საზოგადოებრივი
104.5 FM
ჟანა დიდებაშვილი
ჟურნალისტი
g 398 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩემი პროფესიული საქმიანობა 20 წელზე მეტს ითვლის. 1996-2000 წლებში თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ საინფორმაციო პროგრამის წამყვანად, 2000-2001 წლებში „პირველ არხზე", ხოლო  2001-2007 წლებში ტელეკომპანია „იმედის" კახეთის ბიუროს უფროსად ვმუშაობდი. ასევე წლების განმავლობაში ვმუშაობდი რადიოებში „აუდიენცია", „იმედი", „პალიტრა"  და საინფორმაციო სააგენტოში „ინტერპრესნიუსი", კახეთის რეგიონულ კორესპონდენტად.

ჩემი მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში, თითქმის ყველა სფეროს შესახებ მომიმზადებია რეპორტაჟი, მათ შორის ცხელ წერტილებიდან.  განსაკუთრებით აღსანიშნავია, პანკისის ხეობაში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის შემდეგ ლტოლვილთა დიდი ნაკადის შემოსვლისა და დაძაბული კრიმინოგენური სიტუაციის პერიოდი; ასევე 2007 წელს, კახელი მევენახის მიერ ვენახის გაჩეხის შესახებ სიუჟეტი, რომელიც თვეების განმავლობაში საჯარო დისკუსიისა და პოლემიკის თემა იყო.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ „პირველ არხზე" ვაგრძელებ ჟურნალისტურ საქმიანობას, კახეთის რეგიონის კორესპონდენტად.