საზოგადოებრივი
104.5 FM
მარიამ შალიკაშვილი
ჟურნალისტი
g 574 Posts
g 0 Views

სიახლეები

თვითნასწავლი მეთოჯინე - გაიცანით თამრიკო მამისაშვილი, რომელიც თოჯინებს ხელით ამზადებს
მოამბე კვირას დღეს თვითნასწავლ მეთოჯინეს გაგაცნობთ. თამრიკო მამისაშვილი პროფესიით გრიმიორ-ვიზაჟისტია. წერს საბავშვო რომანებს და ბოლო ერთი წელია საინტერესო ჰობი გაიჩინა.თოჯინებს ხელით ამზადებს და ტანსაცმელსაც თავად უკერავს. მის კოლექციაში რამდენიმე ათეული ნამუშევარია. ოცნებობს ერთ დღეს ისინი მთელ ქვეყანას გააცნოს. თამრიკო მამისაშვილს მარიკა შალიკაშვილი და აკაკი გურგენიშვილი შეხვდნენ და თოჯინების შექმნის პროცესსაც დაესწრნენ.
წაკითხვა
დავით ქაცარავა - კანოე პოლოს შეჯიბრში მოგებული რჩება ის, ვინც ბევრ გოლს გაიტანს და, რა თქმა უნდა, არ დაიხრჩობა
დავით ქაცარავა - კანოე პოლოს შეჯიბრში მოგებული რჩება ის, ვინც მოწინააღმდეგის კარში ბევრ გოლს გაიტანს და, რა თქმა უნდა, არ დაიხრჩობა
წაკითხვა
„უკომენტაროდ“ - სპექტაკლი, რომელიც საქართველოს ისტორიას ჟესტების ენით გადმოსცემს
შეიძლება თუ არა სიტყვების გარეშე აღწერო საქართველოს უახლესი ისტორია. რთული ამოცანის სცენაზე შესრულება რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა შეძლო. უნივერსალური ენით გადმოცემულ ამბავს გვთავაზობს სპექტაკლი სახელწოდებით უკომენტაროდ. წარმოდგენის პრემიერა უკვე შედგა, თუმცა მაყურებელთა თხოვნით, აბრეშუმის თეატრის სცენაზე წარმოდგენა 10 ივლისს, საღამოს 8 საათზე კვლავ გათამაშდება. მარიკა შალიკაშვილის სიუჟეტი. 
წაკითხვა
ვახტანგ ჭაბუკიანის „ლაურენსია“ თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალს გახსნის
21 ივნისს თბილისში პირველი საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი გაიხსნება. სხვადასხვა ქვეყნის საბალეტო დასი მაყურებელს წარმოდგენებს ორი კვირის განმავლობაში შესთავაზებს. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა საფესტივალოდ ვახტანგ ჭაბუკიანის ლაურენსიაზე სარეპეტიციო დარბაზში მუშაობა უკვე დაასრულა.  მარიკა შალიკაშვილი თემის დეტალებით.  
წაკითხვა
„სიყვარულის ნექტარი“ - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი გაეტანო დონიცეტის ოპერას მასპინძლობს
იტალიისა და ესპანეთის შემდეგ, გაეტანო დონიცეტის ოპერა სიყვარულის ნექტარს დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი მასპინძლობს. 165 სეზონის მორიგ პრემიერას მარიკა შალიკაშვილი ესწრება. 
წაკითხვა
როგორ აღინიშნა მიხეილ ბულგაკოვის 126 წლის იუბილე - რეპორტაჟი კიევიდან
15 მაისს ცნობილი რუსი მწერლის, მიხეილ ბულგაკოვის 126 წლის იუბილე აღინიშნა. კვირის მოამბემ კიევში, ანდრეევის დაღმართის 13 ნომერში, მწერლის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი გადაიღო. მუზეუმი 1991 წლიდან არსებობს და მწერლის მემორიალურ ნივთებს ინახავს. ბულგაკოვების ოჯახი აღნიშნულ სახლში 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მოგვიანებით კი მწერალმა აქ გმირები ნაწარმოებიდან -თეთრი გვარდია, დაასახლა. მოგზაურობა ბულგაკოვის პირველ რომანში - მარიკა შალიკაშვილისა და გიორგი შეწირულის რეპორტაჟი უკრაინის დედაქალაქიდან.   
