საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბე00#თვითმმართველობა 2017სერიალი - სახელმწიფო მდივანი სიყვარულით უპატრონე ქალაქსრანინაილუზიონიმოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადწიგნების თარორეალური სივრცე2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანიხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

პირადი ექიმი - მარი მალაზონია დოკუმენტური სერიალი - დროისა და სივრცის მიღმასერიალი - წინ წარმატებისკენ იტალიური სერიალი - ჩენტო ვეტრინე ნამდვილი დრო

დღის ეთერი

სერიალი - ოფისი ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთენტონი ბურდეინი წინასწარი შეკვეთის გარეშე დოკუმენტური სერიალი - ტოპ გიარიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლოსერიალი - პუარო

სპორტი

ევრობასკეტი 2017 FIFA-ს კონფედერაციის თასიU19 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთშისპორტი პირველი არხის ეთერშისპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზეჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებსპირველი არხის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბა"ოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არქივი ყველასმუსიკა პირველი არხის ეთერშიადამი მედია პრიზითბილისობა
ვიდეოები
ანონსი
30 ოქტომბერს, 22:00 საათზე - „ხანძრების მბრძანებელი - სახიფათო პროგნოზი, რომელიც უნდა იცოდე!“- „გამომძიებელი რეპორტიორის" ფილმი პირველ არხზე
გამომძიებელი რეპორტიორი | 30 ოქტომბერი, 2017
ზაფხულის ხანძრების საიდუმლო - სად მიდის დივერსიის კვალი საქართველოს ტყეებიდან. ხელისუფლების, ტყის მაგნატთა და შეუსრულებელი კანონების გარიგება საქართველოს ბუნების წინააღმდეგ. სახიფათო პროგნოზი - ახალი შეტყობინებები საერთაშორისო დამკვირვებლებისგან და საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც არ სრულდება. „გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ აღმოჩენილი ახალი ხანძარსაშიში ფაქტები ყველა სახელმწიფო სტრუქტურისა და მოქალაქის საყურადღებოდ - ორშაბათს, 30 ოქტომბერს, 22:00 საათზე - „ხანძრების მბრძანებელი - სახიფათო პროგნოზი, რომელიც უნდა იცოდე!“
წაკითხვა
ანონსი
#გამომძიებელი #რეპორტიორი - „ფინანსური პირამიდა - ტესტი ფინანსური ხელისუფლებისთვის"
გამომძიებელი რეპორტიორი | 28 ივლისი, 2017
კანცელარიის წინ შეკრებილი ათასობით დაზარალებული ხელისუფლების პასუხს ელოდება. სასამართლო ისმენს ეროვნული ბანკის ხარვეზების დამადასტურებელ ინფორმაციას. სახელდებიან ეროვნული ბანკის მაღალჩინოსნები, რომლებსაც მოწმეები კომპანიასთან გარიგებაში სდებენ ბრალს. პარლამენტი მუშაობს ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის წილის დასადგენად. ყველა ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ გამოსულა პარლამენტის კულუარებიდან - ნახეთ „გამომძიებელი რეპორტიორი" საზოგადოებრივის ონლაინ პლატფორმებზე -  „ფინანსური პირამიდა - ტესტი ფინანსური ხელისუფლებისთვის" 
წაკითხვა
ანონსი
10 ივლისს, 22:30 საათზე - „ეძებე სიცოცხლე გარდაცვალების ისტორიებში", „გამომძიებელი რეპორტიორის" ფილმი პირველ საზოგადოებრივზე
გამომძიებელი რეპორტიორი | 7 ივლისი, 2017
სამი პაციენტის სიკვდილის ისტორია. „გამომძიებელი რეპორტიორის" ობიექტივში მოქცეული სამი პრესტიჟული კლინიკა. სკანდალური აღმოჩენა „ლანცეტის" საქმეში და ესპანეთის კლინიკიდან მიღებული სამედიცინო დასკვნა ქართული კლინიკის წინააღმდეგ. კომაში გაზრდილი სამი წლის ბავშვის გამო, იაშვილის კლინიკის წინააღმდეგ წამოწყებული სამართლებრივი დავა. სიკვდილი „ჯო ენში", ერთი პაციენტის გარდაცვალებამ კლინიკის განაწესი შეცვალა. გარდაცვლილთა პალატებიდან გამოტანილი გაუხმაურებელი ფაქტები - ორშაბათს, 10 ივლისს, 22:30 საათზე, „გამომძიებელი რეპორტიორი" სატელევიზიო სეზონს ხურავს ფილმით „ეძებე სიცოცხლე გარდაცვალების ისტორიებში", პირველ საზოგადოებრივზე.
წაკითხვა
ანონსი
"მორგიდან ამოსული ბავშვები" - 5 ივნისს, 21:30 საათზე, "გამომძიებელი რეპორტიორი" მეორე საზოგადოებრივზე
გამომძიებელი რეპორტიორი | 1 ივნისი, 2017
საუკუნის კრიმინალური საქმე. სასტიკი მკვლელობა კანიბალიზმის ნიშნებით. რას მალავენ ბრალდებულები და რა მოხდა ყოჩიაშვილების სახლში მკვლელობამდე. ვინ შვა მათი სისასტიკე. რა გზა გაიარა ბექა შენგელიამ ციხიდან უმართავ თავისუფლებამდე. როგორ იქცა თოქ-შოუების გმირად ბიჭი, რომელიც სისასტიკის პროპაგანდას ეწეოდა. რამდენად წონადია მძიმე ბრალდებების საპირწონედ არსებული მტკიცებულებები. "გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ აღმოჩენილი გარემოებები. ფაქტები, რომლებიც აქამდე არ გახმაურებულა და მკვლელობის სავარაუდო მონაწილეთა ახალი სახელები - 5 ივნისს, 21:30 საათზე, მეორე საზოგადოებრივზე "გამომძიებელი რეპორტიორის" ფილმი - "მორგიდან ამოსული ბავშვები"
წაკითხვა
ანონსი
"მორგიდან ამოსული ბავშვები" - 29 მაისს, 22:30 საათზე, "გამომძიებელი რეპორტიორი" პირველ საზოგადოებრივზე
გამომძიებელი რეპორტიორი | 25 მაისი, 2017
საუკუნის კრიმინალური საქმე. სასტიკი მკვლელობა კანიბალიზმის ნიშნებით. რას მალავენ ბრალდებულები და რა მოხდა ყოჩიაშვილების სახლში მკვლელობამდე. ვინ შვა მათი სისასტიკე. რა გზა გაიარა ბექა შენგელიამ ციხიდან უმართავ თავისუფლებამდე. როგორ იქცა თოქ-შოუების გმირად ბიჭი, რომელიც სისასტიკის პროპაგანდას ეწეოდა. რამდენად წონადია მძიმე ბრალდებების საპირწონედ არსებული მტკიცებულებები. "გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ აღმოჩენილი გარემოებები. ფაქტები, რომლებიც აქამდე არ გახმაურებულა და მკვლელობის სავარაუდო მონაწილეთა ახალი სახელები - 29 მაისს, 22:30 საათზე, პირველ საზოგადოებრივზე "გამომძიებელი რეპორტიორის" ფილმი - "მორგიდან ამოსული ბავშვები"
წაკითხვა
ანონსი
"სხვა შტორმი ბათუმში" - 24 აპრილს, 22:30 საათზე, "გამომძიებელი რეპორტიორი" პირველ საზოგადოებრივზე
გამომძიებელი რეპორტიორი | 21 აპრილი, 2017
სასტიკი მარტი ბათუმში. უპრეცედენტო პროტესტი, რომლის სამიზნედ სახელმწიფოს უსაფრთხოება იკვეთება. ბათუმის აქციის შორს მიმავალი პარალელები. აჭარის საპატრულოს უფროსის კაბინეტში მომხდარი უცნაური ამბავი. ვის ინტერესებს დაუპირისპირდა ახალი ხელმძღვანელი და ვისი სახეები ამოიცნეს თვითმხილველებმა აქციაზე, ქვებით შეიარაღებულ ნიღბიანებს შორის. ბრალდების რიტორიკა და ერთ ადგილას გაყინული ძიების საქმე. რატომ არ არის დაკითხული აქციის ორგანიზებაში მოწმეთა მიერ შემჩნეული არცერთი პირი - ორშაბათს, 24 აპრილს, 22:30 საათზე, "გამომძიებელი რეპორტიორი" ბათუმის აქციის უცნობი დეტალებით, ფილმში "სხვა შტორმი ბათუმში", პირველ საზოგადოებრივზე
