საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბე00#თვითმმართველობა 2017სერიალი - სახელმწიფო მდივანი სიყვარულით უპატრონე ქალაქსრანინაილუზიონიმოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადწიგნების თარორეალური სივრცე2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანიხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

პირადი ექიმი - მარი მალაზონია დოკუმენტური სერიალი - დროისა და სივრცის მიღმასერიალი - წინ წარმატებისკენ იტალიური სერიალი - ჩენტო ვეტრინე ნამდვილი დრო

დღის ეთერი

სერიალი - ოფისი ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთენტონი ბურდეინი წინასწარი შეკვეთის გარეშე დოკუმენტური სერიალი - ტოპ გიარიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლოსერიალი - პუარო

სპორტი

ევრობასკეტი 2017 FIFA-ს კონფედერაციის თასიU19 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთშისპორტი პირველი არხის ეთერშისპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზეჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებსპირველი არხის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბა"ოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არქივი ყველასმუსიკა პირველი არხის ეთერშიადამი მედია პრიზითბილისობა
ვიდეოები
პირდაპირი რეპორტაჟი
თბილისი, ლისი, 9 ივლისი - ლისის ტბაზე სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 9 ივლისი, 2017
საზოგადოებრივზე ცხელი სპორტული სეზონი დაიწყო. კალათბურთი, ფეხბურთი, ფარიკაობა, რაგბი და ჭადრაკი – ეს მხოლოდ ნაწილია იმ სახეობების, რომელში ჩართვაც დღეს ნებისმიერ მსურველს ლისის ტბაზე შეეძლო. ის, რაც გვაერთიანებს – სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე. მაუწყებელი კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ექსკლუზიური ჩვენებისთვის ემზადება. სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეძლებთ სხვადასხვა უმნიშვნელოვანესი ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაციების ხილვას, თუმცა ყველაფერი ამით არ შემოიფარგლება. სწორედ ამის დასტურია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს გამართული აქტივობა. ვიკა ბუკია განავრცობს თემას.
წაკითხვა
გადაცემა
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად/ 9 ივლისი/ 2017 #Live
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 9 ივლისი, 2017
• თბილისი, ლისი, 9 ივლისი - ლისის ტბაზე სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართა• მცოცავი ოკუპაცია - ოკუპანტების უკანონო ქმედებები და მისგან გამოწვეული შედეგები #მოამბეში• ქალები სამხედრო სამსახურში - რას მოიცავს საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმა• შეფმზარეულის პროფესია - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კულინარული საქმის ოსტატი• ერთი ბავშვის სოფელი - 6 წლის ქეთო დაიაური მუცოდან - რეპორტაჟი ხევსურეთიდან• რას სთავაზობს ლაგოდეხის ნაკრძალი ვიზიტორებს - რეპორტაჟი საქართველოს დაცული ტერიტორიიდან• მზადება ტოკიოს ოლიმპიადისთვის - რა პირობებში ვარჯიშობენ მეკლდეურები საქართველოში• „უკომენტაროდ“ - სპექტაკლი, რომელიც საქართველოს ისტორიას ჟესტების ენით გადმოსცემს
წაკითხვა
სიუჟეტი
ვახტანგ ჭაბუკიანის „ლაურენსია“ თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალს გახსნის
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 18 ივნისი, 2017
21 ივნისს თბილისში პირველი საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი გაიხსნება. სხვადასხვა ქვეყნის საბალეტო დასი მაყურებელს წარმოდგენებს ორი კვირის განმავლობაში შესთავაზებს. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა საფესტივალოდ ვახტანგ ჭაბუკიანის ლაურენსიაზე სარეპეტიციო დარბაზში მუშაობა უკვე დაასრულა.  მარიკა შალიკაშვილი თემის დეტალებით.  
