საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბე00#თვითმმართველობა 2017სერიალი - სახელმწიფო მდივანი სიყვარულით უპატრონე ქალაქსრანინაილუზიონიმოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადწიგნების თარორეალური სივრცე2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანიხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

პირადი ექიმი - მარი მალაზონია დოკუმენტური სერიალი - დროისა და სივრცის მიღმასერიალი - წინ წარმატებისკენ იტალიური სერიალი - ჩენტო ვეტრინე ნამდვილი დრო

დღის ეთერი

სერიალი - ოფისი ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთენტონი ბურდეინი წინასწარი შეკვეთის გარეშე დოკუმენტური სერიალი - ტოპ გიარიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლოსერიალი - პუარო

სპორტი

ევრობასკეტი 2017 FIFA-ს კონფედერაციის თასიU19 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთშისპორტი პირველი არხის ეთერშისპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზეჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებსპირველი არხის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბა"ოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არქივი ყველასმუსიკა პირველი არხის ეთერშიადამი მედია პრიზითბილისობა
ვიდეოები
გადაცემა
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად, 6 მარტი, 2016
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 6 მარტი, 2016
• დაპირისპირება თუ ტაქტიკურად გააზრებული წინასაარჩევნო სვლა - რა ხდება კოალიციაში, - ნიკა მოლოდინაშვილის რეპორტაჟი;•  რა ხდება მმართველ კოალიციაში და რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს პოლიტსაბჭოს სხდომა - ზვიად კვაჭანტირაძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს;•  რა ხდება მმართველ კოალიციაში - პოლიტიკური პიარის სპეციალისტმა,  პროფესორმა ნიკა მახარაშვილმა უპასუხა „მოამბის“ კითხვებს.• „მე და საზოგადოება“ - რატომ გახდა სასკოლო საგნის შემოღება დავის საგანი - დოკუმენტაციას, მხარეთა პოზიციებთან ერთად, ვიკა ბუკია გაეცნო. • რას პასუხობს განათლების სამინისტრო ახალი სასკოლო საგნის ოპონენტებს და რა ეტაპზეა სტანდარტის შემუშავების პროცესი - ლია გიგაურმა უპასუხა „მოამბის“ კითხვებს•  ქართველი სამხედროების მისია ბაგრამის საავაციაო ბაზაზე  - „მოამბე“ ავღანეთიდან - ბაგრამის ბაზაზე რატი ხვისტანი და გიორგი ჯაფარიძე ჩავიდნენ. 
წაკითხვა
სიუჟეტი
ქართული რაგბის განვითარების ისტორია „მოამბის“ ობიექტივში
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 6 მარტი, 2016
„ბორჯღალოსნები“ მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდნენ. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს უკვე პლანეტის საუკეთესო გუნდებს შორის მე-13 ადგილს იკავებს. ეს დამოუკიდებელი ქართული რაგბის პროგრესია, რომელსაც საფუძველი თითქმის სამი ათეული წლის წინ ჩაეყარა. „მოამბემ“ შეძლო პირველი სანაკრებო თამაშის ამსახველი კადრების მოპოვება, რომელიც სამოყვარულო კამერით არის გადაღებული. ამ თამაშს მოჰყვა პირველი გასვლითი შერკინებაც. ქართული რაგბის განვითარების ისტორიას ოთარ გიორგაძე გაგაცნობთ.
წაკითხვა
სიუჟეტი
პატარა ქალაქი დედაქალაქის ქვეშ - რა ხდება თბილისის მიწისქვეშეთში
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 6 მარტი, 2016
„მოამბის“ გადამღები ჯგუფი თბილისის მიწისქვეშეთში ჩავიდა. შახტები და გვირაბები, რომლებიც თავიდან თავშესაფრებად იყო გათვლილი, დღეს მიტოვებულია. დროებით შეჩერებულია მეტროპოლიტენის მესამე ხაზის ნაწილი, რომლის მშენებლობაც დაიწყო, მაგრამ აღარ დასრულდა. ძალიან ბევრმა არ იცის, რომ თბილისის მთავარი ქუჩების ქვეშ პატარა ქალაქი არსებობს. რა ხდება დედაქალაქის მიწისქვეშეთში - ქეთევან ბერაიას და ალექსანდრე შერვაშიძის რეპორტაჟი.
წაკითხვა
სიუჟეტი
ქართველი სამხედროების მისია ბაგრამის საავაციაო ბაზაზე - „მოამბე“ ავღანეთიდან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 6 მარტი, 2016
ავღანეთში, ქაბულიდან 40 კილომეტრში, ფარვანის პროვინციაში ბაგრამის საავიაციო ბაზა მდებარეობს. სამკილომეტრიანი ასაფრენი ზოლის გამო, აეროპორტი სტრატეგიული დანიშნულებისაა. ბაზის უსაფრთხოება და სწრაფი რეაგირება, - ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელთაც მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამხედრო მოსამსახურეებს ავალებენ, დღეს ქართული სამშვიდობო კონტიგენტის ამოცანაა. როგორ ართმევენ ჩვენი სამხედროები თავს ამ მისიას და პირობებში ასრულებენ ისინი საკუთარ მოვალეობას ქვეყნის საზღვრებს გარეთ. „მოამბე“ ავღანეთიდან - ბაგრამის ბაზაზე რატი ხვისტანი და გიორგი ჯაფარიძე ჩავიდნენ. 
წაკითხვა
სტუმარი
რას პასუხობს განათლების სამინისტრო ახალი სასკოლო საგნის ოპონენტებს და რა ეტაპზეა სტანდარტის შემუშავების პროცესი - ლია გიგაურმა უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 6 მარტი, 2016
„მე და საზოგადოება“ - სასკოლო საგანი, რომლის შემოღება დავის საგანი გახდა: ერთ კვირაში უნდა გახდეს ცნობილი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც დაიწყება მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების შექმნა. იქნება თუ არა ამ სტანდარტში გათვალისწინებული ოპონენტების პოზიციები; ვინ მონაწილეობდა და მონაწილეობს სტანდარტის შედგენაში; რამდენი საფეხური უნდა გაიაროს საგანმა და სახელმძღვანელომ, ვიდრე ის მესამე კლასელის ხელში მოხვდება, - ამ და სხვა კითხვებს „მოამბის“ პირდაპირ ეთერში განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა უპასუხა.
წაკითხვა
სიუჟეტი
„მე და საზოგადოება“ - რატომ გახდა სასკოლო საგნის შემოღება დავის საგანი
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 6 მარტი, 2016
რამდენიმე თვეა ახალი საგანი, რომელიც სკოლებში მესამე და მეოთხე კლასებს უნდა დაემატოს, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია. მოქალაქეთა ჯგუფები სკოლაში საგნის „მე და საზოგადოება“ შემოღებას ეწინააღმდეგებიან, ვინაიდან თვლიან, რომ იგი ბავშვებზე ნეგატიურად იმოქმედებს. პოზიციას არ იზიარებენ და არ ეთანხმებიან მთავრობაში. განათლების სამინისტროს ამ კუთხით მხარი დაუჭირა პრემიერმინისტრმა. თუმცა, მოწინააღმდეგები პროტესტს განაგრძობენ და ხელმოწერებსაც აგროვებენ. საგანი „მე და საზოგადოება“ ჯერ მხოლოდ შედგენის ეტაპზეა. რა წერია დოკუმენტში, რომელიც მესამე და მეოთხე კლასელებისთვის მისაწოდებელ სასწავლო პროგრამას განსაზღვრავს - დოკუმენტაციას, მხარეთა პოზიციებთან ერთად, ვიკა ბუკია გაეცნო. 
