საზოგადოებრივი
104.5 FM
გიორგი ებრალიძე
რეჟისორი
g 0 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

1985 წელს დაამთავრა ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის ტელესარეჟისორო ფაკულტეტი.  

1977-1980 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის  "პირველ არხზე" საბავშვო გადაცემათა რედაქციაში რეჟისორის ასისტენტად. 

1980-1995 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის სატელევიზიო თეატრისა და ლიტერატურული თეატრის რეჟისორი.

1991-1995 წლებში ტელეკომპანია - "მეორე არხის" ერთ-ერთი დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი

1995 წლიდან სტუდია "მაესტროს" დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი

1996-1998 წლებში კომპანია "ქართული ტელეფილმის" რეჟისორი. 

1996-1999 წლებში - შემოქმედებითი გაერთიანება "ხელოვნების"  მთავარი რეჟისორი

1999-2004 წლებში საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სამხატვრო ხელმძღვანელი

2007-2008 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდიუსერი.  კავკასიის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის "CIFA"- დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.

სატელევიზიო პროექტები: "ილია ჭავჭავაძე - ლიტერატურული თეატრი"; 

სატელევიზიო სპექტაკლები: "მწყემსი გოგო და მებუხრე", "ქართული ხალხური ნოველა".

ტელეკომპანია "მეორე არხზე" განხორციელებული გადაცემები: "პა-სეანსი", "მზერა", "შოუ-ბიზ-დაიჯესტი", "პირველი დუბლი", "ვიდეოთვალი", "ორატორი", "პოდიუმი", "ჰოროსკოპი" და ა..

"პირველ არხზე" განხორციელებული პროექტები: "შეინარჩუნე საქართველო მშვენიერი", "ფრაგმენტი", "საქართველოს ხუროთმოძღვრული ძეგლები", "ქართველი მეცენატები", "საქართველოს მეფეები" და არაერთი სოციალური პროექტი.

სატელევიზიო ფილმები: "გელიკონი" (1983 წელი), "რას მიქვიან ერის სიბერე" (ილია ჭავჭავაძე - 1985 წელი), "სერგეი კოვალიოვი" (შვეიცარიის ტელევიზიის დაკვეთით - 1995 წელი), "ქალაქი ღამით" (1991 წელი), "4 ვიდეო-ნოველა" (1992 წელი), "რე-ანიმაცია" (1996 წელი), "პანოპტიკუმი" (1997 წელი), "რევაზ ინანიშვილი" (2005 წელი), "ერთ მიწაზე" (2006 წელი), "გაჭიმული სიმები" (2011 წელი).

არის პირველი ქართული მუსიკალური კლიპების, მრავალი სატელევიზიო სარეკლამო რგოლის ავტორი და რეჟისორი.