საზოგადოებრივი
104.5 FM
სალომე ქოქიაშვილი
ჟურნალისტი
g 1235 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

„მოამბეში“ 2007 წლის დასაწყისში დავიწყე მუშაობა. პირველი სიუჟეტიც მაშინ გავაკეთე - ნასტაკისის გათხრების შესახებ მოვამზადეთ რეპორტაჟი. მას შემდეგ ასეთ თემებზე ხშირად მიწევს მუშაობა, მით უმეტეს მაშინ, თუ საქმე ქვეყნის ფარგლებს გარეთ დარჩენილ კულტურულ მემკვიდრეობას ეხება. 

ხშირად ვაშუქებ მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობას, კონფლიქტის ზონებში მიმდინარე პროცესებს, სოციალურ პრობლემებს, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში არსებულ მდგომარეობას. 

სანამ საინფორმაციო სამსახურში გადმოვიდოდი, 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი დოკუმენტური ფილმების სერიაზე - „საქართველო არის ესე“, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მზადდებოდა „პირველ არხზე“. მანამდე კი ვწერდი არაერთი გაზეთისა და ჟურნალისთვის, პარალელურად ინტერნეტ-ჟურნალ „კვალში“, რომელიც სპეციალურად ემიგრანტებისთვის მზადდებოდა, საკუთარი ბლოგი მიმყავდა. 

დავიბადე 1985 წლის 7 მარტს თბილისში, აქვე ვსწავლობდი, თუმცა სკოლა შეერთებულ შტატებში დავამთავრე. 2006 წელს დავასრულე სწავლა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში.