საზოგადოებრივი
104.5 FM
ნინო ნატროშვილი
სცენარისტი
g 0 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1970 წლიდან მუშაობდა ტელევიზიაში, 1974-დან კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტში, სტუდია „მემატიანეში“, გაერთიანება „დებიუტში“; 

1996-დან - საქტელერადიოს გაერთიანება „თეატრონის“ განყოფილების ხელმძღვანელად, საზოგადოებრივ მაუწყებელში, გადაცემა „ლატერნა მაგიკასა“ და „საქართველოს დიდი ათეულის“ რედაქტორად. 2000-2004-სა და 2012-2014 წწ.-ში მუშაობდა ტელეკომპანია „მე-9 არხზე“, გახმოვანების განყოფილების ხელმძღვანელად. 2015 - საზოგადოებრივ მაუწყებელში, დოკუმენტური ფილმების სტუდიის სცენარისტად.

არის მხატვრული ფილმის - `იავნანა~ სცენარის თანაავტორი. ასევე, სცენარის ავტორია დოკუმენტური ფილმებისა: „ათასი კოშკის ქვეყანა“ (1981), „ჰასან ჰელიმიში“ (1983), „სიმონ ჩიქოვანი“ (1984), „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-21“, „საქართველოს უკანასკნელი ომი - 1921“ (1991), „ექვთიმე“ (2014), „მირიან მეფის სასწაული“ (2015), „ივანე ჯავახიშვილი“ (2016), „1924 წლის დაისი“ (2016). დოკუმენტური სერიალისა - `საქართველო - XX საუკუნე~ (100 სერია, 1990, „აუდიენცია“).

სცენარის თანაავტორია დოკუმენტური ფილმებისა: „ერთი წვეთი საქართველო“ (1999), „თენგიზ აბულაძე“ (2002, „კულტურა“), „უცნობი 26 მაისი“ (2006, „იმედი“), „რისთვის მიყვარხარ“ (2017); „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ (2009) - მულტიმედიური პროექტი. „წითელი იმპერია“ (7 სერია , 1990) - კონსულტანტი, ინგლისის ტელევიზია.

თანაავტორია წიგნებისა - „თენგიზ აბულაძე - ანარეკლები“ (2009), „რეზო ჩხეიძე - კინოს დიდ გზაზე“ (2011). ავტორი წიგნებისა: „ელდარ შენგელაია - მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა...“ (2013), „რეზო ესაძე - ჩემი საუბრის შემოდგომა“ (2015).

2010-11 - ჟურნალი „ეპიზოდი“ - რუბრიკის ავტორი.

1983-დან - სსრკ კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.

1991-2006 - საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი.   

ღირსების ორდენი - 2000 წელი.