საზოგადოებრივი
104.5 FM
დავით ლაბაძე
წამყვანი
g 2 Posts
g 0 Views

სიახლეები

#ეკონომეტრი, 16 ივნისი, 2017
• სამხრეთ კორეაში, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიური შეხვედრა მიმდინარეობს• სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ექვსს კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა• ბრიტანეთში, საჯარო მოხელეებს შეეზღუდებათ ეკონომიკურ სტატისტიკურ მონაცემებზე გამოქვეყნებამდე წვდომის უფლება• „ბორჯომის“ ალუმინის ქილებში ჩამომსხმელი ახალი ხაზის გაშვებას, ეკონომიკის მინისტრი დაესწრო• სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, ქუთაისში რეგიონული შეხვედრების ციკლი დაიწყო• რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს ეკონომიკა და საფინანსო სექტორი - ირაკლი კოვზანაძე #ეკონომეტრში.
წაკითხვა
რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს ეკონომიკა და საფინანსო სექტორი - ირაკლი კოვზანაძე #ეკონომეტრში
გუშინ პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიში მოისმინა და დაამტკიცა. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, იმ ხარვეზებზე და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც  ქვეყნის ეკონომიკა და საფინანსო სექტორი დგას.  ირაკლი კოვზანაძე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, #ეკონომეტრში
წაკითხვა
#ეკონომეტრი, 15 ივნისი, 2017
• #ეკონომეტრი - საქართველოში საარსებო მინიმუმი 4%-ით გაიზარდა• საქართველოს ეკონომიკის მინისტრი აზერბაიჯანის პრემიერს შეხვდა• საქართველოს იაპონელი ღვინის იმპორტიორთა ჯგუფი ეწვია• აშშ-ში მთავარი საპროცენტო განაკვეთი 0,25%-ით გაზარდა• ევროზონაში დასაქმების რეკორდული მაჩვენებელია• ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, ქსოვრისში ვაშლის ბაღი გაშენდა• რა პრობლემებს ქმნის ონლაინ სესხები და როგორ ვმართოთ რისკები - ზურაბ კუკულაძე #ეკონომეტრში
წაკითხვა
რა პრობლემებს ქმნის ონლაინ სესხები და როგორ ვმართოთ რისკები - ზურაბ კუკულაძე #ეკონომეტრში
რა პრობლემებს ქმნის ონლაინ სესხები, როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური კუთხით და როგორ უნდა მოახდინოს მომხმარებელმა ონლაინ სესხებისგან დაკავშირებული რისკების მართვა? თემაზე,  #ეკონომეტრის სტუმარია, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი - ზურაბ კუკულაძე.
წაკითხვა
ბანკების არაპროფილური აქტივები - რამდენად შეუწყობს ხელს ახალი რეგულაცია კონკურენციის ზრდას არასაბანკო სექტორებში?
 კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების გამიჯვნის მეორე ეტაპი იწყება, რომელიც საბანკო სექტორს, არასაბანკო საქმიანობას, საკანონმდებლო დონეზე აუკრძალავს. შესაბამისი კანონპროექტი ეროვნულმა ბანკმა პარლამენტში უკვე წარადგინა. სტუმარი: დავით ასლანიშვილი - ფინანსისტი, პროფესორი.
წაკითხვა
"ეკონომეტრი", სრული ვიდეოვერსია, 14 ივნისი, 2017
• საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს;• ბანკების არაპროფილური აქტივები - რამდენად შეუწყობს ხელს ახალი რეგულაცია კონკურენციის ზრდას არასაბანკო სექტორებში?• ჩინეთმა საქართველოს საბაჟოს თანამედროვე საბაჟო აპარატურა გადასცა;• რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან გაზზე მომუშავე ავტომობილის მძღოლები?• აზერბაიჯანი ირანში სარკინიგზო ტვირთების მომსახურების ტერმინალებს ააშენებს;• უკანა ფშავში რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება;• ლონდონმა, შესაძლოა, ევროში განხორციელებული ტრანზაქციების გადაზღვევის ფუნქცია დაკარგოს.
