საზოგადოებრივი
104.5 FM
ნინო დადვანი
რეჟისორი
g 3 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

„ტელებლოგი  ჩემთვის არის საშვი სამყაროში, რომელიც ყველაზე ახლო და მაინც ყველაზე დამალულია. ეს არის საშუალება, ახლო კადრით დავინახო და სხვასაც ვაჩვენო, ერთი შეხედვით, ხელისგულზე დადებული და მაინც ყველასგან დაფარული ნიუანსები. ჩემთვის ეს არის მცდელობა, პორტრეტების  მოზაიკაში გავარჩიო თანამედროვე საზოგადოების სახე. ტელებლოგი რეალობის სარკეა“.        

1999 წელს დავამთავრე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტი, კინოსასცენარო ფაკულტეტი, ერლომ ახვლედიანის სახელოსნო. ტელევიზიაში მუშაობა 2000 წელს სტუდია „აუდიენციაში“ დავიწყე. მას შემდეგ ვთანამშრომლობ სხვადასხვა ტელეკომპანიებთან  და დამოუკიდებელ სტუდიებთან, როგორც სცენარისტი და პროდიუსერი. ჩემი სცენარების  მიხედვით  შექმნილია: სოფო მოსიძის საავტორო დოკუმენტური ფილმების ციკლი „პატრიოტთა თამაშები’’, რეჟისორი ნიკოლოზ დროზდოვი. ტელეკომპანია „მზე“, „მე ბაბუა, ილიკო და ილარიონი“,  მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი ნოდარ დუმბაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, რეჟისორი ლევან მაჭარაშვილი, სტუდია ABK. „ვერტიკალური დემოკრატია“, რეჟისორი ანდრო ჭიაურელი, „ჭიაურელი ბრაზერს სტუდიო“.  „ჭაბუა ამირეჯიბი თავისუფლებისა და წესრიგის შესახებ“, რეჟისორი ნიკოლოზ დროზდოვი, „ჭიაურელი ბრაზერს სტუდიო“. სხვდასხვა დროს ვმუშაობდი სარეკლამო („ფავორიტები“),  საბავშვო („ბატიბუტა“) და გასტრონომიული („ტაბლა“) ჟურნალების მთავარ რედაქტორად.  ჟურნალ „ეპიზოდის“  რედაქტორად. 2013 წლიდან ვთანამშრომლობ პირველი არხის პროექტ „ტელებლოგთან“, როგორც   ავტორი და რეჟისორი. გადაღებული მაქვს ფილმები  „თბილისური ამქარი“, „ბაღი, რომელიც მე გავაშენე“, „არდადეგების შემდეგ", „ერთი დღე, ერთი ღამე, ორი ცვლა“, "სხვისი ომის ფანტომები".