საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბე00#თვითმმართველობა 2017სერიალი - სახელმწიფო მდივანი სიყვარულით უპატრონე ქალაქსრანინაილუზიონიმოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადწიგნების თარორეალური სივრცე2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანიხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

პირადი ექიმი - მარი მალაზონია დოკუმენტური სერიალი - დროისა და სივრცის მიღმასერიალი - წინ წარმატებისკენ იტალიური სერიალი - ჩენტო ვეტრინე ნამდვილი დრო

დღის ეთერი

სერიალი - ოფისი ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთენტონი ბურდეინი წინასწარი შეკვეთის გარეშე დოკუმენტური სერიალი - ტოპ გიარიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლოსერიალი - პუარო

სპორტი

ევრობასკეტი 2017 FIFA-ს კონფედერაციის თასიU19 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთშისპორტი პირველი არხის ეთერშისპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზეჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებსპირველი არხის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბა"ოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არქივი ყველასმუსიკა პირველი არხის ეთერშიადამი მედია პრიზითბილისობა
ვიდეოები
გადაცემა
„ხანძრების მბრძანებელი - სახიფათო პროგნოზი, რომელიც უნდა იცოდე!“
გამომძიებელი რეპორტიორი | 30 ოქტომბერი, 2017
ზაფხულის ხანძრების საიდუმლო - სად მიდის დივერსიის კვალი საქართველოს ტყეებიდან. ხელისუფლების, ტყის მაგნატთა და შეუსრულებელი კანონების გარიგება საქართველოს ბუნების წინააღმდეგ. სახიფათო პროგნოზი - ახალი შეტყობინებები საერთაშორისო დამკვირვებლებისგან და საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც არ სრულდება. „გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ აღმოჩენილი ახალი ხანძარსაშიში ფაქტები ყველა სახელმწიფო სტრუქტურისა და მოქალაქის საყურადღებოდ - „ხანძრების მბრძანებელი - სახიფათო პროგნოზი, რომელიც უნდა იცოდე!“
წაკითხვა
გადაცემა
#გამომძიებელი #რეპორტიორი - „ფინანსური პირამიდა - ტესტი ფინანსური ხელისუფლებისთვის"
გამომძიებელი რეპორტიორი | 2 აგვისტო, 2017
• კანცელარიის წინ შეკრებილი ათასობით დაზარალებული ხელისუფლების პასუხს ელოდება. • სასამართლო ისმენს ეროვნული ბანკის ხარვეზების დამადასტურებელ ინფორმაციას. • სახელდებიან ეროვნული ბანკის მაღალჩინოსნები, რომლებსაც მოწმეები კომპანიასთან გარიგებაში სდებენ ბრალს. • პარლამენტი მუშაობს ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის წილის დასადგენად. • ყველა ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ გამოსულა პარლამენტის კულუარებიდან - „ფინანსური პირამიდა - ტესტი ფინანსური ხელისუფლებისთვის"
წაკითხვა
გადაცემა
„ეძებე სიცოცხლე გარდაცვალების ისტორიებში“
გამომძიებელი რეპორტიორი | 10 ივლისი, 2017
• სამი პაციენტის სიკვდილის ისტორია - „გამომძიებელი რეპორტიორის" ობიექტივში მოქცეული სამი პრესტიჟული კლინიკა. • სკანდალური აღმოჩენა „ლანცეტის" საქმეში და ესპანეთის კლინიკიდან მიღებული სამედიცინო დასკვნა ქართული კლინიკის წინააღმდეგ. • კომაში გაზრდილი სამი წლის ბავშვის გამო, იაშვილის კლინიკის წინააღმდეგ წამოწყებული სამართლებრივი დავა. • სიკვდილი „ჯო ენში", ერთი პაციენტის გარდაცვალებამ კლინიკის განაწესი შეცვალა. • გარდაცვლილთა პალატებიდან გამოტანილი გაუხმაურებელი ფაქტები - „გამომძიებელი რეპორტიორი" სატელევიზიო სეზონს ხურავს ფილმით „ეძებე სიცოცხლე გარდაცვალების ისტორიებში"
