საზოგადოებრივი
104.5 FM
გიორგი ურუშაძე
ადმინისტრატორი
g 880 Posts
g 0 Views

სიახლეები

პირველი ემოციები ისტორიული გამარჯვების შემდეგ!
საქართველომ ევრობასკეტი ბრწყინვალე, ისტორიული გამარჯვებით დაიწყო!ჩვენებმა ტურნირის ერთერთი ფავორიტი, წინა ორი ჩემპიონატის ფინალისტი ლიტვა საოცრად დაძაბულ, დრამატულ შეხვედრაში 2 ქულის სხვაობით დაამარცხეს!ყველას გილოცავთ!ვიდეო და ფოტომასალა წარმოადგენს პირველი არხის საკუთრებას. მასალის ნებისმიერი სახით გამოყენება წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია. გთხოვთ, გამოიყენოთ მხოლოდ პირველი არხის ოფიციალური ვებგვერდის, იუთუბარხების ან პირველი არხის ფეისბუქ გვერდების ბმულები.
წაკითხვა
ქართული რაგბის ქომაგი - "რაგბი ეს არის ერთობა"
რაგბი პირველად სტადიონზე აღმოაჩინა. მას შემდეგ ამ სპორტთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გაუჩნდა. მართალია, ტრავმის გამო, ქართველი მორაგბეების რიგებს ვერ შეუერთდა, თუმცა დიდი ოჯახის წევრად მაინც იქცა. ლევან ჯობავა რაგბის ქომაგი და პროექტ "რაგბი აქაურობის" ავტორია. პროექტის მეშვეობით საქართველოში მოგზაურობს და ახალგაზრდებს რაგბის აღმოჩენაში ეხმარება. მისი პროექტის წყალობით, ქართულმა რაგბმა მრავალი ნიჭიერი ახალგაზრდა იპოვა და ჯანსაღი ცხოვრების გზას გაუყენა. პროფესიით, თავადაც ჟურნალისტია. რესპონდენტის ამპლუაში რაგბზე საუბარი პირველად უწევს. მაშ ასე, პროექტი "თქვი" გთავაზობთ ლევან ჯობავას პროფაილს.
წაკითხვა
„სხვა გზა არ მქონდა, უნდა მომეგო“ - ინტერვიუ ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონთან
12 ივნისის შემდეგ სახელი თეოდორა კახიანი ნაცნობი გახდა. ქართველი გოგონა ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონია. გამარჯვება საერთო ქართული სიხარულის საგნად იქცა. პოპულარულობაც ერთ დღეში მოვიდა. თუმცა, მის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. 23 წლის თეოდორა 12 წელია, რაც ფარიკაობს და ცდილობს, თავდაუზოგავად იშრომოს. ახლახანს აშშ-ში კომუნიკაციის ფაკულტეტი დაამთავრა და ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებასაც გეგმავს. გადაცემა "სტუმარ-მასპინძლის" სტუმარი ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი თეოდორა კახიანია. რამდენიმეწუთიან ვიდეოში ქართველ ჩემპიონს კიდევ უფრო კარგად გაიცნობთ. 
წაკითხვა
"ემოციური ვირტუოზი - დაბადებული სცენისათვის" - სტუმარ-მასპინძლობა​
​სცენის მტვერი ჯერ კიდევ მცირე ასაკში შეიგრძნო. მას შემდეგ სცენიდან აღარ ჩამოსულა. ჯულიარდში მიღებული განათლებით გზა გაიკვლია და მსოფლიო საკუთარი ჰანგებით მონუსხა. წლების წინ პრესა მას "ამომავალ ვარსკვლავს" უწოდებდა. ახლა ამ ეპითეტს პირველი სიტყვა ჩამოშორდა. ქართველი ვარსკვლავი დავით ალადაშვილი დღეს გადაცემა "სტუმარ-მასპინძლის" მთავარი გმირია. ასე რომ, წინ ძალიან საინტერესო და პოზიტიური 15 წუთი გელოდებათ. 
