საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბე00#თვითმმართველობა 2017სერიალი - სახელმწიფო მდივანი სიყვარულით უპატრონე ქალაქსრანინაილუზიონიმოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადწიგნების თარორეალური სივრცე2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანიხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

პირადი ექიმი - მარი მალაზონია დოკუმენტური სერიალი - დროისა და სივრცის მიღმასერიალი - წინ წარმატებისკენ იტალიური სერიალი - ჩენტო ვეტრინე ნამდვილი დრო

დღის ეთერი

სერიალი - ოფისი ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთენტონი ბურდეინი წინასწარი შეკვეთის გარეშე დოკუმენტური სერიალი - ტოპ გიარიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლოსერიალი - პუარო

სპორტი

ევრობასკეტი 2017 FIFA-ს კონფედერაციის თასიU19 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთშისპორტი პირველი არხის ეთერშისპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზეჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებსპირველი არხის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბა"ოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არქივი ყველასმუსიკა პირველი არხის ეთერშიადამი მედია პრიზითბილისობა
ვიდეოები
გადაცემა
მაღალმთიანი რაჭის ახალი სიცოცხლე - მიტოვებულ სოფელში დაბრუნებული ტყუპი ძმების ამბავი/ ახალი რუბრიკები და აგროგმირები #ფერმაში
ფერმა | 5 ნოემბერი, 2017
✅ მაღალმთიანი რაჭის ახალი სიცოცხლე. ადამიანებისგან მიტოვებულ სოფელში დაბრუნებული ტყუპი ძმების, მირიან და შოთიკო მეტრეველების ამბავი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. ✅ გაიგეთ, რატომ არ უნდა მიატოვოთ მამაპაპისეული მიწა და ნახეთ, როგორ იქცა ერთი დღით „ფერმის“ წამყვანი ფერმერად. ✅ რუბრიკაში „ფერმიდან სუფრამდე“, ნახეთ, რატომ არის აუცილებელი საქონლის იდენტიფიკაცია. ✅ მხატვრის გალესილი ცელი, ანტონ ბალანჩივაძის მოწეული მოსავალი და მზე, რომელიც გარიყულაში სხვანაირად ათბობს;✅ რატომ უნდა ჰქონდეს ქალაქელ კაცს სოფელი - ამ ყველაფერს ნახავთ გადაცემაში - #ფერმა 
წაკითხვა
გადაცემა
#ფერმა მე-8 სეზონს კახეთიდან იწყებს! შემოდგომის ბარაქა - ფიზიკოსი მეღვინის ბიორთველი და ტერუარული ღვინო/ ახალი რუბრიკები და აგროგმირები
ფერმა | 29 ოქტომბერი, 2017
შემოდგომის ბარაქა #ფერმაში.  განახლებული გადაცემა  საინტერესო ამბებითა და ახალი აგროგმირებით. ნახეთ ფიზიკოსი მეღვინის ბიორთველი კახეთში და ტერუარული ღვინო, რომელსაც ახლადგაღვიძებული მიწის სურნელი აქვს, - ერთი დღე ნუკრი ქურდაძის ვენახში.რუბრიკაში „ფერმიდან სუფრამდე" - გაიგეთ, რა პერსპექტივა აქვს საქართველოში ბიომეურნეობების განვითარებას. პირველად „ფერმის" 8-წლიან ისტორიაში, - ნახეთ სასოფლო-სამეურნეო არტი, ანუ ცნობილი ადამიანი აგროამპლუაში. 
წაკითხვა
გადაცემა
#ფერმის მე-7 სეზონი დასრულდა - გასული წლის ყველაზე საინტერესო ამბები!