წაკითხვა
გამორჩეული პრემიერა - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „კარმენი“ დაიდგა
გამორჩეული პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. თბილისელი მაყურებლის წინაშე ჟორჟ ბიზეს კარმენი გათამაშდა. ლევან წულაძის თამამი ცვლილებები სცენოგრაფიაში და ოპერის ქართველი მსოფლიო ვარსკვლავის, ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული მთავარი პარტია. მარიკა შალიკაშვილის და აკაკი გურგენიშვილის სიუჟეტი.  
წაკითხვა
11 მილიონი ლარი ფოთის თეატრისთვის - რა პრობლემები აქვს ახალ შენობას
მოუგვარებელი პრობლემა, დაშავებული მოქალაქე, ბრალდებები და პასუხგაუცემელი კითხვები - სამ თვეში, ფოთის თეატრმა საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, 24 წარმოდგენას უნდა უმასპინძლოს. მანამდე, დასი მაყურებელს საკუთარი რეპერტუარიდან სთავაზობს წარმოდგენებს. შენობა, რომელზეც 11 მილიონი ლარი დაიხარჯა და თანამედროვესთან ერთად, უსაფრთხო გარემოს უნდა წარმოადგენდეს, სავალალო მდგომარეობაშია. როგორ გეგმავენ არსებული პრობლემების მოგვარებას? - ამ კითხვაზე კვირის მოამბის გადამღებ ჯგუფს ფოთის მერიაში პასუხი არ გასცეს. შენობის არქიტექტორი და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი კი მშენებლობის პროცესში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ჩარევაზე საუბრობს. ფოთის თეატრის ახალი შენობის პრობლემებზე ნახეთ მარიკა შალიკაშვილის რეპორტაჟი. 
წაკითხვა
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა - რა რეკომენდაციები აქვთ ფსიქოლოგებს
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეა. აუტისტური სპექტრის აშლილობა ადრეულ ასაკში წარმოიშობა და მის ერთ-ერთი მახასიათებელი საკუთარ თავში ჩაკეტილობაა. ასევე, მეტყველების დაგვიანება და ყურადღების დეფიციტი. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ბავშვებთან შესაბამისი, ინდივიდუალური მიდგომა, ისევე როგორც ინტეგრაცია. სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში მიმართონ ექიმს. საქართველოში აუტისტური აშლილობის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამა მხოლოდ მუნიციპალურ დონეზე ტარდება. ეი-ბი-ეი თერაპია მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, თუმცა თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმსა და ქობულეთში, ამ პროგრამის დაფინანსების მიუხედავად, ეს მიმართულება დღემდე პრობლემურად რჩება. როგორია ფსიქოლოგების რჩევები და რა მნიშვნელობა აქვს აუტისტური აშლილობის მქონე ბავშვისთვის მშობლების ყურადღებას? - თემაზე მარიკა შალიკაშვილმა იმუშავა.   
წაკითხვა
ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავად, აღმაშენებლის გამზირზე კულტურული ღონისძიებები იმართება
უვიზო რეჟიმის ოფიციალურ ამოქმედებამდე სულ რაღაც ორი დღე რჩება . ისტორიული თარიღის აღსანიშნავად ღონისძიებები კი უკვე დაიწყო. მოვლენათა ეპიცენტრი, დღეს, თბილისში განახლებული აღმაშენებლის გამზირია.  აღნიშვნის კულმინაცია, ხვალ, ევროპის მოედანზე იქნება, - მარიკა შალიკაშვილის პირდაპირი რეპორტაჟი აღმაშენებლის გამზირიდან.