წაკითხვა
"საზოგადოება მისგან განსხვავებულს ვერ ეგუება" - სოფო ებრალიძე პროექტში "თქვი"
ერთ დროს ჟურნალისტობა უნდოდა, თუმცა ამერიკათმცოდნეობაზე შეაჩერა არჩევანი, შემდეგ მედია მენეჯმენტი დაამთავრა და მიხვდა, რომ სწორ ადგილას აღმოჩნდა. მას შემდეგ მისი სახელი სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალთან ასოცირდება. იპოვო შენი ადგილი, მარტივი არ არის, თუმცა სოფო ებრალიძეს ეს გამოუვიდა. კამერებთან საკუთარ თავზე არ უსაუბრია. პროექტი "თქვი" გამონაკლისი შემთხვევაა. ის საკუთარ ცხოვრებასა და საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება. "რეალობა არც ისე იკბინება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს", - ეს სიტყვები სოფო ებრალიძეს ეკუთვნის. ცხოვრებისეული გამოცდილების მატებასთან ერთად ხვდება, რომ ყოველი დღით უნდა ისიამოვნო და მიიღო საკუთარი თავი, ისეთი როგორიც სინამდვილეში ხარ. დღეს ჩვენი სტუმარი კომუნიკაციების მენეჯერი, სოფო ებრალიძეა. 
წაკითხვა
"განათლება არ ნიშნავს წიგნზე თავის დარტყმას" - თორნიკე კობალაძე პროექტში "თქვი"
ბიჭი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს პროექტ "წიგნების თაროდან" გავიცანით. ის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, თუმცა მისი წარმატების ისტორიის ფურცლები უკვე გადაიშალა. თორნიკე კობალაძე პროექტ "თქვის" შემდეგი სტუმარია. ის საკუთარ ცხოვრებაზე, ლიტერატურაზე, საზოგადოებაზე და სხვადასხვა საინტერესო თემებზე საუბრობს. მისი მთავარი სათქმელი მარტივი და ლაკონურია - "განათლება არ ნიშნავს წიგნზე თავის დარტყმას - ეს აუცილებლობაა, რომელიც საზოგადოებას სჭირდება". ასევე იხილეთ: „წიგნების თაროს“ ახალი რეკორდსმენი ჰყავს - ინტერვიუ თორნიკე კობალაძესთან
წაკითხვა
"ბევრ რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ აღიარების მეშინია" - გურამ შეროზიას სტუმარ-მასპინძლობა
გურამ შეროზია პირადი ბლოგიდან გავიცანით. მას შემდეგ, მისი მისამართით გამოჩენილი ყურადღება იზრდება. არ უარყოფს, რომ პოპულარულობა უნდოდა და ბლოგი ამისთვის იდეალურ საშუალებას წარმოადგენდა. თუმცა, წერა მისი ცხოვრების მხოლოდ ერთი ნაწილია. მარკეტოლოგი, მენეჯერი, ლექტორი - ეს მისი რეგალიების მცირე ჩამონათვალია. მისი პერსონით ჩვენც დავინტერესდით და სახლში ვესტუმრეთ. ასე რომ, პროექტ "სტუმარ-მასპინძლის" შემდეგი სტუმარი ცნობილი ბლოგერი გურამ შეროზიაა. გადაცემა "სტუმარ-მასპინძელი" Vogue-ის ცნობილი პროექტის ქართული ანალოგია. საინტერესო და ზოგჯერ უცნაური კითხვებით სხვადასხვა ცნობილ ადამიანს სახლში ვესტუმრებით და მათ განსხვავებულ ამპლუაში გიჩვენებთ. აქ ყველაფერი მარტივადაა. გადაცემის ავტორი, წამყვანი, ოპერატორი და მემონტაჟე ერთი პერსონაა. მიზანი - ადამიანის განსხვავებული რაკურსით ჩვენებაა. აქ შეგიძლია მოწყდე ყოველდღიურ რეალობას და შენთვის საინტერესო ადამიანები ახალი კუთხით აღმოაჩინო. 
წაკითხვა
ილო ლეჟავა პროექტში "თქვი" - ჩვენს ქვეყანაში სოლიდარობის ხარისხი დაბალია
ილო ლეჟავა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარეა. მან რკინიგზაში მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. სწორედ იმ პერიოდში აღმოაჩინა მძიმე პირობები და გადაწყვიტა ებრძოლა. მისი ბრძოლა ბლოგპოსტით დაიწყო, რომელიც ბოლო პერიოდში რკინიგზელთა ყველაზე დიდი გაფიცვით დამთავრდა. ​ის დღემდე ცდილობს იბრძოლოს მუშათა უფლებებისათვის და მათი შრომის პირობები გააუმჯობესოს. მისი პოვნა ყველა იმ აქციაზე შეგიძლიათ, სადაც დასაქმებული ადამიანების უფლებებს იცავენ. შრომის ინსპექცია ის ინტრუმენტია, რომელიც ილო ლეჟავას აზრით, საქართველოშიც უნდა შემოვიდეს.რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე დღეს პროექტ "თქვის" სტუმარია. 