წაკითხვა
სიუჟეტი
ესპანელი ბერი, რომელიც საკუთარ ტაძარს 50 წელზე მეტია აშენებს - რეპორტაჟი მეხორადა დელ კამპოდან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 18 ივნისი, 2017
საქართველოს შემდეგ ესპანეთი და კვლავ ერთი ადამიანის ისტორია. მადრიდთან ახლოს, ქალაქ მეხორადა დელ კამპოში ტაძარი შენდება. მშენებლობა ნახევარი საუკუნის წინ დაიწყო და ნაგებობა დღეს უკვე 5 000-მდე კვადრატულ მეტრამდე ფართობს მოიცავს და მილიონამდე ევრო დაჯდა. ტაძარი მოქმედი არ არის, თუმცა მისი მშენებელი იმედს არ კარგავს, რომ პროცესი დასრულდება და ღვთისმსახურებაც დაიწყება. ეკლესიიდან წამოსული ბერის პირობა და უნებართვოდ დაწყებული ტაძრის მშენებლობა ნახეთ ქეთი ბერაიას და გიორგი ჯაფარიძის სიუჟეტში. 
წაკითხვა
სიუჟეტი
თბილისიდან მთაში - 23 წლის მასწავლებელი მაღაროსკარის სკოლაში 6 ხეობის ბავშვებს ინგლისურს ასწავლის
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 18 ივნისი, 2017
ახალგაზრდა გოგოს ისტორია, რომელიც თითქმის ყოველ ზაფხულს მამა-პაპისეულ სოფელ მაღაროსკარში ატარებდა - უკვე ორი წელია ის თბილისიდან ამ სოფელში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა არა დასვენების, არამედ გაცილებით მნიშვნელოვანი, შეიძლება თავისუფლად ვთქვათ, უმნიშვნელოვანესი მიისიით.  23 წლის თეკლა ხადიაშვილი მაღაროსკარის საშუალო სკოლაში 6 ხეობის ბავშვებს ინგლისურს ასწავლის. ცხოვრობს მარტო, მცირე შინამეურნეობას უძღვება და სწავლის გაგრძელებას გეგმავს. სამაგალითო მოქალაქეს ნინუცა კახნიაური ესტუმრა. 
წაკითხვა
სიუჟეტი
ვინ არიან ლაიჯები, რომლებიც საქართველოში 100 წელზე მეტია ცხოვრობენ - რეპორტაჟი სოფელ გომბორიდან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 18 ივნისი, 2017
კახეთი მრავალფეროვანი მხარეა, როგორც ღირსშესანიშნაობებით, ასევე იმ ეთნიკური ჯგუფებით, რომლებიც საქართველოს ამ მხარეში ცხოვრობენ. მათ შორის არიან ირანული წარმომავლობის ლაიჯებიც. ვინ არიან ლაიჯები? როგორ და როდის მოხვდნენ ისინი საქართველოში და როგორია მათი დღევანდელი ყოფა- ამის გასარკვევად სოფელ გომბორში თამარ ცხომარია ჩავიდა. 
წაკითხვა
სიუჟეტი
როგორია კახეთის ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 18 ივნისი, 2017
მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, წინ პოლიტიკურად ცხელი ზაფხული გველოდება. ეს კიდევ უფრო მეტად ამაღლებს მოთხოვნას დასვენებაზე. ამ მიმართულებით კი შიდა ტურიზმი საკმაოდ ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს. ოთარ გიორგაძემ და გიორგი მანჯავიძემ შვებულებამდე გადაწყვიტეს კახეთში ჩასულიყვნენ და შემდეგ სიუჟეტში მისი ტურისტული პოტენციალის ნაწილი აესახათ - ნახეთ მოამბე კვირას კახეთიდან.
