კაკაურიძე რეჟისორი: ლევან ადამია
წაკითხვა
ბიოგრაფია ეპოქების გასაყარზე
სცენარის ავტორი - მიხეილ ბასილაძერეჟისორები: ლევან ახობაძე, ლევან ადამია
წაკითხვა
"მე პატარა ქართველი ვარ:
"ლილიპუტები" - ასე უწოდებს უმრავლესობა ადამიანებს, რომლებსაც ზრდის პათოლოგიური დეფიციტი აქვთ. ამ პრობლემით დაბადებულები, ქართულ რეალობაში უამრავ სირთულეს აწყდებიან. განსხვავებული გარეგნობა, ხშირად მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ფილმი მოგვითხრობს რამდენიმე პატარა ადამიანზე. ისინი საკუთარი ცხოვრების შეცვლას ცდილობენ. რეჟისორი: ლევან ადამია;სცენარის ავტორები: მანანა ხიდაშელი, ზაზა ჯღარკავა.
წაკითხვა
"გიორგობისთვე - მესამე კატეგორია"
27 მეღვინის სასამართლო პროცესი და თბილისში ჩამოსული ლეონიდ ბრეჟნევის ზედმეტი კოცნა, სრულიად საკმარისი არგუმენტი ხდება რეჟისორ ოთარ იოსელიანის, ცენტრალური კომიტეტის მდივნის ვასილ მჟავანაძის კაბინეტში გამოძახებისა და მისი ახალი ფილმის "გიორგობისთვის" ეკრანიდან მოხსნისა. დოკუმენტური ფილმი "გიორგობისთვე - მესამე კატეგორია", სწორედ ამ ფილმის აკრძალვის ისტორიაზე და 60-იანი წლების ბოლოს, საქართველოს პარტიულ ელიტაში მიმდინარე სახელისუფლებო ბრძოლის საკვანძო მომენტებზე გვიამბობს.სცენარის ავტორი: ზაზა ჯღარკავარეჟისორი: ლევან ადამია
წაკითხვა
ფილმი ფილმზე "გიორგი სააკაძე"
დოკუმენტური ფილმი ქართული საბჭოთა ბლოკბასტერის "გიორგი სააკაძის" შექმნის ისტორიას ეხება. გაიგებთ, თუ რატომ შეიცვალა სტალინის კინოგემოვნება მეორე მსოფლიო ომის წინ და რატომ ჩაანაცვლა სოციალური შრომის გმირები, ფეოდალური ხანის ისტორიული გმირებით. პირველად ნახავთ მხატვრული ფილმის გადაღების უნიკალურ კადრებს. ასევე პირველად შეიტყობთ "გიორგი სააკაძის" იმ ისტორიულ ბუკლეტზე, რომელიც 1943 წლის თეირანის ისტორიულ კონფერენციაზე, პირადად სტალინმა დაურიგა შეხვედრის მონაწილეებს. გარდა ამ ისტორიული დოკუმენტებისა შეხვდებით ფილმში მონაწილეებს, რომლებიც თვითონ საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს გადასაღებ მოედანზე და გადაღების მიღმა. სცენარის ავტორი - ზაზა ჯღარკავარეჟისორი - ლევან ადამია
წაკითხვა
„ქართველი გერმანელები“
პირველი გერმანული დასახლებები საქართველოში - ქართველი გერმანელების ისტორია მე-19 საუკუნიდან მე-20 საუკუნის რეპრესიებამდე. მათ მიერ შექმნილი ხელოვნების და არქიტექტურის ნიმუშები. ძეგლები, რომელიც ქართული კულტურის ნაწილად იქცა. საბჭოთა ხელისუფლების მიერ ეროვნული ნიშნით გადასახლებული ადამიანები და გაუსაძლის პირობებში გატარებული წლები -  ლევან ადამიასა და ნინო კაკაურიძის ფილმში "ქართველი გერმანელები"
წაკითხვა
რას ვსვამთ?!
სცენარის ავტორი - მანანა ხიდაშელი; პროდიუსერი - ლევან ადამია.
წაკითხვა
"ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ქრონიკა"
ტექსტს კითხულობდა - მალხაზ აბულაძე, სცენარის ავტორი - ნუგზარ შატაიძე, რეჟისორი - ლევან ადამია
წაკითხვა