წაკითხვა
როგორ გავხდი ქალი ეპისკოპოსი - რუსუდან გოცირიძე პროექტში "თქვი"
როდესაც ის საუბარს იწყებს, თქვენ ჩუმდებით და სმენას აძლიერებთ. ამ დროს ყველაფერი მნიშვნელოვანია, ამიტომ ერთი სიტყვაც არ უნდა გამოგრჩეთ. საზოგადოების უმეტესობა მას, როგორც ქალ ეპისკოპოსს ისე იცნობს. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ღვთისმსახური რუსუდან გოცირიძე დღეს პროექტ "თქვის" სტუმარია. რელიგია და მედია, საზოგადოება და უბრალოდ პასუხი კითხვაზე - როგორ გავხდი ქალი ეპისკოპოსი, გადაცემის მთავარი გზავნილებია. 
წაკითხვა
"მედიის მთავარი სევდა" - თამარ კარელიძე პროექტში "თქვი"
ჟურნალისტი, ბლოგერი და ლექტორი თამარ კარელიძე პროექტ "თქვის" შემდეგი სტუმარია. სოციალურ ქსელში მისი პოსტებს ყოველთვის დიდ გამოხმაურება აქვს. განსაკუთრებით თვალშისაცემია მისი "#სევდები", რომელიც ფეისბუქში მის სახელთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ ჟურნალისტი ჩვენთან მედიის მთავარ "სევდებზე" საუბრობს. ჟურნალისტიკის არსი, გამოწვევები და დღევანდელი რეალობა - ეს და სხვა თემები თამარ კარელიძის ვიდეოს მთავარი გზავნილებია.
წაკითხვა
"მათი ხმა ხმადაბლა ისმის" - ია ვეკუა პროექტში "თქვი"
მართალია, საკუთარ თავს კინოკრიტიკოსს არ უწოდებს, თუმცა ის მაინც ამ სტატუსითაა ცნობილი. ჟურნალისტი, გეიმერი ია ვეკუა დღეს პროექტ "თქვის სტუმარია. მისი ცხოვრების დასაწყისი კინოს უკავშირდება და ამ კავშირს დღემდე არ წყვეტს. ბოლო პერიოდია კინოზე აქტიურად არ წერს, რადგან ახლა სხვის ნაწერებს არედაქტირებს. ია ვეკუამ კინოსამყაროდან გამომცემლობაში გადაინაცვლა და რედაქტორის ამპლუა მოირგო. პროექტ "თქვიში" ის საკუთარ ცხოვრებაზე, კინოსა და თამაშებზე გვიყვება. ასე რომ, ჩვენ საშუალება გვაქვს ია ვეკუასთან ერთად 90-იანების საქართველოდან კოსმოსშიც კი აღმოვჩნდეთ. წინ საინტერესო 12 წუთი გელოდებათ.
წაკითხვა
„ჩიტოსანთა კლუბის თავმჯდომარე“ - ნათია ფანჯიკიძის სტუმარ-მასპინძლობა
"სტუმარ-მასპინძლის" შემდეგი სტუმარია ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე. მართალია, მის სავიზიტო ბარათზე სულ სხვა სტატუსს ვკითხულობთ - "ჩიტოსანთა კლუბის თავმჯდომარე", თუმცა ცენტრ "კამარაში" ერთი თვალით შეხედვაც კმარა, რომ ნამდვილ ოჯახში აღმოჩნდები - ოჯახში, სადაც მასპინძელი პოზიტიური ადამიანია. ​ცენტრის საქმიანობა, ნათია ფანჯიკიძე, როგორც პერსონა და ფსიქოლოგი - ეს გადაცემის მთავარი თემაა. მოხეტიალე კამერის ყურადღება ნამდვილად საინტერესო ადამიანზე შეჩერდა. წინ შთამბეჭდავი 15 წუთი გელოდებათ.
წაკითხვა
"გეტყვით იმას, რაც არსად მითქვამს" - ია ანთაძე პროექტში "თქვი"
პროექტ "თქვის" შემდეგი სტუმარია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე. გზა მასწავლებლობიდან მედიამდე და უბრალოდ საინტერესო ცხოვრებისეული მომენტები, მაუწყებლის ახალი ხედვა და მედია სტანდარტები - ეს ის თემებია, რომელზეც ია ანთაძე გულწრფელად გვესაუბრება. ასე რომ, წარმოგიდგენთ ია ანთაძეს პროექტში - "თქვი".
