საზოგადოებრივი
104.5 FM
ოთარ გიორგაძე
წამყვანი
g 486 Posts
g 0 Views

სიახლეები

როგორია კახეთის ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი
მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, წინ პოლიტიკურად ცხელი ზაფხული გველოდება. ეს კიდევ უფრო მეტად ამაღლებს მოთხოვნას დასვენებაზე. ამ მიმართულებით კი შიდა ტურიზმი საკმაოდ ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს. ოთარ გიორგაძემ და გიორგი მანჯავიძემ შვებულებამდე გადაწყვიტეს კახეთში ჩასულიყვნენ და შემდეგ სიუჟეტში მისი ტურისტული პოტენციალის ნაწილი აესახათ - ნახეთ მოამბე კვირას კახეთიდან.
წაკითხვა
საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი შეიძლება კიდევ რამდენიმე ქვეყანამ გახსნას - ქართული პასპორტი მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
ევროპის 30 სახელმწიფოსთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, მალე საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი შეიძლება კიდევ რამდენიმე ქვეყანამ გახსნას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკება ამის შესახებ აქტიურ ფაზაშია. მანამდე ცნობილი ხდება, რომ ვიზალიბერალიზაცია ქართული პასპორტის საერთაშორისო რეიტინგზე პოზიტიურად უკვე აისახა. ოთარ გიორგაძის სიუჟეტი. 
წაკითხვა
43 დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული -ეგვიპტეში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო
43 დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული. ეგვიპტეში ტერორისტულ თავდასხმაზე  პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნე, დღეს, კოპტი ქრისტიანების ორი ტაძარი გახდა. პირველი აფეთქება ქალაქ ტანტაში მოხდა, მეორე კი ალექსანდრიაში. 
წაკითხვა
სომხეთში არჩევნები დასრულდა - როგორ მიმდინარეობდა ხმის მიცემის პროცესი და რა დარღვევებზე საუბრობენ NGO-ები
სომხეთში ისტორიული არჩევნები დასრულდა. ისტორიული იმიტომ, რომ ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე გადის და შესაბამისად, ახალი საკანონმდებლო ორგანო სომეხში განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. მმართველი პარტიის მთავარ კონკურენტად, არჩევნებში ბიზნესმენის გაგიკ წარუკიანის პოლიტიკური გაერთიანება ითვლება. მომავალი საპარლამენტო უმრავლესობა სომხეთში ახალ პრეზიდენტს აირჩევს. სერჟ სარგსიანს ვადა 2018 წელს ეწურება. დღეს, ადგილობრივი არასამთავრობოები ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ.  ხმის მიცემისა და დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ნახეთ ოთარ გიორგაძის სიუჟეტი.  
წაკითხვა
დაპირისპირება თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის - რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები
რა შედეგით შეიძლება დასრულდეს თურქეთისა და ევროკავშირის ქვეყნების დაპირისპირება. ოფიციალური ანკარა გერმანიასა და ნიდერლანდებს მკაცრად აკრიტიკებს და რასიზმსა და ფაშიზმში ადანაშაულებს. საქმე თურქეთში, აპრილში გასამართ რეფერენდუმს ეხება, რომელზეც დამოკიდებულია, შეიცვლება თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური მმართველობის ფორმა. ხელისუფლება ევროპაში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. ამ მიზნით დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიდერლანდებში არ შეუშვეს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ დაპირისპირებამ, შესაძლოა, ევროპა-თურქეთის ურთიერთობა საერთოდ დაასრულოს და ანკარას ვექტორი მოსკოვისკენ გადახაროს. ოთარ გიორგაძის რეპორტაჟი. 
წაკითხვა
რამდენად რეალურია საქართველოში დევნილთა ცენტრის გახსნა - როგორ აფასებენ ავსტრიის პრემიერმინისტრის განცხადებას თბილისში
თბილისში ავსტრიის პრემიერმინისტრის განმარტებას ელოდებიან. სებასტიან კურცის მოსაზრებით, ევროკავშირის ლტოლვილთა მიმღები ცენტრები გაერთიანების ფარგლებს გარეთ უნდა განთავსდეს. გერმანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, კურცს მაგალითად სხვა სახელმწიფოებთან ერთად საქართველოც მოჰყავს, თუმცა კონკრეტულად რა მოდელზე შეიძლება საუბრობდეს პრემიერი საქართველოს ხელისუფლებისთვის უცნობია. დეტალების გარკვევას ავსტრიაში საქართველოს ელჩი ცდილობს.   