წაკითხვა
სიუჟეტი
„კანონიერ ქურდებთან“ და „ქურდული სამყაროს“ წევრებთან მიმართებით საკანონმდებლო დონეზე სასჯელის გამკაცრება იგეგმა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 18 ივნისი, 2017
კიდევ ერთი კანონი, რომელზეც პარლამენტს მსჯელობა მოუწევს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაწესებულ საპატიმრო სასჯელს ეხება. ამ შემთხვევაში საუბარი არა ლიბერალიზაციას, არამედ პირიქით, გამკაცრებას ეხება. ინიციატივაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს. როგორც საზოგადოებრივმა გაარკვია, ბოლო რამდენიმე წელია ბრალდებას უჭირს სასამართლოსთვის იმის დამტკიცება, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი 223-ე პრიმა მუხლით გაამტყუნონ. ეს არის მუხლი, რომელიც კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის გამო, მაქსიმუმ 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სტატისტიკა ასეთია: 2012 წლიდან დღემდე 59 ბრალდებულიდან 20 გამართლდა. მათ შორის კრიმინალურ სამყაროში კარგად ცნობილი ე.წ. ავტორიტეტებიც. თემაზე ხათუნა გაგნიძე მუშაობდა. 
წაკითხვა
სიუჟეტი
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - დეპუტატებმა მარიხუანის და კანაფის მცირე ოდენობისთვის საპატიმრო სასჯელის გაუქმებას მხარი დაუჭირეს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 18 ივნისი, 2017
ვიდრე ქვეყნის უზენაესი კანონის სადავო მიმართულებების ბედი გაირკვევა, პარლამენტმა ნარკოპოლტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადადგა. დეპუტატებმა მარიხუანის და კანაფის მცირე ოდენობისთვის საპატიმრო სასჯელის გაუქმებას მხარი დაუჭირეს. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია არ შეეხებათ ნარკომოვაჭრეებს. ამ შემთხვევაში კანონი უფრო გამკაცრდება. საკითხი კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრები ჯერ დააკავეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, საქმეზე ერთდროულად ორი გამოძიება მიმდინარეობს. ერთი ახალგაზრდების ბრალეულობას იკვლევს. მეორე კი იმ პოლიციელის, რომელსაც ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებენ. 
წაკითხვა
სიუჟეტი
ილია მეორე: კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 18 ივნისი, 2017
ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით ისაუბრა დღეს საქართველოს პატრიარქმაც. როგორც საკვირაო ქადაგებისას უწმინდესმა ბრძანა, საქართველო არის უძველესი მონარქია. პატრიარქის თქმით, კონსტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში სიმშვიდე შეაქვს. ილია მეორეს განცხადებით, ცვლილებები დღეს ვერ მოხდება, თუმცა პატრიარქმა საზოგადოებას მოუწოდა, გააანალიზოს წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც უწმინდესმა ქადაგებისას ყურადღება გაამახვილა, ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება იყო. პატრიარქის თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა ეკლესიას აკრიტიკებენ. ილია მეორემ საზოგადოებას შეახსენა, რომ ეკლესიას უფრო რთული და მძიმე წლები აქვს გავლილი
წაკითხვა
სიუჟეტი
ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ უპირისპირდება - ურთიერთბრალდებები და პოლიტიკური შეფასებები
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 18 ივნისი, 2017
ირაკლი კობახიძის მორიგი ბრალდება გიორგი მარგველაშვილს. პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს კიდევ ერთხელ უპირისპირდება. ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მეთაური არ არის მოწოდებული, ხელი შეუწყოს კონსტიტუციის პროექტზე კონსენსუსის ჩამოყალიბებას და თავს არიდებს საკითხზე მსჯელობის ისეთ ფორმატს, რომელიც საზოგადოებას ქვეყნის უზენაეს კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე სრულფასოვან წარმოდგენას შეუქმნის. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ეს განცხადება, საკუთარ შეთავაზებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხის შემდეგ გააკეთა. ირაკლი კობახიძე ცვლილებების სადავო მიმართულებებზე დისკუსიას გიორგი მარგველაშვილს ტელეეთერში ერთი-ერთზე სთავაზობდა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი ამ დისკუსიის გამართვას პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტორების ჩართულობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ემხრობა. თუ მხარეები შეთანხმდებიან, საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის მათ პირდაპირი ეთერი დაუთმოს. სალომე ქოქიაშვილი განავრცობს თემას.
