საზოგადოებრივი
104.5 FM
ირმა ჩუბინიძე
რეჟისორი
g 2 Posts
g 0 Views

სიახლეები

#რაგბი ის რაც გვაერთიანებს! ახალი ზელანდიის ნაკრების შეხვედრა პატარა მორაგბეებთან
2 ივნისი, ქუთაისი, "ტორპედოს" სტადიონი.ავტორები: ნინო დადვანი, ქეთევან ვაშაგაშვილი, ირმა ჩუბინიძე. ოპერატორი: თორნიკე მიროტაძე, მონტაჟი: დათო პაპუნაშვილი.
წაკითხვა
„ბაჯოს არენა“
ირმა ჩუბინიძის ფილმი "ბაჯოს არენა"
წაკითხვა
„სოსო ჩხაიძის ფირი და სინამდვილე“
• ფილმი, რომელმაც საბჭოთა საქართველოს უკანასკნელი ათწლეულის ყოფა თითქმის დოკუმენტურად შემოინახა. • რეჟისორი სოსო ჩხაიძე, რომელმაც ფილმის დასრულება ვერ მოასწრო. • უმაყურებლოდ დარჩენილი უმსახიობო კინო პრემიერის მოლოდინში. ნინო დადვანის, ქეთევან ვაშაგაშვილისა და ირმა ჩუბინიძის ფილმი "ფირი და სინამდვილე".
წაკითხვა
„გოგოები მოედანზე“
25 წლის შემდეგ ქართველი გოგოები ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ.ირმა ჩუბინიძის ფილმი.
წაკითხვა
ძახილი, ღიღინი და სიჩუმე
გრემში წვიმს, თემში ისევ მღერიან, არსენა ამბავს ჰყვება. ერთი ჩვეულებრივი საღამოა, გაზაფხულია. საქველმოქმედო კავშირის თემი - ყოველდღიურობა. ირმა ჩუბინიძის ფილმი - "ძახილი, ღიღინი და სიჩუმე".
წაკითხვა
„სისხლი“
როცა ერთი წამი ყველაფერს ცვლის და ხვდები, რომ შენ შეგიძლია გასცე, გაიღო ის, რამაც შენი გული გამოიარა. ირმა ჩუბინიძის ფილმი - "სისხლი".
წაკითხვა
„ბაბუას საქმე“
• დიდი ბაბუების სამშობლოში დაბრუნებული შთამომავლები და განუმეორებელი ოსტატობით შესრულებული ნიმუშები. • ფერადი ლითონის მხატვრულად დამუშავების ხელოვნება, რომელიც ასეთი პოპულარული და ამავდროულად, ასეთი დავიწყებულია საქართველოში. • თომა და ამბროსი ჯიქიების შემოქმედება და შთამომავლები. ირმა ჩუბინიძის ფილმი - "ბაბუას საქმე".
წაკითხვა
„დაიცავით სიჩუმე“
ათასობით ამბავი მილიონობით სტრიქონში. უთვალავი ამოხსნილი საიდუმლო და ერთი ამდენი გასაღები სხვა საიდუმლოთა ამოსახსნელად. რას გვინახავენ წიგნები ძველი შენობის ლაბირინთებში, სადაც ხმაური აკრძალულია. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა - ირმა ჩუბინიძის ფილმში "დაიცავით სიჩუმე".
წაკითხვა
„ასეთი ცხოვრება“
როდის იწყება სიბერე, როგორი ცხოვრება მოაქვს მას და გრძნობს, თუ არა ადამიანი, რომ გასულმა წლებმა ყველაფერი საბოლოოდ შეცვალა. ირმა ჩუბინიძის ფილმი - "ასეთი ცხოვრება".
წაკითხვა
„ახალი და ძველი“
ამოქექეთ ძველი სკივრები და ზარდახშები. მოძებნეთ ძველი ოსტატები და ისწავლეთ, სანამ არ შექმნით ახალს. ტრადიცია, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობად იქცა!ირმა ჩუბინიძის ფილმი - "ახალი და ძველი".
წაკითხვა
„დელფინი საქართველოში იზამთრებს“
ზღვაში არსებობს ცხოველი, რომლის მხოლოდ დანახვაც კი, ადამიანს უსაზღვრო ბედნიერებით ავსებს. ადამიანი უმოწყალოდ ანადგურებს მის სამყოფელს. ეკოლოგია - თემა, რომელზეც ჩვენს საუკუნეში აღარ ხუმრობენირმა ჩუბინიძის  ფილმი -  "დელფინი საქართველოში იზამთრებს".
წაკითხვა
„ბეგლარის სევდიანი სიზმარი“
სტიქიის უტყვი მოწმეები და ადამიანები, რომლებსაც მათი განცდების გადმოცემა შეუძლიათ. მოდით, ნახეთ და გაიზიარეთ დაკარგვის ტკივილი და გადარჩენის სიხარული. აღდგენილი თბილისის ზოოპარკი, ირმა ჩუბინიძის ფილმში "ბეგლარის სევდიანი სიზმარი".
წაკითხვა
„ფილოსოფია დაკარგულ დროში“
დახურული სამყარო, ერთფეროვანი დღეები და გამოცდილება, რომლის მიღებასაც სკოლაში არ გვირჩევენ. წლები, რომელიც წაგერთვა, შესაძლოა იქცეს დროდ, რომელიც მოგეცა.   ირმა ჩუბინიძის ფილმი - "ფილოსოფია დაკარგულ დროში".
წაკითხვა
„ივნისის ხუთი დღე“
ნინო დადვანის, ქეთევან ვაშაგაშვილისა და ირმა ჩუბინიძის ტელებლოგი.
წაკითხვა
"ახალი თემი ქედელი"
მათი წარსული ახლა ძალიან შორს ჩანს. მომავალი უცნობი, მაგრამ იმედით სავსე. თუმცა იყო დრო, რომლის დასრულებისაც არ სჯეროდათ. რისი კეთება შეუძლიათ ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფომ ქმედუუნაროდ შერაცხა - "ახალი თემი ქედელი", ირმა ჩუბინიძის ტელებლოგი.
წაკითხვა
"მყეფარა აპრილი"
რატომ ვღალატობთ მათ, ვისგანაც ერთგულებას უნდა ვსწავლობდეთ და რატომ გვეშინია მათი, ვისაც ყველაზე დიდი სიყვარული შეუძლია. ამბავი ცხოველისა, რომელსაც ადამიანი შეუყვარდა და ამბავი ადამიანისა, რომელიც საუკეთესო მეგობარს კარგავს - ირმა ჩუბინიძის ტელებლოგი.
წაკითხვა
"მოქალაქე დევნილი"
ადამიანები, რომლებმაც ორი ათეული წელი საკუთარი სახლის გარეშე გაატარეს. რა არის საჭირო იმისთვის, რომ მათ საკუთარ ქვეყანაში თავი კვლავ შინ იგრძნონ და როგორ მიმდინარეობს დევნილთა განსახლების გრძელვადიანი პროცესი. "მოქალაქე დევნილი" - ირმა ჩუბინიძის ტელებლოგი.
წაკითხვა
"რაგბი მეგობრული თამაშია"
მათი გამოცდილება მძიმეა, ასაკი რთული, თავისუფლება ამოუცნობი. მომავალს კი რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება განსაზღვრავს...ირმა ჩუბინიძის ტელებლოგი 
წაკითხვა