საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბე00#თვითმმართველობა 2017სერიალი - სახელმწიფო მდივანი სიყვარულით უპატრონე ქალაქსრანინაილუზიონიმოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადწიგნების თარორეალური სივრცე2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანიხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

პირადი ექიმი - მარი მალაზონია დოკუმენტური სერიალი - დროისა და სივრცის მიღმასერიალი - წინ წარმატებისკენ იტალიური სერიალი - ჩენტო ვეტრინე ნამდვილი დრო

დღის ეთერი

სერიალი - ოფისი ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთენტონი ბურდეინი წინასწარი შეკვეთის გარეშე დოკუმენტური სერიალი - ტოპ გიარიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლოსერიალი - პუარო

სპორტი

ევრობასკეტი 2017 FIFA-ს კონფედერაციის თასიU19 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთშისპორტი პირველი არხის ეთერშისპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზეჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებსპირველი არხის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბა"ოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არქივი ყველასმუსიკა პირველი არხის ეთერშიადამი მედია პრიზითბილისობა
ვიდეოები
ანონსი
5 ნოემბერს, 12:15 საათზე - „ფერმა"
ფერმა | 3 ნოემბერი, 2017
მაღალმთიანი რაჭის ახალი სიცოცხლე. ადამიანებისგან მიტოვებულ სოფელში დაბრუნებული ტყუპი ძმების, მირიან და შოთიკო მეტრეველების ამბავი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. გაიგეთ რატომ არ უნდა მიატოვოთ მამაპაპისეული მიწა და ნახეთ როგორ იქცა, ერთი დღით, „ფერმის“ წამყვანი ფერმერად. რუბრიკაში „ფერმიდან სუფრამდე“ ნახეთ რატომ არის აუცილებელი საქონლის იდენტიფიკაცია. მხატვრის გალესილი ცელი, ანტონ ბალანჩივაძის მოწეული მოსავალი და მზე, რომელიც გარიყულაში სხვანაირად ათბობს; რატომ უნდა ჰქონდეს ქალაქელ კაცს სოფელი - ეს ყველაფერი კვირას, 5 ნოემბერს, 12:15 საათზე, გადაცემაში „ფერმა“.
წაკითხვა
ანონსი
29 ოქტომბერს, 12:15 საათზე - „ფერმა"
ფერმა | 26 ოქტომბერი, 2017
შემოდგომის ბარაქა „ფერმაში". ჭიქა ღვინოსთან ერთად სანახავი განახლებული „ფერმა", საინტერესო ამბებითა და ახალი აგროგმირებით. ვისაც გიყვართ ყველაფერი ნატურალური, ნახეთ ფიზიკოსი მეღვინის ბიორთველი კახეთში და ტერუარული ღვინო, რომელსაც ახლადგაღვიძებული მიწის სურნელი აქვს. რუბრიკაში „ფერმიდან სუფრამდე" გაიგეთ, რა პერსპექტივა აქვს საქართველოში ბიომეურნეობების განვითარებას. პირველად „ფერმის" 8-წლიან ისტორიაში ნახეთ სასოფლო-სამეურნეო არტი, ანუ ცნობილი ადამიანი აგროამპლუაში - 29 ოქტომბერს, 12:15 საათზე, „ფერმა"
წაკითხვა
ანონსი
„ფერმის" მერვე საეთერო სეზონი - 29 ოქტომბრიდან, ყოველ კვირას, 12:15 საათზე განახლებული რუბრიკები, საინტერესო აგროგმირები და პირველად „ფერმის" ეთერში სასოფლო-სამეურნეო არტი
ფერმა | 24 ოქტომბერი, 2017
წაკითხვა
ანონსი
16 ივლისს, 12:45 საათზე, "ფერმა"
ფერმა | 12 ივლისი, 2017