წაკითხვა
გადაცემა
„მორგიდან“ ამოსული ბავშვები
გამომძიებელი რეპორტიორი | 29 მაისი, 2017
• საუკუნის კრიმინალური საქმე - სასტიკი მკვლელობა კანიბალიზმის ნიშნებით. • რას მალავენ ბრალდებულები და რა მოხდა ყოჩიაშვილების სახლში მკვლელობამდე. • ვინ შვა მათი სისასტიკე.• რა გზა გაიარა ბექა შენგელიამ ციხიდან უმართავ თავისუფლებამდე. • როგორ იქცა თოქ-შოუების გმირად ბიჭი, რომელიც სისასტიკის პროპაგანდას ეწეოდა. • რამდენად წონადია მძიმე ბრალდებების საპირწონედ არსებული მტკიცებულებები. "გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ აღმოჩენილი გარემოებები. ფაქტები, რომლებიც აქამდე არ გახმაურებულა და მკვლელობის სავარაუდო მონაწილეთა ახალი სახელები - "გამომძიებელი რეპორტიორის" ფილმი - "მორგიდან ამოსული ბავშვები" 
წაკითხვა
გადაცემა
„სხვა შტორმი ბათუმში“
გამომძიებელი რეპორტიორი | 24 აპრილი, 2017
• სასტიკი მარტი ბათუმში და უპრეცედენტო პროტესტი, რომლის სამიზნედ სახელმწიფოს უსაფრთხოება იკვეთება. • ბათუმის აქციის შორს მიმავალი პარალელები, აჭარის საპატრულოს უფროსის კაბინეტში მომხდარი უცნაური ამბავი. • ვის ინტერესებს დაუპირისპირდა ახალი ხელმძღვანელი და ვისი სახეები ამოიცნეს თვითმხილველებმა აქციაზე, ქვებით შეიარაღებულ ნიღბიანებს შორის. • ბრალდების რიტორიკა და ერთ ადგილას გაყინული ძიების საქმე. • რატომ არ არის დაკითხული აქციის ორგანიზებაში მოწმეთა მიერ შემჩნეული არცერთი პირი - "გამომძიებელი რეპორტიორი" ბათუმის აქციის უცნობი დეტალებით, ფილმში "სხვა შტორმი ბათუმში", პირველ საზოგადოებრივზე!
წაკითხვა
გადაცემა
„თბილისი საწვავის ბიზნესის მძევალი“
გამომძიებელი რეპორტიორი | 30 იანვარი, 2017
• როგორ ამახინჯებენ ავტოგასამართი და აირგასამართი სადგურები ქალაქის იერსახესა და ეკოლოგიას. • რა რისკებს შეიცავს ჩვენს სახლებთან, სკვერებთან, საავადმყოფოებთან, ზედ წყლისა და კანალიზაციის მილებზე დაშენებული საწვავის სადგურები. • საფრთხე, რომელსაც არ სძინავს ქალაქში. • თბილისის რუკებზე დატანებული მსხვილი კანონდარღვევები მსხვილი ბრენდებისთვის. • სფერო, რომელსაც არ აკონტროლებს არცერთი სახელმწიფო უწყება. • "გამომძიებელი რეპორტიორის" ინიციატივით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის საგანგაშო შედეგი, რომელიც პირველად გახდება ცნობილი "გამომძიებელი რეპორტიორის" ფილმში "თბილისი საწვავის ბიზნესის მძევალი"
წაკითხვა
გადაცემა
„ძარცვა საქართველოს სახელით!“
გამომძიებელი რეპორტიორი | 19 დეკემბერი, 2016
• საფინანსო კომპანია, რომელმაც ცხრა წლის განმავლობაში შეძლო სახელმწიფო უწყებების, სამართალდამცავების, რიგითი მოქალაქეების მოტყუება. • რატომ არ იცავდა მოქალაქეთა უფლებებს თვითონ ეროვნული ბანკი, რომელიც წლების განმავლობაში ფინანსურ პოლიციას ამ კომპანიის დანაშაულის დამტკიცებას თხოვდა.• კომპანიის დამფუძნებლის დანაშაულის კვალი, რომელსაც "გამომძიებელმა რეპორტიორმა" რუსეთის ფედერაციაში მიაგნო. • ეროვნული ბანკის მიერ შეუსრულებელი კანონები და ათასობით გაძარცვული ადამიანის პროტესტი. ფაქტები, რომლებიც გეტვიან სიმართლეს - ნახეთ "გამომძიებელი რეპორტიორის" ფილმი "ძარცვა საქართველოს სახელით!"
