საზოგადოებრივი
104.5 FM
მაია გოგოლაძე
პროექტის ავტორი
g 0 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მიენიჭა  გერმანიის მიუნსტერის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი კომუნიკაციათმცოდნეობის მიმართულებით.  გაზეთ „7 დღის“ დამფუძნებელი და თანარედაქტორი, ინტერნეტგაზეთ “ახალი 7 დღის“ თანარედაქტორი. ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და GIPA-ს მიწვეული ლექტორი, ხელმძვანელი კურსებისა - „კომუნიკაციათმცოდნეობა“, „ემპირიული კვლევის თვისობრივი მეთოდები“, „ინფორმაციის მოპოვებისა და წერის ტექნიკა“. თარგმნის ფილოსოფიურ და მხატვრულ ლიტერატურას გერმანული, ინგლისური და რუსული ენებიდან. მისი თარგმანი გამოცემულია ამერიკული და ევროპული ლიტერატურის ვალსაინო ავტორები. 2001 წელს მიენიჭა ლიტერატურული  პრემია  ბესტსელერი რომანისთვის „პეტრე-პავლობა“. არის მრავალრიცხოვანი პუბლიკაციების ავტორი ქართულ და უცხოურ გამოცემებში. 2014 წლის 1 ივლისიდან, არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი და ერთ-ერთი ავტორი „მეორე არხის“ პროექტისა - „გამომძიებელი რეპორტიორი“.