საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

მოამბე00#თვითმმართველობა 2017სერიალი - სახელმწიფო მდივანი სიყვარულით უპატრონე ქალაქსრანინაილუზიონიმოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთადწიგნების თარორეალური სივრცე2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ეპოქა გამომძიებელი რეპორტიორიქართული დოკუმენტალისტიკა ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანიხანმოკლე XX საუკუნე

დილის ეთერი

პირადი ექიმი - მარი მალაზონია დოკუმენტური სერიალი - დროისა და სივრცის მიღმასერიალი - წინ წარმატებისკენ იტალიური სერიალი - ჩენტო ვეტრინე ნამდვილი დრო

დღის ეთერი

სერიალი - ოფისი ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთენტონი ბურდეინი წინასწარი შეკვეთის გარეშე დოკუმენტური სერიალი - ტოპ გიარიგურმანიაფერმავაშინგტონი დღეს

საღამოს ეთერი

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლოსერიალი - პუარო

სპორტი

ევრობასკეტი 2017 FIFA-ს კონფედერაციის თასიU19 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთშისპორტი პირველი არხის ეთერშისპორტი 360°ეროვნული ლიგის მიმოხილვა სპორტის დაფაათენიდან ათენამდეჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზეჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებსპირველი არხის ეთერშისტუმარ-მასპინძელი#თქვიდღეები და ღამეები23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით 60 წელი ერთადწლის საუკეთესო 2016ლიტერატურული პრემია „საბა"ოქროს თვალიელექტრონავტები2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არქივი ყველასმუსიკა პირველი არხის ეთერშიადამი მედია პრიზითბილისობა
ვიდეოები
გადაცემა
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად, 28 თებერვალი, 2016
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 28 თებერვალი, 2016
• სამწლიანი არსებობა შედეგის გარეშე - საკონსტიტუციო კომისიას უფლებამოსილების ვადა ეწურება,- სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟი.• რატომ სრულდება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა შედეგის გარეშე, - თამარ ურუშაძის სიუჟეტი• მმართველ გუნდში მოსალოდნელი ცვლილებები, -  ვინ მოხვდება „ქართული ოცნების“ სიაში და მოსალოდნელია თუ არა კოალიციის წევრმა პარტიებმა არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა,- ირაკლი კობახიძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს•  მაღაროელთა პროტესტი ტყიბულში - მხარეთა პოზიციები და მაღაროს გარკვეული უბნების დახურვის საფრთხე,- ირმა ჭოლაძე და ქეთევან ბერაია მუშაობდნენ თემაზე.
წაკითხვა
სიუჟეტი
95 წელი საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 21 თებერვალი, 2016
საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 95 წელი გავიდა. 1921 წლის 21 თებერვალი დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით გამართულ მიღებაზე გაიხსენეს, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წევრები დაესწრნენ. რა გზა გაიარა ქვეყნის უზენაესმა კანონმა დღემდე და როგორ აღნიშნეს ეს დღეს საქართველოში - ვიკა ბუკიას რეპორტაჟი.
წაკითხვა
სტუმარი
რა მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს საქართველო-ირანის ურთიერთობები - ნიკო ნახუცრიშვილმა უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 21 თებერვალი, 2016
საქართველო-ირანის ეკონომიკური თანამშრომლობა - ილიას უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარმა, საქართველოს პირველმა კონსულმა ირანში, ნიკო ნახუცრიშვილმა უპასუხა „მოამბის“ შეკითხვებს.