წაკითხვა
გადაცემა
„ციხის ქორო: ველით დაპირებულ სამართალს“
გამომძიებელი რეპორტიორი | 7 ნოემბერი, 2016
• სამართლიანობის სახელით მოსული ხელისუფლების პასუხს ათასობით ადამიანი ელის. • ის მათ შორის არის, ვინც ოთხი წელია, ძველი განაჩენებით დგანან პროკურატურის კართან. • ერთი საქმის ისტორია, რომელიც ამტკიცებს, რომ წამებასა და ძალადობაზე მდგარი განაჩენები ისევ ძალაში რჩება. • "გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ აღმოჩენილი ახალი გარემოებები, წამების ფაქტები, ცრუ მოწმეების აღსარებები."გამომძიებელი რეპორტიორის" ახალი ფილმი - "ციხის ქორო: ველით დაპირებულ სამართალს" 
წაკითხვა
გადაცემა
„რა დაიმალა მაგდა პაპიძის საქმეში"
გამომძიებელი რეპორტიორი | 26 სექტემბერი, 2016
• უპრეცედენტო დანაშაული - 5 წლის შვილისა და მეუღლის მკვლელობისათვის გამოტანილი განაჩენი და დამნაშავედ ცნობილი დედა, რომელიც ბრალს არ აღიარებს. • მკვლელობის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებები, რომელიც აქამდე არ გახმაურებულა და ვერსიები, რომლებზეც არ უმუშავია გამოძიებას. • მაგდა პაპიძის საქმეში დატოვებული ცარიელი ფურცელი, უპასუხო კითხვები და მომავლისთვის დარჩენილი ეჭვები. „გამომძიებელი რეპორტიორის" ფილმი „რა დაიმალა მაგდა პაპიძის საქმეში""მასალა წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ამ ოფიციალური გვერდის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს."
წაკითხვა
გადაცემა
„სახიფათო თამაშები ვერესთან გრძელდება“
გამომძიებელი რეპორტიორი | 10 ივნისი, 2016
• თბილისის თავზე მეწყერი იღვიძებს. • წყნეთი-ახალდაბის გზაზე, ერთი წლის წინ დამეწყრილი მთა დაშლას აგრძელებს და ვერეს ხეობისკენ მიემართება. • რატომ არ არის დასრულებული ხეობის დამცავი ნაგებობების პროექტი, რატომ არ იგეგმება ვერეს გვირაბებისგან გათავისუფლება და ჭალაში გაჭრილი ჩქაროსნული გზის ესტაკადაზე გადატანა. • ხეობის განაშენიანების ბიზნესინტერესებს სამშენებლო კომპანიები არ თმობენ. • რა ასწავლა ქვეყანას 2015 წლის ივნისის ტრაგედიამ?  • "გამომძიებელი რეპორტიორის" ფილმი - "სახიფათო თამაშები ვერესთან გრძელდება"
წაკითხვა
გადაცემა
„არ გააბრაზო პოლიციელი - ესე იგი ვენდეტა“
გამომძიებელი რეპორტიორი | 13 მაისი, 2016
• დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც ისევ კანონზე მაღლა აყენებს პოლიციელს. • რატომ არ შეაფასა გამოძიებამ პოლიციელ მაისურაძის მიერ პირადი კონფლიქტის დროს, სამსახურებრივი იარაღით ჩადენილი ქმედება. • რატომ დაიდო თემიდას სასწორზე მხოლოდ რიგითი მოქალაქის საქმე. • საზოგადოებაში სახიფათო კითხვები მწიფდება - იქცევა თუ არა, ნაჭყებიას საქმე სისტემის ტესტად.გადაცემის ავტორები: ლია ტოკლიკიშვილი და მაია გოგოლაძე.
