საზოგადოებრივი
104.5 FM
მიხეილ ბასილაძე
სცენარისტი
g 0 Posts
g 0 Views

სიახლეები

„ავტოკეფალია“
ფილმი ეძღვნება ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს.საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის გზა XIX საუკუნეში დამოუკიდებლობის დაკარგვიდან მის აღდგენამდე 1917 წელს.რა ვითარებაში უწევდათ მოღვაწეობა ქართველ სასულიერო პირებს რუსული ოკუპაციის დროს.ანდრო ჭიაურელისა და მიხეილ ბასილაძის ფილმი.
წაკითხვა
„უკრაინული მოზაიკა“ (მეოთხე ნაწილი)
ექსკლუზიური ინტერვიუები, რეალური კადრები მოვლენათა ეპიცენტრებიდან...დოკუმენტური ციკლის მეოთხე ნაწილი.სცენარის ავტორი და რჟისორი - მიხეილ ბასილაძე;რეჟისორი - ლევან ახობაძე."უკრაინული მოზაიკა" პირველი ნაწილი. "უკრაინული მოზაიკა" მეორე ნაწილი. "უკრაინული მოზაიკა" მესამე ნაწილი. 
წაკითხვა
„უკრაინული მოზაიკა“ (მესამე ნაწილი)
ექსკლუზიური ინტერვიუები, რეალური კადრები მოვლენათა ეპიცენტრებიდან...დოკუმენტური ციკლის მესამე ნაწილი.სცენარის ავტორი და რჟისორი - მიხეილ ბასილაძე;რეჟისორი - ლევან ახობაძე."უკრაინული მოზაიკა" პირველი ნაწილი. "უკრაინული მოზაიკა" მეორე ნაწილი. "უკრაინული მოზაიკა" მეოთხე ნაწილი. 
წაკითხვა
„უკრაინული მოზაიკა“ (მეორე ნაწილი)
ექსკლუზიური ინტერვიუები, რეალური კადრები მოვლენათა ეპიცენტრებიდან...დოკუმენტური ციკლის მეორე ნაწილი.სცენარის ავტორი და რჟისორი - მიხეილ ბასილაძე;რეჟისორი - ლევან ახობაძე."უკრაინული მოზაიკა" პირველი ნაწილი. "უკრაინული მოზაიკა" მესამე ნაწილი. "უკრაინული მოზაიკა" მეოთხე ნაწილი. 
წაკითხვა
"ვეტერანი"
აფხაზეთის ომის დროს ქართული ჯარი მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაში არსებობდა. არმიის ბირთვს ძირითადად, მოხალისეები და ის პატრიოტები შეადგენდნენ, ვისთვისაც ქართული სახელმწიფოს იდეისთვის ბრძოლა ცხოვრების მიზანს წარმოადგენდა. შალვა შენგელის და მიხეილ ბასილაძის ფილმი - "ვეტერანი".
წაკითხვა
"საერთაშორისო წმინდანი"
რატომ უყვარს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სტალინი და სადამდე შეიძლება მივიდეს ეს სიყვარული. სოციალისტური სამოთხის მცველისთვის შექმნილი ხატი. დიდი საბჭოთა ბელადი და იაფი ცხოვრების ნოსტალგია.ფილმის ავტორი: მიხეილ ბასილაძე;რეჟისორი: ლევან ახობაძე;თანაავტორი: ნინო კაკაურიძე.
წაკითხვა
„უკრაინული მოზაიკა“ (პირველი ნაწილი)
სცენარის ავტორი - მიხეილ ბასილაძე;რეჟისორი - ლევან ახობაძე.ტრილოგიის მეორე ნაწილი.ტრილოგიის მესამე ნაწილი. "უკრაინული მოზაიკა" მეოთხე ნაწილი. 
წაკითხვა
სატელეგრაფო ოკუპაცია (გაფართოებული ვერსია)
ფილმი ეხება ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს გასაბჭოების ისტორიას. კერძოდ, ფილმში ნაჩვენებია ბოლშევიკური პარტიის ლიდერებსა და ბოლშევიკური პარტიის კავკასიის ბიუროს შორის არსებული საიდუმლო მიმოწერა, სადაც ჩანს თუ როგორ ამზადებდა რუსეთი გასაბჭოების ოპერაციას.გარდა ამისა, ფილმში ასახულია პირველი მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო მდოგმარეობაც, რომლის მსხვერპლი გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასცენარის ავტორი მიხეილ ბასილაძე;რეჟისორი ლევან ახობაძე.
წაკითხვა
„შავ-თეთრი ომი“
ფოტოგრაფი გოგი ცაგარელი, რომელმაც გადაიღო მთელი ომი. ეს არის ფილმი ომის ემოციებზე. შავ-თეთრი ფოტოები, რომელშიც აღბეჭდილია ომის ყოველდღიურობა.ფილმის ავტორი: მიხეილ ბასილაძე;რეჟისორი: ლევან ახობაძე;ოპერატორები: კახაბერ ბუხრაშვილი, გიორგი ვაწაძე;მონტაჟის რეჟისორი: ალექსანდრე ერმაკოვი.