წაკითხვა
რამდენად აუცილებელია კონსტიტუციით მიწის გასხვისების ფორმის განსაზღვრა და რას მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას იმპერატიული მიდგომა?
დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება, კონსტიტუციით აკრძალოს.სტუმარი: ანზორ მესხიშვილი - ექსპერტი.
წაკითხვა
"ეკონომეტრი", სრული ვიდეოვერსია, 12 ივნისი, 2017
• საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია ეწვია;• დიმიტრი ქუმსიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა;• ყატარის მთავრობა თვლის, რომ ქვეყანას საკმარისი ფინანსური რესურსი აქვს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან არსებულ იზოლაციას გაუმკლავდეს;• რამდენად აუცილებელია კონსტიტუციით მიწის გასხვისების ფორმის განსაზღვრა და რას მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას იმპერატიული მიდგომა?• გურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო;• თურქეთი ევროკავშირთან საბაჟო კავშირის პირობების განახლების თაობაზე მოლაპარაკებებს იწყებს;• სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა.
წაკითხვა
რა როლი შეასრულა "ვინექსპო ჯორჯიამ" ქართული ღვინის ინდუსტრიაში და ამ მიმართულებით რეგიონული ლიდერის ჩამოყალიბებაში?
თბილისში,  გამოფენების ცენტრში ,,ექსპო-ჯორჯია“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საიუბილეო, მე-10 საერთაშორისო გამოფენა "ვინექსპო ჯორჯია 2017" გაიხსნა.გამოფენის ორგანიზატორების ინფორმაციით, "ვინექსპო ჯორჯია" კავკასიის რეგიონში ერთადერთი გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინის ინდუსტრიის სრული სპექტრი. გამოფენაზე 100-მდე ქართული და უცხოური კომპანიაა წარმოდგენილი და ის 11 ივნისამდე გასტანს. "ვინექსპო ჯორჯია" საქართველოში უკვე მეათედ იმართება. სტუმარი: ლევან დავითაშვილი - სოფლის მეურნეობის მინისტრი. 
წაკითხვა
"ეკონომეტრი", სრული ვიდეოვერსია, 9 ივნისი, 2017
• თამბაქოს მსხვილ იმპორტიორებს მილიონიანი ჯარიმა მოეხსნათ;• უცხოური ინვესტიციები გაიზარდა - ყველაზე მეტი ინვესტიცია აზერბაიჯანიდან შემოვიდა;• რა როლი შეასრულა "ვინექსპო ჯორჯიამ" ქართული ღვინის ინდუსტრიაში და ამ მიმართულებით რეგიონული ლიდერის ჩამოყალიბებაში?• ლევან გამყრელიძე: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რეორგანიზაცია იწყება;• თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ახალი სასტუმრო გაიხსნა;• 25 ივნისიდან ლიბანური ავიაკომპანია ბეირუთიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს;• შშმ პირთა უფლებების დაცვის თემაზე გამოცხადებულ კონკურსში "ეკონომეტრის" ჟურნალისტმა ანა მეზვრიშვილმა გაიმარჯვა.
წაკითხვა
როგორ უნდა მოხდეს პროფესიული განათლების ეკონომიკის სამსახურში ჩაყენება და რა პერსპექტივები აქვთ ქართველ ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაში?
ახალგაზრდების პროფესიულ განათლებასა და ეკონომიკაში ჩართვას ემსახურება "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" მიერ დაფინანსებული 16 მილიონი დოლარის მოცულობის კომპაქტი - „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის", რომელიც 2014 წლის სექტემბერში დაიწყო და 2019 წლის მარტამდე გაგრძელდება.სტუმარი: მაგდა მაღრაძე - "ათასწლეულის განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი.
წაკითხვა
"ეკონომეტრი", სრული ვიდეოვერსია, 7 ივნისი, 2017
• 1-ლი სექტემბრიდან მიმოქცევაში განახლებული 5-ლარიანები გამოვა;• დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა;• სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოს ფერმერთა კონგრესს დაესწრო;• როგორ უნდა მოხდეს პროფესიული განათლების ეკონომიკის სამსახურში ჩაყენება და რა პერსპექტივები აქვთ ქართველ ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაში?• თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა – "ვაინ-ექსპო ჯორჯია" გაიხსნება;• Google, Apple, Microsoft, Amazon და Facebook ლიდერობენ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების სიას;• სან-მარინოს საბანკო კრიზისმა, შესაძლოა, მისი ეკონომიკა ჩამოშალოს.