წაკითხვა
სიუჟეტი
საქართველო-ირანის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 21 თებერვალი, 2016
მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში კვლავ რჩება ირანი. საერთაშორისო სანქციების მოხსნის შემდეგ, თეირანი ეკონომიკური ბუმისთვის ემზადება. ქვეყნის ინტერესების ერთ-ერთ მიმართულებას სამხრეთ კავკასია და საქართველო წარმოადგენს. ქვეყნებს შორის პირველი შეთანხმება უკვე ხელმოწერილია. მოხდება ელექტროენერგიის გაცვლა, იწყება ბუნებრივი აირის მოწოდების საკითხის შესწავლა. ირანული ბიზნესი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით დაინტერესდა. თუმცა, ენერგორესურსების გარდა, 80-მილიონიან ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოს მე-18 ეკონომიკაა, განვითარებულია როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მრეწველობა. ნახეთ რატი ხვისტანის რეპორტაჟი თეირანიდან.
წაკითხვა
სიუჟეტი
ევრომაიდნის ორი წლისთავს კიევი აქციების და შიდა დაპირისპირების ფონზე შეხვდა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 21 თებერვალი, 2016
ევრომაიდნის ორი წლისთავს კიევი ახალი საპროტესტო აქციებით შეხვდა. სოციალური და ეკონომიკური საკითხებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა მსვლელობა გამართეს და რადას შენობასთან პრემიერმინისტრ არსენ იაცენუკის გადადგომა მოითხოვეს. მოქალაქეთა ეს პოზიცია გაიზიარა საკანონმდებლო ორგანოს წევრთა ნაწილმაც, რაც მათი მხრიდან მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნასა და ხელმოწერების შეგროვებაში გამოიხატა. უმაღლეს რადაში დეპუტატებმა ხელმოწერების შეგროვება არსენი იაცენიუკის ყოველწლიური მოხსენების პარალელურად დაიწყეს. თუმცა, მთავრობის მუშაობით უკმაყოფილო დეპუტატთა რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა. პრემიერის გადადგომას 236 დეპუტატიდან მხარი 194-მა დაუჭირა. ამ წარუმატებელი მცდელობის მიზეზი რადაში კოალიციის დაშლა გახდა. ფრაქცია სამოპომოშმა კოალიციაში დარჩენაზე უარი განაცხადა. პარალელურად, მთავრობის მუშაობით უკმაყოფილებას უკვე ღიად გამოხატავს ქვეყნის პრეზიდენტი. პეტრო პოროშენკომ არსენი იაცენუკს და მთავარ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდა. თუმცა მაშინ, როდესაც პრემიერმა რადას უნდობლობის ვოტუმი დაძლია და თანამდებობა შეინარჩუნა, პრეზიდენტს ერთადერთი გზა რჩება - პარლამენტი დაითხოვოს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. კანონის მიხედვით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენება დეპუტატებს სესიის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ. სექტემბრამდე ეს საკითხი კენჭისყრაზე აღარ გავა. 
წაკითხვა
სიუჟეტი
2 წელი ევრომაიდნის მოვლენებიდან - კიევში დაღუპულებს იხსენებენ
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 21 თებერვალი, 2016
2013 წელს, მოქალაქეების პოზიციის გათვალისწინების გარეშე, უკრაინის იმდროინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი ეთქვა, რასაც ევრომაიდანი მოჰყვა. რამდენიმეთვიანი მწვავე და სისხლიანი საზოგადოებრივი პროტესტი ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი მთავრობის გაქცევით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ევრომაიდნის მონაწილეებს პირდაპირი დამიზნებით ესროდნენ სნაიპერები, უკრაინელებმა უკან არ დაიხიეს. „დიდება უკრაინას, დიდება გმირებს“, - ამ სიტყვებით კიევში დღეს ევრომაიდნის ორი წლისთავს აღნიშნავენ და ევროპული არჩევანისთვის დაღუპულებს იხსენებენ. ტრაგიკული და სისხლიანი მოვლენების მონაწილეებს კიევში ნიკა მოლოდინაშვილი შეხვდა.
