საზოგადოებრივი
104.5 FM
გრიგოლ ბერაძე
მომხმარებელი
g 0 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

სამეცნიერო კონსულტანტი

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი აღმოსავლეთის ისტორიის სპეციალობით. 1965-1968 წწ. გაიარა დასწრებული ასპირანტურის სრული კურსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, ხოლო 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1969-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობზე, მათ შორის 1990-1996 და 2002-2008 წლებში იყო აღნიშნული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ხოლო 1996-2002 წლებში იყო ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 2008 წლიდან დღემდე იგი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მთავარი სამეცნიერო კონსულტანტი.

2010 წლიდან დღემდე გ. ბერაძე არის აგრეთვე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპერტ-კონსულტანტი ისლამის ისტორიისა და ისლამური ხელოვნების დარგში.

2012 წლიდან მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტზე გააგრძელე საქართველოს ისტორია“.