საზოგადოებრივი
104.5 FM
სალომე ქოქიაშვილი
ჟურნალისტი
g 1235 Posts
g 0 Views

სიახლეები

მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე - ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი დღეს დაკავებულს შეხვდა
თურქეთის ტერიტორიაზე ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ერდოღანმა ის კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა. გრძელდება ტერორიზმთან კავშირში მყოფი ეჭვმიტანილების დაკავება. მათ შორის თურქული მხარის მოთხოვნით, ქართველმა სამართალდამცავებმა თბილისში აიყვანეს მუსტაფა ემრე ჩაბუქი. დემირელის კოლეჯის მენეჯერი წინასაექსტრადაციო პატიმრობაშია. ლტოლვილთა სამინისტრომ მას თავშესაფარზე უარი უთხრა. დაკავებული ე.წ. გლდანის ციხეში დღეს ევროპარლამენტარმა მოინახულა. რებეკა ჰარმსი მიიჩნევს, რომ ჩაბუქს საქართველოში ლტოლვილის სტატუსი უნდა მიენიჭოს.  ევროპარლამენტარს დღეს სალომე ქოქიაშვილი ესაუბრა. 
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ უპირისპირდება - ურთიერთბრალდებები და პოლიტიკური შეფასებები
ირაკლი კობახიძის მორიგი ბრალდება გიორგი მარგველაშვილს. პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს კიდევ ერთხელ უპირისპირდება. ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მეთაური არ არის მოწოდებული, ხელი შეუწყოს კონსტიტუციის პროექტზე კონსენსუსის ჩამოყალიბებას და თავს არიდებს საკითხზე მსჯელობის ისეთ ფორმატს, რომელიც საზოგადოებას ქვეყნის უზენაეს კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე სრულფასოვან წარმოდგენას შეუქმნის. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ეს განცხადება, საკუთარ შეთავაზებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხის შემდეგ გააკეთა. ირაკლი კობახიძე ცვლილებების სადავო მიმართულებებზე დისკუსიას გიორგი მარგველაშვილს ტელეეთერში ერთი-ერთზე სთავაზობდა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი ამ დისკუსიის გამართვას პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტორების ჩართულობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ემხრობა. თუ მხარეები შეთანხმდებიან, საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის მათ პირდაპირი ეთერი დაუთმოს. სალომე ქოქიაშვილი განავრცობს თემას.
წაკითხვა
საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია და ნატო-ს გზავნილი რუსეთს - რას აცხადებენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კანონმდებლები
ნატო-ს გზავნილი რუსეთს თბილისიდან. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კრემლს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ და საერთაშორისო დონეზე საქართველოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. ალიანსის საპარლამენტო ასამბლეა, რომლის საგაზაფხულო სესიას საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს, ხვალ თბილისის დეკლარაციას დაამტკიცებს. საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტის გარდა, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების კანონმდებლები საკუთარ მხარდაჭერას პირადად აფიქსირებენ. მათ შორის კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ მაპის – გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშეც შესაძლებელია, შესაბამისი გარემოებების არსებობის პირობებში, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. სალომე ქოქიაშვილი თემის დეტალებით.
წაკითხვა
დაპირისპირება ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის - რა დეტალებს მიაკვლია აუდიტის სამსახურმა
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ამ დრომდე დუმს. ქვეყნის მოქმედი გენერალური აუდიტორი კი მას ფიზიკურ ანგარიშსწორებაში პირდაპირ ადანაშაულებს. ღამის კლუბ ელ ცენტრში მომხდარ დაპირისპირებას ლაშა თორდია მის საქმიანობას უკავშირებს. დაშავებულის ინფორმაციით, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, ოთარ ფარცხალაძე უკმაყოფილო იყო თბილისის მერიაში აუდიტის სამსახურის მუშაობით. ლაშა თორდიას თქმით, მისმა სამსახურმა საინტერესო დეტალებს მიაკვლია მიწის იმ ნაკვეთებთან მიმართებაში, რომლებიც სწორედ ყოფილი მთავარი პროკურორის საკუთრებაშია.  რა ქონებაზე შეიძლება იყოს საუბარი და როგორ განვითარდა მოვლენები ღამით, რომლის შემდეგაც, საქართველოს გენერალური აუდიტორი საავადმყოფოში მოხვდა - დეტალების დადგენას სალომე ქოქიაშვილი შეეცადა. 