ფერმა | 16 ივლისი, 2017
• #ფერმის  მეშვიდე სეზონი სრულდება. გასული წლის ყველაზე საინტერესო ამბები. ყველი, პური და ღვინო ერთ გადაცემაში. • ტენილი ყველის დიდოსტატი სამცხე-ჯავახეთში, კიდევ ერთხელ ნახეთ, როგორ ამზადებს გალინა ინასარიძე პროდუქტს, რომელმაც არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიიღო. • ქართული პური და მისი ცხობის ტრადიციები. გაიგეთ, როგორ აცხობდნენ მას ისტორიულ საქართველოში და რა სახე მიიღო პროდუქტმა, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ. • მარანი ქალაქში, მერვე სართულზე და ექიმი მეღვინის დაუჯერებელი იდეა, რომელიც რეალობად იქცა. • „ფერმის“ ახალი რუბრიკა - „არტი-შოკი“, რომელშიც მომავალი სეზონიდან გაიცნობთ ადამიანებს წარმოუდგენელი ისტორიებით. ფერმა/facebook 
წაკითხვა
გადაცემა
გურული ვაზის მივიწყებული ჯიშები/ ფერმერი, რომელიც საკოლექციო ვენახს აშენებს/ ყველაფერი ისტორიული, გურული ღვინის შესახებ
ფერმა | 9 ივლისი, 2017
#ფერმა ➡ გურული ვაზის მივიწყებული ჯიშები. მევენახე ანდრო ვაშალომიძე, რომელიც ოცი წელია კარდაკარ დადის და საკოლექციო ვენახს აშენებს/➡ გაიგეთ ყველაფერი ისტორიული, გურული ღვინის შესახებ და ნახეთ, როგორ ვითარდება ამ რეგიონში მევენახეობა/➡ პატარა ფერმერი ერთი ოცნებით - ჰქონდეს მსოფლიოში საუკეთესო ფერმა. გაიცანით ექვსი წლის ნანუკა და მისი თიკნები - გადაცემაში ფერმა 
წაკითხვა
გადაცემა
#ფერმა - გერმანელი ექიმის აშენებული ისტორიული სახლი/ ორგანული მეურნეობა გრემში - ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ამტკიცებენ, რომ შეუძლებელი არაფერია!
ფერმა | 2 ივლისი, 2017
• გერმანელი ექიმის აშენებული ისტორიული სახლი, სადაც ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ნაწილი ცხოვრობს. • ამბავი, რომელიც ოცი წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. კახეთი, სოფელი გრემი. • ორგანული მეურნეობა ვენახში, მარანში, ხორბლის ყანებში, სათბურში. შესაძლებლობის მიხედვით გადანაწილებული საქმიანობა. • გაიცანით ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ამტკიცებენ, რომ შეუძლებელი არაფერია. • ერთმანეთზე ზრუნვის, სიყვარულისა და თანადგომის საოცარი ისტორია, რომელიც აქამდე არ გინახავთ. • გააფერადე სამყარო - გადაცემაში #ფერმა
წაკითხვა
გადაცემა
ციცაბო ფერდობზე გაშენებული მეურნეობა - ქუთაისური კრეატივი ქართული ჟოლოს წარმოებაში!
ფერმა | 25 ივნისი, 2017
• 72 წლის ქუთაისელი ტარზანის მიერ ციცაბო ფერდობზე გაშენებული ჟოლოს ბაღი, ანუ მეურნეობა მიწის ნაკვეთის გარეშე. • უცნაური ამბავი, რომელზეც მთელი ქუთაისი ლაპარაკობს  - ანზორ ჭუმბურიძე - ადამიანი, რომელმაც ბევრისთვის წარმოუდგენელ იდეას ხორცი შეასხა. • როგორ მრავლდება, რა გარემო პირობები სჭირდება, რით უნდა ვკვებოთ და ვუმკურნალოთ კენკროვან მცენარეებს; • რა ღირს, რამდენს ისხამს და რით განისაზღვრება ჟოლოს ნაყოფის ხარისხი. • ქუთაისური კრეატივი ქართული ჟოლოს წარმოებაში  #ფერმა
წაკითხვა
გადაცემა
#ფერმა: როგორ დავეხმაროთ დასეტყვილ ვენახს/ ახალგაზრდა ფერმერის შვეიცარიული გამოცდილება და უნიკალური მიდგომები სოფლის მეურნეობაში
ფერმა | 11 ივნისი, 2017
➡ დასეტყვილი ვენახისა და ქართულ მიწაზე საოცრად შეყვარებული ადამიანის ამბავი/ ➡ გაიგეთ, რას ნიშნავს ბიოდინამიკა და როგორ უნდა დავეხმაროთ დაზიანებულ ვენახს მხოლოდ ბიოლოგიური საშუალებებით. ➡ ახალგაზრდა ფერმერის შვეიცარიული გამოცდილება. მცენარესთან და ნიადაგთან ურთიერთობის სრულიად განსხვავებული ფორმები. ➡ ცოდნა, რომელიც ყველა მეურნეს უნდა ჰქონდეს. ➡ უნიკალური მიდგომები სოფლის მეურნეობაში, რომელიც გარემოს აჯანსაღებს და მოსავალს უფრო ძვირფასს ხდის   #ფერმა
