საზოგადოებრივი
104.5 FM
მარიამ ქურდიანი
ჟურნალისტი
g 432 Posts
g 0 Views

სიახლეები

დაპირისპირება ბათუმში - რა ვერსიებზე საუბრობს გამოძიება და როგორია პოლიტიკური შეფასებები
ბათუმი 2004 წლის გაზაფხულის მოვლენების შემდეგ ყველაზე მასშტაბური მღელვარების იარებს იშუშებს. მძღოლსა და საპატრულო პოლიციას შორის მომხდარი ინციდენტი ჯერ საპროტესტო აქციაში გადაიზარდა, შემდეგ კი პროცესმა ძალადობრივი განვითარება ჰპოვა. ათობით დაშავებული მოქალაქე და სამართალდამცველი, დამწვარი მანქანები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ქვები, ცრემლსადენი აირი, აალებადი სითხით სავსე ბოთლები, რეზინის ტყვიები,- ეს სულ რამდენიმე საათის წინ განვითარებული სამწუხარო რეალობაა. რამ გამოიწვია არეულობა ბათუმის ქუჩებში? კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია. მანამდე კი ისმის პოლიტიკური ურთიერთბრალდებები. ხელისუფლება ოპოზიციურ ძალებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს, ოპოზიცია კი მოქმედებისა თუ უმოქმედობის გამო, მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. კითხვები არსებობს, რომლებზეც პასუხების გაცემას ველოდებით. მთელი მომდევნო ერთი საათის განმავლობაში, ვეცდებით, მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც ანალიზის გაკეთებაში დაგვეხმარება. ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს შინაგან საქმეთა მინისტრი. პირდაპირ ეთერს დავუთმობთ საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს. ასევე, ბათუმში განვითარებული თუ მიმდინარე პროცესების შესახებ ჩვენი კორესპონდენტები ისაუბრებენ. სალომე ქოქიაშვილთან ერთად შევაჯამებთ გასულ დღეს. 
წაკითხვა
რატი გაჩეჩილაძისთვის ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წარუდგენიათ
ტელეკომპანია „რუსთავი ორის" გენერალურ დირექტორზე თავდასხმისთვის დაკავებული რატი გაჩეჩილაძე პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. ლევან გაჩეჩილაძის შვილისთვის ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წარუდგენიათ. უცნობია აღკვეთი ღონისძიების რომელ ფორმას მოითხოვს სასამართლოზე პროკურატურა. დაკავებულის უფლებადამცველი გირაოს შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს და აცხადებს, რომ მიმალვის საფრთხის არარსებობის გამო, საპატიმრო ღონისძიების აუცილებლობა არ არსებობს. ნიკა გვარამიას შეფასებით, მას რამდენიმე პირი დაესხა თავს რაც დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა. ფალიაშვილის ქუჩაზე წუხელ მომხდარ ფაქტზე საქმე 126 მუხლით არის აღძრული. როგორია მხარეთა პოზიციები? - მარიამ ქურდიანი განაგრძობს თემაზე საუბარს
წაკითხვა
სარიტუალო მკვლელობა და კანიბალიზმი - ხუთივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ახლა კი გასული კვირის შემზარავი დანაშაულის შესახებ. სარიტუალო მკვლელობა და კანიბალიზმი. 76 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მათ შორის 17 წლის გოგოსაც, რომელსაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. „მოამბისთვის" დანაშაულის დეტალები ხდება ცნობილი. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მოკლულის ნეშთი მკვლელობიდან მესამე დღეს აღმოაჩინეს. ეჭვმიტანილთა კვალზე კი, პოლიცია მოკლულის მეუღლემ ანუ ერთ-ერთი ბრალდებულის მამამ გაიყვანა. მარიამ ქურდიანი ბოლო წლების ყველაზე სასტიკი და ჯერ კიდევ იდუმალებით მოცული მკვლელობის შესახებ.  
წაკითხვა
პოლიტიკური ძალების წინასაარჩევნო აქტივობები
წინასაარჩევნო კამპანია არ წყდება არც უქმეებზე. პარტიებმა თუ საარჩევნო ბლოკებმა ამომრჩეველთან შეხვედრები დღეს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში გამართეს. 
წაკითხვა
პოლიტიკური ძალების წინასაარჩევნო აქტივობები
არჩევნებამდე ორ თვეზე ოდნავ მეტი რჩება და შესაბამისად, მალე წინასაარჩევნო აქტივობა პიკს მიღწევს. პარტიები დეპუტატობის საკუთარი კანდიდატების წარდგენას განაგრძობენ და ამომრჩეველს, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, განსახორციელებელ პროგრამას აცნობენ. როგორი იყო ამ კუთხით 31 ივლისი, მარიამ ქურდიანმა შეაჯამა.
წაკითხვა
„ბლექ სი არენა“ - თანამედროვე საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს საკუთრება გახდა
მსოფლიო ვარსკვლავების საკონცერტო სერია საქართველოს შავიზღვისპირეთში: 2016 წლის სექტემბრამდე „ბლექ სი არენა“ უცხოელი და ქართველი შემსრულებლების კონცერტებს უმასპინძლებს. ფონდ „ქართუს“ მიერ ნატანებში აშენებული თანამედროვე საკონცერტო დარბაზი დღეიდან სახელმწიფოს საკუთრება გახდა. 10 000 მაყურებელზე გათვლილი და უახლესი აპარატურით აღჭურვილი დარბაზის ჩუქების დოკუმენტს დღეს ხელი ოფიციალურად მოეწერა. 
წაკითხვა
პირველი რეაქციები და კომენტარები პაპიძის საქმეზე მსაჯულთა ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ [ვიდეო]
წაკითხვა
პაპიძის საქმე - მსაჯულთა ვერდიქტის გამოცხადება [ვიდეო]
წაკითხვა