საზოგადოებრივი
104.5 FM
მარიამ ჯაჭვაძე
ჟურნალისტი
g 0 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

აუდიტორიის პროდუსერი. 26 წლის ვარ და 4 წელია ჟურნალისტად ვმუშაობ. უკვე წელიწადზე მეტია „რეალური სივრცე“ ჩემს პროფესიულ სივრცედ იქცა. ყოველი კვირის დასაწყისში, თოქ-შოუსთვის აუდიტორიას ვარჩევ. 40 ადამიანს, განსხვავებული პოზიციით, არგუმენტებითა და მოსაზრებებით ერთ სივრცეში ვახვედრებთ.კონკრეტული თემისთვის აქტიური, ენთუზიასტი, იდეის მხარდამჭერი და მებრძოლი ადამიანების პოვნა ჩემი ყოველდღიური საფიქრალი გახდა. ხმა დარბაზიდან ზოგჯერ ყველაზე კარგად წარმოაჩენს თემის სიმწვავეს. რაც უფრო აქტიურია დარბაზი, მით უფრო მეტად მრავალფეროვანია თოქ-შოუც. „რეალურ სივრცეში“ დარბაზიდან იმ ადამიანების ხმა ისმის, რომლებსაც, მჯერა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა შეუძლიათ. მიხარია, რომ ამ ადამიანების აღმოჩენას განვაგრძობ და ყოველ ხუთშაბათს, საღამოს 10 საათზე, მათ თქვენც გაცნობთ.