წაკითხვა
სიუჟეტი
დარჩება თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირში - რა შედეგებით ტოვებს კემერონი ბრიუსელს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 21 თებერვალი, 2016
დარჩება თუ არა ლონდონი ევროკავშირის შემადგენლობაში - საბოლოო არჩევანი ბრიტანელებმა 23 ივნისს დაგეგმილ რეფერენდუმზე უნდა გააკეთონ. მანამდე კი დევიდ კემერონი ბრიუსელს კონკრეტული მიღწევებით ტოვებს. ევროპელი ლიდერები ბრიტანელი პრემიერის მოთხოვნებს ძნელად, მაგრამ მაინც დათანხმდნენ. კემერონი ახლა საკუთარი მოქალაქეების დარწმუნებას შეეცდება, რომ კავშირი არ უნდა გაწყდეს. ქეთი ქარდავა აშუქებდა დაძაბულ მოლაპარაკებებს. 
წაკითხვა
სიუჟეტი
კიბერშეტევები ქართულ კომპანიებზე - რა სქემით მოქმედებენ დამნაშავეები
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 21 თებერვალი, 2016
კიბერშეტევები ქართულ კომპანიებზე: 2015 წელს ჰაკერების თაღლითური სქემის მსხვერპლი ათეულობით ქართული კერძო კომპანია გახდა. ზარალი მილიონებს ითვლის. „მოამბის“ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით ოთარ გიორგაძემ გაარკვია, რა სქემით მოქმედებენ დამნაშავეები ვირტუალურ სივრცეში, როგორია სტატისტიკა და რა უნდა გააკეთოთ, რათა თქვენი პირადი ინფორმაცია ინტერნეტში მაქსიმალურად იყოს დაცული.
წაკითხვა
სტუმარი
რას მოუტანს „აბრეშუმის რკინიგზის“ ამოქმედება საქართველოს - მიხეილ ჯანელიძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 21 თებერვალი, 2016
რას მოუტანს „აბრეშუმის რკინიგზის“ ამოქმედება საქართველოს, – ამ თემაზე „მოამბის“ კითხვებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უპასუხა.
წაკითხვა
სიუჟეტი
რა შედეგებს მოიტანს „აბრეშუმის რკინიგზა“ და რა რისკები შეიძლება ახლდეს პროექტს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 21 თებერვალი, 2016
მომავალი წლიდან ევროპასა და აზიას ახალი „რკინის აბრეშუმის გზა“ დააკავშირებს. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი თბილისში გამართულ მინისტერიალზე. თურქეთისა და აზერბაიჯანის პირველ დიპლომატებს ქართველმა კოლეგამ უმასპინძლა, მაგრამ ამ პროექტის საწყისი ეტაპიდან დღემდე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ანალიტიკოსების მოსაზრებით, პროექტი სრულდება, თუმცა შეიძლება გაიზარდოს უსაფრთხოების რისკები.
წაკითხვა
გადაცემა
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად, 21 თებერვალი, 2016
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 21 თებერვალი, 2016
•  რა შედეგებს მოიტანს „აბრეშუმის რკინიგზა“ და რა რისკები შეიძლება ახლდეს პროექტს, - თამარ ურუშაძის სიუჟეტი.• რას მოუტანს „აბრეშუმის რკინიგზის“ ამოქმედება საქართველოს - მიხეილ ჯანელიძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს•  კიბერშეტევები ქართულ კომპანიებზე - რა სქემით მოქმედებენ დამნაშავეები, - ოთარ გიორგაძის  სიუჟეტი.•  დარჩება თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირში - რა შედეგებით ტოვებს კემერონი ბრიუსელს, - ქეთი ქარდავა აშუქებდა დაძაბულ მოლაპარაკებებს. •  2 წელი ევრომაიდნის მოვლენებიდან, - ტრაგიკული და სისხლიანი მოვლენების მონაწილეებს კიევში ნიკა მოლოდინაშვილი შეხვდა.• ევრომაიდნის 2 წლისთავს კიევი აქციების და შიდა დაპირისპირების
