საზოგადოებრივი
104.5 FM
გიორგი ებრალიძე
რეჟისორი
g 0 Posts
g 0 Views

სიახლეები

„კალანდობა“
კალანდობის სამზადისი და გურული სიმღერის დიდოსტატების ღიღინში შემოპარული ახალი წელი.ქეთევან სადღობელაშვილისა და გიორგი ებრალიძის ფილმი.
წაკითხვა
„ფეოლას სტილი“
რეალობა და გამონაგონი. ფილმი, როგორც ბედისწერა. "ფეოლას გუნდი" და წულაძის ჯგუფი. ღიმილი და სევდა, რომელიც სამყაროს და ადამიანებს აერთიანებს. ბაადურ წულაძე - რეჟისორი და მსახიობი - ქეთევან სადღობელაშვილისა და გიორგი ებრალიძის ფილმი - "ფეოლას სტილი".
წაკითხვა
კვირას, 6 ნოემბერს, 22:30 საათზე, "ეპოქა" - ქეთევან სადღობელაშვილისა და გიორგი ებრალიძის ფილმი "ფეოლას სტილი"
რეალობა და გამონაგონი. ფილმი, როგორც ბედისწერა. ფეოლას გუნდი და წულაძის ჯგუფი. ღიმილი და სევდა, რომელიც სამყაროს და ადამიანებს აერთიანებს. ბაადურ წულაძე - რეჟისორი და მსახიობი
წაკითხვა
„პირველად იყო ბგერა“
"მუსიკა იწვევს სხვადასხვა ემოციებს, ზოგში – ცრემლს, ზოგში – სიცილს. მე არაფერს ვხედავ, გარდა ბგერებისა", – ელისო ვირსალაძის მასტერკლასი ქეთევან სადღობელაშვილისა და გიორგი ებრალიძის ფილმში "პირველად იყო ბგერა".
წაკითხვა
„სხვა“
"როცა ხელოვნებაში შედიხარ, მაგ დროს სახელი-გვარი აღარა გაქვს, ხდები სუბსტანციური",  – ჟანრი ლოლაშვილი შეგრძნებების სამყაროდან,  ქეთევან სადღობელაშვილისა და გიორგი ებრალიძის ფილმში "სხვა".
წაკითხვა
ეპოქის ფრაგმენტები - „ფშავლების პასპორტი“
ამბავი ასეთია - ფშავლებმა ხაჭო შეინახეს და დაავიწყდათ. დაობებული ხაჭო გადასაყრელად დაენანათ, გასინჯეს და ახალ ხაჭოზე მეტად მოეწონათ. მას შემდეგ დამბალხაჭო დელიკატესად და ბუნებრივ ანტიბიოტიკად ითვლება.   არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე დამბალხაჭოს დამზადების პროცესი ფშავლების ოჯახში - ქეთევან სადღობელაშვილის და გიორგი ებრალიძის ფილმში „ფშავლების პასპორტი“.
წაკითხვა
„იყო და არა იყო რა“ - ჯიბსონ ხუნდაძე
შემოქმედებითი ჯგუფი "ეპოქა" წარმოგიდგენთ - ადამიანი, რომელმაც უკომპრომისოდ იცხოვრა ყველა ეპოქაში და თავად შექმნა ეპოქა მხატვრობაში. მისი ფერწერა ემოციის, ფერის, ფილოსოფიის პოეზიისა და მუსიკის სინთეზია. ახალგაზრდული ენერგიით სავსე, 90 წელს მიღწეული ჯიბსონ ხუნდაძე - ქეთევან სადღობელაშვილისა და გიორგი ებრალიძის ფილმში "იყო და არა იყო რა". 
წაკითხვა