წაკითხვა
სტუმარი
რა ხდება მმართველ კოალიციაში - ნიკა მახარაშვილმა უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 6 მარტი, 2016
რა ხდება მმართველ კოალიციაში - პოლიტიკური პიარის სპეციალისტმა,  პროფესორმა ნიკა მახარაშვილმა უპასუხა „მოამბის“ კითხვებს.
წაკითხვა
სტუმარი
რა ხდება მმართველ კოალიციაში და რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს პოლიტსაბჭოს სხდომა - ზვიად კვაჭანტირაძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 6 მარტი, 2016
როდის გახდება ცნობილი, როგორ წარდგება მმართველი გუნდი არჩევნებზე - კოალიციურ ფორმატში თუ ცალ-ცალკე სუბიექტების სახით; გაფორმდება თუ არა ორპარტიული შეთანხმება „რესპუბლიკელებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის; კონკრეტულად რა შეიძლება მოხვდეს ამ ხელშეკრულებაში და გაფორმდება თუ არა მსგავსი შეთანხმება კოალიციის სხვა სუბიექტებთან; როდის გაიმართება კოალიციის პოლიტსაბჭო და არის თუ არა განხილვის საგანი არჩევნებზე მიღებული ხმების განაწილება, - ამ და სხვა კითხვებს „მოამბის“ პირდაპირ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ უპასუხა.
წაკითხვა
სიუჟეტი
დაპირისპირება თუ ტაქტიკურად გააზრებული წინასაარჩევნო სვლა - რა ხდება კოალიციაში
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 6 მარტი, 2016
რა ხდება მმართველ კოალიციაში: დაპირისპირება თუ ტაქტიკურად გააზრებული წინასაარჩევნო სვლა? ამ ეტაპზე, თოფაძე-„რესპუბლიკელების“ დაპირისპირების შემდეგ, კოალიციის დატოვებაზე არავინ საუბრობს. თუმცა, პრემიერი კონკრეტულად ამბობს, რომ განახლება მოხდება და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „რესპუბლიკური პარტია“, რომელსაც კოალიციურ უმრავლესობაში, „ქართული ოცნების“ შემდეგ, ყველაზე ბევრი მანდატი აქვს, ორპარტიულ შეთანხმებაზე და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე საუბრობს, რაც მათ თანაგუნდელებს კითხვებს უჩენს. კითხვებს, რომელებსაც კითხვები ემატება, პასუხები შეიძლება პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გასცენ. მანამდე კი, როგორია დღეს პოლიტიკური პროცესების ერთკვირიანი ჯაჭვი და როგორ აფასებენ ამ პროცესს პოლიტტექნოლოგიების სპეციალისტები. ნახეთ ნიკა მოლოდინაშვილის სიუჟეტი. 
წაკითხვა
სიუჟეტი
რა გეგმებით მოდის ჯანი ინფანტინო ფიფა-ს სათავეში
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 თებერვალი, 2016
ფიფა-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში ცვლილებების მოლოდინს ქმნის. ჯანი ინფანტინოს ამ დრომდე უეფა-ს გენერალური მდივნის თანამდებობა ეკავა. ახალი პრეზიდენტი ამბობს, რომ ფიფა, ფეხბურთის გარდა, ყველაფერთან ასოცირდებოდა და მასშტაბურ რეორგანიზაციას აანონსებს. პრეზიდენტის პოსტს ინფანტინო ამბიციური გეგმებით იბარებს. მას უეფა-ს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაღალჩინოსნად ასახელებენ, ფიფა-ში კი მისი ნომინირება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მიშელ პლატინი ფინანსურ მაქინაციებში ამხილეს. ოთარ გიორგაძე დეტალებით.