წაკითხვა
ანონსი
"თბილისი საწვავის ბიზნესის მძევალი" - 30 იანვარს, 22:30 საათზე, პირველ საზოგადოებრივზე
გამომძიებელი რეპორტიორი | 28 იანვარი, 2017
როგორ ამახინჯებენ ავტოგასამართი და აირგასამართი სადგურები ქალაქის იერსახესა და ეკოლოგიას. რა რისკებს შეიცავს ჩვენს სახლებთან, სკვერებთან, საავადმყოფოებთან, ზედ წყლისა და კანალიზაციის მილებზე დაშენებული საწვავის სადგურები. საფრთხე, რომელსაც არ სძინავს ქალაქში. თბილისის რუკებზე დატანებული მსხვილი კანონდარღვევები მსხვილი ბრენდებისთვის. სფერო, რომელსაც არ აკონტროლებს არცერთი სახელმწიფო უწყება. "გამომძიებელი რეპორტიორის" ინიციატივით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის საგანგაშო შედეგი, რომელიც პირველად გახდება ცნობილი "გამომძიებელი რეპორტიორის" ფილმში "თბილისი საწვავის ბიზნესის მძევალი" -  30 იანვარს, 22:30 საათზე
წაკითხვა
ანონსი
"ძარცვა საქართველოს სახელით" - 19 დეკემბერს, 22:30 საათზე, პირველ საზოგადოებრივზე
გამომძიებელი რეპორტიორი | 16 დეკემბერი, 2016
საფინანსო კომპანია, რომელმაც ცხრა წლის განმავლობაში შეძლო სახელმწიფო უწყებების, სამართალდამცავების, რიგითი მოქალაქეების მოტყუება. რატომ არ იცავდა მოქალაქეთა უფლებებს თვითონ ეროვნული ბანკი, რომელიც წლების განმავლობაში ფინანსურ პოლიციას ამ კომპანიის დანაშაულის დამტკიცებას თხოვდა. კომპანიის დამფუძნებლის დანაშაულის კვალი, რომელსაც "გამომძიებელმა რეპორტიორმა" რუსეთის ფედერაციაში მიაგნო. ეროვნული ბანკის მიერ შეუსრულებელი კანონები და ათასობით გაძარცვული ადამიანის პროტესტი. ფაქტები, რომლებიც გეტვიან სიმართლეს - ნახეთ "გამომძიებელი რეპორტიორის" ფილმი "ძარცვა საქართველოს სახელით!" - 19 დეკემბერს, 22:30 საათზე, პირველ საზოგადოებრივზე
წაკითხვა
ანონსი
"ციხის ქორო: ველით დაპირებულ სამართალს" - 7 ნოემბერს, 22:30 საათზე, პირველ არხზე
გამომძიებელი რეპორტიორი | 4 ნოემბერი, 2016
სამართლიანობის სახელით მოსული ხელისუფლების პასუხს ათასობით ადამიანი ელის. ის მათ შორის არის, ვინც ოთხი წელია, ძველი განაჩენებით დგანან პროკურატურის კართან. ერთი საქმის ისტორია, რომელიც ამტკიცებს, რომ წამებასა და ძალადობაზე მდგარი განაჩენები ისევ ძალაში რჩება. "გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ აღმოჩენილი ახალი გარემოებები, წამების ფაქტები, ცრუ მოწმეების აღსარებები.ორშაბათს, 7 ნოემბერს, 22:30 საათზე, პირველ არხზე - "გამომძიებელი რეპორტიორის" ახალი ფილმი "ციხის ქორო: ველით დაპირებულ სამართალს".