წაკითხვა
"თანამედროვე ქართულ მწერლობაზე ვჭედავ" - ბექა ადამაშვილი პროექტში #თქვი
პროექტ #თქვის შემდეგი სტუმარი ახალგაზრდა მწერალი ბექა ადამაშვილია. მართალა ის საკუთარ თავს, არშემდგარ ჟურნალისტსა და ფსიქოლოგს უწოდებს, თუმცა უდავოდ საინტერესო პიროვნებაა. მისი ხელწერა უნიკალურია, სხვაში არ აგერევათ. ასეთია ჩვენი გადაცემის ახალი ვიდეოც. ის კვლავ ორიგინალური და საინტერესოა. მწერლობა, განათლება, ჟურნალისტიკა, თანამედროვე საზოგადოების პრობლემები, სოციალური ქსელი - ის თემებია, რომელზეც ბექა ადამაშვილთან შევჩერდით. მას ყველაზე ძლიერი იარაღი - წერა გამოვაცალეთ და კამერის პირისპირ დავსვით. ის ახლა ვერბალურად შეეცდება თქვენი ყურადღების მიპყრობას. მაშ ასე, "ბესტსელერის" ავტორი ბექა ადამაშვილი.
წაკითხვა
"ზედმეტად კვალიფიციურობის" გამო დამიწუნეს - თათია დოლიძე პროექტში #თქვი
პროექტ #თქვის შემდეგი სტუმარია თათია დოლიძე. განათლების მნიშვნელობა, წარმატების მიღწევის გზები და პროფესიული განვითარება, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე სწორედ ამ თემებზე საუბრობს. მან საკუთარი დრო განათლებაზე საუბარში გამოიყენა. "ინფორმაცია ეს არის იარაღი, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია" - მაშ ასე, თათია დოლიძის მთავარი სათქმელი - პროექტში #თქვი.
წაკითხვა
„ფოტოგრაფები კომბლესავით ვაგროვებთ ფოტოებს და ჭერში ვაწყობთ“ - ვახო ხეთაგური პროექტში #თქვი
პროექტ #თქვის სტუმარი ამჯერად ვახო ხეთაგურია. ახალგაზრდა ფოტოგრაფი რამდენიმე წუთით საკუთარ კამერას გვერდზე დებს და ჩვენი ობიექტივის პირისპირ რჩება. რეალურსა და ირეარულ სამყაროს შორის გაჭედილი ხელოვანის მთავარი სათქმელი გადაცემის მთავარი თემაა. ის ლაპარაკობს ყველაფერზე, რაც უხარია და რაც აწუხებს. კადრში დაჭერილი სამყარო, თანამედროვე ფოტოგრაფიის გამოწვევები და უბრალოდ, ხელოვანის თვალით დანახული სამყარო სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. ასე რომ, თქვენს წინაშეა #თქვის შემდეგი სტუმარი, ვახო ხეთაგური.
წაკითხვა
„საზოგადოებას არ ვჭირდებით“ - უსინათლო გოგონას ნათელი გზა - #თქვი
საზოგადოებრივის ვებგვერდი ახალ პროექტს იწყებს. თქვი შენი სათქმელი - ეს პროექტ "თქვის" მთავარი დევიზია. დღეიდან, კვირაში ერთხელ მაუწყებელი სხვადასხვა საინტერესო ადამიანების ვიდეო მიმართვებს შემოგთავაზებთ. ისინი საკუთარ პრობლემებზე, ცხოვრებასა და უბრალოდ, ყოველდღიურობაზე საუბრობენ. ​გადაცემის პირველი სტუმარი მაგდანა ბეჟანიშვილია. 25 წლის უსინათლო გოგონა საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს და საკუთარ გზას დამოუკიდებლად იკვლევს. არაადაპტირებული გარემო, შეზღუდული განათლების უფლება, საზოგადოებრივი სტიგმა - ეს ის თემებია, რომელზეც მაგდა პირველად საუბრობს. მისი სათქმელი რეალურ პრობლემებს ეფუძნება და ყველა ჩვენგანს ერთნაირად გვეხება.  აქ მნიშვნელობა არ აქვს, ხარ თუ არა ცნობილი, მთავარია, გქონდეს შენი სათქმელი. 
წაკითხვა