წაკითხვა
ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის საგანგაშო სტატისტიკა - მიზეზები და სპეციალისტების რეკომენდაციები
2017 წლის დაწყებიდან 9 გარდაცვლილი და 68 დაშავებული. ეს არ არის საბრძოლო მოქმედებების ან სტიქიური მოვლენების შედეგი. ეს არის საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც საქართველოს მხოლოდ ერთ ქალაქში, რუსთავში, ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობლების ექსპლუატაციის წესების დარღვევამ გამოიწვია. რუსთავში, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად, გასულ კვირას, 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, თითქმის ყველა ტრაგიკული შემთხვევის დროს, საცხოვრებელ ბინაში მხუთავი აირის დაგროვების მიზეზი ერთი და იგივე პრობლემა იყო. რუსთავში ახლა მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, 45 ათასი ბროშურა უნდა დარიგდეს. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, როდესაც სახლში ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის ან ჰაერის გამათბობელი გაქვთ. ვის უნდა მიმართოთ ტექნიკის შემოწმებისთვის? - ამის შესახებ დეტალურად ნახეთ მარიკა შალიკაშვილის და გიორგი ბაზერაშვილის რეპორტაჟში. 
წაკითხვა
„დაინახე ყველა ფერი“- UNICEF-ის კამპანიის ფარგლებში, ოპერის თეატრში ნინო მაჩაიძე იმღერებს
„დაინახე ყველა ფერი” - ასეთია გაერო-ს ბავშვთა ფონდის ანტისტიგმა კამპანიის სლოგანი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ, საზოგადოების დამოკიდებულებისა და ქცევის ნორმების შეცვლას ისახავს მიზნად. კამპანიას კონცერტით უერთდება ხელოვანთა კავშირი „კონცეფტ არტი” და საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი. ხვალ, ოპერის თეატრში შშმ პირებისთვის საოპერო სამყაროს ქართველი ვარსკვლავი ნინო მაჩაიძე იმღერებს. სოპრანოს საგასტროლო გრაფიკი 2021 წლამდე უკვე გაწერილია, თუმცა თბილისში ჩამოსვლა მაინც მოახერხა. ნინო მაჩაიძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სოციალურ საწარმო „ბაბალეში” მოინახულა და მოზარდები კონცერტზე დაპატიჟა. მარიკა შალიკაშვილის, გიორგი ჯაფარიძის და მაია შახულაშვილის სიუჟეტი.  
წაკითხვა
სახელმწიფო ბალეტი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით საგასტროლოდ იაპონიაში მიემგზავრება
ნინო ანანიაშვილი 10 მარტს დაგეგმილი გალაკონცერტისთვის ემზადება. თბილისში უკვე იმყოფება მოსკოვის დიდი თეატრის წამყვანი სოლისტი ალექსანდრ ვოლჩკოვი, რომელიც ქართველ პრიმაბალერინას პარტნიორობას გაუწევს. საღამოში მონაწილეობას მიიღებს თბილისის საბალეტო დასი, რის შემდეგაც ჩანიშნულია გასტროლი იაპონიაში, სადაც ნინო ანანიაშვილი ასევე დასთან ერთად არის მიწვეული. ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დარბაზის „ბუნკა კაიკანის” სცენაზე ქართველი პრიმას ბოლო კლასიკურ გალაზე, მაყურებელი ნინო ანანიაშვილის შესრულებით ნახავს ფრაგმენტებს ბალეტებიდან „გედების ტბა,” „დონ-კიხოტი” და „მძინარე მზეთუნახავი.” მზადება კიდევ ერთი მასშტაბური გასტროლისთვის ნახეთ მარიკა შალიკაშვილის, აკაკი გურგენიშვილის და მაია შახულაშვილის რეპორტაჟში.   
წაკითხვა
მზადება საბავშვო ევროვიზიისთვის - ევროპის მაუწყებელთა კავშირის ხელმძღვანელი თბილისს ეწვია
რამდენიმე დღეში გაირკვევა თუ სად გაიმართება 2017 წლის საბავშვო ევროვიზია, რომელსაც წელს საქართველო უმასპინძლებს.სპორტის თუ ოლიმპიურ სასახლეში? - არჩევანი ამ ორ დარბაზს შორის უნდა გაკეთდეს. შესაძლო ლოკაციების და ევროკონკურსისთვის მიმდინარე სამზადისზე, ევროპის მაუწყებელთა კავშირის ხელმძღვანელს ინფორმაცია თბილისში მიაწოდეს. რა შედეგით დასრულდა პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოს დედაქალაქში? საბავშვო ევროვიზიის ორგანიზატორებს მარიკა შალიკაშვილი შეხვდა.    