წაკითხვა
ე.წ ფარული მოსმენები - ურთიერთბრალდებები, ოპოზიციის პროტესტი და შეკითხვები კანონპროექტის მიმართ
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფორმალური აღსრულება თუ საუკეთესო მექანიზმი საქართველოში, ფარული საგამოძიებო მოქმედებების დასარეგულირებლად. პარლამენტის უმრავლესობამ ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. ხმაურიანი განხილვისა და ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, უმრავლესობა ძირითად სადავო საკითხებს არ ცვლის. კანონპროექტთა პაკეტზე შენიშვნები აქვს არასამთავრობო სექტორის ნაწილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სახალხო დამცველს. პროექტი კანონად უკვე ამ კვირაში მას შემდეგ იქცევა, რაც პარლამენტი მას მესამე მოსმენით დაამტკიცებს.  
წაკითხვა
ღირს თუ არა დოლარში აღებული სესხის კონვერტაცია ეროვნულ ვალუტაში
17 იანვრიდან, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გალარების სახელმწიფო პროგრამა იწყება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიუჯეტი პროგრამაში ჩართულ პირებს 20 თეთრს დაუფინანსებს. სულ კი, ამ მიმართულებაზე 65 მილიონია გამოყოფილი. ხელისუფლების პოზიტიური მოლოდინის მიუხედავად, სიახლეს, რომელიც ზეგ უნდა ამოქმედდეს, გარკვეული სკეპტიციზმით უყურებენ, როგორც ოპოზიციაში ისე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საექსპერტო წრეებში. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ სესხების გალარების პროგრამაში მოსახვედრად და რაც მთავარია, რა ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ იმის დასადგენად, ღირს თუ არა დოლარში აღებული სესხის კონვერტაცია ეროვნულ ვალუტაში. ოთარ გიორგაძის რეპორტაჟი. 
წაკითხვა
საახალწლო ტრადიციებისა და წესების ისტორია #მოამბეში
სულ რამდენიმე დღეში, ჩვენ საქართველოსთვის ჩვეული, ტრადიციული აღნიშვნით შევეგებებით ახალ 2017 წელს. ნაძვის ხე, ჩიჩილაკი და სხვა მრავალი. მაგრამ საიდან იღებს სათავეს ჩვენს ქვეყანაში მსგავსი წესებით ახალი წლის შეხვედრა?  უძველესი ვიდეოკადრები და საარქივო დოკუმენტაცია ოთარ გიორგაძემ მოიკვლია. 
წაკითხვა
სირიის კონფლიქტი - რომელი სახელმწიფოების ინტერესები იკვეთება ახლო აღმოსავლეთში
სირიის კონფლიქტის ამოწურვაში ყველა სახელმწიფოა დაინტერესებული, რომელსაც ის პირდაპირ თუ ირიბად ეხება. ასეთია დეკლარირებული პოზიცია. თუმცა მიუხედავად ამისა, სისხლისმღვრელი ომი უკვე წლებია გრძელდება. ვიდრე ახლო აღმოსავლეთში არსებულ რთულ ვითარებაზე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, ოთარ გიორგაძის რეპორტაჟში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თუ როგორ და რომელი სახელმწიფოების ინტერესები იკვეთება სირიაში. 
წაკითხვა
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები - ვინ დაიკავებს ელისეს სასახლეს
შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მსოფლიო პოლიტიკის წესრიგი ბრექსიტმა შეარყია.დონალდ ტრამპის გამარჯვებამ პირველი საკითხი ნამდვილად გადაფარა. ახლა კი არ არის გამორიცხული პოლიტიკური მოულოდნელობები გასამდეს. ჯერი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზეა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ელისეს სასახლე მომდევნო ხუთი წლით, შესაძლოა, ისეთმა კანდიდატმა დაიკავოს, რომელიც დონალდ ტრამპის მსგავსად, რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სიმპათიებს არ მალავს. ჯერჯერობით პრეზიდენტობის კანდიდატი ორია, თუმცა ვლადიმერ პუტინზე მათი შეხედულებები ერთნაირია. ნახეთ ოთარ გიორგაძის რეპორტაჟი.  
წაკითხვა
თბილისის მე-17 კინოფესტივალი ხვალ ოფიციალურად გაიხსნება
დედაქალაქის მთავარი კინოთეატრები წლის კინომოვლენისთვის ემზადებიან. თბილისის მე-17 კინოფესტივალი ხვალ ოფიციალურად გაიხსნება. მთავარ საკონკურსო პროგრამაში ათი კინოსურათია წარდგენილი. მათ შორის საუკეთესოები კი, ოქროსა და ვერცხლის პრომეთეს მიიღებენ. რუსუდან გლურჯიძის „სხვის სახლს” და ნინო ბასილიას „ანას ცხოვრებას” ფესტივალზე, საერთაშორისო კონკურსის პროგრამაში, ქართველი მაყურებელი პირველად იხილავს. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე რეზო ესაძის ახალი ფილმის პრემიერაც შედგება.
