საზოგადოებრივი
104.5 FM
ირმა ჩუბინიძე
რეჟისორი
g 2 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

„ტელებლოგი არის საშუალება, უფრო ფხიზლად და სრულყოფილად აღიქვა სამყარო. დაინახო დღევანდელი დღე და თანამედროვე ადამიანის განცდები; დაამტკიცო, რომ სამყარო უზარმაზარი, მუდმივად ცვალებადი და განუმეორებელია; რომ არ არსებობს არც ერთი უმნიშვნელო წამი, უმნიშვნელო მოვლენა, უმნიშვნელო ადამიანი. ტელებლოგი ჩვენი დროის ორიგინალური ვერსიაა, რომელიც თქვენ თვალწინ იქმნება“.                                                                    

1999 წელს დავამთავრე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტი, კინოსასცენარო ფაკულტეტი, ერლომ ახვლედიანის სახელოსნო. ჩემი სცენარებით შექმნილია: 2001 -2003 წლებში თამარ ცაგარეიშვილის საავტორო პროექტი, დოკუმენტური ფილმების ციკლი „მიამბეთ თქვენზე“. რეჟისორი ლევან ადამია.  სტუდია „აუდიენცია“ 2005- 2006 წლებში სოფო მოსიძის საავტორო დოკუმენტური ტელე-ფილმების ციკლი „პატრიოტთა თამაშები“. რეჟისორი ნიკოლოზ დროზდოვი. ტელეკომპანია „მზე“. 2007- 2008 წლებში დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი ნოდარ დუმბაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. რეჟისორი ლევან მაჭარაშვილი.  სტუდია ABK. 2007 -2009 წლებში სოფო მოსიძის საავტორო დოკუმენტური ფილმების ციკლი „მოწყვიტე წამი“. რეჟისორები: ლევან ადამია, ვახო ვარაზი, ლევან ახობაძე. TBC  სტუდია. 2012 წელი. „ვერტიკალური დემოკრატია“, რეჟისორი ანდრო ჭიაურელი. „ჭიაურელი ბრაზერს სტუდიო“. 2010-2012 წლებში ვმუშაობდი ჟურნალ „ეპიზოდის“  რედაქტორად. გამოქვეყნებული მაქვს რამდენიმე მოთხრობა. 2013 წლიდან ვთანამშრომლობ პირველი არხის პროექტ „ტელებლოგთან“, როგორც ავტორი და რეჟისორი. გადავიღე ფილმები: „სამი მონოლოგი პროვინციაში“, „შემოდგომის გამცილებლები“, „ორნი ძმანი - ოროზმანი“, „ყირამალა სამყარო“, „როგორ მომენატრა შუქნიშანი“, „შრომა და ფული“, „ადამიანი ვოლიერიდან“.