საზოგადოებრივი
104.5 FM
გივი ბარამიძე
ჟურნალისტი
g 785 Posts
g 0 Views

სიახლეები

ლონდონში მომხდარი ტერაქტი - დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა
ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. დაშავებულები კი ქალაქის სხვადასხვა კლინიკაში რჩებიან. 21 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. ტერორისტული თავდასხმა გუშინ, ადგილობრივი დროით 22 საათზე მოხდა. ლონდონ ბრიჯზე ავტომობილი ჯერ ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, შემდეგ კი მოქალაქეებს დანით დაესხნენ თავს.დიდ ბრიტანეთში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. დიდ ბრიტანეთში განხორციელებულ თავდასხმას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. შესაბამისი განცხადებები საქართველოს პრემიერმა და პრეზიდენტმაც გაავრცელეს და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს.
წაკითხვა
არჩევნები საფრანგეთში - ელისეს სასახლეში მოსახვედრად 11 კანდიდატი იბრძვის
საფრანგეთში საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთ საათზე ოდნავ ნაკლები დრო რჩება.ხმების დათვლის შემდეგ გაირკვევა თუ ვინ იბრძოლებს მეორე ტურში 11 კანდიდატიდან ელისეს სასახლეში მოსახვედრად. 
წაკითხვა
დონალდ ტრამპის პირველი ნაბიჯები და მოსალოდნელი ცვლილებები
აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს. თეთრი სახლი ოთხი წლით მილიარდერმა დონალდ ტრამპმა გადაიბარა. ვაშინგტონში საინაუგურაციო ცერემონია რამდენიმე ეტაპად ჩატარდა, რის შემდეგაც არჩეულმა პრეზიდენტმა ფიცი დადო და ამერიკელებს ძველი დიდების დაბრუნებას დაჰპირდა. აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე დაიწყო საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულება, პირველი ბრძანებები გამოსცა და 100 დღიანი გეგმის განხორციელებას შეეცდება. პირველი ლიდერი ვისაც ტრამპი შეხვედება ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეია. ახალი პრეზიდენტის გეგმები და მოლოდინები გივი ბარამიძის რეპორტაჟში.
წაკითხვა
ირანის დაბრუნება მსოფლიო ბაზარზე და გლობალური ეკონომიკა
გლობალურ ეკონომიკაში არსებული გამოწვევების ფონზე, 11-წლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ირანი ბრუნდება და აქტიურ მოქმედებაზეც გადადის. სანქციების მოხსნის შემდეგ, თეირანი საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი ფუნქციის დაბრუნებას ცდილობს. მსოფლიოს წამყვანი კომპანიები ირანში ინვესტიციების განსახორციელებლად მზად არიან. თეირანში უკვე ჩავიდა ჩინეთის პრეზიდენტი.
წაკითხვა