წაკითხვა
გადაცემა
მუსიკოსი ფერმერი და ნოტებივით აწყობილი მეურნეობა - რჩევები წარმატებული მებოცვრისაგან
ფერმა | 4 ივნისი, 2017
➡ მუსიკოსი ფერმერი, რომელმაც ბოცვრების კოლექცია მთელი მსოფლიოდან შეაგროვა. ➡ ნოტებივით აწყობილი მეურნეობა ქალაქში - საქმე, რომელსაც სიმშვიდე, განტვირთვა და შემოსავალი მოაქვს. ➡ რა განსხვავებაა კურდღელსა და ბოცვერს შორის და როგორი პირობები სჭირდება ამ ცხოველს. ➡ ნახეთ, როგორი შედეგი მოაქვს შემოქმედებით მიდგომას ნებისმიერ საქმეში და მიიღეთ რჩევები წარმატებული მებოცვრისაგან - #ფერმა 
წაკითხვა
გადაცემა
#ფერმის ევროპული მოგზაურობა / ნაწილი მეორე - უნგრეთის სოფლის მეურნეობა
ფერმა | 28 მაისი, 2017
• #ფერმის  მოგზაურობა ევროპაში გრძელდება! გაიგეთ, რატომ ამბობენ უნგრეთში, რომ კარგ ფერმერს ერთი წლის მოსავალი სხვენში უნდა ჰქონდეს შენახული. • გაიცანით მესათბურე ქალი, რომელმაც ბიომეურნეობა შემთხვევით დაიწყო და ახლა გიგანტური მარწყვები მოჰყავს. • ნახეთ, როგორ ინაწილებენ ფერმერული ოჯახის წევრები საქმეს და სად იყიდება სოფლად წარმოებული უნგრული პროდუქტი. • შეხვდით ადამიანს, რომელმაც კოლმეურნეობის პლანტაციები გამოისყიდა და თანასოფლელებთან ერთად, ალუბლის მსხვილი ექსპორტიორი გახდა. • ბევრი საინტერესო ამბავი, რომელიც აქამდე არ გინახავთ. ევროპული სოფლის მეურნეობა - ნაწილი მეორე.
წაკითხვა
გადაცემა
#ფერმის ევროპული მოგზაურობა / ნაწილი პირველი: უნგრეთის სოფლის მეურნეობა - მცირე ბიზნესის წარმატების საიდუმლო
ფერმა | 21 მაისი, 2017
• "ფერმა" ევროპაში მოგზაურობს. • ამბები, რომლებიც აქამდე მხოლოდ გვსმენია, მაგრამ არასდროს გვინახავს. ჩვენთან ერთად ნახეთ, როგორია უნგრეთის სოფლის მეურნეობა. • გაიცანით ევროპელი ფერმერები და გაიგეთ, როგორ აღწევენ ისინი წარმატებას. • ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ბუდაპეშტი დატოვა და ოჯახთან ერთად, სოფლად ცხოვრობს ევროპული ყველის წარმოებისა და მცირე ბიზნესის წარმატების საიდუმლოს გაგანდობთ. • აგრონომების ოჯახი, რომლებიც ერთ საქმეს ემსახურებიან და მათი ტრადიციული კულინარია - დიდი ევროპული მოგზაურობა და ბევრი საინტერესო ამბავი გადაცემაში #ფერმა (ნაწილი პირველი)
წაკითხვა
გადაცემა
#ფერმა - თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში/ აჭარის აგროსერვისცენტრი/ გამოცდილი აგრონომების რჩევები
ფერმა | 14 მაისი, 2017
➡ თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში. ➡ აჭარის აგროსერვისცენტრი, სადაც ადგილობრივ ფერმერებს ხეხილისა და ვაზის მოვლის სრულიად განსხვავებულ ფორმებს სთავაზობენ. ➡ როგორ შეიძლება გავუკეთოთ შპალერზე ფორმირება ვაშლს, რატომ არ უნდა გავიტანოთ ბაღიდან სარეველა ბალახი, როგორ დავგეგმოთ საქმიანობა, რომ ის წარმატებულ ბიზნესად იქცეს. ➡ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების უპირატესობები და გამოცდილი აგრონომების რჩევები - #ფერმა წამყვანი: დემეტრე ერგემლიძე
წაკითხვა
გადაცემა
ორი ფერმერი გოგონას ამბავი - ქალის შექმნილი წარმატებული მეურნეობა და დამსხვრეული სტერეოტიპი
ფერმა | 7 მაისი, 2017
• ორი ფერმერი გოგონას არაჩვეულებრივი ამბავი. • ქალის შექმნილი წარმატებული მეურნეობა და დამსხვრეული სტერეოტიპი. • აგროგანათლება, დროულად განხორციელებული ღონისძიებების შედეგი და წარმატებული ფერმერის რჩევები. • მეთხილეობა, მესაქონლეობა, საკვებწარმოება და მეფუტკრეობა ერთ სივრცეში. • დები კოდუების სამაგალითო #ფერმა.
