საზოგადოებრივი
104.5 FM
გიორგი მოლოდინაშვილი
რეჟისორი
g 1 Posts
g 0 Views

სიახლეები

14 ოქტომბერს, 22:00 საათზე - ქართული დოკუმენტალისტიკა - „ვაზში დაკარგულები", ქეთევან სადღობელაშვილისა და გიორგი მოლოდინაშვილის ფილმი
2014 წლის მაყურებლის სიმპათიის პრიზი ჩინეთის „აბრეშუმის გზის საერთაშორისო კინოფესტივალზე" (Silk Road international Film Festival); 2016 წლის საფრანგეთის საერთაშორისო კინოფესტივალის OENOVIDEO 2016-ის მთავარი პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის და სპეციალური პრიზი „პეიზაჟი და გარემო", ქვეყნის საუკეთესოდ წარმოჩენისათვის. ვაზის და კაცის სიყვარულის ისტორია ვაზის სამშობლოში. ვაზის მოვლისა და ქვევრის ღვინის დაყენების ერთწლიანი პროცესი - 14 ოქტომბერს, 22:00 საათზე, ქეთევან სადღობელაშვილისა და გიორგი მოლოდინაშვილის ფილმი - „ვაზში დაკარგულები"
წაკითხვა
„ქვებს ახსოვთ“ - რეზო ჭეიშვილი
შემოქმედი, რომელიც თანაბრად არის ასოცირებული ლიტერატურასთან და კინემატოგრაფიასთან. კამერის მიერ უკანასკნელად დაფიქსირებული რეზო ჭეიშვილის უნიკალური კადრები. დიდი მწერლის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, გიორგი მოლოდინაშვილისა და ბიძინა მაყაშვილის ფილმი - „ქვებს ახსოვთ" 
წაკითხვა
გივის მოლოდინში ანუ დაუჯერებელი ამბავი
დოკუმენტური ფილმი რეზო ჭეიშვილისა და ელდარ შენგელაიას ყველა დროის საუკეთესო ფილმის - "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" შესახებ. როგორ შეიქმნა ფილმის გმირები და ფრაზები, რომლითაც მთელი საქართველო დღემდე საუბრობს.გიორგი მოლოდინაშვილის და ბიძინა მაყაშვილის ფილმი.
წაკითხვა
"ღარიბი ზღვა"
ავტორი და რეჟისორი: გიორგი მოლოდინაშვილი;   ოპერატორი: კახა ბუხრაშვილი;   მონტაჟის რეჟისორი: ალექსანდრე ერმაკოვი.
წაკითხვა
"სადაც იწყება ზღვა"
მებადურისა და თევზის შეხვედრა სტიქიების ზღვარზე. ბადის მიღმა დანახული სამყარო. ბრძოლა სიცოცხლისათვის. შრომა და ინსტინქტი. ნადავლი და წყალობა. ადამიანისა და თევზის საარსებო გარემო -  გიორგი მოლოდინაშვილის დოკუმენტური ფილმი - "სადაც იწყება ზღვა"
წაკითხვა
"ღვინის მცველები"
ფილმი "ღვინის მცველები" ასახავს ქვევრის დამზადების უძველეს ტექნოლოგიას. საქართველოში ქვევრის აშენებისა და ღვინის დაყენების ტრადიცია დღესაც ცოცხალია და თითქმის პირველყოფილი სახით სრულდება;  ქვევრი, როგორც წინათ, ახლაც იცავს და ინახავს ქართულ ღვინოს. ფილმი გვიჩვენებს, თუ როგორ იქმნება ქვევრი ჯერ იმერეთში და შემდეგ როგორ ხვდება კახეთის მარანში – ღვინის დასაყენებლად და შესანახად. ღვინის ქვევრში დაყენების უნიკალური მეთოდი არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული და შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.სცენარის ავტორი და რეჟისორი - გიორგი მოლოდინაშვილი.
