საზოგადოებრივი
104.5 FM
მიხეილ ნიკოლეიშვილი
ჟურნალისტი
g 1 Posts
g 0 Views

სიახლეები

კალათბურთში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს
კალათბურთში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. თუ აქამდე ამ ტურნირზე მოსახვედრად, ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო ექვსეულში ან შვიდეულში მოხვედრა იყო აუცილებელი, ამიერიდან ყველა გუნდს თანაბარი შანსი ექნება. 2019 წელს, ჩინეთში გასამართი მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც სამ ნაწილად ჩატარდება, წელს დაიწყება და 2019–ში დასრულდება. რა სისტემით და როგორ გამოვლინდებიან ფინალურ ტურნირზე მოასპარეზე გუნდები - ნახეთ მიხეილ ნიკოლეიშვილისა და დავით ვაშაკიძის სიუჟეტი.
წაკითხვა
ჯანლუიჯი ბუფონის, რაფაელ ნადალის და ზაზა ფაჩულიას მე-1000 მატჩები
გასული თვის განმავლობაში, მსოფლიო სპორტში არაერთი მნიშვნელოვანი შედეგი დაფიქსირდა. მათ შორის ისეთი ინდივიდუალური მიღწევები, რომლითაც სპორტსმენები ისტორიაში ხვდებიან. მიხეილ ნიკოლეიშვილის სიუჟეტი. 
წაკითხვა
II ტურის მიმოხილვა. თბილისური დერბი „ლოკომოტივის“ გამარჯვებით დასრულდა
წაკითხვა
პირველი ტურის მიმოხილვა - ახალი ჩემპიონატი ახალი ფორმატით
წაკითხვა
ეროვნული ლიგის მიმოხილვა - ყოველ ორშაბათს 23.00 საათზე
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის - ეროვნული ლიგის ყოველკვირეული მიმოხილვა.განვლილი ტურის ყველა მატჩის გოლები, საინტერესო მომენტები და მატჩის შემდგომი ინტერვიუები. ყოველ ორშაბათს 23.00 საათზე. გადაცემის წამყვანი: ლევან ღუდუშაური. ჟურნალისტები: მერაბ მამულაშვილი და მიხეილ ნიკოლეიშვილი. პროდიუსერი: გიგა გვენცაძე.
წაკითხვა
ძიუდო. პარიზის გრანდ-სლემი - 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო
მიხეილ ნიკოლეიშვილის და დავით გავარდაშვილის სიუჟეტი
წაკითხვა
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ქართველ სპორტულ ფოტოგრაფთა გამოფენას მასპინძლობს
საკუთარ მნიშვნელოვან ადგილს არც ფოტოკამერა კარგავს. 88 სურათში ასახული 2016. ქომაგებისთვის გასული წელი ქართველი სპორტსმენების წარმატებებით იყო დასამახსოვრებელი. თითქმის ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა პირდაპირ ტელეეთერში გადაიცა. ასპარეზობებს ასობით კამერა იღებდა, თუმცა საკმარისია ერთი ფოტოს ხილვა, რომელიც მთელ ემოციას და დაძაბულობას აცოცხლებს. ქართველ სპორტულ ფოტოგრაფთა ტრადიციული გამოფენას, მეორედ მასპინძლობს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. მიხეილ ნიკოლეიშვილის რეპორტაჟი დეტალებით.
წაკითხვა
ჩოგბურთი. დევისის თასზე საქართველო ფინეთს უმასპინძლებს
მიხეილ ნიკოლეიშვილის და დათა გავარდაშვილის სიუჟეტი.
წაკითხვა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები უკვე მეორე წელია მსოფლიო ლიგაზე თამაშობს. ბარსელონაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ კი, ისეთ გუნდებთან დაპირისპირება, როგორებიც ჩვენი ჯგუფის წევრები - რუსეთი და იტალია არიან, გუნდის მოსამზადებლად და ახალგაზრდა მოთამაშეების გამოსაცდელად იდეალური საშუალებაა. სწორედ მსოფლიო ლიგაზე, ჩვენმა ნაკრებმა ქვეჯგუფის მეორე თამაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების სამგზის და ოლიმპირი თამაშების ასევე სამჯერ მომგებ იტალიასთან სტუმრად  გამართა. მატჩისა და ზოგადად, ქართულ წყალბურთში მიმდინარე მოვლენების შესახებ ვრცლად მიხეილ ნიკოლეიშვილის რეპორტაჟი.
წაკითხვა
2016 წლის საუკეთესო შედეგები და ქართველი სპორტსმენების წარმატებები
2016 წელი სრულდება. ის ძალიან ბევრი მოვლენით იყო დასამახსოვრებელი. გამორჩეული იყო განვლილი 12 თვე ქართველი სპორტსმენების წარმატებებით. საუკეთესოთა შედეგებს, კიდევ ერთხელ, დღეს, მიხეილ ნიკოლეიშვილი შეგვახსენებს.