წაკითხვა
გადაცემა
შემოსავლიანი ბიზნესი, რომელიც ფრინველების სიყვარულით დაიწყო - ფერმერი გოგონას ისტორია
ფერმა | 30 აპრილი, 2017
#ფერმის ექსპერიმენტი - ოპერატორად ქცეული წამყვანი და ბლიცინტერვიუ სტომატოლოგ ფერმერთან.  ამბავი, რომელიც  ფრინველების სიყვარულით დაიწყო და შემოსავლიან ბიზნესად იქცა. ნახეთ, როგორ შეიძლება ისწავლო, აკეთო საქმე და საკუთარი ფულით დააფინანსო განათლება. ფერმერი გოგონას ისტორია - ფერმაში.
წაკითხვა
გადაცემა
შერეული მეურნეობა კახეთში და გამოცდილი აგრომენეჯერის რჩევები - ინოვაციური მიდგომები და ტექნოლოგიები #ფერმაში
ფერმა | 23 აპრილი, 2017
• შერეული მეურნეობა კახეთში და გამოცდილი აგრო მენეჯერის რჩევები. • ამბები, რომელიც ყველა ფერმერს, ყურძნისა და ღვინის მოყვარულს აინტერესებს. • რა სარგებლობა მოაქვს მრავალფეროვან მეურნეობას. • ინოვაციური მიდგომები სოფლის მეურნეობაში და ტექნოლოგიები, რომლის გამოყენებითაც შრომა მარტივდება. #ფერმა წამყვანი: დემეტრე ერგემლიძე.
წაკითხვა
გადაცემა
#ფერმის სააღდგომო გადაცემა - კვერცხის წარმოების პროცესი საქართველოში/ მეფრინველეობის ფაბრიკის მოწყობის წესები
ფერმა | 16 აპრილი, 2017
• სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, რომელიც წინასააღდგომო პერიოდში ყველაზე მოთხოვნადია. • საიდან მარაგდება საქართველოს ყველა კუთხე კვერცხით და რა გზას გადის ის საწარმოდან ჩვენს სუფრამდე. • მეფრინველეობის ფაბრიკის მოწყობის მთავარი წესები და ინფორმაცია, რომელიც ყველა კვერცხის მწარმოებელს უნდა ჰქონდეს - #ფერმის სააღდგომო გადაცემა - კვერცხის წარმოების პროცესი საქართველოში. 
წაკითხვა
გადაცემა
კოლხური ბზა გადაშენების პირას/ სკოლის მოსწავლე, რომელიც მცენარის გადარჩენისთვის იბრძვის
ფერმა | 9 აპრილი, 2017
• კოლხური ბზა გადაშენების პირას. ბზის დამწვრობა, ალურა, აზიური ფაროსანა და მერქანზე მონადირე ადამიანი - ოთხი მიზეზი, რის გამოც ბზის კორომების 95 პროცენტი საქართველოში უკვე განადგურდა. • სკოლის მოსწავლე, რომელიც კოლხური ბზის გადარჩენისთვის იბრძვის. • გაიგეთ, რა მეთოდებით შეიძლება გავამრავლოთ კოლხური ბზა, როგორ დავიცვათ და რა საშუალებებით ვუმკურნალოთ ამ მცენარეს. • გავერთიანდეთ ერთი დევიზით - ნუ მოჭრი ბზას, გახდი კოლხური ბზის მცველი! 
