საზოგადოებრივი
104.5 FM
ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
g 1197 Posts
g 0 Views

სიახლეები

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა - რეპორტაჟი პარიზიდან
ნაპოლეონ ბონაპარტის შემდეგ, საფრანგეთის სადავეებს ხელში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი იღებს. ელისეს სასახლე მომდევნო 5 წლით ემანუელ მაკრონიმ დაიკავა. ძალიან ბევრი მიზეზის გამო, ყურადღების ცენტრშია ახალი პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონიც, რომელსაც როგორც ცნობილია, სასახლეში სპეციალური სტატუსი და გავლენა ექნება. ფრანგები მაკრონის გადაწყვეტილებების მოლოდინში არიან. მათ შორის ისინიც ვინ ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა პრეზიდენტმა ქვეყნის უმაღლესი სტატუსი ავანსად მიიღო. ფრანსუა ოლანდმა ემანუელ მაკრონს უფლებამოსილება უკვე გადასცა. ახალი პრეზიდენტის პირველი დღე ზუსტად ისეთივე გამოდგა, როგორიც წინამორბედის. პარიზიდან დეტალებით ქეთი ქარდავა. 
წაკითხვა
საფრანგეთი პრეზიდენტს ირჩევს - ვინ ლიდერობს არჩევნების მეორე ტურში - რეპორტაჟი პარიზიდან
ორი საათი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე. ქვეყანა არჩევანს ემანუელ მაკრონსა და მარინ ლე პენს შორის აკეთებს. ფრანგების გადაწყვეტილებას მთელი მსოფლიო ელოდება. ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი პრეზიდენტობის შემთხვევაშიც ევროკავშირის დატოვებას გეგმავს. მაკრონი კი გაერთიანების გაძლიერებაზე და რეფორმებზე საუბრობს. უკვე ცნობილია არჩევნების წინასწარი შედეგები. ეგზიტპოლების მონაცემებს ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. დაწვრილებით ინფორმაციას პარიზიდან ქეთევან ქარდავა გაგვაცნობს.
წაკითხვა
ე.წ. ბრექსიტის პროცედურები - რა მეთოდებსა და პრინციპებზე შეთანხმდნენ ევროკავშირის ლიდერები
სტრასბურგის შემდეგ ბრიუსელი და საუბარი დიდ ბრიტანეთზე დიდი ბრიტანეთის გარეშე. ევროკავშირის ლიდერები იმ პრინციპებსა და მეთოდებზე შეთანხმდნენ თუ როგორ უნდა წარიმართოს ბრექსიტი. პროცესი, რომელიც როგოც თავად ამბობენ, მათი მიზეზითა და სურვილით არ დაწყებულა. ევროგაერთიანებიდან ბრიტანეთის გასვლა ახლა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხია. მოლაპარაკებები 8 ივნისის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ამჯერად აღარ მიუწვევიათ. ტერეზა მეის ლიდერებმა საკუთარი პოზიცია დაუსწრებლად გააცნეს. რამდენად პრინციპულია ევროკავშირი ე.წ. ბრექსიტზე - ქეთევან ქარდავა თემის დეტალებით.
წაკითხვა
საფრანგეთი პრეზიდენტს ირჩევს - ვინ ლიდერობს საპრეზიდენტო მარათონში-რეპორტაჟი პარიზიდან
პირველი ტურის პირველი წინასწარი მონაცემები უკვე ვრცელდება. ვინ ლიდერობს საპრეზიდენტო მარათონში -  ქეთევან ქარდავა ისაუბრებს პარიზიდან. 
