საზოგადოებრივი
104.5 FM
ხათუნა გაგნიძე
ჟურნალისტი
g 331 Posts
g 0 Views

სიახლეები

„კანონიერ ქურდებთან“ და „ქურდული სამყაროს“ წევრებთან მიმართებით საკანონმდებლო დონეზე სასჯელის გამკაცრება იგეგმა
კიდევ ერთი კანონი, რომელზეც პარლამენტს მსჯელობა მოუწევს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაწესებულ საპატიმრო სასჯელს ეხება. ამ შემთხვევაში საუბარი არა ლიბერალიზაციას, არამედ პირიქით, გამკაცრებას ეხება. ინიციატივაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს. როგორც საზოგადოებრივმა გაარკვია, ბოლო რამდენიმე წელია ბრალდებას უჭირს სასამართლოსთვის იმის დამტკიცება, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი 223-ე პრიმა მუხლით გაამტყუნონ. ეს არის მუხლი, რომელიც კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის გამო, მაქსიმუმ 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სტატისტიკა ასეთია: 2012 წლიდან დღემდე 59 ბრალდებულიდან 20 გამართლდა. მათ შორის კრიმინალურ სამყაროში კარგად ცნობილი ე.წ. ავტორიტეტებიც. თემაზე ხათუნა გაგნიძე მუშაობდა. 
წაკითხვა
ოთხი გარდაცვლილი, 200-მდე დაშავებული - 6 წელი 26 მაისიდან - რა ეტაპზეა გამოძიება
ოთხი გარდაცვლილი, 200-მდე დაშავებული და გამოძიება, რომელიც დღემდე გრძელდება. ასეთია 2011 წლის სისხლიანი 26 მაისის რეალობა. მოამბე კვირას დაინტერესდა, რა ეტაპზეა სისხლის სამართლის საქმე მომხდარიდან 6 წლის თავზე. აქციის მონაწილეებს, დაზარალებულებსა და საქმის პროკურორს ხათუნა გაგნიძე ესაუბრა.  
წაკითხვა
ვინ გახდება საქართველოდან ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლე - როგორ მიმდინარეობდა გასაუბრება
ვინ გახდება საქართველოდან ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლე. ხელახალი კონკურსი და 23 კანდიდატი ერთ ვაკანტურ ადგილზე. იუსტიციის სამინისტროში მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრების მეორე დღე დასრულდა. სპეციალურმა კომისია 5 რჩეულზე უნდა ჩამოყალიბდეს და მთავრობას გადაუგზავნოს. საქართველოს მთავრობამ კი სამი კანდიდატი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. შარშან გამართული კონკურსის შედეგად გამოვლენილი კანდიდატები ევროპის საბჭომ დაიწუნა. როგორ აფასებენ კონკურსს მოსამართლეობის მსურველები და სპეციალურ შესარჩევ კომისიაში შემავალი წევრები. ხათუნა გაგნიძე განავრცობს თემას.
წაკითხვა
ე.წ თორდია-ფარცხალაძის საქმე - რა ეტაპზეა გამოძიება და როგორია მხარეთა პოზიციები
ვინ და რატომ სცემა გენერალურ აუდიტორს? -13 მაისის შემდეგ ერთ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში, ამ დრომდე უცნობია. გამოძიება კომენტარისგან თავს იკავებს. ლაშა თორდია თავდასხმაში კვლავ ოთარ ფარცხალაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს ადანაშაულებს. უნდობლობა გამოძიებას და მხარეთა საჯარო ურთიერთბრალდებები. ყოფილი მთავარი პროკურორი გენერალური აუდიტორის ცუდ სიმთვრალეზე საუბრობს, სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი კი აუდიტის მიერ მოკვლეული დოკუმენტების გასაჯაროებას გეგმავს, რომლითაც მისი პოზიციით, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და გამოიკვლიოს შესაძლო კორუფციული გარიგების ნიშნები თბილისის მერიასა და იმ კომპანიას შორის, რომელსაც დღეს ოთარ ფარცხალაძე ფლობს. დოკუმენტების გასაჯაროება მომდევნო ორ დღეში იგეგმება მანამდე კი მთელი ყურადღება ძალადობის მუხლით დაწყებული გამოძიებისკენ არის მიპყრობილი. სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე უნდა იმსჯელოს პარლამენტმაც. 
