საზოგადოებრივი
104.5 FM
ლიკა ხურციძე
ჟურნალისტი
g 85 Posts
g 0 Views

სიახლეები

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი 100 დღე - როგორია აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის საშინაო და საგარეო პოლიტიკა
პრეზიდენტობის პირველი ასი დღე და რეიტინგის ისტორიულად დაბალი ნიშნული. დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პირველი პირის რანგში თვლის, რომ მისი ადმინისტრაციის მუშაობის პირველი სამი თქვე ყველაზე წარმატებულია. თეთრი სახლის დაკავების შემდეგ შტატების 45-ე პრეზიდენტმა საკუთარი პოლიტიკა რადიკალურად შეცვალა. ურთიერთობა მოსკოვთან, სირიის სამთავრობო პოზიციების დაბომბვა, ყველაზე დიდი არაბირთვული ჭურვის აფეთქება ავღანეთში და შტატების საზღვაო ძალების მობილიზება კორეის ნახევარკუნძულთან, -  ეს მხოლოდ ნაწილია იმ ქმედებების, რომელთა გამოც, დონალდ ტრამპის პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულების ექსპერტების შეფასების მთავარ ობიექტად რჩება. 
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი აშშ-ში და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი გზავნილები
ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა დიპლომატმა ვაშინგტონში ქართველ კოლეგას უმასპინძლა. რექს ტილერსონთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. კარის გაღების შემდეგ კი მიხეილ ჯანელიძემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კონკრეტული გზავნილები გამოიტანა. მთავარი - საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა და სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერა უცვლელია. განსაკუთრებით ხაზგასასმელია კიდევ ერთი გარემოება. ორპარტიულ მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმ სახელმწიფოების პირველ ხუთეულშია, ვისაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი პირველივე სამუშაო კვირის განმავლობაში შეხვდა. ლიკა ხურციძის რეპორტაჟი ვაშინგტონიდან. 
წაკითხვა
სირიის კონფლიქტი და ურთიერთბრალდებები - რატომ ვერ მოხერხდა საკითხზე შეთანხმება გაერო-ში
ახლო აღმოსავლეთის ყველაზე ცხელი კონფლიქტი არ ნელდება. სირიაში სისხლისღვრა გრძელდება. დღე არ გავა, რომ საერთაშორისო მედიამ საბრძოლო მოქმედებების შემზარავი კადრები არ აჩვენოს. ადამიანების ტრაგედია: ნანგრევებში მოყოლილი ბავშვები, დაბომბვებს შეწირული მშვიდობიანი მოსახლეობა. სირიის კონფლიქტი მთავარი თემა იყო გაერო-ს გენერალურ ასამბლეასა და უშიშროების საბჭოზე, თუმცა კონფლიქტის მოგვარების გზაზე სწორი მიმართულებით სიარულს მთავარი ქვეყნები ვერ ახერხებენ. ისმის ურთიერთბრალდებები. ასამბლეის მთავარი თემის შესახებ ლიკა ხურციძის რეპორტაჟი ნიუ იორკიდან. 
წაკითხვა
ორი აფეთქება და 29 დაშავებული ნიუ იორკში - რას ყვებიან თვითმხილველები და რა ვითარებაა მანჰეტენზე
ნიუ იორკში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია. ქალაქში წუხელ, რამდენიმესაათიანი ინტერვალით, ორი აფეთქება მოხდა. დაშავებულია 29 ადამაინი. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ აქვს მინიჭებული. „მოამბე“ აფეთქების რამდენიმე თვითმხილველს ესაუბრა. რას ყვებიან ისინი და რა ვითარებაა მანჰეტენზე, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეა იმართება - ლიკა ხურციძე ნიუ იორკიდან.
წაკითხვა
მოძრაობა „დაბრუნება", გალის სკოლებში ქართული ენის აკრძალვას გააპროტესტებს
ლიკა მოშიაშვილის რეპორტაჟი.
წაკითხვა
აგვისტოს ომის გამოძიება - როგორია მოლოდინი და ჰააგის სასამართლოს მუშაობის სპეციფიკა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აუცილებლად თვლის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები შეისწავლოს და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს. ჰააგაში გამოძიება იმის დადგენას შეეცდება, რა სახის დანაშაულებს ჰქონდა ადგილი პირველი ივნისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით და ვინ არის პასუხისმგებელი. გამოძიების დაწყებით მოსკოვი უკმაყოფილოა. კრემლის უკმაყოფილების მიზეზი ისიც გახდა, რომ ამ საქმეში მხოლოდ ორი მხარეა - რუსეთი და საქართველო. სპეციალური საგამოძიებო ჯგუფები მტკიცებულებების მოსაპოვებლად ემზადებიან. მალე ისინი საქართველოში ჩამოვლენ და დაზარალებულებს გამოკითხავენ. მანამდე კი საოკუპაციო მავთულხლართებით გაყოფილ სოფლებში „მოამბის“ გადამღები ჯგუფი ჩავიდა. როგორია მოქალაქეების მოლოდინი და ჰააგის სასამართლოს მუშაობის სპეციფიკა - ნახეთ ლიკა ხურციძის რეპორტაჟში.
წაკითხვა