საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბე00#თვითმმართველობა 2017სერიალი - სახელმწიფო მდივანი სიყვარულით უპატრონე ქალაქსრანინაილუზიონიმოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადწიგნების თარორეალური სივრცე2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანიხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

პირადი ექიმი - მარი მალაზონია დოკუმენტური სერიალი - დროისა და სივრცის მიღმასერიალი - წინ წარმატებისკენ იტალიური სერიალი - ჩენტო ვეტრინე ნამდვილი დრო

დღის ეთერი

სერიალი - ოფისი ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთენტონი ბურდეინი წინასწარი შეკვეთის გარეშე დოკუმენტური სერიალი - ტოპ გიარიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლოსერიალი - პუარო

სპორტი

ევრობასკეტი 2017 FIFA-ს კონფედერაციის თასიU19 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთშისპორტი პირველი არხის ეთერშისპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზეჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებსპირველი არხის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბა"ოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არქივი ყველასმუსიკა პირველი არხის ეთერშიადამი მედია პრიზითბილისობა
ვიდეოები
იამზე ხასაია - "9 წელია ავტობუსში 8 სული ვცხოვრობთ"
რეალური სივრცე | 4 ნოემბერი, 2013
"დღეში სამჯერ ვიძახებ სასწრაფოს. ეგენი რომ არა, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი... ბევრს მივმართე , მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ მოსულა".
წაკითხვა
ნიკოლოზ ლეგაშვილი - "თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს თავშესაფრით უსახლკარო მოქალაქეები"
რეალური სივრცე | 4 ნოემბერი, 2013
"ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს თავშესაფრით უსახლკარო მოქალაქეები. მაგრამ სამწუხაროდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ცალკეულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ წარმოებასაც არ იწყებენ".
წაკითხვა
უსახლკაროთა პრობლემები
რეალური სივრცე | 2 ნოემბერი, 2013
კარავი, რომელმაც გაყინვას ათობით ადამიანი გადაარჩინა; ელზა ბებო, რომელიც თავის ვეტერან შვილთან ერთად სარდაფში ცხოვრობს; ავტობუსი, რომელიც შვიდსულიანი ოჯახის თავშესაფარია და ის ადამიანები, რომლებიც ღამეს ვაგზალზე ათენებენ. "რეალური სივრცე" უსახლკაროებს უთმობს ეთერს.    სტუმრები: ნიკოლოზ ლეგაშვილი - "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი; ვალერი ჩიტაია - უსახლკარო; იამზე ხასაია - უსახლკარო; გიორგი მამრიკიშვილი - სოციალური მომსახურების და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე;ია ბახტაძე - ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი; გიორგი კაკაჩია - სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი; ელენე მახნიაშვილი - უსახლკარო; ქეთი კრაწაშვილი - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი; ირაკლი ვაჭარაძე - "იდენტობის" ხელმძღვანელი; პაატა ბელქაძე - სახალხო დამცველის მოადგილე; ალექსანდრე კიკვაძე - უსახლკარო.
წაკითხვა
"გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა" - სიუჟეტი ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოზე
რეალური სივრცე | 31 ოქტომბერი, 2013
წაკითხვა
თიკო ცომაია - "ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არის ადამიანების და არა შენობების შესახებ"
რეალური სივრცე | 31 ოქტომბერი, 2013
