საზოგადოებრივი
104.5 FM
ნინო მდევაძე
პროდიუსერი
g 0 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

დაიბადა თბილისში 1968 წლის 31 მარტს. დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1989 წლიდან მუშაობს საქართველოს ტელევიზიაში, ახალგაზრდული პროგრამების რედაქციაში ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ რედაქტორად. 1994 -2004  წლებში იყო შემოქმედებით გაერთიანება „კავკასიის“ დილის გადაცემების რუბრიკების ავტორი და გამომშვები რედაქტორი. 2004 წლიდან იყო სასკოლო გამოცემების რედაქტორი, ჟურნალ „კამერტონისა“ და გაზეთ „მედიატორის “ მთავარი რედაქტორი, 2005 წლიდან იყო საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის ხელმძღვანელი. 2006-2007 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკის“ ლიტერატურულ რედაქტორად. 2008 წლიდან მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელში. იყო  პროექტ „მე მიყვარს საქართველოს“ ავტორი. 2009 წლიდან მუშაობს  დოკუმენტური ფილმების სტუდიაში სცენარისტად, ამჟამად კი - აღმასრულებელ პროდიუსერად. არის  რამდენიმე დოკუმენტური ფილმის („თბილისის სატელევიზიო ანძა“, „დინამოს სტადიონი“, „თბილისის საკონცერტო დარბაზი“, „სპორტის სასახლე“, „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ქორეოგრაფიის მეტრი“, „ეროვნული გალერეა“, „საქართველოს წითელი ჯვარი“, „იოვანას დაბრუნება“, „ისევ ისე სიყვარულით“) სცენარის ავტორი  და პროდიუსერი.