საზოგადოებრივი
104.5 FM
მარიამ როსტიაშვილი
რეჟისორი
g 0 Posts
g 0 Views

სიახლეები

#ყველაკითხვა ვინ და რატომ მოკლა გია ჭანტურია? გასამართლებული პირები ბრალს აღარ აღიარებენ - საქმის ახალი დეტალები და პოლიტიკური მკვლელობის შედეგები
• 1994 წლის 3 დეკემბერს თბილისში გია ჭანტურია მოკლეს.  • ტერორისტულ აქტში მონაწილე პირების ვინაობა ამ დრომდე უცნობია, მკვლელობის დაკვეთასა და ორგანიზებაში ბრალდებული და გასამართლებული პირები კი დღეს ბრალს აღარ აღიარებენ.• საქმის ახალი დეტალები და პოლიტიკური მკვლელობის შედეგები - გადაცემაში #ყველაკითხვა, რეზი ჭიჭინაძესთან ერთად. გადაცემის სტუმრები არიან: ირინა სარიშვილი - გია ჭანტურიას მეუღლე, გაგი მოსიაშვილი - იგორ გიორგაძის ადვოკატი, ირაკლი ბათიაშვილი - პოლიტიკოსი, სოსო ცისკარიშვილი - პოლიტოლოგი, ირაკლი წერეთელი - ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, თენგიზ შარმანაშვილი - იურისტი, გურამ ჩახვაძე - „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი, მამუკა გიორგაძე - „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე.
წაკითხვა
„არ მესროლოთ, ჟურნალისტი ვარ“ - 24 წლის წინ მოკლული დავით ბოლქვაძის ისტორია
„არ მესროლოთ, ჟურნალისტი ვარ“ – გადაცემა #ყველაკითხვა 24 წლის წინ მომხდარ ფაქტს ეხება, როდესაც ჟურნალისტი დავით ბოლქვაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლეს. გამოძიების და სასამართლოს მიერ დანაშაულში ბრალდებული პირი ბრალს დღემდე არ აღიარებს. გადაცემის სტუმრები: ლია ისიანი-ბოლქვაძე - დათო ბოლქვაძის დედა; ნინო ბოლქვაძე - დათო ბოლქვაძის და; ალექსანდრე ალადაშვილი - ადვოკატი, მოსამართლე; თამარ ბოლქვაძე - დათო ბოლქვაძის და; გოგა ჭყონია - რეჟისორი, ოპერატორი; გურამ გორელიშვილი - ჟურნალისტი, ოპერატორი; გიორგი ებრალიძე - რეჟისორი; გოგა ხაინდრავა - რეჟისორი, ტელე-დოკუმენტალისტი; გია გვაზავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; დიმა ჯაიანი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.
წაკითხვა
#ყველაკითხვა სხვა 9 აპრილი - თარიღი, რომელმაც შეცვალა საქართველოს მომავალი
1989 წლის 9 აპრილი - კიდევ ერთი თარიღი ისტორიაში, რომელმაც შეცვალა საქართველოს და არა მარტო ჩვენი ქვეყნის მომავალი. 1991 წლის 9 აპრილი - დღე, როდესაც დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის რატომ გახდა საქართველო ყველაზე გვიან გაეროს წევრი, რა იცოდა მსოფლიომ 1989 წლის 9 აპრილის შესახებ, რა შეხვედრა გაიმართა აქციის დარბევამდე რამდენიმე დღით ადრე, რა აკავშირებს განათლების მინისტრს 9 აპრილთან - "ყველა კითხვა" რეზი ჭიჭინაძესთან ერთად.გადაცემის სტუმრები: ლალი ყანჩაველი - ეკა ბეჟანიშვილის დედა; სალომე ზურაბიშვილი - მაჟორიტარი დეპუტატი; ლელა გაფრინდაშვილი - ფილოსოფოსი; ალექსანდრე ჯეჯელავა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; ლაშა თაბუკაშვილი - მწერალი, დრამატურგი; გიორგი მაისურაძე - ფილოსოფოსი; დიმიტრი შველიძე - ისტორიკოსი.
წაკითხვა
„ღირსების სასამართლო“ - დისიდენტთა დაპირისპირება, რომელმაც შეცვალა ქართული ეროვნული მოძრაობის ისტორია
• ღირსების სასამართლო - ფაქტი, რომელმაც შეცვალა ქართული ეროვნული მოძრაობის ისტორია. • დისიდენტთა დაპირისპირება, მოწვეული მოსამართლეები, მოწმეები და უცხოელი დამკვირვებელი. • საიდუმლოდ, საარქივოდ გადაღებული მასალა, რომლის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით გადაიცა. • ეს კადრები საზოგადოებას არ უნდა ენახა.მაშ ასე, 28 წლის წინ, ზურაბ ჭავჭავაძე და თამარ ჩხეიძე თანამოაზრეებთან ერთად მიდიან შეხვედრაზე დაპირისპირებულ მხარესთან. ზვიად გამსახურდია ითხოვს საბუთს, რომელიც დაამტკიცებს მის დანაშაულს, თითქოს მან ემიგრანტ ზაქარია ლაშქარაშვილს, ბრალი დასდო საბჭოთა უშიშროებასთან თანამშრომლობაში. ზურაბ ჭავჭავაძის მიერ მოტანილი მასალა და მოწმეთა ჩვენებები არ არის საკმარისი მტკიცებულება დამსწრეთათვის. გამსახურდია მოწინააღმდეგეს სუკ-ის აგენტს უწოდებს, გიორგი ჭანტურია კი ზურაბ ჭავჭავაძეს შუბლის გახვრეტით ემუქრება. საკუთარ აზრს გამოთქვამენ არაფორმალური მოსამართლეები - ჯაბა იოსელიანი, ნოდარ წულეისკირი და აკაკი ბაქრაძე, მაგრამ მათ მოწოდებებს შერიგებისკენ თითქმის არავინ უსმენს. 9 აპრილამდე რამდენიმე თვით ადრე, დაძაბული ურთიერთობის გარჩევა ეროვნული მოძრაობის ერთერთი წევრის, კოკა გაწერელიას სახლში მიმდინარეობს. სტუმრები: ნინო ჭავჭავაძე - ზურაბ ჭავჭავაძის შვილი; კონსტანტინე გამსახურდია - ზვიად გამსახურდიას შვილი; თამარ ჩხეიძე, ირაკლი ბათიაშვილი, მამუკა გიორგაძე - ეროვნული მოძრაობის წევრები; პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.გადაცემის სტუმრები საუბრობენმ როგორც კონკრეტულად ღირსების სასამართლოს, ასევე ეროვნულ მოძრაობაში არსებული პრობლემების შესახებ, რომელთა კვალი საქართველოს უახლოეს ისტორიაში დატოვეს და დღემდე აქტუალურია. 
წაკითხვა