წაკითხვა
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
კიდევ ერთი არჩევნები, რომლის შედეგსაც შეიძლება დიდი რეზონანსი მოჰყვეს, ამ წუთებში მოლდოვაში ტარდება. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსთან ერთად გააფორმა, რომელიც ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია და ევროკავშირთან უვიზო რეჟმით სარგებლობს, პრეზიდენტს გაცხადებული დასავლური საერთაშორისო კურსის მიუხედავად კი, არჩევნებში პრორუსი კანდიდატი, სოციალისტების ლიდერი იგორ დოდონი ლიდერობს. თემის დეტალებით ოთარ გიორგაძე.
წაკითხვა
საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა კიდევ 15 ქვეყანაში შეეძლებათ - რომელ ქვეყნებზეა საუბარი და როგორ იმოქმედებს ეს ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგზე
წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. მანამდე კი „მოამბისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის შემდეგ, კიდევ 15 სახელმწიფოსთან თავისუფალი გადაადგილების ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დიპლომატიურმა უწყებამ წარმატებით დაასრულა. რომელ ქვეყნებზეა საუბარი და როგორ იმოქმედებს ეს საქართველოს საერთაშორისო რეიტინგზე - ოთარ გიორგაძის რეპორტაჟი.
წაკითხვა
რა ვითარებაა თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდეგ - „მოამბე“ ბოლო ინფორმაციით სტამბოლიდან
თურქეთი და არ შემდეგარი სამხედრო გადატრიალება - პუტჩის რამდენიმესაათიანი მცდელობის შემდეგ, ქვეყანაში ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილი პირების დაკავება დაიწყო. ამ წუთის მონაცემებით, დაკავებულთა რაოდენობა 6 000-ს აღემატება. მათ შორის არიან გენერლები, პოლკოვნიკები, სხვადასხვა რანგის თუ რიგითი სამხედრო მოსამსახურეები. დაკავებულია, ასევე, 2700 მოსამართლე. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სტამბოლსა და ანკარაში განვითარებულ მოვლენებს 265 ადამიანის სიცოხლე ემსხვერპლა, 1500-მდე კი დაშავდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეები ერთმანეთს კოდირებული შეტყობინებებით უკავშირდებოდნენ. პრეზიდენტი ერდოღანი პუტჩის მოწყობაში კვლავ შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ყოფილ სასულიერო პირს, ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს და ვაშინგტონს მის ექსტრადაციას სთხოვს. „მოამბის“ გადამღები ჯგუფი განაგრძობს თურქეთის უმსხვილეს ქალაქში მუშაობას. როგორი ვითარებაა ამ წუთისთვის სტამბოლში - ოთარ გიორგაძე დეტალებით.
წაკითხვა
თბილისში NBA-ს იუნიორთა ლიგის ტურნირი იწყება
წელს პირველად, საქართველო კიდევ ერთ მასშტაბურ სპორტულ მოვლენაში ერთვება - 10 მაისიდან თბილისში NBA-ს იუნიორთა ლიგის ტურნირი იწყება, რომელმაც სულ 6 ქალაქი და ასეულობით პატარა კალათბურთელი უნდა გააერთიანოს. პროექტის შესახებ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისა და ევროპის კალათბურთის ოპერირების დირექტორ ნილ მეიერს ოთარ გიორგაძე ესაუბრა.
წაკითხვა
როგორ ცდილობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი აუთვისებელი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზებას
სიუჟეტის მოსამზადებლად, ოთარ გიორგაძე თერჯოლაში ჩავიდა და ის ლოკაციები დაათვალიერა, რომლებიც, იმედია, ძალიან მალე საქართველოს ტურისტულ რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, თერჯოლის უნიკალური პოტენციალის პოპულარიზებას ცდილობს. ადვილად მისადგომი და მრავალფეროვანი ტურისტული მარშრუტი ორ ჩანჩქერს, კარსტულ მღვიმეებს, მე-12 საუკუნის თამარის ხიდსა და მეცნიერების ვარაუდით, დინოზავრის ნაკვალევსაც აერთიანებს. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საყოფაცხოვრებო ნარჩენებსაც. რას მოიცავს პროექტი, რომელიც პროფესიით გეოგრაფმა გიგა კუბლაშვილმა 8 000 ლარით დაიწყო - ნახეთ რეპორტაჟი თერჯოლიდან.
წაკითხვა
„ბორჯღალოსნების“ მორიგი გამარჯვება - ექსკლუზიური რეპორტაჟი სოჭიდან
20 შეხვედრა, 18 გამარჯვება - საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრებს სტუმრად 24-7 სძლია. უკვე მესამედ, სოჭის სტადიონზე „ბორჯღალოსნების“ გულშემატკივრები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე „დათვებისა“. ჩვენი ნაკრების ქომაგებს შორის „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც იყო. 
წაკითხვა