წაკითხვა
ოთარ ფარცხალაძე - კონფლიქტის ინიციატორი გახლდათ თავად ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მთავარ აუდიტორ ლაშა თორდიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად გთავაზობთ: „მინდა, გამოვეხმაურო გენერალურ აუდიტორ ლაშა თოდრიასთან მომხდარ ინციდენტს. უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ კონფლიქტის ინიციატორი გახლდათ თავად ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია. მე ამ დროს ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი შარდენზე, ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც, როგორც აღმოჩნდა, ქეიფობდა ეს უკანასკნელიც. ჩვენ სახლებისკენ რომ ვიშლებოდით, სწორედ მაშინ მოგვეჭრა მთვრალი გენერალური აუდიტორი, რომლის აგრესიული ქმედებების გამო გადაიზარდა ყველაფერი მცირე კონფლიქტში, რაც რამოდენიმე წამშივე განიმუხტა. როგორც ჩანს, მას გულში აქვს ჩარჩენილი ჩემი გარკვეული ქმედებები სამართალდამცავ უწყებებში ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამის ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას. ის სიცრუეები კი, რასაც იგი ყვება ტელევიზიების საშუალებით, გავს თავისი ქმედებების სხვისთვის გადაბრალების მცდელობას, თუმცა არ გამოვრიცხავ, იმდენად მთვრალი იყო პატივცემული აუდიტორი, რომ მას რაღაც დეტალები არც კი ახსოვდეს. მთავარი, რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ მე მზად ვარ, სრულად ვითანამშრომლო გამოძიებასთან, რადგან უპირველეს ყოვლისა ჩემს ინტერესებში შედის, რომ გაირკვეს სიმართლე და ის ბინძური პიარ კამპანია, რაც აგორდა სავარაუდოდ ლაშა თორდიას მიერ ჩემს წინააღმდეგ, მისი მეგობრებისა და თანაპრტიელების დახმარებით, არ დარჩეს პასუხგაუცემელი. რაც შეეხება იმ  განცხადებას, თითქოს იგი ამოწმებდა, თუ ამოწმებს ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებულ გარემოებებს. საზოგადოებამ  მინდა იცოდეს, რომ მე საკმაოდ დიდი ხანია, აღარ ვარ სახელმწიფო მოხელე, მას შემდეგ, რაც ჩემივე განცხადებით გადავდექი მთავარი პროკურორობის თანადებობიდან და მე მზად ვარ, პასუხები გავცე როგორც საჯარო სექტორში საქმიანობისას, ისე მას შემდეგ ჩემს მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებაზე. ასევე ცალსახად ეჭვს ბადებს, როდესაც გენერალური აუდიტორი, რომლის სამსახურის ერთადერთი დანიშნულებაა სახლწიფო უწყებების შემოწმება, საჯაროდ ავრცელებს ინფორმაციას კერძო პირზე, ჩემზე თითქოს მე ჩადენილი მქონდეს რაიმე სახის უკანონობა, იმის ნაცვლად, რომ  გამოაქვეყნოს შესაბამისი ინფორმაცია და შეაფასოს გარკვეული სახელმწიფო ორგანოების ქმედებები. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს მის სუბიექტურობას და დაინტერესებას ჩემი პერსონის დისკრედიტაციაში. ამდენად, მისი არანაირი ინფორმაცია არ იმსახურებს ნდობას და რაც არ უნდა გამოაქვეყნოს მის მიერ ინიცირებული  ინციდენტის შემდგომ ჩემზე, ეს ყველაფერი იქნება ცალმხრივი და არაობიექტური, ასევე აცდენილი იქნება მისი უწყების კომპეტენციას. ამდენად, მე მოვითხოვ, რომ ის მასალები, რაზეც არ უნდა საუბრობდეს გენერალური აუდიტორი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ  სახლემწიფო უწყებასაც არ უნდა ეხებოდეს, რასაც ცალსახად არანაირი კავშირი არ აქვს მომხდარ ინციდენტთან, გამოძიებული იქნეს დაუყოვნებლივ კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოების მიერ, ვიანიდან გენერალური აუდიტორის უსაფუძვლო საჯარო განცხადებებით, რონლებიც არ და ვერ იქნება გამყარებული ვერანაირი მტკიცებულებებით, შეილახა ჩემი პატივი და ღირსება, დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ჩემი უფლებები, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია და მე ჩემი ადვოკატების საშუალებით მივმართავ ყველა სამართლებრივ გზასი რათა აღვიდგინო ჩემი დარღვეული უფლებები და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოვახდევინო საჯაროდ ცილისწამებისთვის. და ბოლოს თბილისში კარგად არის ცნობილი ლაშა თოდრიას მიდრეკილება სასმელისადმი და ამ მიდრეკილებასთან ერთად ის ფაქტი, რომ ხშირად სიმთვარალეში იქცევა შეუფერებლად მის მიერ დაკავებული მაღალი თანადებობისათვის და უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, შესაბამისად გამოძიება რომ  იყოს სრულყოფილი და დადგინდეს სიმთვრალეში მისი ქმედებების სპეციფიკა, ვშუამდგონლობ  და ვითხოვ გამოძიებისგან, რომ შეისწავლონ ყველა მსგავსი ფაქტი და ქმედება, რომელიც მის მიერ შესაძლოა ჩადენილი იყოს სიმთვრალეში. მე საკმაოდ დიდი ხანი ვმოღვაწეობდი სამართალდამცავ ორგანოებში და ვიცი, რომ ასეთ ფაქტებს მრავლად ჰქონდა ადგილი“.  
წაკითხვა