საზოგადოებრივი
104.5 FM
სალომე ქოქიაშვილი
ჟურნალისტი
g 1235 Posts
g 0 Views

სიახლეები

საკრებულოს შუალედური არჩევნები - ბოლო მონაცემები ცესკო-დან
საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისია. კენჭისყრის შედეგებზე ცესკო-ში ბრიფინგები დილიდან იმართება. როგორია მონაცემები ამ წუთისთვის – სალომე ქოქიაშვილის პირდაპირი რეპორტაჟი.
წაკითხვა
ევროპის დღეები საქართველოში - როდის დაარსდა და რა მიზანს ისახავს ღონისძიება
გასართობი და შემეცნებითი პროგრამა ბავშვებისთვის, კონკურსები, წევრი სახელმწიფოების კუთხეები და კონცერტი - საქართველოში ევროპის დღეების აღნიშვნა დაიწყო. პირველ მასშტაბურ ღონისძიებას მთელი დღეა თბილისში რიყის პარკი მასპინძლობს. როდის დაარსდა ევროპის დღე და რას ისახავს მიზნად საქართველოში ევროკავშირის მიერ ორგანიზებული ღონისძიება - „მოამბის“ სიუჟეტში.
წაკითხვა
რა კონკრეტული შედეგით დასრულდა პრემიერის შეხვედრა სტუდენტებთან
პრემიერმინისტრი დღეს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, განახლებულ პროტესტში ჩართულ სტუდენტებთან სასაუბროდ მივიდა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა და კონკრეტული შედეგით დასრულდა. „აუდიტორია 115-ის“ მოთხოვნებზე გიორგი კვირიკაშვილთან სამუშაო შეხვედრა მომდევნო კვირაში უნდა გაიმართოს. თუმცა, შეთანხმებისა და მთავრობის მეთაურის მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის კარი ამ დრომდე დახურულია. სტუდენტებთან საუბრის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი დღეს რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ლადო პაპავასაც შეხვდა.
წაკითხვა
„ეროვნული ფორუმი“ კოალიციას ტოვებს - გადავა თუ არა პოლიტიკური გაერთიანება ოპოზიციაში
ზუსტად ერთი კვირა დასჭირდათ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ სუბიექტებს, საბოლოოდ გადაეწყვიტათ, როგორ აპირებენ მონაწილეობას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში. პოლიტიკურ გაერთიანებაში შემავალმა „ეროვნულმა ფორუმმა“ საკითხი  დღევანდელ რიგგარეშე ყრილობაზე დაამტკიცა - „ფორუმი“ ტოვებს კოალიციას და არჩევნებისთვის იწყებს მზადებას, თუმცა ჯერ უცნობია, ტოვებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას. გუბაზ სანიკიძე თვლის, რომ კოალიცია დაშლილია და მხოლოდ ფორმალურად არსებობს. გადავა თუ არა „ეროვნული ფორუმი“ ოპოზიციაში, ხვალ გახდება ცნობილი. პარლამენტის ვიცესპიკერი აცხადებს, რომ უმრავლესობის დატოვების შემთხვევაში, ის საპარლამენტო თანამდებობასაც დატოვებს.
წაკითხვა
ტერაქტების ქრონიკა და „ისლამური სახელმწიფოს“ ახალი მუქარა
ბრიუსელის მოვლენებიდან ერთი კვირის განმავლობაში ევროპამ „ისლამური სახელმწიფოს“ სამი ახალი მუქარა მიიღო. ტერორისტები დაიშის წინააღმდეგ კოალიციაში გაერთიანებულ სახელმწიფოებს ახალი ტერაქტებით ემუქრებიან. ლიდერები თანხმდებიან, რომ მსოფლიოს ნომერ პირველ გამოწვევასთან ერთიანი ბრძოლის გაძლიერება აუცილებელია. სალომე ქოქიაშვილი გაგვახსენებს ევროპასა და თურქეთში მომხდარი ტერაქტების ქრონიკას. ტერორისტების მიზნებსა და პრობლემის აღმოფხვრის გზებზე „მოამბის“ კითხვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა გიორგი გვიმრაძემ უპასუხა. 
წაკითხვა
მოჰყვება თუ არა მავთულხლართების გავლება ჯარიაშენთან მიმდინარე სამუშაოებს
ადგილობრივების ინფორმაციით, რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა, საოკუპაციო ზოლი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსწიეს, თუმცა ამას არ ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ადგილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მიღებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან ელოდება. მოჰყვება თუ არა გზის გაყვანის სამუშაოებს მავთულხლართების გავლება, ჯერ უცნობია, მაგრამ ადგილობრივებს უკვე აეკრძალათ იმ სასოფლო სავარგულებით, კერძო საკუთრებით სარგებლობა, რომელსაც აქამდე ისინი ნაწილობრივ მაინც იყენებდნენ. 
წაკითხვა
სამწლიანი არსებობა შედეგის გარეშე - საკონსტიტუციო კომისიას უფლებამოსილების ვადა ეწურება
თითქმის სამწლიანი არსებობა უშედეგოდ სრულდება. ხვალ, 29 თებერვალს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მოსამზადებლად 2013 წლის ბოლოს შექმნილ კომისიას ვადა ეწურება. თუმცა, მთავარი, რაც 58 წევრისგან შემდგარ ჯგუფს უნდა გაეკეთებინა, კვლავ არ არის გაკეთებული. პარლამენტში ცოტა ხნის წინ დასრულდა საკონსტიტუციო კომისიის სხდომა, რომელსაც მხოლოდ 17 წევრი დაესწრო. სალომე ქოქიაშვილის პირდაპირი რეპორტაჟი.
წაკითხვა
როგორ დაკომპლექტდება „ქართული ოცნების“ სია მომავალი არჩევნებისთვის
„გაზპრომის“ საკითხმა მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დეპუტატების ნაწილი თვლის, რომ რუსული ენერგოგიგანტის მოთხოვნა საქართველოსთვის წამგებიანია. თუმცა, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საკითხზე უფრო მეტად დეპუტატების კონკრეტული ჯგუფი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებამ შეაშფოთა, რომელმაც თქვა, რომ მომავალ საპარლამენტო სიაში, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლები ისე ჭარბად, როგორც დღეს, აღარ იქნებიან წარმოდგენილი. როგორ დაკომპლექტდება „ქართული ოცნების“ სია, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, თუ რა უნდა გააკეთონ არჩეულმა დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შემდეგ.
წაკითხვა