წაკითხვა
ჯორჯ ბალანჩინის ბოლო თაობის მოცეკვავეები სტუმრად თბილისში
გადაცემის დასასრულს, საქართველოში ლეგენდარული ჯორჯ ბალანჩინის ცოცხალი მემატიანეების სტუმრობის შესახებ მოგიყვებით. ამერიკელი ბალეტმაისტერების ბარტ კუკისა და მარია კალეგარის დახმარებით, თბილისის საბალეტო დასის წევრებმა, ბალანჩინის სამი ბალეტი მოამზადეს. მუშაობის პროცესში ქართველმა მოცეკვავეებმა მათგან ჯორჯ ბალანჩინის შესახებ საინტერესო ისტორიები მოისმინეს, მადლიერების ნიშნად კი უცხოელი სტუმრებისთვის ხელოვნების სასახლეში დაცული, ბალანჩინის ფოტოარქივი გაიხსნა. მარიკა შალიკაშვილი დეტალებით.   
წაკითხვა
ბერლინალე 2017 გრძელდება - ფორუმის სექციაში, ხვალ, ქართული ფილმის ჩვენება შედგება
გერმანიაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფორუმი გრძელდება. ბერლინალეს საკონკურსო პროგრამა წელს კრიტიკოსების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის სექციაში, ხვალ, ქართული ფილმის ჩვენება შედგება. კრიტიკოსები ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ნამუშევარს შეაფასებენ. სანდენსის კინოფესტივალის დადებითი გამოხმაურების შემდეგ „ჩემი ბედნიერი ოჯახი” ახლა ბერლინალეს შეფასებას ელოდება, თუმცა ის არ არის ერთადერთი ქართული სურათი. რამდენიმე დღეში, გერმანიის დედაქალაქში თვითმფრინავის ბიჭების ისტორიაზე, რეზო გიგინეიშვილის მიერ გადაღებული „მძევლების“ მსოფლიო პრემიერა შედგება. ბერლინალეს მთავარი აქცენტებით მარიკა შალიკაშვილი.
წაკითხვა
თბილისის ოპერის თეატრის საბალეტო დასმა ერთმოქმედებიანი ბალეტი „პეტიტ ცერემონი“ დადგა
კიდევ ერთი სპექტაკლი თბილისის საბალეტო დასის რეპერტუარში.„პეტიტ ცერემონი” სახელგანთქმული ქორეოგრაფის მედი ვალერსკის თანამედროვე ბალეტია, რომელმაც კანადაში დიდი აღიარება პრემიერისთანავე მოიპოვა. ვანკუვერის შემდეგ, მხოლოდ თბილისის საბალეტო დასმა მიიღო ამ ბალეტის დადგმის უფლება. თბილისურ პრემიერამდე ბალეტის ქართველ მსახიობებთან ვალერსკიმ რამდენიმე კვირა იმუშავა. გენერალურ რეპეტიციაზე თეატრის კარი “მოამბის” გადამღები ჯგუფისთვის გააღეს. მარიკა შალიკაშვილის რეპორტაჟი.  
წაკითხვა
ოსკარი 2017-ის ნომინანტები ცნობილია - როგორია კინომცოდნეთა შეფასებები
26 თებერვალს, ამერიკის კინოაკადემია საკუთარ რჩეულებს 89-ედ გამოავლენს. ოსკარის ციებ-ცხელება ნომინატთა სიის გამოქვეყნებით დაიწყო. ყველაზე გამორჩეულ ფილმებსა და კინომცოდნეების შეფასებებს მარიკა შალიკაშვილი გაგვაცნობს.  
წაკითხვა