საზოგადოებრივი
104.5 FM
ზაზა ჯღარკავა
სცენარისტი
g 0 Posts
g 0 Views

სიახლეები

„ჩვენ 2017“
1991 წლის 9 აპრილი - საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. წარმატებისა და მარცხის 26 წლის მატიანე, ის რაც ვიდეოარქივმა შემოგვინახა.ლევან ახობაძის, ნინო ნატროშვილისა და ზაზა ჯღარკავას ფილმი.
წაკითხვა
„მონანიება პარტიზანულად“
ლევან ადამიასა და ზაზა ჯღარკავას ფილმი რატომ შერაცხეს ფილმი ანტისაბჭოთა იდეოლოგიის მატარებლად. ფილმი, რომლის სცენარიც, პარტიის აზრით, გახდა ინსპირაცია თვითმფრინავის გატაცებისათვის. ფილმი, რომელიც დატოვეს მთავარი გმირის გარეშე. როგორ მოხერხდა ფილმის პარტიზანული გადაღება -  "ქართული დოკუმენტალისტიკა" - "მონანიება პარტიზანულად"
წაკითხვა
„მდგმურები“
ჩაკეტილ პროვინციად ქცეული მთავარი საპორტო ქალაქი. მდგმურად გამწესებული ფოთის "კოლხეთის" ყოველდღიურობა. მიტოვებული ქალაქის და მსოფლიოს უძველესი საფეხბურთო გუნდის რეალური ცხოვრება."მდგმურები" - ზაზა ჯღარკავას და ლევან ახობაძის დოკუმენტური ფილმი.
წაკითხვა
13 ნოემბერს, 22:30 საათზე - ქართული დოკუმენტალისტიკა - "მდგმურები"
ჩაკეტილ პროვინციად ქცეული მთავარი საპორტო ქალაქი. მდგმურად გამწესებული ფოთის "კოლხეთის" ყოველდღიურობა. მიტოვებული ქალაქის და მსოფლიოს უძველესი საფეხბურთო გუნდის რეალური ცხოვრება - 13 ნოემბერს, 22:30 საათზე - "მდგმურები" ზაზა ჯღარკავას და ლევან ახობაძის დოკუმენტური ფილმი
წაკითხვა
„ჩვენ“
1991 წლის 9 აპრილი - საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. წარმატებისა და მარცხის 25 წლის მატიანე, ის რაც ვიდეოარქივმა შემოგვინახა.ლევან ახობაძის, ნინო ნატროშვილისა და ზაზა ჯღარკავას ფილმი.
წაკითხვა
„ატომური საქართველო“
ზაზა ჯღარკავას და ლევან ადამიას ფილმი.
წაკითხვა
„ლარის გზა“
• პოლიტიკური ლაბირინთებიდან ეროვნული ბანკის საცავებამდე. კუპონის მემკვიდრეობიდან მსოფლიო აღიარებამდე. რევოლუციები, ომები და ეკონომიკური კრიზისები, ასეთია პირველი ეროვნული ვალუტის 20 წლიანი თავგადასავალი. წელს ქართული ლარი იუბილარია. • ფილმში მონაწილე ადამიანები იხსენებენ იმ ისტორიულ პერიპეტიებს თუ რა ხდებოდა 20 წლის წინ საქართველოში, ქართული ლარის მიმოქცევაში გაშვებამდე და გაშვების შემდეგ.• მაყურებელი პირველად ნახავს უნიკალურ კადრებს, თუ რა გზას გადის ჩვენი ეროვნული ვალუტა ევროპის ფულის საბეჭდი სტამბებიდან საქართველოს მოქალაქეების საბანკო და სახელფასო ანგარიშებამდე.რეჟისორები: ლევან კიტია, ლევან ახობაძე; ფილმის ავტორები: ზაზა ჯღარკავა, ბიძინა მაყაშვილი.
წაკითხვა
"მე პატარა ქართველი ვარ:
"ლილიპუტები" - ასე უწოდებს უმრავლესობა ადამიანებს, რომლებსაც ზრდის პათოლოგიური დეფიციტი აქვთ. ამ პრობლემით დაბადებულები, ქართულ რეალობაში უამრავ სირთულეს აწყდებიან. განსხვავებული გარეგნობა, ხშირად მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ფილმი მოგვითხრობს რამდენიმე პატარა ადამიანზე. ისინი საკუთარი ცხოვრების შეცვლას ცდილობენ. რეჟისორი: ლევან ადამია;სცენარის ავტორები: მანანა ხიდაშელი, ზაზა ჯღარკავა.
წაკითხვა
"გიორგობისთვე - მესამე კატეგორია"
27 მეღვინის სასამართლო პროცესი და თბილისში ჩამოსული ლეონიდ ბრეჟნევის ზედმეტი კოცნა, სრულიად საკმარისი არგუმენტი ხდება რეჟისორ ოთარ იოსელიანის, ცენტრალური კომიტეტის მდივნის ვასილ მჟავანაძის კაბინეტში გამოძახებისა და მისი ახალი ფილმის "გიორგობისთვის" ეკრანიდან მოხსნისა. დოკუმენტური ფილმი "გიორგობისთვე - მესამე კატეგორია", სწორედ ამ ფილმის აკრძალვის ისტორიაზე და 60-იანი წლების ბოლოს, საქართველოს პარტიულ ელიტაში მიმდინარე სახელისუფლებო ბრძოლის საკვანძო მომენტებზე გვიამბობს.სცენარის ავტორი: ზაზა ჯღარკავარეჟისორი: ლევან ადამია
წაკითხვა
ფილმი ფილმზე "გიორგი სააკაძე"
დოკუმენტური ფილმი ქართული საბჭოთა ბლოკბასტერის "გიორგი სააკაძის" შექმნის ისტორიას ეხება. გაიგებთ, თუ რატომ შეიცვალა სტალინის კინოგემოვნება მეორე მსოფლიო ომის წინ და რატომ ჩაანაცვლა სოციალური შრომის გმირები, ფეოდალური ხანის ისტორიული გმირებით. პირველად ნახავთ მხატვრული ფილმის გადაღების უნიკალურ კადრებს. ასევე პირველად შეიტყობთ "გიორგი სააკაძის" იმ ისტორიულ ბუკლეტზე, რომელიც 1943 წლის თეირანის ისტორიულ კონფერენციაზე, პირადად სტალინმა დაურიგა შეხვედრის მონაწილეებს. გარდა ამ ისტორიული დოკუმენტებისა შეხვდებით ფილმში მონაწილეებს, რომლებიც თვითონ საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს გადასაღებ მოედანზე და გადაღების მიღმა. სცენარის ავტორი - ზაზა ჯღარკავარეჟისორი - ლევან ადამია
წაკითხვა