წაკითხვა
გადაცემა
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად/ 18 ივნისი/ 2017 #Live
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 18 ივნისი, 2017
მოამბე/moambe - U20 - ახალი ზელანდია ჩემპიონი მეექვსედ გახდა ➡ ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ უპირისპირდება - ურთიერთბრალდებები და პოლიტიკური შეფასებები➡ ილია მეორე: კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში➡ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - დეპუტატებმა მარიხუანას და კანაფის მცირე ოდენობისთვის საპატიმრო სასჯელის გაუქმებას მხარი დაუჭირეს➡ „კანონიერ ქურდებთან“ და „ქურდული სამყაროს“ წევრებთან მიმართებით საკანონმდებლო დონეზე სასჯელის გამკაცრება იგეგმა➡ როგორია კახეთის ტურისტული პოტენციალი - რეპორტაჟი კახეთიდან➡ ვინ არიან ლაიჯები, რომლებიც საქართველოში 100 წელზე მეტია ცხოვრობენ - რეპორტაჟი სოფელ გომბორიდან➡ 23 წლის მასწავლებელი, რომელიც თბილისიდან სოფელ მაღაროსკარში გადასახლდა➡ ესპანელი ბერი, რომელიც საკუთარ ტაძარს 50 წელზე მეტია აშენებს - რეპორტაჟი მეხორადა დელ კამპოდან➡ ვახტანგ ჭაბუკიანის „ლაურენსია“ თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალს გახსნის.
წაკითხვა
სიუჟეტი
რადიოსადგური #5 - საბჭოთა კავშირისთვის მნიშვნელოვანი საიდუმლო დასახლება დუშეთთან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 8 ივნისი, 2017
საიდუმლო დასახლება დუშეთთან, რადიოსადგური #5. ადგილი, სადაც დღეს ჩვეულებრივი ქართული სოფელია, წლების წინ საბჭოთა კავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იყო. საფოსტო ყუთი 22, - ასეთი იყო დასახლების მისამართი, საიდანაც რადიო თავისუფლების, ამერიკის ხმის და დოიჩე ველეს ჩახშობას ცდილობდნენ და რკინის ფარდის ფუნქციას ითავსებდნენ. საიდუმლო დასახლების ისტორიას ქეთევან ბერაიას მოგიყვებათ. 
წაკითხვა
სიუჟეტი
U-20 - საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის შეხვედრა ანგარიშით 14:38 დასრულდა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 4 ივნისი, 2017
ავჭალის სტადიონზე, საქართველოს 20 წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეორე შეხვედრა სამხრეთ აფრიკასთან ჩაატარა. შეხვედრა ანგარიშით 14:38 დასრულდა. ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა 2 ლელო დადეს. პირველ ტაიმში ეს უჩა ჭეიშვილმა შეძლო, მეორე ნახევარში კი გიორგი გოგოლაძემ. ორივე შემთხვევაში გარდასახვა ზუსტად გელა აფრასიძემ შეასრულა. დღეს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის კიდევ 4 შეხვედრა გაიმართა: ჩვენს ჯგუფში არგენტინა საფრანგეთთან 25:26 დამარცხდა, შოტლანდიამ ირლანდიას ანგარიშით 32:28 მოუგო.  ა ჯგუფში ავსტრალიამ სამოა 33:26 დაამარცხა.ბე ჯგუფში ახალმა ზელანდიამ იტალია 68:26 დაამარცხა და პირველი გუნდი გახდა, რომელმაც პლეიოფის საგზური მოიპოვა. რამდენიმე წუთში ინგლისისა და უელსის მატჩი დაიწყება, რომლის ტრანსლაციასაც
წაკითხვა
სიუჟეტი
შვედეთში, მიგრანტების განთავსების ცენტრში ხანძარი გაჩნდა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 4 ივნისი, 2017
შვედეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე მიგრანტების განთავსების ცენტრში ხანძარი გაჩნდა.ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არცერთი მიგრანტი დაშავებულა. სამართალდამცველი უწყებები არ გამორიცხავენ, რომ შენობაში, რომლის ორი მესამედიც დაიწვა, ხანძარი განგებ გააჩინეს. შენობაში ამ დროს 70-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც გარეთ გამოსვლა შეძლეს. 2016 წელს მიგრანტების განთავსების ცენტრებში ხანძრის 92 შემთხვევა დაფიქსირდა. 