წაკითხვა
ანონსი
„რა დაიმალა მაგდა პაპიძის საქმეში" - 26 სექტემბერს, 22:30 საათზე, პირველ არხზე
გამომძიებელი რეპორტიორი | 22 სექტემბერი, 2016
უპრეცედენტო დანაშაული. 5 წლის შვილისა და მეუღლის მკვლელობისათვის გამოტანილი განაჩენი და დამნაშავედ ცნობილი დედა, რომელიც ბრალს არ აღიარებს. მკვლელობის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებები, რომელიც აქამდე არ გახმაურებულა და ვერსიები, რომლებზეც არ უმუშავია გამოძიებას. მაგდა პაპიძის საქმეში დატოვებული ცარიელი ფურცელი, უპასუხო კითხვები და მომავლისთვის დარჩენილი ეჭვები. „გამომძიებელი რეპორტიორის" ფილმი „რა დაიმალა მაგდა პაპიძის საქმეში" - 26 სექტემბერს, 22:30 საათზე, პირველი არხის ეთერში
წაკითხვა
ანონსი
„სახიფათო თამაშები ვერესთან გრძელდება“ - 10 ივნისს, 21:00 საათზე, პირველ არხზე
გამომძიებელი რეპორტიორი | 9 ივნისი, 2016
თბილისის თავზე მეწყერი იღვიძებს. წყნეთი-ახალდაბის გზაზე, ერთი წლის წინ დამეწყრილი მთა დაშლას აგრძელებს და ვერეს ხეობისკენ მიემართება. რატომ არ არის დასრულებული ხეობის დამცავი ნაგებობების პროექტი, რატომ არ იგეგმება ვერეს გვირაბებისგან გათავისუფლება და ჭალაში გაჭრილი ჩქაროსნული გზის ესტაკადაზე გადატანა. ხეობის განაშენიანების ბიზნესინტერესებს სამშენებლო კომპანიები არ თმობენ. რა ასწავლა ქვეყანას 2015 წლის ივნისის ტრაგედიამ?  10 ივნისს, 21:00 საათზე, პირველ არხზე, „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმი - „სახიფათო თამაშები ვერესთან გრძელდება“
წაკითხვა
ანონსი
16 მაისს, 21:30 საათზე, მეორე არხზე - „არ გააბრაზო პოლიციელი - ესე იგი ვენდეტა“
გამომძიებელი რეპორტიორი | 11 მაისი, 2016
დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც ისევ კანონზე მაღლა აყენებს პოლიციელს. რატომ არ შეაფასა გამოძიებამ პოლიციელ მაისურაძის მიერ პირადი კონფლიქტის დროს, სამსახურებრივი იარაღით ჩადენილი ქმედება. რატომ დაიდო თემიდას სასწორზე მხოლოდ რიგითი მოქალაქის საქმე. საზოგადოებაში სახიფათო კითხვები მწიფდება. იქცევა თუ არა, ნაჭყებიას საქმე სისტემის ტესტად. პარასკევს, 16 მაისს, 21:30 საათზე, მეორე არხზე, „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმი - „არ გააბრაზო პოლიციელი - ესე იგი ვენდეტა“
წაკითხვა
ანონსი
13 მაისს, 21:10 საათზე, პირველ არხზე - „არ გააბრაზო პოლიციელი - ესე იგი ვენდეტა“
გამომძიებელი რეპორტიორი | 11 მაისი, 2016
დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც ისევ კანონზე მაღლა აყენებს პოლიციელს. რატომ არ შეაფასა გამოძიებამ პოლიციელ მაისურაძის მიერ პირადი კონფლიქტის დროს, სამსახურებრივი იარაღით ჩადენილი ქმედება. რატომ დაიდო თემიდას სასწორზე მხოლოდ რიგითი მოქალაქის საქმე. საზოგადოებაში სახიფათო კითხვები მწიფდება. იქცევა თუ არა, ნაჭყებიას საქმე სისტემის ტესტად. პარასკევს,13 მაისს, 21:10 საათზე, პირველ არხზე, „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმი - „არ გააბრაზო პოლიციელი - ესე იგი ვენდეტა“.