ფერმის“ მეშვიდე სეზონი სრულდება. გასული წლის ყველაზე საინტერესო ამბები. ყველი, პური და ღვინო ერთ გადაცემაში. ტენილი ყველის დიდოსტატი სამცხე-ჯავახეთში, კიდევ ერთხელ ნახეთ, როგორ ამზადებს გალინა ინასარიძე პროდუქტს, რომელმაც არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიიღო. ქართული პური და მისი ცხობის ტრადიციები. გაიგეთ, როგორ აცხობდნენ მას ისტორიულ საქართველოში და რა სახე მიიღო პროდუქტმა, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ. მარანი ქალაქში, მერვე სართულზე და ექიმი მეღვინის დაუჯერებელი იდეა, რომელიც რეალობად იქცა. „ფერმის“ ახალი რუბრიკა - „არტი-შოკი“, რომელშიც მომავალი სეზონიდან გაიცნობთ ადამიანებს წარმოუდგენელი ისტორიებით. კვირას 12 საათსა და 45 წუთზე. გადაცემაში „ფერმა“
წაკითხვა
ანონსი
9 ივლისს, 12:45 საათზე, "ფერმა"
ფერმა | 6 ივლისი, 2017
გურული ვაზის მივიწყებული ჯიშები. მევენახე ანდრო ვაშალომიძე, რომელიც ოცი წელია კარდაკარ დადის და საკოლექციო ვენახს აშენებს. გაიგეთ ყველაფერი ისტორიული, გურული ღვინის შესახებ და ნახეთ, როგორ ვითარდება ამ რეგიონში მევენახეობა;პატარა ფერმერი ერთი ოცნებით - ჰქონდეს მსოფლიოში საუკეთესო ფერმა. გაიცანით, ექვსი წლის ნანუკა და მისი თიკნები - კვირას, 9 ივლისს, 12:45 საათზე, გადაცემაში "ფერმა"
წაკითხვა
ანონსი
2 ივლისს, 12:45 საათზე, "ფერმა"
ფერმა | 30 ივნისი, 2017
გერმანელი ექიმის აშენებული ისტორიული სახლი, სადაც ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ნაწილი ცხოვრობს. ამბავი, რომელიც ოცი წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. კახეთი, სოფელი გრემი. ორგანული მეურნეობა ვენახში, მარანში, ხორბლის ყანებში, სათბურში. შესაძლებლობის მიხედვით გადანაწილებული საქმიანობა. გაიცანით ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ამტკიცებენ, რომ შეუძლებელი არაფერია. ერთმანეთზე ზრუნვის, სიყვარულისა და თანადგომის საოცარი ისტორია, რომელიც აქამდე არ გინახავთ. გააფერადე სამყარო - გადაცემაში "ფერმა", კვირას, 2 ივლისს, 12:45 საათზე
წაკითხვა
ანონსი
25 ივნისს, 12:45 საათზე, "ფერმა"
ფერმა | 21 ივნისი, 2017
72 წლის ქუთაისელი ტარზანის მიერ ციცაბო ფერდობზე გაშენებული ჟოლოს ბაღი, ანუ მეურნეობა მიწის ნაკვეთის გარეშე. უცნაური ამბავი, რომელზეც მთელი ქუთაისი ლაპარაკობს. ანზორ ჭუმბურიძე - ადამიანი, რომელმაც ბევრისთვის წარმოუდგენელ იდეას ხორცი შეასხა. როგორ მრავლდება, რა გარემო პირობები სჭირდება, რით უნდა ვკვებოთ და ვუმკურნალოთ კენკროვან მცენარეებს; რა ღირს რამდენს ისხამს და რით განისაზღვრება ჟოლოს ნაყოფის ხარისხი. ქუთაისური კრეატივი ქართული ჟოლოს წარმოებაში - 25 ივნისს, 12:45 საათზე, "ფერმა"
წაკითხვა
ანონსი
11 ივნისს, 12:45 საათზე, "ფერმა"
ფერმა | 8 ივნისი, 2017
დასეტყვილი ვენახისა და ქართულ მიწაზე საოცრად შეყვარებული ადამიანის ამბავი. გაიგეთ, რას ნიშნავს ბიოდინამიკა და როგორ უნდა დავეხმაროთ დაზიანებულ ვენახს მხოლოდ ბიოლოგიური საშუალებებით. ახალგაზრდა ფერმერის შვეიცარიული გამოცდილება. მცენარესთან და ნიადაგთან ურთიერთობის სრულიად განსხვავებული ფორმები. ცოდნა, რომელიც ყველა მეურნეს უნდა ჰქონდეს. უნიკალური მიდგომები სოფლის მეურნეობაში, რომელიც გარემოს აჯანსაღებს და მოსავალს უფრო ძვირფასს ხდის - 11 ივნისს, 12:45 საათზე, "ფერმა"
წაკითხვა
ანონსი
4 ივნისს, 14:40 საათზე, "ფერმა"
ფერმა | 1 ივნისი, 2017
მუსიკოსი ფერმერი, რომელმაც ბოცვრების კოლექცია მთელი მსოფლიოდან შეაგროვა. ნოტებივით აწყობილი მეურნეობა ქალაქში - საქმე, რომელსაც სიმშვიდე, განტვირთვა და შემოსავალი მოაქვს. რა განსხვავებაა კურდღელსა და ბოცვერს შორის და როგორი პირობები სჭირდება ამ ცხოველს. ნახეთ, როგორი შედეგი მოაქვს შემოქმედებით მიდგომას ნებისმიერ საქმეში და მიიღეთ რჩევები წარმატებული მებოცვრისაგან - კვირას, 4 ივნისს, 14:40 საათზე, "ფერმა"