წაკითხვა
ე.წ რეფერენდუმი ოკუპირებულ ცხინვალში - როგორია საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია
ყოველწლიურ მოხსენებაში პრეზიდენტმა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს ფაქტობრივი ანექსიისკენ ნაბიჯების გადადგმას. ამის ნათელი მაგალითია, დღეს, ოკუპირებულ ცხინვალში გამართული რეფერენდუმი. დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად, საოკუპაციო რეჟიმი რეგიონისთვის სახელის გადარქმევას გეგმავს. პროცესების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, ოფიციალური თბილისის პოზიციას იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა. ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ე.წ. არჩევნებს, ისე ე.წ რეფერენდუმს არალეგიტიმურს უწოდებს. 
წაკითხვა
ვიზალიბერალიზაცია - რა უნდა გავითვალისწინოთ ევროპაში გამგზავრებამდე
უვიზო რეჟიმი გარკვეულ რეგულაციებს მაინც ითვალისწინებს. რა უნდა გავითვალისწინოთ ვიდრე შენგენის წევრ სახელმწიფოებში დააპირებთ გამგზავრებას - ნახეთ სალომე ქოქიაშვილის სიუჟეტში. #ევროპისკენ #visafree 
წაკითხვა
დაპირისპირება ბათუმში - რა ვერსიებზე საუბრობს გამოძიება და როგორია პოლიტიკური შეფასებები
ბათუმი 2004 წლის გაზაფხულის მოვლენების შემდეგ ყველაზე მასშტაბური მღელვარების იარებს იშუშებს. მძღოლსა და საპატრულო პოლიციას შორის მომხდარი ინციდენტი ჯერ საპროტესტო აქციაში გადაიზარდა, შემდეგ კი პროცესმა ძალადობრივი განვითარება ჰპოვა. ათობით დაშავებული მოქალაქე და სამართალდამცველი, დამწვარი მანქანები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ქვები, ცრემლსადენი აირი, აალებადი სითხით სავსე ბოთლები, რეზინის ტყვიები,- ეს სულ რამდენიმე საათის წინ განვითარებული სამწუხარო რეალობაა. რამ გამოიწვია არეულობა ბათუმის ქუჩებში? კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია. მანამდე კი ისმის პოლიტიკური ურთიერთბრალდებები. ხელისუფლება ოპოზიციურ ძალებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს, ოპოზიცია კი მოქმედებისა თუ უმოქმედობის გამო, მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. კითხვები არსებობს, რომლებზეც პასუხების გაცემას ველოდებით. მთელი მომდევნო ერთი საათის განმავლობაში, ვეცდებით, მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც ანალიზის გაკეთებაში დაგვეხმარება. ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს შინაგან საქმეთა მინისტრი. პირდაპირ ეთერს დავუთმობთ საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს. ასევე, ბათუმში განვითარებული თუ მიმდინარე პროცესების შესახებ ჩვენი კორესპონდენტები ისაუბრებენ. სალომე ქოქიაშვილთან ერთად შევაჯამებთ გასულ დღეს. 
წაკითხვა
გალის რაიონში ე.წ. გამშვები პუნქტები ჩაიკეტა - ოფიციალური თბილისი საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებას ელოდება
ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვის მორიგი ფაქტი. ოკუპირებული სოხუმის გადაწყვეტილებით, ნაბაკევი-ხურჩა და ოტობაია-ორსანტიას ე.წ. გადასასვლელები ჩაიკეტა. გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებიდან ენგურის ხიდამდე გზა 40 კილომეტრით გაიზარდა. მოქალაქეები შიშობენ, რომ მალე, შესაძლოა, კიდევ ერთი, საბერიო – ფახულანის ე.წ. პუნქტიც დაიკეტოს, რაც მათ თითქმის სრულ იზოლაციაში მოაქცევს. ოფიციალურმა თბილისმა საკითხი 2 კვირის წინ გალის მოლაპარაკებებზე დააყენა. რუსეთის ფედერაციას პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, თუმცა უშედეგოდ. ჯერი ახლა საერთაშორისო თანამეგობრობის გამოხმაურებაზეა.  