წაკითხვა
„მოამბე“ 20 საათზე, 28 მარტი, 2017 / Live
თბილისი და ბრიუსელი. მოვლენების ორი ეპიცენტრი და წამყვანები თამთა სანიკიძე და ქეთევან ქარდავა დღეს მოგვიყვებიან იმ წლებსა და პროცედურებზე, რომელიც უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე გავიდა.• რა წესები არ უნდა დავარღვიოთ, რა დოკუმენტები გვჭირდება;• რა ბედი ელით არალეგალებს, რეადმისია და ვალდებულებები;• ვინ გაფრინდა პირველი ევროპისკენ უვიზოდ, პირველი ემოციები
წაკითხვა
„საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს და ევროკავშირის წევრი“- ექსკლუზიური ინტერვიუ ლატვიის პრეზიდენტთან
უვიზო რეჟიმის მნიშვნელობაზე საუბრობს საზოგადოებრივთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ლატვიის პრეზიდენტი. რაიმონდ ვეიონისი ქეთევან ქარდავამ ჩაწერა. მხარდამჭერ გზავნილებთან ერთად, პრეზიდენტი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ საქართველოს და უკრაინის კრიზისების მოგვარება, დღეს, საშინაო გამოწვევებთან ერთად ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ტესტია. მომავალ კვირას, ლატვიის პრეზიდენტი თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის. 
წაკითხვა
„შევძლებთ საქართველო უფრო დავაახლოოთ ნატო-ს წევრობასთან“- ექსკლუზიური ინტერვიუ გენერალ პეტრ პაველთან
საქართველოს პარტნიორობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და მისი გაღრმავების გზები, საუბრის მთავარი თემა იქნება მომავალ კვირას თბილისში. ქვეყანაში ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ჩამოდის.  2 და 3 მარტს შეხვედრები გაიმართება ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ალიანსის სამხედრო საბჭო საქართველოს მეორედ სტუმრობს. როგორია ნატო-ს უმაღლესი და მუდმივმოქმედი ორგანოს გეგმები და მოლოდინი? საბჭოს ხელმძღვანელთან, გენერალ პეტრ პაველთან ექსკლუზიური ინტერვიუ ქეთევან ქარდავამ ჩაწერა. 
წაკითხვა
პატრიარქის დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის პირველი კომენტარი ექსკლუზიურად #მოამბეში
პატრიარქის დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის პირველი კომენტარი ექსკლუზიურად #მოამბეში - ვინ იმყოფებოდა პალატაში პატრიარქთან და ვის შეიძლებოდა პატრიარქის ვიდეო დაემონტაჟებინა? - დეტალებით ბერლინიდან ქეთევან ქარდავა.
წაკითხვა
ახალი ნაბიჯი საქართველოს ისტორიაში - ქართველები ევროპის 30 სახელმწიფოში უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ
ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაში ახალი ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ევროპის 30 სახელმწიფოში უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ. ხანგრძლივი პროცესის საბოლოო დასრულებას რამდენიმე ტექნიკური პროცედურის გავლა სჭირდება. მთელი ამ რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებისა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებას საზოგადოებრივი მაუწყებელი აქტიურად აშუქებდა. ევროპის დედაქალაქებიდან პირველწყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას ყოველთვის ქეთევან ქარდავა გვაწვდიდა. დღესაც, გასული კვირის მთავარ სიახლეზე ბრიუსელიდან სწორედ ქეთევან ქარდავა ისაუბრებს. 
წაკითხვა
როგორია დასავლური პოლიტიკა ალეპოში არსებულ ვითარებაზე
ალეპოში არსებული ვითარება საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარი საკითხია. ევროპელი ლიდერები ბრალდებებით კრემლისკენ იშვერენ ხელს. სირიის სიდიდით მეორე ქალაქში, ვითარების გამოსწორების გზებზე უნდა იმსჯელონ გაერო-ს უშიშროების საბჭოზე. კრიზისის განმუხტვაზე განცხადებებს აკეთებენ ევროპის დედაქალაქებში. როგორია დასავლური პოლიტიკის შეფასება და რაში ხედავენ გამოსავალს ლიდერები? ევროპის პირველი პირების შეფასებებს ქეთევან ქარდავა გაგვაცნობს. 
წაკითხვა
შეთანხმება ბრიუსელში - რა პროცესი უძღვოდა წინ ვიზალიბერალიზაციის დასკვნით ეტაპს
შესრულებული სამოქმედო გეგმისა და რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, ევროპა საქართველოს მოქალაქეებისთვის მწვანე შუქს ანთებს. ბრიუსელი ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდა. დოკუმენტს ევროპარლამენტი მომდევნო კვირის ხუთშაბათს უყრის კენჭს. რა პროცესი უძღვოდა წინ ვიზალიბერალიზაციის დასკვნით ეტაპს და რატომ ფერხდებოდა გადაწყვეტილება? დროებითი შეჩერების მექანიზმის დეტალებზე ქეთი ქარდავა ისაუბრებს.  