წაკითხვა
#ეკონომეტრი, 6 ივნისი, 2017
• EBRD-მა „თიბისის“ 3.6%-იანი წილი გაყიდა• მესტიაში ორი ჰესის მშენებლობა დაიწყო• ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე კლინიკა გაიხსნა• ბრიტანეთის პრემიერი, არჩვენებში გამარჯვების შემთხვევაში, სავაჭრო ბორდს აღადგენს• ყატარის ავიაკრიზისი• ქართველი ტექნიკოსების მიერ შექმნილი ავტოპარკირების პროექტი საზოგადოებას წარუდგინეს• პირველად საქართველოში, ლაგოდეხის ნაკრძალთან ბლუზისა და ღვინის ფესტივალი გაიმართება• USAID-ის მხარდაჭერით, თბილისმა ახალგაზრდების დასაქმების ფორუმს უმასპინძლა• ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივები საქართველოში - ნინო ლაგვილავა #ეკონომეტრში
წაკითხვა
ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივები საქართველოში - ნინო ლაგვილავა #ეკონომეტრში
რა შედეგები აჩვენა ფორუმმა და როგორია ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივები საქართველოში? თემაზე, #ეკონომეტრის სტუმარია,  #Yesgeorgia პროექტის ხელმძღვანელი, ნინო ლაგვილავა.
წაკითხვა
რამდენად მისდევს დეცენტრალიზაციის რეფორმა საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას?
 პარლამენტში არასამთავრობო სექტორთან თვითმმართველობის რეფორმას განიხილავენ, თუმცა, მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, ცვლილებათა პირველი პაკეტით შვიდ ქალაქს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი შეუჩერდეს. სტუმარი: დავით ზარდიაშვილი - ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში.
წაკითხვა
"ეკონომეტრი", სრული ვიდეოვერსია, 5 ივნისი, 2017
• მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა;• ღვინის ექსპორტიდან საქართველომ 55 მილიონ-ნახევრის შემოსავალი მიიღო;• რამდენად მისდევს დეცენტრალიზაციის რეფორმა საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას?• ევროზონის წარმოებისა და მომსახურების სექტორი რეკორდული ტემპით იზრდება;• ყატართან არაბული ქვეყნების მიერ დიპლომატური ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ნავთობის ფასი დაეცა;• თერჯოლის მუნიციპალიტეტში ახალი მეფრინველეობის ფერმა ამოქმედდა;• ისრაელის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ.
წაკითხვა
რას გულისხმობს და როდის ამოქმედდება სპეციალური კანონი მიწის უცხოელებზე გასხვისების შესახებ - რომან კაკულია #ეკონომეტრში
მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხს, კონსტიტუციის ნაცვლად სპეციალური კანონი დაარეგულირებს, რომლის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე შევიდა. რას გულისხმობს ახალი კანონპროექტი და როდისთვის ამოქმედდება? თემაზე #ეკონომეტრის სტუმარია, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების თავმჯდომარე, რომან კაკულია.
წაკითხვა
თურქული კომპანიები ირანისთვის გემებს ააშენებენ
თურქული კომპანიები ირანისთვის გემებს ააშენებენ. 95 მილიონი დოლარის მოცულობის გარიგებას, რომელიც ხომალდების მშენებლობასა და გაყიდვას გულისხმობს, თურქულმა და ირანულმა კომპანიებმა ხელი უკვე მოაწერეს. თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სამი თურქული კომპანია, ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გემთმშენებლობით დაკავდება. გარიგების დანარჩენი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. თურქეთის ოფიციალური სტატისტიკით, თურქეთსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლისთვის 11 მილიარდი დოლარი შეადგინა და მხარეები ამ მაჩვენებლის 30 მილიარდ დოლარამდე გაზრდას გეგმავენ.
წაკითხვა