საზოგადოებრივი
104.5 FM
ნინო დადვანი
რეჟისორი
g 3 Posts
g 0 Views

სიახლეები

#რაგბი ის რაც გვაერთიანებს! ახალი ზელანდიის ნაკრების შეხვედრა პატარა მორაგბეებთან
2 ივნისი, ქუთაისი, "ტორპედოს" სტადიონი.ავტორები: ნინო დადვანი, ქეთევან ვაშაგაშვილი, ირმა ჩუბინიძე. ოპერატორი: თორნიკე მიროტაძე, მონტაჟი: დათო პაპუნაშვილი.
წაკითხვა
„სოსო ჩხაიძის ფირი და სინამდვილე“
• ფილმი, რომელმაც საბჭოთა საქართველოს უკანასკნელი ათწლეულის ყოფა თითქმის დოკუმენტურად შემოინახა. • რეჟისორი სოსო ჩხაიძე, რომელმაც ფილმის დასრულება ვერ მოასწრო. • უმაყურებლოდ დარჩენილი უმსახიობო კინო პრემიერის მოლოდინში. ნინო დადვანის, ქეთევან ვაშაგაშვილისა და ირმა ჩუბინიძის ფილმი "ფირი და სინამდვილე".
წაკითხვა
დიმიტრი ერისთავი. „დახატული ამბები“
გასული საუკუნის "სამოციანელთა" თაობის გაზაფხული თბილისში. სცენები და სახეები ერთი, თითქმის უკვე გამქრალი ქალაქის ცხოვრებიდან. მხატვრობა, როგორც მემატიანე და ნიუანსები, რომლებიც ყოფას ყოფნად აქცევს. დიმიტრი ერისთავი - ნინო დადვანის ფილმში "დახატული ამბები".
წაკითხვა
ანზორ ერქომაიშვილი - "ხმების შემგროვებელი" (მეორე ნაწილი)
• ხმოვანი ქრონიკა, რომელიც ხალხური სიმღერის მრავალსაუკუნოვანი განვითარების პროცესს ასახავს. • უცხოეთის არქივებსა და სიძველეთა საცავებში გაბნეული უნიკალური ჩანაწერების მოძიების და დაბრუნების პროცესი; • მიზანი - მსოფლიომ ქართული პოლიფონია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიაროს - ანზორ ერქომაიშვილი, ქეთევან სადღობელაშვილისა და ნინო დადვანის ფილმში - "ხმების შემგროვებელი" (მეორე ნაწილი).ფილმის პირველი ნაწილი.
წაკითხვა
ანზორ ერქომაიშვილი - „ხმების შემგროვებელი“ (პირველი ნაწილი)
• მგალობელ-მომღერალთა გვარის სამასწლოვანი დინასტიის წარმომადგენელი. • საბჭოთა იდეოლოგიის მიზეზით განადგურებული სიმღერა-გალობა. • ფიქრი და ძალისხმევა - როგორ შეაგროვოს ხმები, რომელიც წინაპრებმა გადაარჩინეს - ანზორ ერქომაიშვილი,  ქეთევან სადღობელაშვილისა და ნინო დადვანის ფილმში - "ხმების შემგროვებელი" (პირველი ნაწილი). ფილმის მეორე ნაწილი.
წაკითხვა
18 დეკემბერს, 22:30 საათზე - "ეპოქა", ქეთევან სადღობელაშვილისა და ნინო დადვანის ფილმი "ხმების შემგროვებელი" (ანზორ ერქომაიშვილი)
მგალობელ-მომღერალთა გვარის სამასწლოვანი დინასტიის წარმომადგენელი. საბჭოთა იდეოლოგიის მიზეზით განადგურებული სიმღერა-გალობა. ფიქრი და ძალისხმევა - როგორ შეაგროვოს ხმები, რომელიც წინაპრებმა გადაარჩინეს - 18 დეკემბერს, 22:30 საათზე - ანზორ ერქომაიშვილი, ქეთევან სადღობელაშვილისა და ნინო დადვანის ფილმში - "ხმების შემგროვებელი" (I ნაწილი).
წაკითხვა
„გოგოები მოედანზე“
25 წლის შემდეგ ქართველი გოგოები ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ.ირმა ჩუბინიძის ფილმი.
წაკითხვა
„ერთხელ ზაფხულში"
ეს მოხდა მაშინ, როცა დღესასწაული მოულოდნელად ეწვია თბილისის გარეუბანს  და ცოტა ხნით ყველა ბავშვობაში დააბრუნა. მოხეტიალე ცირკის სევდიანი ბრწყინვალება.ნინო დადვანის ტელებლოგი - „ერთხელ ზაფხულში"
წაკითხვა
„ვერტიკალური და თანაც შორი“
პატარა, საკურორტო ქალაქს ვიღაც გადაუფრენს. ყოველდღიურობა კი თავისი გზით მიედინება. რა არის ის, რისთვისაც ადამიანი იბადება. ნინო დადვანის ფილმი -  "ვერტიკალური და თანაც შორი".