"ყველაზე კარგად ამ პრობლემის შესახებ თვითონ პაციენტებმა და მათმა მშობლემა იციან და რეფორმის ავტორები პირველ რიგში მათგან უნდა იღებდნენ კონსულტაციას." "ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები დისკრიმინირებულები არიან"
წაკითხვა
ღვთისო, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, იხსენებს დისკრიმინაციის ფაქტებს მის წინააღმდეგ.
რეალური სივრცე | 31 ოქტომბერი, 2013
წაკითხვა
ოლგა კალინა - "რა დააშავეს იმ პაციენტებმა, რომლებიც უბრალოდ, რეგიონში ცხოვრობენ"
რეალური სივრცე | 30 ოქტომბერი, 2013
"არ არსებობს ერთიანი სტანდარტი. ჩემთვის მიუღებელი მიდგომაა, როდესაც თბილისში, საავადმყოფოში არის ყველაფერი გარემონტებული, როცა პაციენტები იღებენ შესაბამის სერვისს, როცა არის მულტიდისციპლინარული ჯგუფი, გათბობა სათანადო და ამავდროულად ვხედავთ, რა ხდება რეგიონებში". "უნდა შემუშავდეს ერთიანი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც მოხდება შემდგომში შეფასება".
წაკითხვა
ავთო ვანაძე - "უნდა მოხდეს სტაციონარებიდან პაციენტების გასვლა საზოგადოებაში და მათი ინტეგრირება"
რეალური სივრცე | 30 ოქტომბერი, 2013
"ვერ წარმოიდგენთ ჩემს ტკივილს, როცა გავწერთ რემისიაში მყოფ პაციენტს და 7-8 დღის შემდეგ მოჰყავთ ის წივილ-კივილით, პატრულის მანქანებით, მძიმე მდგომარეობაში და პაციენტი გვიყვება საოცრებებს, როგორ ექცეოდნენ მას გარეთ".
წაკითხვა
რამაზ მუჯირიშვილი - "გიჟი ფსიქიკური პრობლემის ადამიანია, მაგრამ ფსიქიკური პრობლემების მქონე ყველა ადამიანი გიჟი არ არის"
რეალური სივრცე | 30 ოქტომბერი, 2013
"ჩვენც იგივე პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენი ოჯახის, ქვეყნის, ერის და ეკლესიის წინაშე, როგორც თქვენ და გთხოვთ, რომ ნუ გაგვრიყავთ".
წაკითხვა
ნათელა ბახტაძე - "რომ გამოვიდა მითხრა: დედა, ჩათვალე, რომ შენ ჩემზე აბორტი გაიკეთე"
რეალური სივრცე | 29 ოქტომბერი, 2013
"დღემდე ყურებში მიდგას მისი საყვედური, როცა პირველად დავაწვინე საავადმყოფოში. რომ გამოვიდა მითხრა: დედა, ჩათვალე, რომ შენ ჩემზე აბორტი გაიკეთე; მე საზოგადოება არ მიმიღებს, მე სტატუსი არ მაქვს".
წაკითხვა
რამაზ მუჯირიშვილი - "რეაბილიტაციის ცენტრმა მომცა ის, რომ მივიღე ინფორმაცია დაავადებაზე"
რეალური სივრცე | 29 ოქტომბერი, 2013
"პრობლემა ის კი არ არის, რომ შენ გაქვს უძილობა, დეპრესია, რაღაც გადახრები, პრობლემაა შენ როგორ მიუდგები ამ საკითხს". "ფსიქიკური პრობლემების მოგვარების უნიკალური საშუალება არის, ცხოვრების ნირის შეცვლა".
წაკითხვა
მანანა შარაშიძე - "ჩვენ უნდა დავიწყოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით"
რეალური სივრცე | 29 ოქტომბერი, 2013
"როცა საზოგადოება მოთხოვნებს არ აყენებს, ხელისუფლებაც არაფერს არ აკეთებს". "ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა გვეხება ყველას. მე ვფიქრობ, რომ ხსნა არის იმაში, რომ სამოქალაქო სექტორი გაძლიერდეს, საზოგადოებრივი ინსტიტუტები გაძლიერდეს, რომლებიც ხელისუფლებას მოსთხოვს მთელ რიგ რეფორმებს".
წაკითხვა
ავთო ვანაძე - " რეფორმა დავინახე მხოლოდ იმით, რომ ნანგრევებად აქციეს ასათიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო"
რეალური სივრცე | 29 ოქტომბერი, 2013
"ფსიქიატრიის სფეროს რეფორმა უნდა იყოს კომპლექსური და უნდა მოიცავდეს როგორც პირველად ისე სტაციონალურ რეფორმას, უნდა განვითარდეს პირველადი ჯანდაცვა".
წაკითხვა
მარიკა გესლაიძე - "ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ცუდია, ვერ ვიტყვი რომ მე აკრძალული მაქვს სწავლა"
რეალური სივრცე | 29 ოქტომბერი, 2013
"ახლობელმა მითხრა, სადაც შენი მისვლა არ უნდათ, სადაც შენი თავი არ უხარიათ, გინდა ჯანმრთელი იყო, გინდა არაჯანმრთელი, ნუ შეაწუხებ, პრობლემას ნუ შეუქმნი".