წაკითხვა
ანონსი
„მოამბე“ კვირას, 20 საათზე, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 21 თებერვალი, 2016
•  ირანის ეკონომიკური რეაბილიტაცია სანქციების მოხსნის შემდეგ - ითამაშებს თუ არა თეირანი კავკასიის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში კატალიზატორის როლს, რა სფეროებში შეიძლება გაღრმავდეს ირან-საქართველოს თანამშრომლობა, - რეპორტაჟი თეირანიდან.•  „ზეციური ასეულის გმირები“, ევროპული ღირებულებებისთვის გაღებული მსხვერპლი  - კიევში მაიდანზე დაღუპულებს პატივს მიაგებენ. რა შეიცვალა უკრაინულ პოლიტიკაში კიევის ტრაგიკული მოვლენებიდან 2 წლის შემდეგ. ხელისუფლებაში არსებული უთანხმოების ფონზე, რას ფიქრობენ და როგორ ხედავენ პოლიტიკას ევრო მაიდნის მონაწილეები, - "მოამბე" კიევიდან.  •  კიბერდანაშაულის გაზრდილი სტატისტიკა - რა სქემით მუშაობენ ჰაკერები;  შშს -ს რეკომენდაციები, რა მეთოდებით უნდა დავიცვათ პირადი ინფორმაცია გლობალურ ქსელში.  ფოტო: Sergey Dolzhenko(EPA) 
წაკითხვა
სიუჟეტი
ბაჩანა ბრეგვაძე გარდაიცვალა
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 თებერვალი, 2016
80 წლის ასაკში გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი და მთარგმნელი ბაჩანა ბრეგვაძე გარდაიცვალა. აკადემიკოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი 8 სხვადასხვა უცხო ენიდან თარგმნიდა. შესრულებული და გამოქვეყნებული ძირითადი შრომების გარდა, ბაჩანა ბრეგვაძეს 70-მდე ნაშრომი ეკუთვნის.
წაკითხვა
ინტერვიუ
რა პერსპექტივას აჩენს ევროპასთან უვიზო რეჟიმი აფხაზებისა და ოსებისათვის - ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 თებერვალი, 2016
რა პერსპექტივას აჩენს ევროპასთან უვიზო რეჟიმი აფხაზებისა და ოსებისათვის, გაჩნდა თუ არა პირველი პოზიტიური სიგნალები მათთან ურთიერთობაში; რატომ გააქტიურდა რუსული პროპაგანდა და რა საფრთხეს შეიძლება ველოდოთ რუსეთიდან; ასევე, როგორია ეთნიკური უმცირესობების ყოველდღიური პრობლემები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და რა გეგმა აქვს სახელმწიფოს მათ გადასაჭრელად, - ამ და სხვა საკითხებზე ჟურნალისტი რატი ხვისტანი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
წაკითხვა
სიუჟეტი
რა პრობლემები აწუხებთ ახალქალაქში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 თებერვალი, 2016
„მოამბე“ განაგრძობს სპეციალური რეპორტაჟების ციკლს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან. ვიკა ბუკია ამჯერად ახალქალაქში ჩავიდა. საქართველოს მოქალაქეების მთავარი პრობლემა აქ სამუშაო ადგილების ნაკლებობა და სახელმწიფო ენის არცოდნაა. მათი ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა. დამატებითი სარგოს ძიებაში კი რაიონიდან, ძირითადად, მამაკაცები რუსეთის ფედერაციაში სეზონურ სამუშაოებზე მიდიან. ენობრივი ბარიერის გამო, მათ ადგილზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიღებაც კი უჭირთ. სპეციალური რეპორტაჟი ახალქალაქიდან. ინტეგრაციის პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე „მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პაატა ზაქარეიშვილმა ისაუბრა.
წაკითხვა
სიუჟეტი
პრაიმერი და კოკუსი - ვინ იბრძოლებს აშშ-ის პრეზიდენტობისთვის და როგორია კანდიდატთა გზავნილები
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 თებერვალი, 2016
შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების რბოლა დაიწყო. რესპუბლიკელები და დემოკრატები ახლა შიდაპარტიულ არჩევნებს ატარებენ. პრაიმერისა და კოკუსის შემდეგ, ცნობილი იქნება, კონკრეტულად ვინ იბრძოლებს თეთრი სახლის მთავარი თანამდებობის დასაკავებლად. კანდიდატები ცდილობენ, ამომრჩეველი საკუთარ უპირატესობაში დაარწმუნონ. გასულ წლებთან შედარებით რიტორიკა შეცვალეს როგორც დემოკრატებმა, ისე რესპუბლიკელებმა. შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება, მანამდე კი ნიკა მოლოდინაშვილი გაგაცნობთ, როგორია მთავარი კანდიდატების შანსები, რას სთავაზობენ ისინი ამომრჩეველს, შეიცვლება თუ არა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა პრეზიდენტთან ერთად და როგორ მოქმედებს სისტემა, სადაც გამარჯვებული შეიძლება ძალიან მარტივი ხერხით გამოავლინონ. ამ თემაზე „მოამბის“ კითხვებს ანალიტიკური მედიაპლატფორმა „იუროფიან ჯის“ მთავარმა რედაქტორმა, მათე გაბიცინაშვილმა უპასუხა. 
წაკითხვა
სიუჟეტი
რა მდგომარეობაა საქართველოში რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 თებერვალი, 2016
რა მდგომარეობაა საქართველოში რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით - ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად ფიქსირდება 10-მდე შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ ტერიტორიაზე, ნაგებობაში, სამშენებლო მასალასა თუ მოძრავ ნივთზე რადიაციული გამოსხივების მაჩვენებელი დასაშვებს მკვეთრად აღემატება, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ქეთი ბერაია დეტალებით.
წაკითხვა
სტუმარი
ექნება თუ არა კონკრეტული შედეგი მიუნხენის კონფერენციას - გიორგი გოგელიამ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 თებერვალი, 2016
მიუნხენში უსაფრთხოების 52-ე კონფერენცია დასრულდა. მსოფლიო ლიდერები უსაფრთხოების კუთხით არსებულ მწვავე პრობლემებზე სამი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. მათ შორის იყო ქართული დელეგაცია გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით. ექნება თუ არა კონკრეტული შედეგი მიუნხენის კონფერენციას - ერუდიციის ცენტრ „სოფიქსის“ დირექტორმა გიორგი გოგელიამ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს.
წაკითხვა
სიუჟეტი
მსოფლიო ლიდერების მთავარი გზავნილები მიუნხენის ტრიბუნიდან
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 თებერვალი, 2016
ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისის, ტერორიზმის გაზრდილი საფრთხეებისა და რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების ფონზე, მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების 52-ე კონფერენციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. Ⴋსოფლიო ლიდერები შეთანხმებას ცდილობენ. ყოველ შემთხვევაში, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს საკუთარ პირობებს აცნობენ, მიანიშნებენ რისკებზე და საუბრობენ უკვე დამდგარ ნეგატიურ შედეგებზე. გთავაზობთ კონფერენციის ყველაზე რეზონანსულ განცხადებებს.
წაკითხვა
სტუმარი
შიდაპარტიული არჩევნები და საარჩევნო კამპანია აშშ-ში - მათე გაბიცინაშვილმა უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად | 14 თებერვალი, 2016
აშშ-ში შიდაპარტიული არჩევნები დაიწყო, რომელიც 14 ივნისს დასრულდება. რით არის გამორჩეული წლევანდელი არჩევნები, როგორია რესპუბლიკელებისა და დემოკრატების საარჩევნო კამპანია, როგორ ცდილობენ ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვებას, - „მოამბის“ კითხვებს ანალიტიკური მედიაპლატფორმა „იუროფიან ჯის“ მთავარმა რედაქტორმა, მათე გაბიცინაშვილმა უპასუხა.
წაკითხვა