წაკითხვა
„პიესა ორხევის ორკესტრისთვის“
ვიღაც თვლის, რომ ტრომბონი ქალისთვის შეუფერებელი ინსტრუმენტია. როგორ მუშაობს უნიკალური ბავშვთა ბიგ-ბენდი და გოგონათა სასულე ორკესტრი. რა პროფესიას ირჩევენ ორხევში გოგონები და რამდენი მესაყვირე ეყოლება საქართველოს 10 წლის შემდეგ. ნინო დადვანის ფილმი - "პიესა ორხევის ორკესტრისთვის".
წაკითხვა
„დაკარგული პარადიზო“
"ტრაფეინი" თუ თითქმის აკრძალული, დაჭრილი თუ გაწყვეტილი, ფრანგული, იტალიური თუ ინდური კინო, შავ-თეთრი თუ ძალიან ფერადი. მეხსიერებაში სამუდამოდ აღბეჭდილი კადრები. დიდი ეკრანის გარეშე დარჩენილი კინო. ნინო დადვანის და ლევან გელაშვილის ფილმი - "დაკარგული პარადიზო".
წაკითხვა
„ვის სჭირდება მუსიკა“
ის, რაც განსხვავებულად ჟღერს. ისინი, ვინც დინების საწინააღმდეგოდ მიდიან - ქვეყანაში, რომელიც ცვლილებათა დროში გაიყინა. "ბლუზ მობილ ბენდი" - ნინო დადვანის ფილმში  "ვის სჭირდება მუსიკა"
წაკითხვა
„გახსნამდე დარჩა ერთი დღე“
• რა ხდება კულისებში პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე. • უხილავი წარმოდგენა, რომელიც არასდროს გადავა სცენაზე და ადამიანები, რომლებიც მასში მონაწილეობენ. პირველი სეზონი ოპერისა და ბალეტის განახლებულ თეატრში. • 6 წლის შემდეგ თეატრი მაყურებელს ელოდება.ნინო დადვანის ფილმი - „გახსნამდე დარჩა ერთი დღე“.
წაკითხვა
AVE SOL
ჩვენ ძალიან განვსხვავდებით, მაგრამ ყოველთვის გვესმოდა ერთმანეთის. ადამიანი საბჭოთა, ანტისაბჭოთა და პოსტსაბჭოური იარლიყების გარეშე. ორი თავისუფალი სამშობლოს შვილები. როგორ ცხოვრობენ ლატვიელები საქართველოში. ნინო დადვანის ფილმი AVE SOL.
წაკითხვა
„ზეიმი საბავშვო ბაღში“
გახსოვთ თქვენი პირველი საპასუხისმგებლო გამოსვლა პუბლიკის წინაშე? ღელავდით, სანამ სცენაზე გახვიდოდით? გახსოვთ ძველი საახალწლო სიმღერის მელოდია?ნინო დადვანის ფილმი - "ზეიმი საბავშვო ბაღში".
წაკითხვა
„ბიბლიოთეკარის დღიური“
აქ დიდი ზამთარია ნოემბრიდან, მარტი და აპრილიც ცივია. სოფლად წიგნის კითხვისათვის საუკეთესო დრო დაიწყო. რით ცხოვრობს სოფლის ბიბლიოთეკა ინტერნეტის ეპოქაში. ნინო დადვანის ფილმი - "ბიბლიოთეკარის დღიური".
წაკითხვა
„შუქისა და ჩრდილის ჟამი“
რა შეიძლება თქვას კადრმა. რა შეიძლება შეცვალოს ფოტომ. ასაკი, როცა უსიტყვოდ ნათქვამს პირველად ეძლევა ფასი. ნათელა გრიგალაშვილის პროექტი - "ფოტოკლუბი პანკისი".ნინო დადვანის ფილმი - "შუქისა და ჩრდილის ჟამი".
წაკითხვა
"გაუმარჯოს ფანტასტიკას"
შეიძლება, თუ არა გამოთვალო მომავალი და რამდენი ნაბიჯია ლოგიკურიდან ფანტასტიკურამდე. რა გავლენას ახდენს გამოგონილი სინამდვილეზე. ვინ არიან ქართველი ფანტასტები და რა შეუძლია ინიციატივას. კლუბი "ფანტასტი" და მისი ფანტასტიკური წევრები.ნინო დადვანის ფილმი - "გაუმარჯოს ფანტასტიკას".
წაკითხვა