საზოგადოებრივი
104.5 FM
მარიამ სეთურიძე
ჟურნალისტი
g 189 Posts
g 0 Views

სიახლეები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების საქმე - როგორ აღმოჩნდა აფგან მუხტარლი თბილისიდან ბაქოში პასპორტის გარეშე
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის რეზონანსულ საქმეზე მთავარი კითხვა ისევ უპასუხოდ რჩება - როგორ აღმოჩნდა აფგან მუხტარლი თბილისიდან ბაქოში. ოჯახის ერთადერთი მოთხოვნა საქმის დროული და სრულყოფილი გამოძიებაა. ჟურნალისტის მეუღლეს და ადვოკატს სურთ, გასაჯაროვდეს მასალები და საქმე მთავარ პროკურატურას გადაეცეს. შესაბამისი განცხადებით უფლებადამცველი უწყებას ხვალ მიმართავს.გამოძიების სწრაფად და გამჭვირვალედ წარმართვისკენ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. აზერბაიჯანულ მხარეს კი მიმართავს, გაათავისუფლოს დაკავებული ჟურნალისტი. აფგან მუხტარლი გადაწყვეტილებას ბაქოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება.
წაკითხვა
საქართველო ევროპის კვირეულს მასპინძლობს - რა ღონისძიებები იგეგმება 14 მაისამდე
საქართველო ევროპის კვირეულს მასპინძლობს. 5 მაისიდან დაწყებული აღნიშვნა ქვეყანაში 14 მაისამდე გაგრძელდება. სხვადასხვა სახის ღონისძიება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში იმართება. თბილისშია ჩამოსული ევროკომისარი იოჰანეს ჰანი. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, წევრი ქვეყნების საელჩოებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, ღონისძიებებს რიყის პარკში ესწრება. ევროპის მოედანზეა მარიამ სეთურიძე. 
წაკითხვა
TCR International-ის საკვალიფიკაციო გარბენზე პირველი ადგილი დათა ქაჯაიამ დაიკავა
ქართული ავტოსპორტის ისტორიაში პირველად, რუსთავმა ძარიანი ავტომობილების საერთაშორისო ჩემპიონატს უმასპინძლა. TCR International-ის სერიის ლიდერი ქართველი მრბოლელი დათა ქაჯაია გახდა. რა შედეგით დაასრულა შეჯიბრი ალფა რომეოთი მოასპარეზე დათა ქაჯაიამ და როგორია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის სამომავლო გეგმები საქართველოში. რუსთავის ავტოდრომზე გამართულ რბოლას მარიამ სეთურიძე დაესწრო. 
წაკითხვა