წაკითხვა
საპროტესტო მაუწყებლობა და აქცია „რუსთავი ორის“ დასაცავად
საპროტესტო მაუწყებლობა და აქცია სიტყვის თავისუფლების დასაცავად. ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ თანამშრომლები და მათი მხარდამჭერები, დღეს, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. დემონსტრაცია აპოლიტიკური იყო, თუმცა მას სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრები დაესწრნენ. პროტესტი „რუსთავი ორის“ და სხვა მედიასაშუალებლების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. პარლამენტის შენობის წინ გაშლილი სცენიდან, დღეს, შეკრებილებს „რუსთავი ორის“ სახეებმა და ხელმძღვანელებმა მიმართეს. სალომე ქოქიაშვილი დეტალებით. 
წაკითხვა
გიორგი გიუნაშვილის საქმეზე ოფიციალურ თბილისს საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი აქვს
საკუთარი მოქალაქის დასახმარებლად, საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი აქვს ოფიციალურ თბილისს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, გასული წლის ივნისში დაკავებულ გიორგი გიუნაშვილის 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დე ფაქტო რეჟიმი მას დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობას ედავება. ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ საქართველოს სახელმწიფო უწყებები და უკანონო პატიმრის ოჯახის წევრები. ოფიციალური თბილისი არსებულ მოცემულობასთან შერიგებას არ გეგმავს და ყველა საერთაშორისო მექანიზმის გააქტიურებას აპირებს. 
წაკითხვა
ნიკა მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენებაზე ენმ-ში ხვალ იმსჯელებენ
ჯერ კიდევ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული შიდაპარტიული განხეთქილება ახალ ეტაპზე გადადის. ნიკა მელია შეიძლება საპარლამენტო უმცირესობის უმსხვილესი ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენენონ. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დეპუტატები ხვალ ფრაქციის სხდომაზე კენჭისყრის შედეგად გაირკვევა. ბოკერია-უგულავას ფლანგის გადაწყვეტილებას ანგარიშსწორებად აფასებენ მიხეილ სააკაშვილის ფრთის წევრები, რომლებიც 20 იანვრის ყრილობისთვის ემზადებიან. ამოიწურა თუ არა შიდაპარტიული უთანხმოების აღმოფხვრის შანსები და ვის შეიძლება დარჩეს არჩევნების შედეგად მიღებული საბიუჯეტო დაფინანსება პარტიის გახლეჩის შემთხვევაში? სალომე ქოქიაშვილის პირდაპირი რეპორტაჟი.
წაკითხვა
„ქართული ოცნება" საპარლამენტო თანამდებობების ძირითად ნაწილზე შეთანხმდა
„ქართული ოცნება" საპარლამენტო თანამდებობების ძირითად ნაწილზე შეთანხმდა. პოლტსაბჭოსა და უმრავლესობის გაფართოებული სხდომის შემდეგ, ცნობილია იმ დეპუტატების ვინაობა, ვინც მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობას უხელმძღვანელებს. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, როგორც მოსალოდნელი იყო წარდგენილია ირაკლი კობახიძე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იქნება, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე კი მამუკა მდინარაძე.თემის დეტალებით სალომე ქოქიაშვილი     
წაკითხვა
ცესკოში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს აჯამებენ
ამ წუთებში, საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აჯამებენ. საარჩევნო ადმინისტრაციის სხდომა, განმეორებითი კენჭისყრების დასრულების შემდეგ დღეს ჩაინიშნა. ცესკოში ჩვენი კორესპონდენტი სალომე ქოქიაშვილი მუშაობს. 