წაკითხვა
გადაცემა
„საზოგადოებრივი მაუწყებელი - თვითლუსტრაცია უნდა დაიწყოს“
გამომძიებელი რეპორტიორი | 7 დეკემბერი, 2015
• გამოძიება, რომელსაც არავინ ელოდა. პირველი სიმართლე - საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ. • ფიქცია - დამოუკიდებელი მაუწყებელი. ხალხის ფულით შექმნილი ტელევიზიის დაფარული მხარეები. • არქივებში აღმოჩენილი დოკუმენტები სავაჭრო გარიგებების შესახებ. შუალედურ კომპანიებს ამოფარებული ხელისუფლების მაღალჩინოსნები. • როგორ და ვისზე იყიდებოდა მაუწყებლის ქონება. რას ხმარდებოდა შემოსული ფული და რატომ რჩებოდა უცვლელად ტელევიზიის ტექნიკური და ფინანსური პრობლემები. • რას აძლევდნენ ხმას სამეურვეო საბჭოს წევრები. როგორ ინიშნებოდნენ გენერალური დირექტორები. "გამომძიებელი რეპორტიორის" მედიაგამოძიება - "საზოგადოებრივი მაუწყებელი - თვითლუსტრაცია უნდა დაიწყოს".
წაკითხვა
გადაცემა
„უცნობი „რუსთავი 2" - მყიდველები და გამყიდველები“
გამომძიებელი რეპორტიორი | 23 ნოემბერი, 2015
• ახალი ფაქტები და გარემოებები  "რუსთავი 2-ის" საქმეში. • ტელეკომპანიისთვის ბრძოლა ახალ და გადამწყვეტ ფაზაში შედის. • სიმართლე ტელეკომპანიის აქციებში გადახდილი თანხის შესახებ. • მტკიცებულებები, რომლებიც ჯერ სასამართლოსაც არ მოუსმენია. • ვინ იყვნენ შუამავლები თანხების გადაცემისას.  • მიდიოდა თუ არა წილების ფული ადრესატამდე.  • ეროსი კიწმარიშვილის აღსარება დათო დვალთან და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე პროკურატურისთვის მიცემული ჩვენება. • კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრეების მოულოდნელი განცხადება!ფილმის მე-13 წუთზე, სადაც საუბარია "რუსთავი2-ის"  მიერ  მიღებულ გრანტზე, გრანტის გამცემ ო
წაკითხვა
გადაცემა
"სახელმწიფოს უკანონო შვილები"
გამომძიებელი რეპორტიორი | 9 ნოემბერი, 2015
რეფორმა, რომელმაც ათასობით ადამიანი შემწეობის გარეშე დატოვა. ხელისუფლებამ არ იცის, რამდენი ადამიანი ცხოვრობს მის ქუჩებში. კანონი არ იცავს მათ. კანონით დაუცველი ეკომიგრანტები და კატასტროფისთვის განწირული ზონები, სადაც სახელმწიფო ვერ აღწევს. "ოცნების ქალაქი" - მიჯნა მათსა და ჩვენს შორის. როგორ პასუხობს ხელისუფლება სოციალურად დაუცველთა პროტესტს. 
წაკითხვა
გადაცემა
„ჩვენ - თბილისის უფლებააყრილი მგზავრები“
გამომძიებელი რეპორტიორი | 20 ივლისი, 2015
• თბილისის ავტობუსებსა და  სამარშრუტო ტაქსებში ყოველდღიურად დარღვეული ჩვენი უფლებები. ჩვენი ღირსებისა და კომფორტის წინააღმდეგ, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფები. • მძღოლები - კომპანიების, მგზავრები კი, მძღოლების წინააღმდეგ! • ტექნიკურ სტანდარტებთან შეუსაბამო მიკროავტობუსები და გაზზე გადასული მანქანები, რომლებმაც ხვალ, შეიძლება, თბილისის ახალი ტრაგედია გამოიწვიონ. • დარღვეული კანონები და  კერძო კომპანიების კონფიდენციალური, ჩაკეტილი  დოკუმენტები - ვინ აგებს პასუხს, მგზავრთა დარღვეული უფლებების გამო.
წაკითხვა
გადაცემა
"მილსადენიდან გამოჟონილი დაუჯერებელი ამბავი"
გამომძიებელი რეპორტიორი | 6 ივლისი, 2015
საქართველოს გაზის გამოუყენებელი საბადოები. პროექტი, რომელიც ქვეყანაში, ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფებს შეამცირებდა. სასამართლო საქმე, რომელიც ამხელს ენერგეტიკის სფეროში არასახელმწიფოებრივი ინტერესების პრიორიტეტებს. ბუნებრივი რესურსების გამოყენებით დაინტერესებული ქართული კომპანიების დაბლოკვა და უცხოური კომპანიების წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა. ადგილობრივი რესურსების დასამარების პოლიტიკა საქართველოში. 
