საზოგადოებრივი
104.5 FM
თამარ ციციშვილი
პროდიუსერი
g 0 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

პროფესია - ტელეგადაცემების რეჟისორი.

2005 წელს დაასრულა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ტელე-კინოს ფაკულტეტი ტელერეჟისორის სპეციალობით.

2006 წლამდე მუშაობდა ჟურნალისტად  ჰოლდინგებში  - „მთავარი გაზეთი“ , „კვირის პალიტრა“ . 

2006-2007 წლებში - თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 2009 წლიდან დღემდე მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე და ამ 8 წლის განმავლობაში იმუშავა 7 სხვადასხვა პროექტზე.

გადაცემა „ჩვენი ქალაქი“ - ავტორი და მთავარი პროდიუსერი;

საბავშვო-ახალგაზრდული გადაცემა „მოგზაურის დღიური“ -  მთავარი პროდიუსერი და სცენარისტი;

გადაცემა  „დამზადებულია საქართველოში“ - სცენარისტი;

ახალგაზრდული რეალითი შოუ  „პილოტი“  - პროექტის ავტორი და მთავარი პროდიუსერი;

BBC-ის ახალგაზრდული  პროექტი „სპიკერი“ -  მთავარი პროდიუსერი და სცენარისტი;

მუსიკალური გადაცემა  „უცნობი მუსიკა“ - პროდიუსერი და რეჟისორი;

Warner brothers studio-ს გეიმ-შოუ „სიტყვების თამაში“ - მთავარი პროდიუსერი;

დღესდღეობით მუშაობს გადაცემებზე - „სიტყვების თამაში“ (საბავშვო ვერსია) და „უცნობი მუსიკა“.