წაკითხვა
ანონსი
28 მაისს, 12:45 საათზე, "ფერმა"
ფერმა | 25 მაისი, 2017
"ფერმის" მოგზაურობა ევროპაში გრძელდება. გაიგეთ, რატომ ამბობენ უნგრეთში, რომ კარგ ფერმერს ერთი წლის მოსავალი სხვენში უნდა ჰქონდეს შენახული. გაიცანით მესათბურე ქალი, რომელმაც ბიომეურნეობა შემთხვევით დაიწყო და ახლა გიგანტური მარწყვები მოჰყავს. ნახეთ, როგორ ინაწილებენ ფერმერული ოჯახის წევრები საქმეს და სად იყიდება სოფლად წარმოებული უნგრული პროდუქტი. შეხვდით ადამიანს, რომელმაც კოლმეურნეობის პლანტაციები გამოისყიდა და თანასოფლელებთან ერთად, ალუბლის მსხვილი ექსპორტიორი გახდა. ბევრი საინტერესო ამბავი, რომელიც აქამდე არ გინახავთ. ევროპული სოფლის მეურნეობა - ნაწილი მეორე, კვირას, 28 მაისს, 12:45 საათზე, "ფერმა"
წაკითხვა
ანონსი
21 მაისს, 12:45 საათზე, "ფერმა"
ფერმა | 18 მაისი, 2017
"ფერმა" ევროპაში მოგზაურობს. ამბები, რომლებიც აქამდე მხოლოდ გვსმენია, მაგრამ არასდროს გვინახავს. ჩვენთან ერთად ნახეთ, როგორია უნგრეთის სოფლის მეურნეობა. გაიცანით ევროპელი ფერმერები და გაიგეთ, როგორ აღწევენ ისინი წარმატებას. ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ბუდაპეშტი დატოვა და ოჯახთან ერთად, სოფლად ცხოვრობს ევროპული ყველის წარმოებისა და მცირე ბიზნესის წარმატების საიდუმლოს გაგანდობთ. აგრონომების ოჯახი, რომლებიც ერთ საქმეს ემსახურებიან და მათი ტრადიციული კულინარია - კვირას,  21 მაისს, 12:45 საათზე, დიდი ევროპული მოგზაურობა და ბევრი საინტერესო ამბავი გადაცემაში "ფერმა" (ნაწილი პირველი)
წაკითხვა
ანონსი
14 მაისს, 12:45 საათზე, "ფერმა"
ფერმა | 11 მაისი, 2017
თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში. აჭარის აგროსერვისცენტრი, სადაც ადგილობრივ ფერმერებს ხეხილისა და ვაზის მოვლის სრულიად განსხვავებულ ფორმებს სთავაზობენ. როგორ შეიძლება გავუკეთოთ შპალერზე ფორმირება ვაშლს, რატომ არ უნდა გავიტანოთ ბაღიდან სარეველა ბალახი, როგორ დავგეგმოთ საქმიანობა, რომ ის წარმატებულ ბიზნესად იქცეს. ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების უპირატესობები და გამოცდილი აგრონომების რჩევები - კვირას, 14 მაისს, 12:45 საათზე, "ფერმა"
წაკითხვა
ანონსი
7 მაისს, 12:45 საათზე, "ფერმა"
ფერმა | 4 მაისი, 2017
ორი ფერმერი გოგონას არაჩვეულებრივი ამბავი. ქალის შექმნილი წარმატებული მეურნეობა და დამსხვრეული სტერეოტიპი. აგროგანათლება, დროულად განხორციელებული ღონისძიებების შედეგი და წარმატებული ფერმერის რჩევები. მეთხილეობა, მესაქონლეობა, საკვებწარმოება და მეფუტკრეობა ერთ სივრცეში. დები კოდუების სამაგალითო "ფერმა" - 7 მაისს, 12:45 საათზე
წაკითხვა
ანონსი
30 აპრილს, 12:45 საათზე, "ფერმა"
ფერმა | 27 აპრილი, 2017
"ფერმის" ექსპერიმენტი - ოპერატორად ქცეული წამყვანი და ბლიცინტერვიუ სტომატოლოგ ფერმერთან. ამბავი, რომელიც  ფრინველების სიყვარულით დაიწყო და შემოსავლიან ბიზნესად იქცა. ნახეთ როგორ შეიძლება ისწავლო, აკეთო საქმე და საკუთარი ფულით დააფინანსო განათლება. ფერმერი გოგონას ისტორია - 30 აპრილს, 12:45 საათზე, "ფერმა"
წაკითხვა
ანონსი
23 აპრილს, 12:45 საათზე, "ფერმა"
ფერმა | 20 აპრილი, 2017
