საზოგადოებრივი
104.5 FM
ქეთევან ვაშაგაშვილი
სცენარისტი
g 2 Posts
g 0 Views

სიახლეები

#რაგბი ის რაც გვაერთიანებს! ახალი ზელანდიის ნაკრების შეხვედრა პატარა მორაგბეებთან
2 ივნისი, ქუთაისი, "ტორპედოს" სტადიონი.ავტორები: ნინო დადვანი, ქეთევან ვაშაგაშვილი, ირმა ჩუბინიძე. ოპერატორი: თორნიკე მიროტაძე, მონტაჟი: დათო პაპუნაშვილი.
წაკითხვა
„სოსო ჩხაიძის ფირი და სინამდვილე“
• ფილმი, რომელმაც საბჭოთა საქართველოს უკანასკნელი ათწლეულის ყოფა თითქმის დოკუმენტურად შემოინახა. • რეჟისორი სოსო ჩხაიძე, რომელმაც ფილმის დასრულება ვერ მოასწრო. • უმაყურებლოდ დარჩენილი უმსახიობო კინო პრემიერის მოლოდინში. ნინო დადვანის, ქეთევან ვაშაგაშვილისა და ირმა ჩუბინიძის ფილმი "ფირი და სინამდვილე".
წაკითხვა
„ქალაქის ხმა“
• როგორ შეძლო ხალხმა გადაერჩინა ამერიკის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის, ნიუ იორკის არქიტექტურული სახე. • რა მსხვერპლი გაიღო ამერიკულმა საზოგადოებამ ვიდრე ღირსშესანიშნაობების დაცვის შესახებ კანონს მიიღებდნენ. • ნიუ იორკის მაგალითი და თბილისი, რომელიც ძალიან სწრაფად კარგავს ისტორიულ იერსახეს - "ქართული დოკუმენტალისტიკა", ქეთევან ვაშაგაშვილის ფილმი "ქალაქის ხმა".
წაკითხვა
რას გვიყვება ვაშინგტონის არქიტექტურა და როგორ იცავს აშშ-ს დედაქალაქი თავის ღირსშესანიშნაობებს
შემდეგ სიუჟეტში ქეთევან ვაშაგაშვილთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში იმოგზაურებთ. ვაშინგტონს არ აქვს ათასწლოვანი ისტორია, თუმცა ქალაქს საკუთარი არქიტექტურით ძალიან ბევრის თქმა შეუძლია. რას გვიყვება ვაშინგტონის არქიტექტურა და როგორ იცავს აშშ-ს დედაქალაქი თავის ღირსშესანიშნაობებს.  
წაკითხვა
„ვაშა, დელფინი!“
• არსებები ზღვის სიღრმეებიდან - მათ ადამიანებისთვის მხოლოდ სიყვარული და ბედნიერება მოაქვთ. • ვისთვის არსებობს დელფინარიუმი ბათუმში და რაზე გვიამბობენ ზღვის ყველაზე გონიერი არსებები. ქეთი ვაშაგაშვილის ფილმი - "ვაშა, დელფინი!"
წაკითხვა
„აზდაკის ბაღი“
აქ ბევრი სიყვარულია, უფრო მეტი სითბო და უსაზღვრო მხიარულება. რა სურთ და რაზე ოცნებობენ პატარა მსახიობები ექსპერიმენტულ თეატრში. საპრემიერო სამზადისი თეატრში, რომელსაც ჯერ ბევრი არ იცნობს. ქეთევან ვაშაგაშვილის ფილმი - "აზდაკის ბაღი".
წაკითხვა
„ქუჩის აკუსტიკა“
აქ მსმენელი და მაყურებელი ბევრია, დადებითი ემოციისთვის კი ღიმილით და ხურდა ფულით იხდიან. საჯაროდ გამოტანილი ხელოვნება და სცენა ყველასათვის. ქეთევან ვაშაგაშვილის ფილმი - "ქუჩის აკუსტიკა".