წაკითხვა
სენსაცია! საქართველოს ფალავანი 20 წლის მსუბუქწონოსანი გიორგი კაციაშვილი გახდა
ფალავნობა 2016 დასრულდა. ქართული ჭიდაობის ტურნირი უპრეცედენტო პრიზებითა და უცხოელი მონაწილეებით. თანაც, ეს ყველაფერი ეფექტური და მოულოდნელი დასასრულით - საქართველოს აბსოლუტური ფალავანი 20 წლის  გიორგი კაციაშვილი მსუბუქწონოსანი გახდა. ჟინი, აზარტი, დაძაბულობა და კარგი სანახაობა. გუშინ გამართული ტურნირის შესახებ უფრო ვრცლად ნახეთ მიხეილ ნიკოლეიშვილის რეპორტაჟი.ფინალური ორთაბრძოლების სრული ვიდეოჩანაწერი.
წაკითხვა
„სამტრედია“ ჩემპიონია!
მიხეილ ნიკოლეიშვილის და ნიკა თაბუკაშვილის სიუჟეტი.
წაკითხვა
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. იანვარში, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გასამართი „ა“ ჯგუფის შეხვედრების წინ, ავთანდილ ასათიანის გუნდმა, გენერალური რეპეტიცია სლოვაკეთთან ამხანაგურ მატჩებში გაიარა. ერთი ფრე და ერთი გამარჯვება მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომერთან და ნაკრებში 14-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული, ჩემპიონთა თასის მფლობელი ზვიად კუპატაძე. რა ხდება ქართულ ფუტსალში და რას უნდა ველოდოთ ევროპის შესარჩევი ეტაპისგან? - ნახეთ მიხეილ ნიკოლეიშვილის რეპორტაჟში. 
წაკითხვა
როგორ მიმდინარეობს საფეხბურთო ჩემპიონატის დასკვნითი ნაწილი
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი მატჩი დარჩა. ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად კარგი ჰანდიკაპი შექმნა სამტრედიამ. გია ცეცაძის გუნდმა, ფინალის პირველ შეხვედრაში „ჩიხურა" დაამრცხა. ევროტურნირებზე მოხვედრისთვის ბრძოლას კი ბათუმისა და თბილისის „დინამო" გააგრძელებენ. რა მოხდა პლეიოფის პირველ მატჩებში და როგორ მიმდინარეობს გარდამავალი ჩემპიონატის დასკვნითი ნაწილი - ნახეთ მიხეილ ნიკოლეიშვილის რეპორტაჟი.
წაკითხვა
ვის დავუპირისპირდებით „ევრობასკეთ 2017-ზე" და როგორია ჩვენი შანსები
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე, საქართევლოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა უკვე ცნობილია. ჯგუფის ხუთივე გუნდთან ჩვენს ნაკრებს აქამდეც უთამაშია და უფრო რთული მოწინააღმდეგეც შეგხვედრია.  ვის დავუპირისპირდებით „ევრობასკეთ 2017-ზე" და როგორია ჩვენი შანსები - ნახეთ მიხეილ ნიკოლეიშვილის რეპორტაჟი. 
წაკითხვა
პეინტბოლი და ზიპლაინი - სპორტის ექსტრემალური სახეობები
პეინტბოლი და ზიპლაინი! სპორტის ამ ექსტრემალურ და ნაკლებად პოპულარულ სახეობებში, ჩვენთან შეჯიბრი არც თუ ისე ხშირად იმართება. თუმცა, ამ კვირას ბორჯომის ხეობაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  50-ზე მეტმა პირმა, ძალები სწორედ ამ მიმართულებებში მოსინჯა. პროექტი - „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ წელსაც ჩატარდა. აქტივობაში ამჯერად გალის გუნდმაც მიიღო მონაწილეობა. იგეგმება რომ სამომავლოდ ღონისძიება უფრო მასშტაბური გახდეს. ნახეთ მიხეილ ნიკოლეიშვილის რეპორტაჟი
წაკითხვა
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი და თასის გათამაშება დასკვნით ფაზაშია
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი და თასის გათამაშება დასკვნით ფაზაში შევიდა. მოკლე სეზონის დასრულებამდე, ერთი ტური და გადამწყვეტი მატჩები დარჩა. დავით ყიფიანის თასის გათამაშების ფინალში კი, ერთმანეთს საჩხერის „ჩიხურა" და მარტვილის „მერანი" შეხვდებიან.  რა მდგომარეობაა ჩემპიონატში, ნახეთ მიხეილ ნიკოლეიშვილის სიუჟეტში.
წაკითხვა
როგორი გეგმები აქვს ძიუდოისტთა ნაკრებს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ახალ ოთხწლიან ციკლს იწყებს. მართალია, ფედერაციის პრეზიდენტი, კვლავ დავით ქევხიშვილია მაგრამ, ნაკრებში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. სიახლეები, პირველად სამწვრთნელო შტაბს შეეხო. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე გახდა. ცვლილებებია სპოტსმენების წონით კატეგორიებშიც. როგორი გეგმები აქვს ძიუდოისტთა ნაკრებს და რაზეა ორიენტირებული გადაადგილებები, ნახეთ მიხეილ ნიკოლეიშვილის რეპორტაჟში.
წაკითხვა