წაკითხვა
გადაცემა
ამერიკული პომიდვრის "ბიგ ბიფის" ქართული ამბავი - ქალი ფერმერის წარმატების ისტორია
ფერმა | 2 აპრილი, 2017
ქალი ფერმერი დიდი ქალაქიდან. სოფლის მეურნეობა თბილისური ცხოვრების პარალელურად. როგორ შეიძლება აკეთო ორი სრულიად განსხვავებული საქმე და მიაღწიო წარმატებას. მესათბურე ირინა ოდიშარიას ისტორია. ამერიკული პომიდვრის - "ბიგ ბიფის" ქართული ამბავი. როგორ ხარობს, რა რაოდენობის ნაყოფს იძლევა ეს მცენარე. გაიცანით თანამედროვე ქალი ფერმერი.წამყვანი: დემეტრე ერგემლიძე.
წაკითხვა
გადაცემა
კალმახის ბიზნესი - როგორ მოვაწყოთ მეურნეობა/ გამოცდილი ფერმერის რჩევები დამწყებ მეკალმახეებს
ფერმა | 26 მარტი, 2017
• გამოცდილი ფერმერის რჩევები დამწყებ მეკალმახეებს. • ყველაფერი, რაც კალმახის ბიზნესის დაწყებამდე უნდა იცოდეთ. • როგორ მოვაწყოთ მეურნეობა, რით ვკვებოთ თევზი, როგორ ვუმკურნალოთ და რა ფასად გავყიდოთ. • უვნებელი სურსათის მიღების საიდუმლო და წესები, თუ როგორ ვაწარმოოთ ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტი;• კაკლის ბაღების გაშენება, ანუ როგორ ინერგება მომავალი - ორი განსხვავებული ფერმა ერთ გადაცემაში 
წაკითხვა
გადაცემა
იმერული ყველის დამზადების ტექნოლოგია და რძის გადამამუშავებელი საწარმო ზესტაფონში/ რა არის საჭირო გრანტის მოსაპოვებლად და როგორ ვმართოთ ბიზნესი
ფერმა | 19 მარტი, 2017
• იმერული ყველის დამზადების ტექნოლოგია და საქმე, რომელმაც სოფლის მოსახლეობას დამატებითი შემოსავალი გაუჩინა. • როგორ შეიქმნა ზესტაფონში რძის გადამამუშავებელი საწარმო საერთაშორისო დონორების დახმარებით. • რა არის საჭირო გრანტის მოსაპოვებლად და როგორ მართავენ იმერელი ფერმერები თანამედროვე ბიზნესს. • ჰიგიენის ნორმები, პროდუქტის შეფუთვის სტანდარტები, ტემპერატურული რეჟიმები და ყველა ის წესი, რომელიც უნდა დავიცვათ უვნებელი სურსათის მისაღებად. • ნახეთ, საიდან მარაგდება დასავლეთ საქართველოს რაიონული ცენტრები იმერული ყველით.
წაკითხვა
გადაცემა
თანამედროვე სათბური და მეურნეობა წყალზე - ჰოლანდიური ტექნოლოგიები სამტრედიაში
ფერმა | 12 მარტი, 2017
• თანამედროვე სათბური და მეურნეობა წყალზე, ანუ ჰოლანდიური ტექნოლოგიები სამტრედიაში. • სალათის ფოთლების მოყვანის სრულიად განსხვავებული და ახალი მეთოდი. • ნახეთ, რით განსხვავდება აუზში გაზრდილი მცენარე მიწაზე მოყვანილი მოსავლისაგან. • ხელოვნური განათება, ხელოვნური წვიმა და ჭკვიანი კომპიუტერი, რომელიც მცენარეს განვითარებისათვის საჭირო გარემოს უქმნის. • ევროპული ინვესტიცია საქართველოში და პროდუქტი, რომლითაც მთელი ქვეყანა მარაგდება. • ნახეთ, როგორია მომავლის ტექნოლოგიები და გაიგეთ, როგორ მოვაწყოთ თანამედროვე სათბური. 
წაკითხვა