წაკითხვა
სიუჟეტი
საიმიგრაციო კრიზისი და შენგენის ზონა საფრთხის წინაშე - რას აცხადებენ ევროკომისიაში
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 თებერვალი, 2016
რაც უფრო ჭიანურდება სირიაში კონფლიქტის მოგვარების საკითხი, მით უფრო ძნელი ხდება ევროპაში მიგრანტთა კრიზისის მოგვარება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების არააკოორდინირებული მუშაობა და საფრთხე, რომლის წინაშეც შენგენის ზონა დგას - ევროკომისიაში პირდაპირ ამბობენ, რომ თუ გამოსავალი 10 დღეში არ მოიძებნა, სისტემა მოიშლება. ქეთი ქარდავას რეპორტაჟი ბრიუსელიდან.
წაკითხვა
სტუმარი
ზავი სირიაში და კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა - გიორგი სანიკიძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 თებერვალი, 2016
რამდენად ეფექტური შეიძლება გამოდგეს დროებითი ზავი სირიაში; რამდენად ხელსაყრელ პირობებს უქმნის ზავის პირობები ბაშარ ასადს; რამდენად რეალურია არჩევნების ჩატარება და რას მისცემს ეს ქვეყანას; როგორია სირიის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა, - ამ და სხვა კითხვებს „მოამბის“ ეთერში აღმოსავლეთმცოდნემ, პროფესორმა გიორგი სანიკიძემ უპასუხა.
წაკითხვა
სიუჟეტი
რა ვითარებაა სირიაში სამშვიდობო ზავის ამოქმედების შემდეგ და რა მოლოდინი აქვთ ანალიტიკოსებს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 თებერვალი, 2016
სირიაში სამშვიდობო ზავის ამოქმედებიდან მეორე დღეს მოსკოვი და ანკარა ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. ზავი დაიდო, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები ნაწილობრივ გრძელდება. რუსეთმა ბაშარ ასადის მხარე გააჩერა, შტატებმა ოპოზიცია, მაგრამ ტერორისტები საკუთარი გეგმების განხორციელებას კვლავ ცდილობენ. ზავის მიუხედავად, გრძელდება ავიადარტყმებიც. სამშვიდობო შეთანხმების მთავარი ამოცანა ჰუმანიტარულ კატასტროფაში მყოფი მოქალაქეების დახმარებაა. ანალიტიკოსების ნაწილს პოზიტიური მოლოდინი აქვს - ისინი ფიქრობენ, რომ ზავი შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს. ნაწილი კი ასე არ ფიქრობს - პირიქით, დროებითი სიმშვიდე დაპირისპირებულ ძალებს გადაჯგუფებისთვის საკმარის დროს მისცემს, ამის შემდეგ კი ომი უფრო აქტიური ფაზით გაგრძელდება. მანამდე კი ბაშარ ასადი არჩევნების ჩატარებასაც გეგმავს. ნიკა მოლოდინაშვილის სიუჟეტიდან გავიგებთ, ახლა, რა მდგომარეობაა სირიაში.
წაკითხვა
სტუმარი
რა ხედვა აქვს და რას პასუხობს ბრალდებებს უზენაესი სასამართლოს წევრობის და ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ანა დოლიძე
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 თებერვალი, 2016
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორის არის პრეზიდენტის მიერ უზენაეს სასამართლოში ვაკანტურ ადგილზე დასახელებული ანა დოლიძეც. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ „მოამბის“ კითხვებს უპასუხა.
წაკითხვა
სიუჟეტი
გასაუბრება ევროსასამართლოს მოსამართლეობის მსურველებთან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 თებერვალი, 2016
თბილისში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრება დაიწყო. სპეციალურმა კომისიამ 12-დან 5 კანდიდატს მოუსმინა, რომლებმაც შერჩევის ორი ეტაპი გაიარეს. მომავალში კომისია მთავრობას სულ 5 კანდიდატს წარუდგენს, საიდანაც მხოლოდ სამს ექნება საშუალება, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე მოხვდეს. კანდიდატებთან გასაუბრება ამ წუთებშიც გრძელდება.
