საზოგადოებრივი
104.5 FM
არჩილ თაბაგარი
რეჟისორი
g 0 Posts
g 0 Views

სიახლეები

ეპოქის ფრაგმენტები - გეომორფოლოგი ემილ წერეთელი
"გეოლოგის დამოკიდებულება ბუნებისადმი ისეთივეა, როგორც ექიმის დამოკიდებულება პაციენტისადმი. ბუნება ვერ გეტყვის რა აწუხებს, ბუნება შენ უნდა აამეტყველო" -  ამბობს გეომორფოლოგი ემილ წერეთელი, რომელმაც მთელი ცხოვრება ბუნების შემეცნებას მიუძღვნა.რეჟისორი: არჩილ თაბაგარი.
წაკითხვა
ეპოქის ფრაგმენტები - ერთ ქუჩაზე - სვანიძის ქუჩა
2015 წლის 13 ივნისს, სვანიძის ქუჩაზე მომხდარი წყალდიდობა თბილისის ისტორიის ნაწილად იქცა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის კი ეს არის დღე, რომელმაც მათი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა.რეჟისორი: არჩილ თაბაგარი.
წაკითხვა
ეპოქის ფრაგმენტები - მენერგე გიორგი შუბითიძე
გიორგი შუბითიძე ლაგოდეხელია, მიწას ამუშავებს, ვენახს და საქონელს უვლის, ხეხილის სხვადასხვა ჯიშის ნერგები გამოჰყავს და გაზაფხულობით თბილისში ჩამოაქვს გასაყიდად.რეჟისორი არჩილ თაბაგარი.
წაკითხვა
ეპოქის ფრაგმენტები - მეთევზე გიორგი მახარაშვილი
ორმოცდაათი წლის წინ, წინაპრების მიწაზე სახლის მშენებლობისას, საძირკველში წყალი ამოვიდა. გიორგი მახარაშვილმა ამ ადგილას აუზი გააკეთა და სხვადასხვა ჯიშის თევზები მოაშენა. რეჟისორი: არჩილ თაბაგარი.
წაკითხვა
ეპოქის ფრაგმენტები - ერთ ქუჩაზე – პასტერის ქუჩა თამარ ღვამიჩავა
პასტერის ქუჩაზე 150 წლის წინ აშენებული სახლი მრავალწლოვანი კიპაროსებითა და ბაღით ღვამიჩავების ოჯახს ეკუთვნის. დღეს აქ ცხოვრობს მათი შთამომავალი, ექიმი თამარ ღვამიჩავა, რომელიც თავისი დიდი ოჯახის შესახებ გვიამბობს.რეჟისორი: არჩილ თაბაგარი.
წაკითხვა
ეპოქის ფრაგმენტები - ერთ ქუჩაზე (აღმაშენებლის გამზირი 36) - თამარ ჭავჭანიძე
1903 წელს, ქართველმა მეწარმემ და მეცენატმა ერასტი ჭავჭანიძემ, აღმაშენებლის გამზირზე ააშენა სახლი, რომელიც დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თამარ ჭავჭანიძე გვიამბობს თავისი წინაპრებისა და სახლის ისტორიის შესახებ.რეჟისორი: არჩილ თაბაგარი.
წაკითხვა
ეპოქის ფრაგმენტები - „წყარო“ - ჰიდროგეოლოგი ნოდარ ცერცვაძე
86 წლის მეცნიერი, რომელმაც მთელი ცხოვრება შეალია ჰიდროგეოლოგიის შესწავლასა და განვითარებას, ფიქრობს, რომ საქართველო გეოთერმული და მინერალური წყლების საბადოების ქვეყანაა. ნოდარ ცერცვაძე (ოჩო), ფილმში "წყარო".რეჟისორი: არჩილ თაბაგარი.
წაკითხვა