წაკითხვა
სიუჟეტი
„დაზოგე წყალი“ - GWP-ის კამპანია თბილისის ზღვაზე დღეს საზეიმოდ დასრულდა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 4 ივნისი, 2017
დაზოგე წყალი– ჯორჯიან ვოთარ ენდ ფაუერის კამპანია თბილისის ზღვაზე დღეს საზეიმოდ დასრულდა.  პროექტის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, - გაუფრთხილდნენ წყლის რესურსს. კამპანიის მხარდასაჭერად პროფესიონალური ველოშეჯიბრი გაიმართა, სადაც მონაწილეობა 30-მდე სპორტსმენმა მიიღო და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 24 კილომეტრიანი დისტანცია დაფარა. პროექტი 22 მარტს, წყლის დაზოგვის საერთაშორისო დღეს დაიწყო. თარიღი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღინიშნება, კამპანიაში საქართველოც ჩაერთო. პირველი ეტაპი ვარკეთილის რაიონის საჯარო სკოლებში შექმნილ გუნდებს შორის, სხვადასხვა შემეცნებით და სახალისო შეჯიბრს ითვალისწინებდა.  ჯორჯიან ვოთარ ენდ ფაუერის მიერ ორგანიზებული ეროვნული კამპანია დაზოგე წყალი სექტემბერში გაგრძელდება და მასში თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ჩაერთვებიან. 
წაკითხვა
სიუჟეტი
თურქეთში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი დააკავეს - ბიროლ ერდემი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირშია ბრალდებული
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 4 ივნისი, 2017
თურქეთში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი დააკავეს. ბიროლ ერდემი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირშია ბრალდებული. თურქული საინფორმაციო სააგენტო ანადოლუს ცნობით, ერდემი ანკარაში, მეუღლესთან ერთად დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. გამოძიების ვერსიით, პრემიერის მრჩეველი, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის წევრია. გიულენს, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ოფიციალური ანკარა სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს.  
წაკითხვა
სიუჟეტი
ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და საქართველოს ბეისბოლისტთა ეროვნული ნაკრების ამხანაგური შეხვედრა გაიმართა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 4 ივნისი, 2017
ქართულ-ამერიკული მეგობრობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და საქართველოს ბეისბოლისტთა ეროვნული ნაკრების ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. მატჩი საერთაშორისო მისიებში დაღუპულ ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებს მიეძღვნა.შეხვედრა ამერიკის მეგობართა კლუბის და საქართველოს ბეისბოლის და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით შედგა.
წაკითხვა
სიუჟეტი
ლონდონში მომხდარი ტერაქტი - დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 4 ივნისი, 2017
ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. დაშავებულები კი ქალაქის სხვადასხვა კლინიკაში რჩებიან. 21 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. ტერორისტული თავდასხმა გუშინ, ადგილობრივი დროით 22 საათზე მოხდა. ლონდონ ბრიჯზე ავტომობილი ჯერ ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, შემდეგ კი მოქალაქეებს დანით დაესხნენ თავს.დიდ ბრიტანეთში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. დიდ ბრიტანეთში განხორციელებულ თავდასხმას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. შესაბამისი განცხადებები საქართველოს პრემიერმა და პრეზიდენტმაც გაავრცელეს და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს.
წაკითხვა
სიუჟეტი
ავღანეთში, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიაში, ქართული კონტიგენტის შემცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 4 ივნისი, 2017
ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიაში, ქართული კონტიგენტის შემცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო განცხადებით ეხმაურება, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებაში კონტრიბუციას იმ ფორმითა და ძალების რაოდენობით განაგრძობს, როგორც ის ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა თუ მალიში ამ ეტაპზეა წარმოდგენილი. მიმდინარე პერიოდში დღის წესრიგში რაიმე სახის ცვლილება ამ კუთხით არ დგას - საქართველო ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება, რაც ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით კონტრიბუციას ითვალისწინებს, - წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წაკითხვა