წაკითხვა
"გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა"
რეალური სივრცე | 26 ოქტომბერი, 2013
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ყოველ მეოთხე ადამიანს აწუხებს, მეოთხე ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს."გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა" - ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები, მათი მშობლები და სპეციალისტები ერთად მსჯელობენ როგორ უნდა განვითარდეს ფსიქიატრიის სფერო ჩვენს ქვეყანაში.გადაცემის მთავარი სტუმრები: მანანა შარაშიძე - საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე;რამაზ მუჯირიშვილი - ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ბენეფიციარი;მარინე კურატაშვილი - საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობოს კოალიციის აღმასრულებელი დირექტორი;გიორგი გელეიშვილი - საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე;მალხაზ ბედოშვილი - ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების ბენეფიციარი;ოლგა კალინა - კავშირის "თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის” თანამშრომელი;ნათელა ბახტაძე - მშობელი;მარიამ ჯაში - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;სოფო მორგოშია - ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი;თიკო ცომაია - საქართველოს საზოგადობრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი, აქტივისტი;ავთო ვანაძე - ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორი;ნანა აღაპიშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია "ნდობის" ხელმძღვანელი.
წაკითხვა
თავისუფლების 45 დღე, ამნისტიის შემდეგ
რეალური სივრცე | 26 ოქტომბერი, 2013
ვალერიმ ციხეში 13 წელი გაატარა, 16 აგვისტოს ამნისტია შეეხო და გარეთ გამოვიდა, ყველას მკვდარი ეგონა, სახლი, რომელშიც ცხოვრობდა გაყიდული დახვდა, მეზობლებმა უთხრეს რომ მამამისი რამდენიმე წლის წინ დაიღუპა, არ დაიჯერა და გადაწყვიტა მამა მოეძებნა, მაგრამ თავისუფლების 45-ე დღეს ისევ ციხეში დაბრუნდა. ცხოვრება ამნისტიის შემდეგ - "რეალური სივრცეში"
წაკითხვა
ციხიდან ქუჩაში, ამნისტიის შემდეგ
რეალური სივრცე | 26 ოქტომბერი, 2013
მაქს შულგატი ყოფილი პატიმარია, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან პროტესტის ნიშნად თავი დემონსტრაციულად დაიჭედა, დღეს ის უსახლკაროა და ღამეებს დიდუბის ავტოსადგომზე ათენებს. 
წაკითხვა
ანონსი
"გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა" რეალურ სივრცეში
რეალური სივრცე | 24 ოქტომბერი, 2013
შაბათს, 26 ოქტომბერს საღამოს 9 საათზე რეალური სივრცის პირდაპირ ეთერში ნახეთ ცხოვრება ადამიანებისა, რომელიც ჩვენ შორის, ჩვენ მიღმა ცხოვრობენ.
წაკითხვა
ნინო ელიზბარაშვილი - "სახელმწიფო არ არის მზად ყოფილ პატიმართა დასახვედრად"
რეალური სივრცე | 23 ოქტომბერი, 2013
ნინო ელიზბარაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალი და ბიზნესის" ხელმძღვანელი."საკმაოდ მცირე რესურსების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია იმ სოციალური საკითხების გადაწყვეტა, რომელსაც პატიმრები აწყდებიან."
წაკითხვა
მაქს შულგატი - "ციხიდან რომ გამოვედი წამლის ფულიც არ მქონდა"
რეალური სივრცე | 23 ოქტომბერი, 2013
"ელემენტარულად ოჯახს არ გააჩნდა წამლის საყიდელი ფულიც კი". "დასუფთავების სამსახურში მუშაობა ჩემს პირად ღირსებას ლახავს. ჩემთვის მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ცოცხების ეპოქა დამთავრდა". 
წაკითხვა