წაკითხვა
რა შედეგებით დასრულდა ევროპელი ლიდერების შეხვედრა ბერლინში
ევროპელმა ლიდერებმა, გასულ კვირას, კიდევ ერთხელ დაგმეს სირიაში, კერძოდ კი, ქალაქ ალეპოში რუსეთის სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიითვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივება, ამ ეტაპზე საჭიროდ არ ჩათვალეს. ევროპელები საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ვლადიმერ პუტინი ყირიმის მიერთების შემდეგ, გერმანიის დედაქალაქში პირველად ჩავიდა. თან ევროპელ ლიდერებს, მრგვალ მაგიდაზე, ის ადამიანიც მიუსვა, რომლის წინააღმდეგაც სხვა რუს მაღალჩინოსნებთან ერთად, ევროპული სანქციები მოქმედებს. ამ დრომდე, გაურკვეველია ვინ უფრო ისარგებლა ბერლინური შეხვედრით – მოსკოვმა თუ წესრიგისთვის მებრძოლმა დასავლელმა ლიდერებმა. პუტინს დაძაბული მდგომარეობის გამოსწორებისთვის დრო წლის ბოლომდე, სანქციების ვადის ამოწურვამდე მისცეს, ეს დრო კი, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე უკრაინაში მხოლოდ რუსეთზე მუშაობს.თემის დეტალებით ქეთევან ქარდავა
წაკითხვა
რომის პაპის კავკასიური ტურნე და გამოხმაურება მსოფლიო მედიაში
საერო და სასულიერო შინაარსის გზავნილები – რომის პაპის კავკასიური ტურნე დასრულდა. ცოტა ხნის წინ პაპმა ფრანცისკემ აზერბაიჯანის დედაქალაქი დატოვა, სადაც ის დილით თბილისიდან ჩავიდა.  დახვედრის საზეიმო ცერემონიალი აეროპორტში, ბაქოს კათოლიკურ ეკლესიაში ჩატარებული წმინდა წირვა და სიმბოლურ საჩუქრად მიღებული ხალიჩა - ვიზიტის დასასრულს პონტიფექსი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც შეხვდა. გაკეთდა ერთობლივი განცხადებებიც. ორი დღე საქართველოში და ერთი დღე - აზერბაიჯანში.  როგორ იყო რომის პაპის კავკასიური ტურნე და როგორ ეხმაურება ამ მოვლენას მსოფლიო მედია, – ქეთევან ქარდავა დეტალებით. 
წაკითხვა
რა მოლოდინები აქვთ ევროპელ პოლიტიკოსებს 8 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება დემოკრატიის მორიგი ტესტი, - ევროპელი პოლიტიკოსებისგან ეს ფრაზა ხშირად ისმის. კონკრეტულად რა იგულისხმება ამ ტესტში და როგორია ევროპელი დეპუტატების მოლოდინი, რომელთა ნაწილიც საქართველოს ჯერ კიდევ რეგიონის ქვეყნებთან ერთად აფასებს და არა ინდივიდუალური პარამეტრებით – ქეთი ქარდავას რეპორტაჟი.
წაკითხვა
რა ფაქტორები მოქმედებს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე - ევროპული პოლიტიკა და პრობლემები
რა ფაქტორები მოქმედებს ევროპელ ლიდერებზე, როდესაც საქმე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს ეხება - „ბრექსიტის“ შემდეგ, გაერთიანების ხელმძღვანელები, პირველად ოფიციალური ლონდონის გარეშე, არაფორმალურ სამიტზე შეიკრიბნენ და ევროკავშირის მომავალზე იმსჯელეს იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც კავშირს დღეს აქვს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონტინენტზე შექმნილი ყველაზე დიდი საემიგრაციო კრიზისია. ევროპარლამენტარები ამ მიზეზს უვიზო რეჟიმის კონტექსტშიც ღიად ასახელებენ. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებამდე, დღის წესრიგში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე შეჯერებაა აუცილებელი, - ამბობენ ევროპარლამენტარები „მოამბესთან“ საუბარში. ქეთი ქარდავა ევროპული პოლიტიკისა და პრობლემების დეტალებით.