წაკითხვა
„სტუდენტური ქალაქი“
ისინი დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ, მათი ოჯახი კი სტუდენტური ქალაქი ხდება. რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტების ცხოვრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში. ქეთევან ვაშაგაშვილის ფილმი -  "სტუდენტური ქალაქი".
წაკითხვა
„სიმშვიდის მანქანა“
მათ ყველაზე ხშირად საყვედურობენ და ყველაზე ხშირად უხდიან მადლობას. სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან გატარებული 24 საათი და სიმშვიდე, რომელიც მათ ადამიანებისთვის მოაქვთ - ქეთევან ვაშაგაშვილის ფილმი - "სიმშვიდის მანქანა".
წაკითხვა
„დღეში ოცი ჩახუტება“
მოგზაურობის სურვილს ჩამოყოლილი მოხალისეები და ამერიკელი მასწავლებლების ქართული დღეები. ქეთევან ვაშაგაშვილის ფილმი - "დღეში ოცი ჩახუტება".
წაკითხვა
„ქრისტეს ენაზე“
გზა, რომელიც ასურელებმა საქართველომდე გაიარეს და გზა რომელიც დღემდე გრძელდება;როგორ ცხოვრობენ ასურელები საქართველოში. ქეთევან ვაშაგაშვილის ფილმი - "ქრისტეს ენაზე".
წაკითხვა
„უცირკო სანახაობა“
როცა გასახსენებელი ბევრია, სცენა კი ძალიან მონატრებული. სად წავიდა ქართული ცირკის დასი და რას საქმიანობენ დღეს ჯამბაზები. "უცირკო სანახაობა" - ქეთევან ვაშაგაშვილის ფილმი. 
წაკითხვა
„მზის შვილები“
მოძებნე მზე მათ თვალებში, აღმოაჩინე ჭეშმარიტება მათ სიტყვებში. შეიყვარე ისე, როგორც უყვართ და იოცნებე ისე, როგორც ოცნებობენ. ქეთევან ვაშაგაშვილის ფილმი - "მზის შვილები"
წაკითხვა
„შვიდი ქალი და რაგბის სიყვარული“
რაგბი, რომელსაც კაცების სპორტს უწოდებენ. ადამიანები, რომლებმაც სტერეოტიპები დაარღვიეს და საკუთარი შესაძლებლობები რაგბიში მოსინჯეს. რაგბის ქალთა ეროვნული ნაკრების ყოველდღიურობა და პრობლემები.ქეთევან ვაშაგაშვილის ფილმი - "შვიდი ქალი და რაგბის სიყვარული".
წაკითხვა
„გარიყულები“
როგორ შეიძლება გახდე ხელოვანი, დაძლიო მიზიდულობის ძალა. ადგილი, სადაც ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. ბუნებას შერწყმული თანამედროვე ხელოვნება და ადამიანები არტ-ვილა გარიყულადან - ქეთევან ვაშაგაშვილის ფილმი - "გარიყულები".
წაკითხვა
"ექსპედიცია მურა დათვი"
იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობები. ცხოველები, რომლებსაც ჩვენ წლებია ვხოცავთ. ადამიანები, რომლებიც დათვის ზამთრის გრძელ ძილზე ზრუნავენ. საქართველოში გამოწრთობილი ევროპული მურა დათვი და მის მოლოდინში გატარებული შემოდგომა - ქეთევან ვაშაგაშვილის ფილმი - "ექსპედიცია მურა დათვი"
წაკითხვა
„მესამე გზაზე“
როდესაც ბავშვს მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს, მშობელს კი ამის გამო, ხანდახან საკუთარი ოჯახი აქცევს ზურგს. რას აკეთებს სახელმწიფო მათ დასახმარებლად  და როგორია საზოგადოება მათ მიმართ - ქეთევან ვაშაგაშვილის  ფილმი "მესამე გზაზე".
წაკითხვა
„ივნისის ხუთი დღე“
ნინო დადვანის, ქეთევან ვაშაგაშვილისა და ირმა ჩუბინიძის ტელებლოგი.
წაკითხვა