წაკითხვა
ისტორიები ფილმიდან "ერთი ნახვით შეყვარება" (მეორე ნაწილი)
რეზო ესაძე - ისტორიები ფილმიდან "ერთი ნახვით შეყვარება" (მეორე ნაწილი)სცენარის ავტორი: მანანა ხიდაშელირეჟისორი: გიორგი მოლოდინაშვილი
წაკითხვა
რეზო ესაძე - ისტორიები ფილმიდან "ერთი ნახვით შეყვარება"
რეჟისორი რეზო ესაძე გვიამბობს ფილმის - „ერთი ნახვით შეყვარება“ - გადაღებების დროს მომხდარ საინტერესო ისტორიებს. სცენარის ავტორი: მანანა ხიდაშელირეჟისორი: გიორგი მოლოდინაშვილი
წაკითხვა
"დაკარგული ისტორია"
ფილმი ასახავს საქართველოს უშიშროების სამინისტროს სპეცარქივის ისტორიას. არქივი მოიცავდა საგანგებო კომიტეტის (ЧК), სახელმწიფო პოლიტსამმართველოს (ГПУ), შინსახკომის (НКВД) და სუკ-ის(КГБ) მიერ წარმოებულ საქმეეებს. სპეცკონტიგენტისა და აგენტურის პირად კართოტეკებს და სხვა საიდუმლო დოკუმენტაციას. საბჭოთა კავშირის დაშლის დროს არსებული ქაოსის გამო, დღეს ამ არქივის მხოლოდ 20 პროცენტია შემორჩენილი. სპეცარქივის ნაწილი ჯერ კიდევ 1990 წელს რუსეთში გადაიტანეს, ნაწილი ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს გაუჩინარდა, ხოლო უდიდესი ნაწილი, თბილისში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს, ხანძრის შედეგად განადგურდა. ფილმი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში განადგურდა არქივის უდიდესი ნაწილი.სცენარის ავტორი: მიხეილ ბასილაძერეჟისორი: გიორგი მოლოდინაშვილი
წაკითხვა
"ვაზში დაკარგულები"
ფილმი ეხება ყვარლელ მევენახეს, რომელმაც იმ დროს, როცა კახეთში ვენახებს ჩეხდნენ, ვაზის უნიკალური ჯიშები - ქისი და ხიხვი ააღორძინა და ტრადიციული ქართული წესით ამზადებს ქვევრის ღვინოს. ვაზსაც და ღვინოსაც, კობა ქვაჭრელიშვილი ცოცხალ არსებად აღიქვამს და ფილმიც სწორედ ამ კუთხით ვითარდება – აჩვენოს ყველა ის პროცესი, რასაც გაივლის ვაზი კაცთან ერთად მთელი წლის განმავლობაში და როგორი დაუღალავი შრომა და სიყვარულია საჭირო საუკეთესო შედეგის მისაღებად. მამას შვილი ეხმარება და სწორედ მათი დიალოგის საშუალებით ვიგებთ ვაზის მოვლისა და ქვევრში ღვინის დაყენების კულტურის დეტალებს.ავტორი: ქეთევან სადღობელაშვილირეჟისორი: გიორგი მოლოდინაშვილი
წაკითხვა
"ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება"
ფილმი ეხება XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში, როგორც იმპერიის განაპირა პროვინციაში, მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებაში წამოწყებულ საგანმანათლებლო მოძრაობას. საზოგადოებამ დაარსა სკოლები, ბიბლიოთეკები, შექმნა სახელმძღვანელოები და ა.შ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, განათლების გავრცელების გარდა, საფუძველი ჩაუყარა სამოქალაქო საზოგადოების შექმნას. ამ ორგანიზაციის ოთხი აქტიური წევრი ქართულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.ავტორი - ნინო ჩუტკერაშვილირეჟისორი - გიორგი მოლოდინაშვილი.
წაკითხვა
ზურაბ ანჯაფარიძე
ავტორი – ელისო შენგელია; რეჟისორი – გიორგი მოლოდინაშვილი.
წაკითხვა
"პოეტი - ქადაგი"
სცენარის ავტორი ქეთევან სადღობელაშვილი;რეჟისორი გიორგი მოლოდინაშვილი.
წაკითხვა