წაკითხვა
რა დრო და პროცედურებია დარჩენილი ვიზალიბერალიზაციამდე და როგორია მოლოდინები
საქართველომ გასულ კვირას ატლანტიკური საბჭოს (NAC) სხდომას მეოთხედ უმასპინძლა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო საბჭოს არსებობის ისტორიაში. პარტნიორ ქვეყანაში გასვლითი სხდომა საბჭოს ოთხჯერ არასდროს გაუმართავს. ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ელჩები თბილისს იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით ეწვივნენ. გაკეთდა მრავალი მხარდამჭერი განცხადება და მოწოდება, რომ საქართველომ რეფორმების გზა უნდა გააგრძელოს, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსფორმირების მიმართულებით. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება, თუმცა მასში შესასვლელად აუცილებელია დრო და კრიტერიუმების დაკმაყოფილება. კრიტერიუმებში კი, სამხედროს გარდა, ნატო-ს მაღალჩინოსნები დემოკრატიის ხარისხისა და სახელმწიფო ინსტიტუციების სისტემური გაუმჯობესების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. რა შედეგით დასრულდა ვიზიტი; როგორ გზავნილებს იღებს ოფიციალური თბილისი ნატო-სგან თუ ევროკავშირისგან, რომელმაც მალე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ქეთი ქარდავას რეპორტაჟი ბრიუსელიდან.
წაკითხვა
ლიდერი ქალები და მათი გავლენა პოლიტიკაზე
მსოფლიო პოლიტიკაში ბევრი რამ იცვლება, მათ შორის ტენდენცია, რომ სახელმწიფოს მართვა მამაკაცების საქმეა. პირველად შეერთებული შტატების ისტორიაში, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ქალია, თუმცა ევროპისთვის ლიდერი ქალები არახალია. ტრადიციონალისტი მამაკაცი პოლიტიკოსებიც თანხმდებიან, რომ პოლიტიკურ სივრცეში ქალების აქტიურობა აუცილებელი პირობაა ჯანსაღი გარემოსთვის. ცვლილება აღწევს აზიაშიც. ქეთი ქარდავას რეპორტაჟი ლიდერი ქალებისა და პოლიტიკაზე მათი გავლენის შესახებ.
წაკითხვა
გახშირებული ტერაქტები მსოფლიოში და მიუნხენის თავდასხმის ახალი დეტალები
ერაყში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავებულია. ბაღდადში დღეს დილით შიიტებით დასახლებულ რაიონთან თვითმკვლელმა აიფეთქა თავი. ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ ასევე შიიტების წინააღმდეგ ერაყში განხორციელებული ტერაქტის მსხვერპლს კი დღესაც კრძალავენ. ქაბულში 84 ადამიანი დაიღუპა, 240 მძიმედ დაშავდა. აზია-ახლო აღმოსავლეთისათვის ეს უკვე სამწუხარო, ჩვეული რეალობაა. რადიკალები თავდასხმებს ძირითადი სცენარით ახორციელებენ – ხალხმრავალი ადგილი, დანაღმული ავტომობილი, რომელშიც ასაფეთქებელი დისტანციურად მოდის მოქმედებაში ან ნაღმი, რომელიც თვითმკვლელს სხეულზე აქვს დამონტაჟებული. თუმცა, ტერაქტების სცენარიც და არეალიც შეიცვალა. ევროპა გახშირებულ თავდასხმებთან ცდილობს გამკლავებას. ტერორისტულ დაჯგუფებებთან ერთად, აქტიურდებიან რადიკალურად განწყობილი ინდივიდებიც. ამის ერთ-ერთი მაგალითია გერმანიასა თუ საფრანგეთში განვითარებული მოვლენები. ევროპული საფრთხეების შესახებ ქეთევან ქარდავა საუბრობს მიუნჰენიდან, სადაც პოლიცია თავდასხმის ახალ დეტალებს ასაჯაროებს. 
წაკითხვა