წაკითხვა
ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმის მცველის ისტორია, რომელმაც განადგურებული მუზეუმი დევნილობაში აღადგინა
რეპორტაჟი ეძღვნება ადამიანს, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომში ყველაფერი დაკარგა, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და ცხოვრების უკანასკნელი წლები დევნილობაში გაატარა. თუმცა, საქართველოს შემოუნახა ივანე მაჩაბლის ისტორია. ელგუჯა გაგნიძე წლების განმავლობაში სოფელ თამარაშენში, მაჩაბლის სახლმუზეუმში მუშაობდა. ოკუპაციის შედეგად განადგურებული მუზეუმი კი შემდეგ უკვე წეროვანის ჩასახლებაში, საკუთარ პატარა ბინაში აღადგინა. სალომე ქოქიაშვილის სიუჟეტი.
წაკითხვა
უკავშირდება თუ არა შსს-ს რეიდი ჯოხაძის მკვლელობას - როგორია დაკავებულთა ოჯახების პოზიცია და რა ვერსიები ვრცელდება მედიაში
უკავშირდება თუ არა სამართალდამცველების რეიდი სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეს, - შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ კავშირს არ ადასტურებენ. კავშირს უარყოფენ სპეცოპერაციის დროს დაკავებული სამი პირის ოჯახის წევრებიც, რომლებიც ასევე აცხადებენ, რომ დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღი თავად სამართალდამცველებმა ჩაუდეს. მედიაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია ამ ორი საქმის კავშირზე. სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი ნათობაძეს კი რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
წაკითხვა
„პოკემონები“ - სახალისო გართობა თუ საფრთხის შემცველი თამაში
მსოფლიოს ტელეფონებისთვის შექმნილი ახალი თამაში „პოკემონები“ იპყრობს. სამ კვირაში პლანეტაზე მას უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანი თამაშობს. ყოვერდღიურად აპლიკაციის მომხმარებელთა რიცხვი ერთი ან ორი მილიონით იზრდება, ისევე, როგორც ამ თამაშით გამოწვეული პრობლემების რაოდენობა. პოკემონებს უკვე საქართველოშიც დასდევენ. რა შეიძლება გამოიწვიოს ერთი შეხედვით უწყინარმა აპლიკაციამ და როგორ ვრცელდება ის მოზარდებსა თუ ახალგაზრდებში - ნახეთ ქეთი ბერაიასა და სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟში.
წაკითხვა
ეუთო-ს ასამბლეის რეზოლუციის პროექტი - რა სახით მოხვდა შესწორებები და რას ითვალისწინებს რუსეთისთვის მიუღებელი პუნქტები
რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის რეზოლუციის პროექტში ქართული მხარის შესწორებების უმეტესობა გათვალისწინებულია. ყოველწლიური საზაფხულო სესიის მესამე დღე დელეგატებისთვის საკმაოდ ცხელი აღმოჩნდა. დაძაბული დისკუსიის მიზეზი, საქართველოსთან ერთად, უკრაინის საკითხი იყო. როგორი სახით მოხვდა რეზოლუციის პროექტში შესწორებები და რას ითვალისწინებს რუსეთისთვის მიუღებელი პუნქტები - სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟი.
წაკითხვა
საკრებულოს შუალედური არჩევნები: ამომრჩეველთა აქტივობა და ბოლო ინფორმაცია ცესკო-დან
საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გაკეთდა ცესკო-ში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განვლილი დღე შეაჯამა და კიდევ ერთხელ გამოეხმაუერა კორცხელში მომხდარ ინციდენტს. ცესკო, ასევე, ავრცელებს ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. ყველაზე დაბალი აქტივობა გლდანში დაფიქსირდა - 14,77%, ყველაზე მაღალი აქტივობა კი ზუგდიდში - 64,19%. ამ დროისთვის ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ცესკო-ს განცხადებით, არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, დღეს ღამითვე გახდება ცნობილი.
წაკითხვა