წაკითხვა
გადაცემა
„ვინ დაუკვეთა მკვლელობა ვერეს?“
გამომძიებელი რეპორტიორი | 22 ივნისი, 2015
ადიდებული ვერეს ფსკერზე აღმოჩენილი ამორფული სახელმწიფო სტრუქტურები. პოლიტიკური ნიშნით დაყოფილი ქვეყანა და ერთი მდინარის მიერ მხილებული ყველა ხელისუფლების დანაშაული. მერიის მეგაპროექტი, რომელიც საკრებულოსა და სახელმწიფო კომისიას თვალით არ უნახავს. დარღვეული კანონები, შეუსრულებელი დადგენილებები. მოუნიშნავი მეწყრული ზონები და თბილისის მთების ამბოხი. რატომ არ მუშაობენ პროგნოზისა და პრევენციის სამსახურები. რა მდგომარეობაშია ქალაქის ინფრასტრუქტურა. რაში ვუხდით ფულს სამსახურებს, რომლებიც თავიანთ მოვალეობას არ ასრულებენ და ვინ გასცა ჭალაში საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვა? "გამომძიებელი რეპორტიორის" ფილმი - "ვინ დაუკვეთა მკვლელობა ვერეს?".
წაკითხვა
გადაცემა
"ვეტერანთა ლეგიონი - ომი ჰოსპიტლისთვის იქნება!"
გამომძიებელი რეპორტიორი | 8 ივნისი, 2015
ომის ვეტერანების ჰოსპიტლის დანგრევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. დოკუმენტები, რომლებსაც მალავენ ეკონომიკის სამინისტრო და ვეტერანთა სამსახური. კითხვები, რომელსაც არ პასუხობს ეკონომიკის მინისტრი. კულტურული ძეგლების ნუსხაში შეტანილი ჰოსპიტლის შენობა. ვის აქვს უფლება დაანგრიოს კულტურის ძეგლი. ვეტერანების მწირი ბიუჯეტის შავი ხვრელები. სამშობლოს პასუხი სამშობლოს ჯარისკაცებს. ომში დაინვალიდებული ჯარისკაცები თავიანთ ექიმებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს წინ უკანასკნელი პროტესტისთვის ემზადებიან. "ვეტერანთა ლეგიონი - ომი ჰოსპიტლისთვის იქნება!"
წაკითხვა
გადაცემა
„ენერგოვამპირების ომი - რატომ მოკლეს ნიკა ლომინაძე“
გამომძიებელი რეპორტიორი | 25 მაისი, 2015
პოლიტიკური ბიზნესჯგუფების ომი ენერგეტიკის ბაზარზე. მასში მონაწილე მხარეები პირველად ალაპარაკდნენ. თქვენ გაიგებთ, სად მიდიოდა  საქართველოს ენერგეტიკული ხსნის სახელით მიღებული მილიარდები. "თელასის" ფინანსური დირექტორის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის ახალი ვერსია. მისჯილთა ხმა  ციხეებიდან - გია გვიჩიანი პირველად ასახელებს მკვლელობასთან დაკავშირებულ ფაქტებს. "გამომძიებელი რეპორტიორი" ნამდვილი მკვლელების კვალზე  გადის. 
წაკითხვა
გადაცემა
გამომძიებელი რეპორტიორი - "ცენტრ-პოინტი" მერიის წინააღმდეგ - ჰაერის გამყიდველები
გამომძიებელი რეპორტიორი | 11 მაისი, 2015
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კაბალა სამშენებლო ბიზნესს. "ცენტრ-პოინტის" დაუსრულებელი მშენებლობების მიზეზად დასახელებული გიგი უგულავას პოლიტიკური მაქინაციები და "დექსუსის" მიერ გაყიდული ქონება, რომელიც საქართველოს რიგით მოქალაქეებს ეკუთვნოდათ. პუშკინის 17 - პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართველი ებრაელები ხელისუფლებას უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. იქცევა, თუ არა ერთი სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება პოლიტიკურ ბრალდებად, ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ. "ცენტრ-პოინტის" პასუხი დაზარალებულებს.  ის, რაც ჯერ სასამართლოზეც არ უთქვამთ რჩეულიშვილებს, პირველად,  "გამომძიებელი რეპორტიორის" ახალ ფილმში - "ცენტრ-პოინტი" მერიის წინააღმდეგ - ჰაერის გამყიდველები".
წაკითხვა