საზოგადოებრივი
104.5 FM
გურამ როგავა
ჟურნალისტი
g 668 Posts
g 0 Views

სიახლეები

„აღმოსავლეთ სამეზობლო 2017”- გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მთავარი გზავნილები - რეპორტაჟი ბრატისლავადან
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაცია რუსეთისთვის მიუღებელია. ამის შესახებ განცხადება ოფიციალური მოსკოვის წარმომადგენელმა ბრატისლავაში გააკეთა. გლობალური უსაფრთხოების კონფერენცია 2017 ვიაჩესლავ ნიკონოვის პროვოკაციული და ირონიული განცხადებებით დასრულდა. ბრატისლავაში გამართულ ერთ-ერთ სესიაზე, რუსეთის დუმის დეპუტატმა, საქართველოსა და უკრაინის საგარეო კურსი გააკრიტიკა და რუსეთს ევროპაში ყველაზე დიდი ქვეყანა უწოდა. ამ განცხადებებს კონკრეტული არგუმენტები დაუპირისპირეს სესიის სხვა მონაწილეებმა. მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომლის გამოსვლასაც დარბაზში ოვაცია მოყვა. გიორგი კვირიკაშვილმა რუს პოლიტიკოსს განუმარტა, რომ საქართველო აღარ არის „პოსტ“-საბჭოთა ქვეყანა და რომ სახელმწიფო სწრაფად და დინამიურად ვითარდება. ბრატისლავის ფორუმზე გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს, სლოვაკეთის დედაქალაქიდან გურამ როგავა გაგვაცნობს.
წაკითხვა