წაკითხვა
ბიოგრაფია ეპოქების გასაყარზე
სცენარის ავტორი - მიხეილ ბასილაძერეჟისორები: ლევან ახობაძე, ლევან ადამია
წაკითხვა
"სატელეგრაფო ოკუპაცია"
ფილმი ეხება ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს გასაბჭოების ისტორიას,  კერძოდ, გადმოცემულია ბოლშევიკური პარტიის ლიდერებსა და  ბოლშევიკური პარტიის კავკასიის ბიუროს შორის არსებული საიდუმლო მიმოწერა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ამზადებდა რუსეთი გასაბჭოების ოპერაციას. გარდა ამისა, ფილმში ასახულია პირველი მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო მდოგმარეობაც, რომლის მსხვერპლი გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.   სცენარის ავტორი: მიხეილ ბასილაძე; რეჟისორი: ლევან ახობაძე.
წაკითხვა
რევოლიუციამ თუ კი მიბრძანა!"
ფილმი ეხება საბჭოთა საქართველოში 20-30-იან წლებში მოქმედ პროლეტარ მწერალთა ასოციაციას, რომელიც ლიტერატურაში ბოლშევიკურ იდეოლოგიას უხეში მეთოდებით ნერგავდა. ამ ასოციაციის გამორჩეული წევრები იყვნენ ბენიტო ბუაჩიძე, კალე ფეოდოსიშვილი, ფრიდონ ნაროუშვილი, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, პლატონ ქიქოძე და ა.შ. მათი დახმარებით პარტია საზოგადოებაში ახალ იდეოლოგის დანერგვას ცდილობდა.30-იან წლებში, როცა ბოლშევიკებს უკვე აღარ სჭირდებოდათ პროლეტარ მწერალთა ასეთი ხისტი პროპაგანდა, ყველა ეს მწერალი თავიდან მოიშორეს. ვინც თავგამოდებით იცავდა კომუნისტურ იდეალებს, თავად კომუნისტების მიერ აღმოჩნდა რეპრესირებული. მათი ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი გადაასახლეს, ნაწილი ციხეში ჩასვეს.ფილმში ნაჩვენებია, თუ რა მიზეზით და როგორ ჩამოიშორეს ბოლშევიკებმა ის მწერლები და პოეტები, რომლებიც ლიტერატურაში კომუნისტების დასაყრდენად ითვლებოდნენ.ავტორი: მიხეილ ბასილაძერეჟისორი: ლევან კიტია
წაკითხვა
"დაკარგული ისტორია"
ფილმი ასახავს საქართველოს უშიშროების სამინისტროს სპეცარქივის ისტორიას. არქივი მოიცავდა საგანგებო კომიტეტის (ЧК), სახელმწიფო პოლიტსამმართველოს (ГПУ), შინსახკომის (НКВД) და სუკ-ის(КГБ) მიერ წარმოებულ საქმეეებს. სპეცკონტიგენტისა და აგენტურის პირად კართოტეკებს და სხვა საიდუმლო დოკუმენტაციას. საბჭოთა კავშირის დაშლის დროს არსებული ქაოსის გამო, დღეს ამ არქივის მხოლოდ 20 პროცენტია შემორჩენილი. სპეცარქივის ნაწილი ჯერ კიდევ 1990 წელს რუსეთში გადაიტანეს, ნაწილი ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს გაუჩინარდა, ხოლო უდიდესი ნაწილი, თბილისში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს, ხანძრის შედეგად განადგურდა. ფილმი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში განადგურდა არქივის უდიდესი ნაწილი.სცენარის ავტორი: მიხეილ ბასილაძერეჟისორი: გიორგი მოლოდინაშვილი
წაკითხვა
ქართული მარკა
ფილმი ასახავს ქართული საფოსტო მარკის ისტორიას. ისტორია იწყება საფოსტო მარკით, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს, 1857 წელს გამოიცა ტფილისში და იგი წარმოადგენდა პირველ მარკას მთელ იმპერიაში. ამჟამად იგი "ტფილისის უნიკის" სახელით არის ცნობილი და მისი საბაზრო ღირებულება 800 ათას დოლარს უახლოვდება. ფილმში მოთხრობილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის მარკებზე, რომელიც იყო პირველი წმინდა ქართული მარკა. ასახულია ბათუმში გამოცემული ბრიტანეთის საოკუპაციო მმართველობის მარკები, საბჭოთა საქართველოს და ამიერკავკასიის ფედერაციის მარკები. მიმოხილულია საბჭოთა პერიოდისა და დამოუკიდებელი საქართველოს გამოცემები. ფილმი მოგვითხრობს საფოსტო მარკის მნიშვნელობასა და ხაზს უსვამს, რომ მარკა წარმოადგენს სახემწიფოებრიობის ისეთივე ატრიბუტს როგორიც არის გერბი, დროშა და ჰიმნი. ვიზუალურად ნაჩვენებია ყველა ის მარკა, რომლის შესახებააც მინმდინარეობს თხრობა. საფოსტო მარკის ისტორიასთან ერთად ფილმი გარკვეულწილად ასახავს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან თარიღებს.ავტორი: მიხეილ ბასილაძე;რეჟისორი: ლევან ახობაძე.
წაკითხვა
სეგო
სცენარის ავტორი – მიხეილ ბასილაძე; რეჟისორი – ლევან ახობაძე.
წაკითხვა
„დამოუკიდებლობის 1005 დღე“
ავტორი: მიხეილ ბასილაძე; რეჟისორი: ლევან ახობაძე. 
წაკითხვა