წაკითხვა
ანონსი
7 დეკემბერს, 23:00 საათზე, პირველი არხის ეთერში, "საზოგადოებრივი მაუწყებელი - თვითლუსტრაცია უნდა დაიწყოს“
გამომძიებელი რეპორტიორი | 4 დეკემბერი, 2015
გამოძიება, რომელსაც არავინ ელოდა. პირველი სიმართლე. საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ. ფიქცია - დამოუკიდებელი მაუწყებელი. ხალხის ფულით შექმნილი ტელევიზიის დაფარული მხარეები. არქივებში აღმოჩენილი დოკუმენტები სავაჭრო გარიგებების შესახებ. შუალედურ კომპანიებს ამოფარებული ხელისუფლების მაღალჩინოსნები. როგორ და ვისზე იყიდებოდა მაუწყებლის ქონება. რას ხმარდებოდა შემოსული ფული და რატომ რჩებოდა უცვლელად ტელევიზიის ტექნიკური და ფინანსური პრობლემები. რას აძლევდნენ ხმას სამეურვეო საბჭოს წევრები. როგორ ინიშნებოდნენ გენერალური დირექტორები. ორშაბათს, 7 დეკემბერს, 23:00 საათზე,პირველი არხის ეთერში, "გამომძიებელი რეპორტიორის" მედიაგამოძიება: "საზოგადოებრივი მაუწყებელი - თვითლუსტრაცია უნდა დაიწყოს“
წაკითხვა
ანონსი
7 დეკემბერს, 21:30 საათზე, "საზოგადოებრივი მაუწყებელი - თვითლუსტრაცია უნდა დაიწყოს“
გამომძიებელი რეპორტიორი | 4 დეკემბერი, 2015
გამოძიება, რომელსაც არავინ ელოდა. პირველი სიმართლე. საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ. ფიქცია - დამოუკიდებელი მაუწყებელი. ხალხის ფულით შექმნილი ტელევიზიის დაფარული მხარეები. არქივებში აღმოჩენილი დოკუმენტები სავაჭრო გარიგებების შესახებ. შუალედურ კომპანიებს ამოფარებული ხელისუფლების მაღალჩინოსნები. როგორ და ვისზე იყიდებოდა მაუწყებლის ქონება. რას ხმარდებოდა შემოსული ფული და რატომ რჩებოდა უცვლელად ტელევიზიის ტექნიკური და ფინანსური პრობლემები. რას აძლევდნენ ხმას სამეურვეო საბჭოს წევრები. როგორ ინიშნებოდნენ გენერალური დირექტორები. ორშაბათს, 7 დეკემბერს, 21:30 საათზე, „გამომძიებელი რეპორტიორის“ მედიაგამოძიება: "საზოგადოებრივი მაუწყებელი - თვითლუსტრაცია უნდა დაიწყოს“, "მეორე არხის" ეთერში.
