საზოგადოებრივი
104.5 FM
გიორგი გვიმრაძე
მენეჯმენტი
g 25 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

2015 წლის ოქტომბრიდან არის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი;

 2014 წლიდან მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კონსულტანტად და სამეურვეო საბჭოს კონსულტანტად; 2009 წლიდან დღემდე სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის (ინსტიტუტის) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია;  

2008 წელს დააფუძნა ანსამბლი „სახიობა“, არის ამავე ანსამბლის მომღერალ-შემსრულებელი; 2013-2014 წლებში იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს კონსულტანტი; 2009-2010 წლებში მუშაობდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ანალიტიკოსად;  2005-2009 წლებში იყო სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ ბელმენი; 

2001-2003 წლებში სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო, ხოლო 2000-2002 წლებში - საქართველოს სტუდენტთა კავშირის დამფუძნებელი და თავმჯდომარე; 

განათლება: დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრი და მაგისტრატურა (სადიპლომო ნაშრომი თემაზე: „საქართველოს ადგილი და როლი თანამედროვე გლობალიზაციის პროცესში“);

სამოქალაქო აქტივობა: არის ქართულ-რუსული, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის პროცესების მონაწილე.