წაკითხვა
სიუჟეტი
მაღაროელთა პროტესტი ტყიბულში - მხარეთა პოზიციები და მაღაროს გარკვეული უბნების დახურვის საფრთხე
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 თებერვალი, 2016
უკვე მე-15 დღეა გრძელდება ტყიბულში მაღაროელების გაფიცვა. მიუხედავად იმისა, რომ მეშახტეები ხელფასის 20 პროცენტით გაზრდას ითხოვენ, შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა ჩიხში შევიდა. მხარეები პოზიციებს არ თმობენ. დამსაქმებელი კომპანია მაღაროს გარკვეული უბნების დახურვაზეც ალაპარაკდა, რასაც, სავარაუდოდ, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებაც მოჰყვება. მაღაროელები დახმარებისთვის პრემიერმინისტრს მიმართავენ. ტყიბულში კი პროტესტი ახალ ფორმებს იღებს.
წაკითხვა
სტუმარი
ვინ მოხვდება „ქართული ოცნების“ სიაში და მოსალოდნელია თუ არა კოალიციის წევრმა პარტიებმა არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 თებერვალი, 2016
შიდაკოალიციური უთანხმოების ფონზე, ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და იზრდება ინტერესი, როგორ დაკომპლექტდება საარჩევნო სია და ვინ მოხვდება მასში. მოსალოდნელია თუ არა, რომ კოალიციის წევრმა პარტიებმა არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა - პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს.
წაკითხვა
სიუჟეტი
მმართველ გუნდში მოსალოდნელი ცვლილებები
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 თებერვალი, 2016
ცვლილებების მოლოდინშია საქართველოს მმართველი კოალიცია. არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მინისტრი მთავრობაში ადგილს შეიცვლის, ერთი კი, შესაძლოა, საერთოდ პორტფელის გარეშე დარჩეს. რესპუბლიკელებსა და გოგი თოფაძეს შოროს არსებული დაპირისპირების გამო კი გასულ კვირაში კოალიციის დაშლის საკითხი კიდევ ერთხელ გააქტიურდა. პრემიერმა მხარეებს დღეს კორექტულობისკენაც მოუწოდა. გუნდის შიგნით არსებულ უთანხმოებაზე დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პრემიერმინისტრთან ფრაქციის შეხვედრაზეც იმსჯელეს.
წაკითხვა
სიუჟეტი
რატომ სრულდება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა შედეგის გარეშე
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 თებერვალი, 2016
საქართველოს კონსტიტუციაში, ქვეყნის უზენაეს კანონში ცვლილებების აუცილებლობაზე ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, თუმცა საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა ისე დაასრულა, რომ შედეგს ვერცერთი მიმართულებით მიაღწია. რატომ მოხდა ეს, როდესაც საკმაოდ წარმომადგენლობით კომისიას უფლებამოსილების ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივდა - მიზეზებზე თავად კომისიაში აზრთა სხვადასხვაობა. საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების საკითხი პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგანიც არის. მხარეთა პოზიციებსა და კომისიის მუშაობას თამარ ურუშაძე გაეცნო. შეგახსენებთ, 2013 წელს შექმნილ საკონსტიტუციო კომისიას უფლებამოსილების ვადა ხვალ ეწურება.
წაკითხვა
სიუჟეტი
სამწლიანი არსებობა შედეგის გარეშე - საკონსტიტუციო კომისიას უფლებამოსილების ვადა ეწურება
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 თებერვალი, 2016
თითქმის სამწლიანი არსებობა უშედეგოდ სრულდება. ხვალ, 29 თებერვალს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მოსამზადებლად 2013 წლის ბოლოს შექმნილ კომისიას ვადა ეწურება. თუმცა, მთავარი, რაც 58 წევრისგან შემდგარ ჯგუფს უნდა გაეკეთებინა, კვლავ არ არის გაკეთებული. პარლამენტში ცოტა ხნის წინ დასრულდა საკონსტიტუციო კომისიის სხდომა, რომელსაც მხოლოდ 17 წევრი დაესწრო. სალომე ქოქიაშვილის პირდაპირი რეპორტაჟი.
წაკითხვა