შერეული მეურნეობა კახეთში და გამოცდილი აგრომენეჯერის რჩევები. ამბები, რომელიც ყველა ფერმერს, ყურძნისა და ღვინის მოყვარულს აინტერესებს. რა სარგებლობა მოაქვს მრავალფეროვან მეურნეობას. ინოვაციური მიდგომები სოფლის მეურნეობაში და ტექნოლოგიები, რომლის გამოყენებითაც შრომა მარტივდება - 23 აპრილს, 12:45 საათზე, "ფერმა"
წაკითხვა
ანონსი
16 აპრილს, 12:45 საათზე, "ფერმა"
ფერმა | 13 აპრილი, 2017
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, რომელიც წინასააღდგომო პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი ხდება. ნახეთ, საიდან მარაგდება საქართველოს ყველა კუთხე კვერცხით და რა გზას გადის ის საწარმოდან ჩვენს სუფრამდე. მეფრინველეობის ფაბრიკის მოწყობის მთავარი წესები და ინფორმაცია, რომელიც ყველა კვერცხის მწარმოებელს უნდა ჰქონდეს - "ფერმის" სააღდგომო გადაცემა, 16 აპრილს, 12:45 საათზე
წაკითხვა
ანონსი
9 აპრილს, 12:45 საათზე, გადაცემაში "ფერმა"
ფერმა | 7 აპრილი, 2017
კოლხური ბზა გადაშენების პირას. ბზის დამწვრობა, ალურა, აზიური ფაროსანა და მერქანზე მონადირე ადამიანი - ოთხი მიზეზი, რის გამოც ბზის კორომების 95 პროცენტი საქართველოში უკვე განადგურდა. სკოლის მოსწავლე, რომელიც კოლხური ბზის გადარჩენისთვის იბრძვის. გაიგეთ, რა მეთოდებით შეიძლება გავამრავლოთ კოლხური ბზა, როგორ დავიცვათ და რა საშუალებებით ვუმკურნალოთ ამ მცენარეს. გავერთიანდეთ ერთი დევიზით - ნუ მოჭრი ბზას, გახდი კოლხური ბზის მცველი - 9 აპრილს, 12:45 საათზე, გადაცემაში "ფერმა"
წაკითხვა
ანონსი
2 აპრილს, 12:45 საათზე, გადაცემაში "ფერმა"
ფერმა | 30 მარტი, 2017
ქალი ფერმერი დიდი ქალაქიდან. სოფლის მეურნეობა თბილისური ცხოვრების პარალელურად. როგორ შეიძლება აკეთო ორი სრულიად განსხვავებული საქმე და მიაღწიო წარმატებას. მესათბურე ირინა ოდიშარიას ისტორია. ამერიკული პომიდვრის - "ბიგ ბიფის" ქართული ამბავი. როგორ ხარობს, რა რაოდენობის ნაყოფს იძლევა ეს მცენარე. გაიცანით თანამედროვე ქალი ფერმერი - 2 აპრილს, 12:45 საათზე, გადაცემაში "ფერმა"
წაკითხვა
ანონსი
26 მარტს, 12:45 საათზე - "ფერმა"
ფერმა | 23 მარტი, 2017
გამოცდილი ფერმერის რჩევები დამწყებ მეკალმახეებს. ყველაფერი, რაც კალმახის ბიზნესის დაწყებამდე უნდა იცოდეთ. როგორ მოვაწყოთ მეურნეობა, რით ვკვებოთ თევზი, როგორ ვუმკურნალოთ და რა ფასად გავყიდოთ. უვნებელი სურსათის მიღების საიდუმლო და წესები, თუ როგორ ვაწარმოოთ ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტი; კაკლის ბაღების გაშენება, ანუ როგორ ინერგება მომავალი - ორი განსხვავებული ფერმა ერთ გადაცემაში - კვირას, 26 მარტს, 12:45 საათზე - "ფერმა"
წაკითხვა
ანონსი
19 მარტს, 12:45 საათზე - "ფერმა"
ფერმა | 13 მარტი, 2017
იმერული ყველის დამზადების ტექნოლოგია და საქმე, რომელმაც სოფლის მოსახლეობას დამატებითი შემოსავალი გაუჩინა. ნახეთ, როგორ შეიქმნა ზესტაფონში რძის გადამამუშავებელი საწარმო საერთაშორისო დონორების დახმარებით. გაიგეთ, რა არის საჭირო გრანტის მოსაპოვებლად და როგორ მართავენ იმერელი ფერმერები თანამედროვე ბიზნესს. ჰიგიენის ნორმები, პროდუქტის შეფუთვის სტანდარტები, ტემპერატურული რეჟიმები და ყველა ის წესი, რომელიც უნდა დავიცვათ უვნებელი სურსათის მისაღებად. ნახეთ, საიდან მარაგდება დასავლეთ საქართველოს რაიონული ცენტრები იმერული ყველით - 19 მარტს, 12:45 საათზე - "ფერმა"
წაკითხვა