საზოგადოებრივი
104.5 FM
ნინო ფისაძე
ჟურნალისტი
g 513 Posts
g 0 Views

სიახლეები

გიორგი გიუნაშვილის საქმეზე ოფიციალურ თბილისს საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი აქვს
საკუთარი მოქალაქის დასახმარებლად, საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი აქვს ოფიციალურ თბილისს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, გასული წლის ივნისში დაკავებულ გიორგი გიუნაშვილის 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დე ფაქტო რეჟიმი მას დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობას ედავება. ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ საქართველოს სახელმწიფო უწყებები და უკანონო პატიმრის ოჯახის წევრები. ოფიციალური თბილისი არსებულ მოცემულობასთან შერიგებას არ გეგმავს და ყველა საერთაშორისო მექანიზმის გააქტიურებას აპირებს. 
წაკითხვა
სროლა გორში, ოქრუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე - დაჭრილია ორი ადამიანი
გორში, ამომრჩეველთან ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრისას, შეკრებილების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. სროლის შედეგად, ორი მოქალაქე დაიჭრა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტზე ორი მუხლით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე: ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიმართულებით. თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია. ვის ადანაშაულებს მომხდარში ირაკლი ოქრუაშვილი და რას ყვებიან თვითმხილველები - ნინო ფისაძე მუშაობს ადგილზე. მომხდარს გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაში“.
წაკითხვა