წაკითხვა
ანონსი
"უცნობი "რუსთავი 2" - მყიდველები და გამყიდველები" - 23 ნოემბერს, 23:00 საათზე, პირველი არხის ეთერში
გამომძიებელი რეპორტიორი | 20 ნოემბერი, 2015
ახალი ფაქტები და გარემოებები  „რუსთავი 2-ის" საქმეში. ტელეკომპანიისთვის ბრძოლა ახალ და გადამწყვეტ ფაზაში შედის. სიმართლე ტელეკომპანიის აქციებში გადახდილი თანხის შესახებ. მტკიცებულებები, რომლებიც ჯერ სასამართლოსაც არ მოუსმენია. ვინ იყვნენ შუამავლები თანხების გადაცემისას.  მიდიოდა თუ არა წილების ფული ადრესატამდე.  ეროსი კიწმარიშვილის აღსარება დათო დვალთან და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე პროკურატურისთვის მიცემული ჩვენება. კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრეების მოულოდნელი განცხადება "გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმში - ორშაბათს, 23 ნოემბერს, 23:00 საათზე, პირველი არხის ეთერში, "უცნობი "რუსთავი 2" - მყიდველები  და გამყიდველები“
წაკითხვა
ანონსი
„უცნობი „რუსთავი 2" - მყიდველები და გამყიდველები“- 23 ნოემბერს, 21:30 საათზე, „მეორე არხზე"
გამომძიებელი რეპორტიორი | 20 ნოემბერი, 2015
ახალი ფაქტები და გარემოებები  „რუსთავი 2-ის" საქმეში. ტელეკომპანიისთვის ბრძოლა ახალ და გადამწყვეტ ფაზაში შედის. სიმართლე ტელეკომპანიის აქციებში გადახდილი თანხის შესახებ. მტკიცებულებები, რომლებიც ჯერ სასამართლოსაც არ მოუსმენია. ვინ იყვნენ შუამავლები თანხების გადაცემისას.  მიდიოდა თუ არა წილების ფული ადრესატამდე.  ეროსი კიწმარიშვილის აღსარება დათო დვალთან და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე პროკურატურისთვის მიცემული ჩვენება. კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრეების მოულოდნელი განცხადება „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმში - ორშაბათს, 23 ნოემბერს, 21:30 საათზე, „უცნობი „რუსთავი 2" - მყიდველები  და გამყიდველები“.
წაკითხვა
ანონსი
"სახელმწიფოს უკანონო შვილები" - 9 ნოემბერს, 23:00 საათზე, პირველი არხის ეთერში
გამომძიებელი რეპორტიორი | 6 ნოემბერი, 2015
რეფორმა, რომელმაც ათასობით ადამიანი შემწეობის გარეშე დატოვა. ხელისუფლებამ არ იცის, რამდენი ადამიანი ცხოვრობს მის ქუჩებში. კანონი არ იცავს მათ. კანონით დაუცველი ეკომიგრანტები და კატასტროფისთვის განწირული ზონები, სადაც სახელმწიფო ვერ აღწევს. "ოცნების ქალაქი"- მიჯნა მათსა და ჩვენს შორის. როგორ პასუხობს ხელისუფლება სოციალურად დაუცველთა პროტესტს. ორშაბათს, 9 ნოემბერს, 23:00 საათზე, პირველი არხის ეთერში, "გამომძიებელი რეპორტიორი" - "სახელმწიფოს უკანონო შვილები" 
წაკითხვა
ანონსი
„სახელმწიფოს უკანონო შვილები“ - 9 ნოემბერს, 21:30 საათზე, „მეორე არხზე“
გამომძიებელი რეპორტიორი | 6 ნოემბერი, 2015
რეფორმა, რომელმაც ათასობით ადამიანი შემწეობის გარეშე დატოვა. ხელისუფლებამ არ იცის, რამდენი ადამიანი ცხოვრობს მის ქუჩებში. კანონი არ იცავს მათ. კანონით დაუცველი ეკომიგრანტები და კატასტროფისთვის განწირული ზონები, სადაც სახელმწიფო ვერ აღწევს. „ოცნების ქალაქი“ - მიჯნა მათსა და ჩვენს შორის. როგორ პასუხობს ხელისუფლება სოციალურად დაუცველთა პროტესტს. ორშაბათს, 9 ნოემბერს, 21:30 საათზე, „მეორე არხზე“ – „სახელმწიფოს უკანონო შვილები“
წაკითხვა
ანონსი
"გამომძიებელი რეპორტიორი" - მეორე სეზონი
გამომძიებელი რეპორტიორი | 6 ნოემბერი, 2015
გამოძიებული მკვლელობები, გახსნილი საქმეები, გახმაურებული პოლიტიკური ამბები, გამოაშკარავებული საიდუმლოებები; ჟურნალისტიკა, რომელიც ცვლის პოლიტიკურ სისტემებს და ხელისუფლებებს. "გამომძიებელი რეპორტიორი" - საზოგადოებრივზე. მეორე სეზონი 
წაკითხვა