საზოგადოებრივი
104.5 FM
ოთარ გიორგაძე
წამყვანი
g 486 Posts
g 0 Views

სიახლეები

ქართული რაგბის განვითარების ისტორია „მოამბის“ ობიექტივში
„ბორჯღალოსნები“ მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდნენ. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს უკვე პლანეტის საუკეთესო გუნდებს შორის მე-13 ადგილს იკავებს. ეს დამოუკიდებელი ქართული რაგბის პროგრესია, რომელსაც საფუძველი თითქმის სამი ათეული წლის წინ ჩაეყარა. „მოამბემ“ შეძლო პირველი სანაკრებო თამაშის ამსახველი კადრების მოპოვება, რომელიც სამოყვარულო კამერით არის გადაღებული. ამ თამაშს მოჰყვა პირველი გასვლითი შერკინებაც. ქართული რაგბის განვითარების ისტორიას ოთარ გიორგაძე გაგაცნობთ.
წაკითხვა
რა გეგმებით მოდის ჯანი ინფანტინო ფიფა-ს სათავეში
ფიფა-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში ცვლილებების მოლოდინს ქმნის. ჯანი ინფანტინოს ამ დრომდე უეფა-ს გენერალური მდივნის თანამდებობა ეკავა. ახალი პრეზიდენტი ამბობს, რომ ფიფა, ფეხბურთის გარდა, ყველაფერთან ასოცირდებოდა და მასშტაბურ რეორგანიზაციას აანონსებს. პრეზიდენტის პოსტს ინფანტინო ამბიციური გეგმებით იბარებს. მას უეფა-ს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაღალჩინოსნად ასახელებენ, ფიფა-ში კი მისი ნომინირება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მიშელ პლატინი ფინანსურ მაქინაციებში ამხილეს. ოთარ გიორგაძე დეტალებით.
წაკითხვა
კიბერშეტევები ქართულ კომპანიებზე - რა სქემით მოქმედებენ დამნაშავეები
კიბერშეტევები ქართულ კომპანიებზე: 2015 წელს ჰაკერების თაღლითური სქემის მსხვერპლი ათეულობით ქართული კერძო კომპანია გახდა. ზარალი მილიონებს ითვლის. „მოამბის“ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით ოთარ გიორგაძემ გაარკვია, რა სქემით მოქმედებენ დამნაშავეები ვირტუალურ სივრცეში, როგორია სტატისტიკა და რა უნდა გააკეთოთ, რათა თქვენი პირადი ინფორმაცია ინტერნეტში მაქსიმალურად იყოს დაცული.
წაკითხვა